1. უსაფრთხოების მართვის სისტემის პირველადი შეთანხმების დროს ავიასაწარმო ვალდებულია სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) შესათანხმებლად წარუდგინოს:
ა) უსაფრთხოების მართვის სისტემის სახელმძღვანელოს ბეჭდური (ორ ეგზემპლარად) და ელექტრონული ვერსია;
ბ) შევსებული „უსაფრთხოების მართვის სისტემის ხარვეზების ანალიზის კითხვარი“;
გ) უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვის გეგმა.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტები ან ინფორმაცია არასრულად ან არაზუსტად ასახავს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სააგენტო უფლებამოსილია, განმცხადებლისაგან მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტი ან წარმოდგენილი ინფორმაციის დაზუსტება.
3. უსაფრთხოების მართვის სისტემის სახელმძღვანელოს შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ წესის მე-15 მუხლში მოცემული მოთხოვნები.
4. სააგენტო ითანხმებს უსაფრთხოების მართვის სისტემას არაუმეტეს 60 კალენდარული დღის ვადაში.
5. სააგენტოს მიერ შეთანხმებული დოკუმენტების ერთი ეგზემპლარი რჩება სააგენტოში, ხოლო მეორე – უბრუნდება ავიასაწარმო