1. ცვლილებების მართვის უზრუნველსაყოფად, ავიასაწარმომ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს იმ ცვლილებების იდენტიფიცირების პროცედურა, რომელიც გავლენას მოახდენს საავიაციო პროდუქციისა და მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებულ რისკებზე და ასევე შეიმუშაოს და დანერგოს ამ ცვლილებებით გამოწვეული რისკების იდენტიფიცირებისა და მართვის პროცესი.
2. ავიასაწარმოს ცვლილებების მართვის პროცესის ინიცირება უნდა განხორციელდეს, სულ მცირე, შემდეგ შემთხვევებში:
ა) ახალი პროცედურების, ტექნოლოგიის ან მოწყობილობის გამოყენებისას;
ბ) საექსპლუატაციო გარემოს ცვლილებისას;
გ) საკვანძო პერსონალის ცვლილებისას;
დ) პერსონალის დაკომპლექტების მნიშვნელოვანი ცვლილებისას;
ე) უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების მოთხოვნების ცვლილებისას;
ვ) ავიასაწარმოს მნიშვნელოვანი რესტრუქტურიზაციისას;
ზ) ფიზიკური ცვლილებისას (ახალი შენობა-ნაგებობა ან ბაზა, აეროდრომის სქემის შეცვლა და სხვა).
3. ცვლილების მართვის პროცედურა უნდა ითვალისწინებს შემდეგ მოქმედებებს:
ა) ცვლილების განსაზღვრა – ცვლილების აღწერა და მისი განხორციელების დასაბუთება;
ბ) ცვლილების ზეგავლენის განსაზღვრა – იმ პირებისა და მიმართულებების დადგენა, რომლებზეც გავლენას ახდენს ცვლილება;
გ) ცვლილებასთან დაკავშირებული საფრთხის იდენტიფიცირება და უსაფრთხოების რისკის შეფასება – აღნიშნულ ეტაპზე გამოიყენება ავიასაწარმოში არსებული უსაფრთხოების რისკების მართვის პროცესი;
დ) სამოქმედო გეგმის შემუშავება – რომელშიც გარკვევით იქნება აღწერილი ცვლილების განხორციელების გზები და პასუხისმგებელი პირები, ასევე, თითოეული ამოცანის შესრულების თანამიმდევრობა და ვადები;
ე) ცვლილების დამტკიცება – ცვლილების განხორციელების გეგმას ამტკიცებს პირი, რომელსაც გააჩნია ცვლილების განხორციელების უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა;
ვ) ცვლილების გადამოწმება – აღნიშნულ ეტაპზე მოწმდება სამოქმედო გეგმით დადგენილი ქმედებების განხორციელება და მათი ეფექტურობა.
4. ავიასაწარმომ დაგეგმილი ცვლილების განხორციელება უნდა უზრუნველყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცვლილების შეფასებით გამოვლენილი რისკები იქნება მისაღები.
5. გარდა ამ მუხლში აღნიშნული მოთხოვნებისა, სააერნაოსნო მომსახურების საწარმომ ცვლილებების მართვის დადგენის და განხორციელების პროცესში უნდა გაითვალისწინოს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 13 ნოემბრის №185 ბრძანებით დამტკიცებული „სააერნაოსნო მომსახურების საწარმოში დაგეგმილი ცვლილებების ზედამხედველობის წესი“.
6. გარდა ამ მუხლში აღნიშნული მოთხოვნებისა, საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმომ ცვლილებების მართვის დადგენის და განხორციელების პროცესში უნდა გაითვალისწინოს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 29 ივლისის №172 ბრძანებით დამტკიცებული „საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს სერტიფიცირების წესი