📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.09.2024
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.161.016590 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 02/10/2024
554 სიტყვა · ~3 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
ოქროს მედალოსანი
მოსწავლე, რომლის საშუალო  საფეხურის საერთო ქულა არის 10 დამრგვალების გარეშე და მიმდინარე სასწავლო წლის  პერიოდში სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე მიიღებს დადებით შეფასებას, რაც დასტურდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი პირის მიერ გაცემული და დამოწმებული დოკუმენტით.
მუხლი 2
ვერცხლის მედალოსანი
მოსწავლე, რომლის საშუალო  საფეხურის საერთო ქულა არის 9,8 ან მეტი და მიმდინარე სასწავლო წლის  პერიოდში სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე მიიღებს დადებით შეფასებას, რაც დასტურდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი პირის მიერ გაცემული და დამოწმებული დოკუმენტით.
მუხლი 2
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და სრულად მოიცავს ზოგადი განათლების ერთ საფეხურს მაინც.
მუხლი 2
ჯილდო
ერთჯერადი გასაცემელი თანხა.
მუხლი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
„ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსან კურსდამთავრებულთა წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 10.03.2025 საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 09.09.2025 „ლენტეხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების (ჩამორთმევის) წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 21.02.2020 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 01.10.2018 სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 85% 18.09.2019

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 2024 წლის 30 სექტემბერი ქ. გარდაბანი გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების,  61-ე მუხლის მეორე ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-12 პუნქტს „ა“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების  წესი დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 სექტემბრის №18 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე  (www.matsne.gov.ge), 27/09/2023, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.161.016558). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემიხეილ გედეხაური დანართი გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი განსაზღვრავს გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა წახალისების მიზნით ერთჯერადად გასაცემი თანხის ოდენობას, თანხის მისაღებად მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხასა და გაცემის წესს. 2. პროგრამის განმახორციელებელია გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის საქმეთა სამსახური. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები 1. ოქროს მედალოსანი – მოსწავლე, რომლის საშუალო  საფეხურის საერთო ქულა არის 10 დამრგვალების გარეშე და მიმდინარე სასწავლო წლის  პერიოდში სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე მიიღებს დადებით შეფასებას, რაც დასტურდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი პირის მიერ გაცემული და დამოწმებული დოკუმენტით. 2. ვერცხლის მედალოსანი – მოსწავლე, რომლის საშუალო  საფეხურის საერთო ქულა არის 9,8 ან მეტი და მიმდინარე სასწავლო წლის  პერიოდში სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე მიიღებს დადებით შეფასებას, რაც დასტურდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი პირის მიერ გაცემული და დამოწმებული დოკუმენტით. 3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და სრულად მოიცავს ზოგადი განათლების ერთ საფეხურს მაინც. 4. ჯილდო – ერთჯერადი გასაცემელი თანხა. მუხლი 3🔗. პროგრამის მიზანი მოტივაციის ამაღლებისა და განვითარების ტემპის შენარჩუნების მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების წახალისება ერთჯერადი ფულადი ჯილდოს სახით. მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლე პირ(ებ)ი და დაფინანსების ოდენობა 1. პროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები. 2. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება შემდეგი ოდენობით: ა) ოქროს მედალოსანი – 500 (ხუთასი) ლარი; ბ) ვერცხლის მედალოსანი – 400 (ოთხასი) ლარი. მუხლი 5🔗. ჯილდოს გაცემის პირობები და ადმინისტრირება 1. ჯილდოს გასაცემად გარდაბნის საგანმანათლებლო რესურსცენტრი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს: ა) წერილი მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი; გ) დაბადების მოწმობის ასლი ან/და კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მინდობილობა/რწმუნებულება (იმ შემთხვევაში, თუ პროგრამით მოსარგებლე არასრულწლოვანია); დ) საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/სკოლიდან მიღებული სრული ზოგადი განათლების ატესტატი ან აღნიშნულის დამადასტურებელი ცნობა; ე) ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ პროგრამით მოსარგებლე არის ოქროს/ვერცხლის მედალოსანი; ვ) პროგრამით მოსარგებლე პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიში, გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ კანონით დადგენილი წესით. 2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებისა და დოკუმენტაციის სისწორეს ამოწმებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის საქმეთა სამსახური. 3. ჯილდოს გაცემის გადაწყვეტილება მიიღება გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. მუხლი 6🔗. ჯილდოს გაცემის წყარო და ანგარიშსწორება 1. ჯილდოს გაცემა განხორციელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. 2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. 3. არასრულწლოვანი მოსწავლისთვის გასაცემი თანხა ჩაირიცხება კანონიერი წარმომადგენლის პირად ანგარიშზე.