1. ავიასაწარმომ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული საფრთხეების იდენტიფიცირების პროცესები და პროცედურები, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვების რეაქციულ, პროაქტიულ და პროგნოზირების მეთოდების ერთობლიობას.

2. ავიასაწარმომ საფრთხეების იდენტიფიცირების პროცესში უნდა გამოიყენოს საფრთხის იდენტიფიცირების წყაროები როგორც ავიასაწარმოს საქმიანობის ფარგლებში, ასევე მის გარეთ.

3. ავიასაწარმოს საქმიანობის ფარგლებში საფრთხეების იდენტიფიცირების წყაროები,  ავიასაწარმოს საქმიანობიდან გამომდინარე, საჭიროებისამებრ, უნდა მოიცავდეს:

ა) ჩვეულებრივ ვითარებაში, ყოველდღიური დადგენილი პროცესებით ექსპლუატაციის მონიტორინგს;

ბ) მონიტორინგის ავტომატიზებულ სისტემებს;

გ) საავიაციო მოვლენის ნებაყოფლობით და სავალდებულო შეტყობინებებს;

დ) შიდა აუდიტებს;

ე) პერსონალის სწავლების შედეგებს;

ვ) შიდა საავიაციო მოვლენის მოკვლევის შედეგებს.

4. ავიასაწარმოს საქმიანობის ფარგლებს გარეთ საფრთხეების იდენტიფიცირების წყაროები უნდა მოიცავდეს:

ა) საავიაციო მოვლენების მოკვლევის ანგარიშებს;

ბ) სააგენტოს მიერ გაზიარებულ საავიაციო მოვლენებთან დაკავშირებულ ინფორმაციას და ანგარიშებს;

გ) სააგენტოს და მესამე მხარის მიერ განხორციელებული საზედამხედველო ინსპექტირების შედეგებს.

შენიშვნა: ავიასაწარმოს მიერ საავიაციო მოვლენების შეტყობინების სისტემის დანერგვა და საავიაციო მოვლენათა მოკვლევა ხორციელდება საქართველოს საჰაერო კოდექსის და სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 5 თებერვლის №17 ბრძანებით დამტკიცებული „საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესის“ მოთხოვნების შესაბამისა