1. ავიასაწარმომ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს უსაფრთხოების ეფექტურობის შეფასების და მის მიერ დანერგილი უსაფრთხოების რისკების კონტროლის ღონისძიებების ეფექტურობის შეფასების მექანიზმები.

2. ავიასაწარმოს უსაფრთხოების ეფექტურობის შეფასება უნდა განხორციელდეს უსაფრთხოების ეფექტურობის ინდიკატორებთან და უსაფრთხოების ეფექტურობის მიზნებთან მიმართებაში, რომლებიც გამომდინარეობს ავიასაწარმოს უსაფრთხოების მიზნებიდან.

3. ავიასაწარმოს უსაფრთხოების ეფექტურობის ინდიკატორებს, მიზნებს და გამაფრთხილებელ (განგაშის) დონეებს, ასევე მათ ცვლილებას ითანხმებს სააგენტო, ამ წესის მე-6 და მე-8 მუხლების შესაბამისად.

4. უსაფრთხოების ეფექტურობის მონიტორინგის და გაზომვის მიზნით, ავიასაწარმო განსაზღვრავს:

ა) უსაფრთხოების მიზნებს, რომლებიც ადგენს ავიასაწარმოს სტრატეგიულ ან სასურველ შედეგებს, მისი საქმიანობისთვის დამახასიათებელი უსაფრთხოების პრობლემური საკითხებიდან გამომდინარე;

ბ) უსაფრთხოების ეფექტურობის ინდიკატორებს (SPIs), რომლებიც წარმოადგენენ უსაფრთხოების მიზნებთან დაკავშირებულ პარამეტრებს, რომლის საფუძველზეც ხდება მონაცემთა შეგროვება;

გ) უსაფრთხოების ეფექტურობის მიზნებს (SPT), რომელებიც ასევე წარმოადგენენ უსაფრთხოების მიზნებთან დაკავშირებულ პარამეტრებს, რომლებიც გამოიყენება უსაფრთხოების მიზნების მიღწევის მონიტორინგისათვის.

5. უსაფრთხოების ეფექტურობის ინდიკატორი მოიცავს:

ა) დაბალი ალბათობის/მაღალი სიმძიმის მოვლენებს (მაგ, საავიაციო შემთხვევები და სერიოზული ინციდენტები);

ბ) მაღალი ალბათობის/დაბალი სიმძიმის მოვლენებს (მაგ, ინციდენტი, ნაკლოვანება, საექსპლუატაციო გადაცდომა და სხვა);

გ) პროცესის ეფექტურობას (მაგ., სწავლება, სისტემის გაუმჯობესება).

6. უსაფრთხოების ეფექტურობის ინდიკატორის განსაზღვრისას ავიასაწარმომ უნდა:

ა) გაითვალისწინოს ავიასაწარმოში არსებული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები და რისკები, გაზომვისთვის გამოიყენოს შესაბამისი პარამეტრები და დაადგინოს უსაფრთხოების ისეთი ინდიკატორები, რომლებიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების მიზნების მიღწევას;

ბ) უზრუნველყოს საჭირო მონაცემთა ხელმისაწვდომობა;

გ) გამოიყენოს საიმედო მონაცემები;

დ) საჭიროებისამებრ, გამოიყენოს ეროვნულ ან საერთაშორისო დონეზე განსაზღვრული უსაფრთხოების ეფექტურობის ინდიკატორები.

7. უსაფრთხოების ეფექტურობის ინდიკატორების განსაზღვრის შემდეგ, ავიასაწარმომ უნდა დაადგინოს უსაფრთხოების ეფექტურობის მიზანი და გამაფრთხილებელი (განგაშის) დონეები. უსაფრთხოების ეფექტურობის მიზანი უნდა იყოს რეალისტური, კონტექსტზე მორგებული და მიღწევადი.

8. უსაფრთხოების ეფექტურობის ინდიკატორები დაკავშირებული უნდა იყოს უსაფრთხოების მიზნებთან და ეფუძნებოდეს ხელმისაწვდომი მონაცემების ანალიზს.

9. ავიასაწარმომ უნდა განახორციელოს უსაფრთხოების ეფექტურობის  ინდიკატორებისა და უსაფრთხოების ეფექტურობის მიზნების მონიტორინგი, რათა გამოავლინოს უსაფრთხოების ეფექტურობის დადგენილი ნიშნულიდან გადახრები.

10. ავიასაწარმომ უნდა გაითვალისწინოს სააგენტოს მიერ დადგენილი შესაბამისი უსაფრთხოების ეფექტურობის ინდიკატორებ