,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 27 აპრილის N28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №102/ნ |
|
2023 წლის 7 ნოემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 27 აპრილის №28/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 28/04/2023, სარეგისტრაციო კოდი: 010020000.22.022.018283) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. ბრძანების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ბ) საკონსტატაციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესის“ მე-3 მუხლის შესაბამისად“; გ) პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანართი №3 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. 2. ბრძანებას პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი: „მუხლი 11 1. ემბლემა წარმოადგენს მეწამული არშიით შემოსაზღვრულ ჰერალდიკურ ფარს, რომლის ვერცხლის ველზე გამოსახულია მეწამული ფერის წიგნის სტილიზებული ფიგურა. 2. ემბლემის გამოყენება (აღმართვა, გამოფენა, გამოსახვა) ხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის საქმიანობის ფარგლებში და მიზნებისათვის. 3. ემბლემა შეიძლება გამოისახოს: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე; ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის ბეჭდვით გამოცემებზე, ვიდეო- და ფოტომასალაზე; გ) სარეკლამო-საინფორმაციო, სუვენირულ პროდუქციაზე და სამსახურებრივ ინვენტარზე. 4. საჭიროების შემთხვევაში, ემბლემის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები შესაძლებელია დაზუსტდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 5. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი ემბლემის აღმართვისას იხელმძღვანელებს „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან ერთად სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივნისის №282 დადგენილებით. 6. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 27 აპრილის N28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 27 აპრილის N28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.11.2023.
- როდის იქნა მიღებული „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 27 აპრილის N28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 27 აპრილის N28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 07.11.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №102/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 010020000.22.022.018357.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 27 აპრილის N28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 27 აპრილის N28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 27 აპრილის N28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.11.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 27 აპრილის N28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №102/ნ, 07.11.2023, სარეგისტრაციო კოდი 010020000.22.022.018357 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.11.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5948005/