1. ავიასაწარმომ უნდა შეიმუშაოს და განახორციელოს უსაფრთხოების მართვის სისტემის შიდა აუდიტის პროცედურა. შიდა აუდიტი ტარდება უსაფრთხოების მართვის სისტემის ეფექტურობის შეფასების და იმ საკითხების გამოვლენის მიზნით, რომლებსაც ესაჭიროება გაუმჯობესება.

2. ავიასაწარმოს შიდა აუდიტის განხორციელების პროცედურა, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს შემდეგს:

ა) ფუნქციები და პასუხისმგებლობები;

ბ) აუდიტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სწავლებები;

გ) ინტერესთა კონფლიქტი;

დ) აუდიტის მიმართულებები და სფეროები/სამსახურები/ქვეკონტრაქორები;

ე) აუდიტის დაგეგმვა;

ვ) აუდიტისთვის მომზადება;

ზ) აუდიტის მიმდინარეობა;

თ) აუდიტის შედეგები;

ი) მაკორექტირებელი ქმედებების მართვა;

კ) მაკორექტირებელი ქმედებების გადამოწმება;

ლ) მენეჯმენტთან წარდგენა;

მ) აღსრულება;

ნ) აუდიტის მონაცემთა ბაზა.

3. შიდა აუდიტი ტარდება დადგენილი პერიოდულობით, სულ მცირე, 12 თვეში ერთხელ, კვალიფიციური პერსონალის მიერ. ასეთი აუდიტი, სულ მცირე, უნდა ხორციელდებოდეს შემდეგი მიმართულებით:

ა) შესაბამისობა ნორმატიულ აქტებთან;

ბ) შესაბამისობა ავიასაწარმოს პოლიტიკასთან, პროცესთან და პროცედურებთან;

გ) უსაფრთხოების რისკის კონტროლის ღონისძიების ეფექტურობა;

დ) მაკორექტირებელი ქმედებების ეფექტურობა;

ე) უსაფრთხოების მართვის სისტემის ეფექტურობა.

4. ინტერესთა კონფლიქტის გათვალისწინებით, დაუშვებელია შიდა აუდიტის ჩატარება იმ პირების მიერ, რომლებიც უშუალოდ ჩართულნი არიან შესამოწმებელ პროცესებში.

5. შიდა აუდიტების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი უნდა იცნობდეს ავიასაწარმოს ფუნქციონირების სპეციფიკას და გავლილი ჰქონდეს შესაბამისი სწავლება, რომელიც, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:

ა) უსაფრთხოების მართვის სისტემა;

ბ) აუდიტის ტექნიკა;

გ) შესაბამისი კანონმდებლობა.

6. შიდა აუდიტის დაგეგმვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შესამოწმებელი პროცესის ზეგავლენა ფრენის უსაფრთხოებაზე, წინა აუდიტის შედეგები, სხვადასხვა წყაროდან მიღებული უსაფრთხოების შეფასების შედეგები და უსაფრთხოების რისკის კონტროლის დანერგილი ღონისძიებები.

7. ავიასაწარმო ატარებს თითოეული გამოვლენილი შეუსაბამობის გამომწვევი მიზეზების ანალიზს (Root Cause Analysis) და შეიმუშავებს მაკორექტირებელი  ქმედებების გეგმას.

8. შეუსაბამობის გამომწვევი მიზეზების და მისი ხელშემწყობი ფაქტორების ანალიზის შედეგები უნდა იქნას გათვალისწინებული ავიასაწარმოს უსაფრთხოების რისკის მართვის პროცესში.

9. ავიასაწარმომ მუდმივად უნდა აწარმოოს შიდა და გარე აუდიტების შედეგების მონაცემთა ბაზა, რომელიც უნდა მოიცავდეს აუდიტის შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებებს, მათ გამოსასწორებელ ან პრევენციულ ქმედებებს და შესრულების სტატუს