1. ავიასაწარმოს ხელმძღვანელი პირი განსაზღვრავს უსაფრთხოების პოლიტიკას, რომელიც უნდა:
ა) მოიცავდეს ავიასაწარმოს მიდგომას უსაფრთხოების მიმართ, საწარმოში უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბებისა და შენარჩუნების ჩათვლით;
ბ) მოიცავდეს მკაფიო ჩანაწერს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილების და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინების შესახებ და უზრუნველყოფდეს, რომ უსაფრთხოება არის ყველა ხელმძღვანელი პირის უმთავრესი პასუხისმგებლობა;
გ) მოიცავდეს მკაფიო ჩანაწერს უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელებისათვის საჭირო რესურსებით (ფინანსური და ადამიანური) უზრუნველყოფის თაობაზე;
დ) მოიცავდეს ჩანაწერს საავიაციო მოვლენათა შეტყობინების სისტემაზე და ხელს უწყობდეს მის დანერგვას;
ე) მოიცავდეს მკაფიო ჩანაწერს იმის შესახებ, თუ რა სახის ქმედება არის მიუღებელი ავიასაწარმოსთვის და რა შემთხვევაში არ იქნება გატარებული დისციპლინარული ზომები;
ვ) იყოს ხელმოწერილი ავიასაწარმოს პასუხისმგებელი ხელმძღვანელი პირის მიერ;
შენიშვნა: აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უსაფრთხოების პოლიტიკა არის ცალკე დოკუმენტი.
ზ) გავრცელდეს ავიასაწარმოში გასაცნობად;
თ) ექვემდებარებოდეს პერიოდულ გადახედვას ავიასაწარმოს საქმიანობასთან შესაბამისობის შენარჩუნების მიზნით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უსაფრთხოების პოლიტიკა უნდა მოიცავდეს მხოლოდ ამონარიდს დისციპლინარული პოლიტიკიდან. ავიასაწარმო ვალდებულია, შეიმუშაოს დისციპლინარულ პოლიტიკასთან დაკავშირებული დეტალური პროცედურა