1. ავიასაწარმოს უსაფრთხოების მართვის სისტემა უნდა შეესაბამებოდეს ავიასაწარმოს ზომას (მასშტაბს), მისი საქმიანობის ხასიათსა და კომპლექსურობას, ავიასაწარმოს საქმიანობისთვის დამახასიათებელ საფრთხეებსა და თანმხლებ რისკებს.
2. ავიასაწარმოს უსაფრთხოების მართვის სისტემა უნდა შედგებოდეს შემდეგი კომპონენტებისგან, რომლებიც, თავის მხრივ, იყოფა შემდეგ ელემენტებად:
ა) უსაფრთხოების პოლიტიკა და მიზნები:
ა.ა) ხელმძღვანელობის ვალდებულებები;
ა.ბ) უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობები;
ა.გ) უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პერსონალის დანიშვნა;
ა.დ) საგანგებო ვითარებებში მოქმედების გეგმის კოორდინირება;
ა.ე) უსაფრთხოების მართვის სისტემის დოკუმენტაცია.
ბ) უსაფრთხოების რისკების მართვა:
ბ.ა) საფრთხეების იდენტიფიცირება;
ბ.ბ) უსაფრთხოების რისკების შეფასება და შემცირება.
გ) უსაფრთხოების უზრუნველყოფა:
გ.ა) უსაფრთხოების ეფექტურობის მონიტორინგი და გაზომვა;
გ.ბ) ცვლილებების მართვა;
გ.გ) უსაფრთხოების მართვის სისტემის მუდმივი გაუმჯობესების ღონისძიებები.
დ) უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლება:
დ.ა) პერსონალის მომზადება და სწავლება;
დ.ბ) უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება.
3. ავიასაწარმოს უსაფრთხოების მართვის სისტემის მასშტაბი დგინდება ავიასაწარმოს მიერ გაწეული მომსახურების ხასიათის, ზომის და კომპლექსურობის შესწავლის შედეგად, ამ წესის №1 დანართში აღწერილი მეთოდოლოგიის საფუძველზ