1. უსაფრთხოების მართვის სისტემის ეფექტური დანერგვის მიზნით, ავიასაწარმომ უნდა უზრუნველყოს  უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბება.

2. უსაფრთხოების კულტურა აღწერილი უნდა იყოს  პროცედურებში და მოიცავდეს ხუთ ელემენტს:

ა) ინფორმირების კულტურა – ავიასაწარმო აგროვებს და აანალიზებს შესაბამის მონაცემებს და აქტიურად ავრცელებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას;

ბ) შეტყობინების კულტურა – ისეთი გარემოს შექმნა, სადაც პირები დარწმუნებულნი არიან, რომ უშიშრად შეუძლიათ შეატყობინონ საავიაციო მოვლენის შესახებ. თანამშრომლებმა უნდა იცოდნენ, რომ დაცული იქნება კონფიდენციალურობა და მათ მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე მოხდება რეაგირება;

გ) სწავლის კულტურა – ავიასაწარმო ითვალისწინებს შეცდომებს და ახორციელებს სათანადო ღონისძიებებს;

დ) არადამსჯელობითი კულტურა – შეცდომები და სახიფათო ქმედებები არ დაისჯება, თუ არასაკმარისი ცოდნის და მომზადების გამო დაშვებული შეცდომა იყო უნებლიე, ხოლო დაუფიქრებელი ან განზრახ სახიფათო ქმედება ან გაუმართლებელი რისკზე წასვლა ექვემდებარება დისციპლინარულ ზომებს;

ე) ადაპტირებადი კულტურა – ავიასაწარმოს მიერ იმგვარი გარემოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს მისი პერსონალის ცვალებად მოთხოვნებთან ადაპტაციის უნარს.

3. ავიასაწარმოს უსაფრთხოების ეფექტურობაზე ზეგავლენის განსაზღვრის მიზნით, ავიასაწარმომ რეგულარულად უნდა შეაფასოს და საჭიროებისამებრ, გააუმჯობესოს უსაფრთხოების კულტურა.

4. ავიასაწარმომ უნდა   შეიმუშაოს  უსაფრთხოების კულტურის    შეფასების მეთოდოლოგია/პროცედურა.

შენიშვნა: ავიასაწარმოს შეუძლია გამოიყენოს შეფასების მეთოდოლოგია, საერთაშორისო საავიაციო პრაქტიკიდან გამომდინარე.

5. უსაფრთხოების კულტურის შეფასებისას პერიოდულად უნდა მოწმდებოდეს:

ა) როგორ არის პერსონალი განწყობილი ავიასაწარმოს მიმართ და რამდენად მნიშვნელოვნად აღიქმება უსაფრთხოება;

ბ) ავიასაწარმოს ძლიერი და სუსტი მხარეები;

გ) განსხვავებები ავიასაწარმოს სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფებს (სუბკულტურებს) შორის;

დ) განხორციელებული ცვლილებების შედეგები.

6. უსაფრთხოების კულტურის შეფასება შეიძლება განხორციელდეს შემდეგი მეთოდებით:

ა) კითხვარებით;

ბ) ჯგუფებთან გასაუბრებით;

გ) დაკვირვებით;

დ) დოკუმენტაციის გადახედვით/შემოწმები