1. ავიასაწარმოში უსაფრთხოების ანგარიშვალდებულებების დადგენის მიზნით, უნდა:
ა) განისაზღვროს უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვასა და ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული უმაღლესი ხელმძღვანელი პირი;
ბ) მკაფიოდ გაიმიჯნოს პერსონალის ანგარიშვალდებულებები მთელი ავიასაწარმოს მასშტაბით უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის, ხელმძღვანელი პირების ანგარიშვალდებულება უსაფრთხოებაზე;
გ) განისაზღვროს ყველა ხელმძღვანელი პირის და პერსონალის ანგარიშვალდებულებები უსაფრთხოების მართვის სისტემის ეფექტურობის მაჩვენებლებთან დაკავშირებით;
დ) ასახოს დოკუმენტ(ებ)ში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები, ანგარიშვალდებულებები და უფლებამოსილებები ავიასაწარმოს პერსონალისათვის და გააცნოს მათ;
ე) განისაზღვროს ხელმძღვანელი პირები, რომლებსაც აქვთ უსაფრთხოების რისკთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება.
2. უსაფრთხოების მართვის სისტემის ეფექტური ფუნქციონირებისათვის, ავიასაწარმომ უნდა უზრუნველყოს საჭირო რაოდენობისა და კვალიფიკაციის მქონე პერსონალის არსებობა. ადამიანური რესურსების საჭირო რაოდენობის გამოთვლა უნდა ხორციელდებოდეს რეგულარულად, დადგენილი პერიოდულობით და საჭიროებისამებრ, საკადრო და ფუნქციური ცვლილებების განხორციელებისას.
3. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ანგარიშვალდებულებები და პასუხისმგებლობები ასახული უნდა იყოს ორგანიზაციულ სტრუქტურაში, სტრუქტურული ერთეულების პასუხისმგებლობის აღმწერ დოკუმენტაციაში და თანამდებობრივ ინსტრუქციებში.
4. ავიასაწარმომ უნდა აირიდოს პერსონალის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ფუნქციებსა და სხვა პასუხისმგებლობებს შორის ინტერესთა კონფლიქტი, რათა თავიდან იქნეს აცილებული პერსონალის ქონებრივი ან სხვა ინტერესის დაპირისპირება ავიასაწარმოს ინტერესებთა