1. ავიასაწარმო, უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვის მიზნით, ამ წესის მე-5 და მე-6 მუხლების შესაბამისად, უზრუნველყოფს დოკუმენტაციის შემუშავებას, სააგენტოსთან შეთანხმებას და უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას.
2. ავიასაწარმოში უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა მიმდინარეობს შემდეგ ეტაპებად:
ა) პირველი ეტაპი – უსაფრთხოების დოკუმენტაციის მომზადება, ინდიკატორების ასახვა დოკუმენტებში;
ბ) მეორე ეტაპი – ინდიკატორების გამოყენება და ინდიკატორების ეფექტურობის ანალიზი;
გ) მესამე ეტაპი – უსაფრთხოების მართვის სისტემის მუდმივი გაუმჯობესება, საუკეთესო პრაქტიკის დანერგვ