1. უსაფრთხოების მართვის სისტემის მუდმივი გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად, ავიასაწარმომ უნდა განახორციელოს უსაფრთხოების მართვის სისტემის პროცესების ეფექტურობის მონიტორინგი და შეფასება.

2. ავიასაწარმომ უნდა გამოიყენოს სხვადასხვა მეთოდები უსაფრთხოების მართვის სისტემის ეფექტურობის დასადგენად, როგორიცაა:

ა) აუდიტი – მოიცავს შიდა აუდიტებს და სხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ აუდიტებს;

ბ) შეფასება – მოიცავს უსაფრთხოების კულტურის და უსაფრთხოების მართვის სისტემის ეფექტურობის შეფასებებს;

გ) საავიაციო შემთხვევების მონიტორინგი – უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ისეთი მოვლენების პერიოდულობის მონიტორინგი, როგორიცაა, საავიაციო შემთხვევები და ინციდენტები, შეცდომების და წესების დარღვევის გამო წარმოქმნილი ვითარებების ჩათვლით;

დ) უსაფრთხოების კვლევები –  მათ შორის, უსაფრთხოების კულტურის კვლევა, რომელთა საფუძველზეც მოიპოვება სასარგებლო ინფორმაცია უსაფრთხოების მართვის სისტემაში პერსონალის ჩართულობის შესახებ, რის საფუძველზეც, ასევე, შესაძლებელია ავიასაწარმოს უსაფრთხოების კულტურის მაჩვენებლის განსაზღვრა;

ე) მენეჯმენტის განხილვა – იმის შემოწმება, თუ რამდენად მიაღწია ავიასაწარმომ დასახულ უსაფრთხოების მიზნებს და არის თუ არა უსაფრთხოების მაჩვენებლებთან დაკავშირებული ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობა საერთო ტენდენციების გამოვლენის მიზნით.   მნიშვნელოვანია, რომ მაღალი რგოლის ხელმძღვანელობამ შეამოწმოს უსაფრთხოების მართვის სისტემის ეფექტურობა. ეს შეიძლება განხორციელდეს უსაფრთხოების კომიტეტის ერთ-ერთი ფუნქციის სახით;

ვ) უსაფრთხოების ეფექტურობის ინდიკატორებისა და უსაფრთხოების ეფექტურობის მიზნების შეფასება - შესაძლებელია, რომ შეფასება განხორციელდეს მენეჯმენტის განხილვის ნაწილის სახით. აღნიშნული შეფასების ფარგლებში განიხილება ტენდენციები და შესაბამისი მონაცემების ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, მაჩვენებლები შეიძლება შეჯერდეს სხვა ავიასაწარმოების მაჩვენებლებთან ან ქვეყნის/გლობალურ მონაცემებთან;

ზ) შეძენილი გამოცდილების გამოყენება – უსაფრთხოების ანგარიშგების და ავიასაწარმოს უსაფრთხოების გამოკვლევების საფუძველზე მოპოვებული ცოდნის გამოყენება, რის შედეგადაც უნდა მოხდეს უსაფრთხოების უკვე არსებული დონის გაუმჯობესებ