ამ წესით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ შემდეგ ავიასაწარმოებზე:

ა) სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებაზე, რომლის სასწავლო პროცესი დაკავშირებულია საფრენად ვარგისი საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასთან;

ბ) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტზე, რომელიც ახორციელებს კომერციულ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებს;

გ) საერთო დანიშნულების ავიაციის ექსპლუატანტზე, რომელიც ახორციელებს  5700 კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე ან ერთი ან მეტი ტურბორეაქტიული ძრავით აღჭურვილი საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას;

დ) უპილოტო საჰაერო ხომალდის სერტიფიცირებულ ექსპლუატანტზე, რომელიც ახორციელებს უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას „სერტიფიცირებულ კატეგორიაში“;

ე) საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების და საავიაციო ტექნიკის საფრენოსნო ვარგისობის საწარმოზე, გარდა იმ საწარმოსი, რომელიც ახორციელებს მხოლოდ ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ტექნიკურ მომსახურებას;

ვ) აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტზე;

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი ასევე ახორციელებს სააერნაოსნო მომსახურებას და საჰაერო ხომალდების მიწისზედა მომსახურებას, მისი უსაფრთხოების მართვის სისტემა უნდა მოიცავდეს აღნიშნულ მიმართულებებსაც.

ზ) სააერნაოსნო მომსახურების საწარმოზე;

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ სააერნაოსნო მომსახურების საწარმო, გარდა საჰაერო მოძრაობის ორგანიზებისა, ასევე ახორციელებს ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურებას, კავშირგაბმულობას, სანავიგაციო და სარადიოლოკაციო მომსახურებას, მეტეოროლოგიურ მომსახურებას ან/და საძებნ-სამაშველო მომსახურებას, მისი უსაფრთხოების მართვის სისტემა უნდა მოიცავდეს აღნიშნულ მომსახურებებს.

თ) საჰაერო ხომალდის, საავიაციო ძრავას ან საჰაერო ხრახნის შემმუშავებელ და დამამზადებელ საწარმოზ