1. უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვის ინიცირებამდე, ავიასაწარმომ უნდა განახორციელოს ავიასაწარმოს სისტემური შეფასება, რომელიც უნდა მოიცავდეს ავიასაწარმოს საქმიანობის დეტალურ აღწერას.

2. ავიასაწარმო ვალდებულია უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვის მიზნით განახორციელოს მოთხოვნებთან შესაბამისობის ანალიზი ამ წესის №2 დანართში მოცემული „უსაფრთხოების მართვის სისტემის ხარვეზების ანალიზის კითხვარის“ შესაბამისად.

3. მოთხოვნებთან შესაბამისობის ანალიზის შედეგებიდან გამომდინარე, ავიასაწარმო ვალდებულია შეიმუშაოს უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვის გეგმა, რომელიც მოიცავს უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვის მიზნით განსაზღვრული ღონისძიებების დეტალურ აღწერას, გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირებს და შესრულების თარიღებს.

4. დანერგვის გეგმის შესაბამისად, უსაფრთხოების მართვის სისტემის განსაზღვრულ დროში და დადგენილი თანმიმდევრობით დანერგვის მიზნით ავიასაწარმომ, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, უნდა გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტორები:

ა) შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნები;

ბ) რამდენიმე სერტიფიკატის ფარგლებში ექსპლუატაცია;

გ) საწარმოში სხვა მართვის სისტემების არსებობა;

დ) რესურსების და ფინანსების არსებობა;

ე) გასატარებელ ღონისძიებებს შორის ურთიერთდამოკიდებულება (მაგ., მონაცემების ანალიზის სისტემა უნდა დაინერგოს საავიაციო მოვლენათა შეტყობინების სისტემის დანერგვის შემდეგ);

ვ) უსაფრთხოების კულტურის არსებობა.

5. დანერგვის გეგმა უნდა შემუშავდეს აღმასრულებელი და მაღალი რგოლის მენეჯმენტთან კონსულტაციების და შეთანხმების შემდეგ.

6. უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვის პროცესში უნდა განხორციელდეს დანერგვის გეგმის რეგულარული მონიტორინგი და საჭიროებისამებრ, განახლება.

7. უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვის გეგმა უნდა შემუშავდეს ამ წესის №3 დანართის შესაბამისად და უნდა იყოს გაწერილი არაუმეტეს 4 წლის პერიოდზ