1. ავიასაწარმოს მიერ უსაფრთხოების მართვის სისტემის დოკუმენტაციაში დაგეგმილი ნებისმიერი ცვლილება თანხმდება სააგენტოსთან.
2. უსაფრთხოების მართვის სისტემის დოკუმენტაციაში დაგეგმილი ცვლილების დროს, ავიასაწარმო ვალდებულია, ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 30 დღისა, სააგენტოს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განაცხადი, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს განმარტებული ცვლილების გამომწვევი მიზეზი;
ბ) უსაფრთხოების მართვის სისტემის იმ დოკუმენტაციის ელექტრონული და ბეჭდური ვერსიები, სადაც შედის ცვლილება;
გ) მნიშვნელოვანი ცვლილების შემთხვევაში, დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს ამ წესის №2 დანართის შესაბამისად შევსებული „უსაფრთხოების მართვის სისტემის ხარვეზების ანალიზის კითხვარი“ და ცვლილების დანერგვის გეგმა;
დ) სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, რომელიც აუცილებელია აღნიშნული ცვლილების მიზანშეწონილობის გასამყარებლად (მაგ., ცვლილებების მართვის ან/და უსაფრთხოების შეფასების დოკუმენტი და სხვა).
3. ცვლილების იდენტიფიცირება შეცვლილ ფურცლებზე უნდა განხორციელდეს შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:
ა) ვერტიკალური ხაზი ტექსტის ან დიაგრამის გვერდით მიუთითებს შესწორებული პუნქტის შესახებ;
ბ) არ მიეთითება გარკვეული სარედაქციო ან ტიპოგრაფიული ცვლილება;
გ) ვერტიკალური ხაზი შეუვსებელ ადგილზე ტექსტის შუაში მიუთითებს წინა პუნქტის ამოღების შესახებ;
დ) შესწორების ნომერი უნდა აისახოს ფურცლის თარიღის ქვევით.
4. ავიასაწარმოს მიერ უსაფრთხოების მართვის სისტემის სახელმძღვანელო დოკუმენტის ახალი რედაქციის შემუშავების და სააგენტოსთან შეთანხმების შემთხვევაში, სახელმძღვანელო დოკუმენტთან ერთად, ასევე წარმოდგენილი უნდა იქნეს ამ წესის №2 დანართში მოცემული შევსებული „უსაფრთხოების მართვის სისტემის ხარვეზების ანალიზის კითხვარი“.
თავი II
უსაფრთხოების მართვის სისტემის დეტალური მოთხოვნე