ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო მოხმარების სამზარეულო ღუმლისა და გამწოვის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 03.10.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №332
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.024727 424
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 08/10/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.10.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ტექნიკური რეგლამენტის − საყოფაცხოვრებო მოხმარების სამზარეულო ღუმლისა და გამწოვის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 26.04.2023
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანისა და საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო მოხმარების საშრობი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო მოხმარების სამზარეულო ღუმლისა და გამწოვის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №332
2024 წლის 3 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო მოხმარების სამზარეულო ღუმლისა და გამწოვის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი – საყოფაცხოვრებო მოხმარების სამზარეულო ღუმლისა და გამწოვის ენერგოეტიკეტირების წესი“.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს მიიჩნევა, რომ ასევე აკმაყოფილებს „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებული ქვეყნების მოთხოვნებთან შესაბამისობა, რომელიც დასტურდება ამავე ქვეყნებში შესაბამისობის შეფასებისთვის დადგენილი წესით, მათ შორის, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტებით. აღნიშნული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე, გარდა ამ ტექნიკურ რეგლამენტში ქართულ ენაზე წარმოსადგენი ინფორმაციისა.
მუხლი 3🔗
ამ დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვა არ ათავისუფლებს შესაბამის პირს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შესრულებისგან.
მუხლი 4🔗
ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს წარმოადგენს სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო.
მუხლი 5🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტექნიკური რეგლამენტის − საყოფაცხოვრებო მოხმარების სამზარეულო ღუმლისა და გამწოვის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 აპრილის №162 დადგენილება.
მუხლი 6🔗
1. დადგენილება, გარდა ამ დადგენილების მე-5 მუხლისა, ამოქმედდეს 2025 წლის 31 დეკემბრიდან.
2. ამ დადგენილების მე-5 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე