1. უსაფრთხოების პოლიტიკის გათვალისწინებით, ავიასაწარმოს ხელმძღვანელმა პირმა უნდა განსაზღვროს და დოკუმენტურად ასახოს უსაფრთხოების მიზნები.

შენიშვნა: უსაფრთხოების მიზნები შეიძლება აისახოს უსაფრთხოების პოლიტიკაში, უსაფრთხოების სისტემის მართვის სახელმძღვანელოში ან ჩამოყალიბდეს ცალკე დოკუმენტის სახით.

2. უსაფრთხოების მიზნები უნდა:

ა) ქმნიდეს საფუძველს უსაფრთხოების მონიტორინგისა და გაზომვისათვის, ამ წესის მე-20 მუხლის შესაბამისად;

ბ) ასახავდეს ავიასაწარმოს მზადყოფნას, მუდმივად შეინარჩუნოს და გააუმჯობესოს უსაფრთხოების მართვის სისტემის ეფექტურობა;

გ) იყოს გავრცელებული  ავიასაწარმოში ყველა დონეზე;

დ) გადაიხედოს პერიოდულად, მათი აქტუალობის შენარჩუნების მიზნით.

შენიშვნა: უსაფრთხოების მიზნების დადგენის სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაო-ს ოფიციალურ გამოცემაში Doc 9859.

3. უსაფრთხოების მიზნები უნდა იყოს ლაკონური, ასახავდეს ავიასაწარმოს უსაფრთხოების პრიორიტეტებს და უკავშირდებოდეს მის ყველაზე მნიშვნელოვან უსაფრთხოების რისკებ