1. ავიასაწარმომ უნდა შეიმუშაოს და პერიოდულად განაახლოს უსაფრთხოების მართვის სისტემის სახელმძღვანელო, რომელიც წარმოადგენს უსაფრთხოების მართვის სისტემის დოკუმენტაციის ნაწილს და მოიცავს, სულ მცირე, შემდეგს:
ა) უსაფრთხოების პოლიტიკა და უსაფრთხოების მიზნები;
ბ) მითითება უსაფრთხოების მართვის სისტემასთან დაკავშირებული მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნებზე;
გ) სისტემის აღწერილობა;
დ) უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ანგარიშვალდებულები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკვანძო პერსონალი;
ე) საავიაციო მოვლენათა სავალდებულო და ნებაყოფლობითი შეტყობინების სისტემის პროცესები და პროცედურები;
ვ) საფრთხის იდენტიფიცირება და უსაფრთხოების რისკის შეფასების პროცესები და პროცედურები;
ზ) უსაფრთხოების მოკვლევის პროცედურები;
თ) უსაფრთხოების ეფექტურობის ინდიკატორების დადგენის და მონიტორინგის პროცედურები;
ი) უსაფრთხოების მართვის სისტემის მიმართულებით სწავლების პროცესები და პროცედურები;
კ) უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების კომუნიკაციის პროცესები და პროცედურები;
ლ) შიდა აუდიტის პროცედურები;
მ) ცვლილებების მართვის პროცედურები;
ნ) უსაფრთხოების მართვის სისტემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვის პროცედურები;
ო) საგანგებო ვითარებაში მოქმედების გეგმის კოორდინირება, თუ ასეთი გამოიყენება.
2. უსაფრთხოების მართვის სისტემის სახელმძღვანელო შეიძლება იყოს როგორც ცალკე დოკუმენტი, ასევე ავიასაწარმოს სხვა დოკუმენტების/დოკუმენტაციის შემადგენელი ნაწილი. როდესაც ავიასაწარმოს უსაფრთხოების მართვის სისტემის პროცესი უკვე გაწერილია არსებულ დოკუმენტებში, საკმარისია გაკეთდეს ამ დოკუმენტებზე მითითება.
3. ავიასაწარმომ უნდა შექმნას ჩანაწერების სისტემა, რომელიც, სულ მცირე, მოიცავს შემდეგს:
ა) საფრთხეების რეესტრი და ანგარიშები საფრთხის/უსაფრთხოების შესახებ;
ბ) უსაფრთხოების ეფექტურობა და მასთან დაკავშირებული დიაგრამები;
გ) ჩანაწერები ჩატარებული უსაფრთხოების რისკის შეფასებების შესახებ;
დ) ჩანაწერები უსაფრთხოების მართვის სისტემის შიდა შემოწმების ან აუდიტის შესახებ;
ე) ჩანაწერები შიდა აუდიტის შესახებ;
ვ) ჩანაწერები უსაფრთხოების მართვის სისტემის/უსაფრთხოების კუთხით სწავლების შესახებ;
ზ) უსაფრთხოების მართვის სისტემის/უსაფრთხოების კომიტეტის შეხვედრის ოქმები;
თ) უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვის გეგმა (პირველადი დანერგვის პერიოდისათვის);
ი) ხარვეზების ანალიზები, დანერგვის გეგმის სრულყოფაში მოსაყვანად.
4. საჭიროების შემთხვევაში, ავიასაწარმომ შესაძლებელია, ამ მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული ჩანაწერების გარდა, დამატებით დაადგინოს შემდგომი მონიტორინგისთვის მნიშვნელოვნად მიჩნეული ჩანაწერების ჩამონათვალი და მათი შენახვის ვადებ