„საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს №427 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №89 |
|
2023 წლის 28 თებერვალი ქ. თბილისი |
1. მე-3 მუხლს „ჰ12“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ13“ ქვეპუნქტი:
„ჰ13) ბუჩქნარი − ტყის მიწის ტერიტორია, სადაც ბუჩქების ვარჯის პროექცია შეადგენს ფართობის 30%-ს და მეტს და ხეთა დგომის სიმჭიდროვე ვერ აღწევს 0.1 სიხშირეს.“.
2. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ტყეთმოწყობის ღონისძიებები მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) მოსამზადებელი ეტაპი მოიცავს საკვლევი ობიექტის საკვარტალე ქსელის შემუშავებას, ფართობების დეშიფრირებას, ტყის შიდასამეურნეო ორგანიზებას და შესაბამისი ტერიტორიებისთვის კარტოგრაფიული მასალების მომზადებას;
ბ) საველე სამუშაოების ეტაპი მოიცავს საკვლევ ობიექტზე საველე პირობებში ტყის აღრიცხვის ღონისძიებების ჩატარებას;
გ) შეთანხმების ეტაპი მოიცავს ტყის აღრიცხვის სამუშაოების შედეგად დაზუსტებული სახელმწიფო ტყის საზღვრებისა და გამოვლენილი ფართობების სამინისტროს გავლით შეთანხმებას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან;
დ) კამერალური სამუშაოების ეტაპი მოიცავს მოსამზადებელი და საველე სამუშაოების შედეგად მოპოვებული მონაცემების დამუშავებას სპეციალური კომპიუტერული პროგრამით და მის საფუძველზე ტყის მართვის გეგმის მომზადებას ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით შეთანხმებულ ფართობებზე.“.
3. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 30. ტყის მართვის გეგმის დამტკიცება
1. სახელმწიფო ტყის მართვის ორგანო/კერძო მესაკუთრე ტყის მართვის გეგმის პროექტს დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს. ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს შემთხვევაში − აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსს, ხოლო მუნიციპალური ტყის მართვის ორგანოს შემთხვევაში − შესაბამის მუნიციპალურ ორგანოს.
2. ტყის მართვის გეგმის დამტკიცებაზე უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას ტყის მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ ან შესაბამისი დასაბუთებული შენიშვნებით უკან უბრუნებს ტყის მართვის შესაბამის ორგანოს.
3. ტყის მართვის გეგმა მტკიცდება ამ წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით შეთანხმებული ფართობების მდგომარეობით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
4. შეთანხმებული ფართობის ცვლილება არ იწვევს ტყის მართვის გეგმის პროექტისა და დამტკიცებული ტყის მართვის გეგმების ცვლილებას.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს №427 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს №427 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.02.2023.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს №427 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს №427 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 28.02.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №89. სარეგისტრაციო კოდი — 360160000.10.003.023922.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს №427 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს №427 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს №427 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.02.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს №427 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №89, 28.02.2023, სარეგისტრაციო კოდი 360160000.10.003.023922 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5739527/