1. საგანგებო ვითარებაში მოქმედების გეგმის შემუშავება უნდა უზრუნველყონ აეროდრომის ექსპლუატანტებმა, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოებმა და საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტებმა.

2. ავიასაწარმომ უნდა უზრუნველყოს საგანგებო ვითარებაში მოქმედების გეგმის სათანადო კოორდინაცია იმ ავიასაწარმოების საგანგებო ვითარებაში მოქმედების გეგმებთან, რომლებთანაც აქვს ურთიერთობა მომსახურების გაწევის დროს.

3. საგანგებო ვითარებაში მოქმედების გეგმაში გაწერილი უნდა იყოს ყველა საგანგებო ვითარება, რომელიც პროგნოზირებული იყო უსაფრთხოების მართვის სისტემის ფარგლებში, ასევე, რისკის შემცირებისა და ავიაციასთან დაკავშირებული საგანგებო ვითარებების ეფექტური მართვისაკენ მიმართული პროცესები და კონტროლის ღონისძიებები.

4. საგანგებო ვითარებაში მოქმედების გეგმის საერთო მიზანია ფრენის უსაფრთხოდ გაგრძელება და უმოკლეს დროში ნორმალური ექსპლუატაციის აღდგენა. გეგმაში გაწერილი უნდა იყოს ექსპლუატაციის სტანდარტული რეჟიმიდან საგანგებო რეჟიმზე დროული და ეფექტიანი გადასვლის პრინციპები და საგანგებო ვითარებაში მოვალეობების განაწილების და უფლებამოსილების დელეგირების წესი.

5. საგანგებო ვითარებაში მოქმედების გეგმა ადვილად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა შესაბამისი საკვანძო პერსონალისა და საჭიროებისამებრ, გარე მაკოორდინირებელი ორგანიზაციებისთვის.

6. საგანგებო ვითარებაში მოქმედების გეგმის ეფექტურობის დადგენის მიზნით, ავიასაწარმომ განსაზღვრული პერიოდულობით უნდა მოახდინოს მისი პრაქტიკული შემოწმებ