„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 |
|
2025 წლის 30 მაისი ქ. ბაღდათი |
1.რეგლამენტის მე-3 მუხლის მერვე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ე) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ხელშეწყობის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, ბავშვთა უფლებების დარღვევის პრევენციის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებათა დაგეგმვა და დამტკიცება;“.
2.რეგლამენტის მე-3 მუხლის მერვე პუნქტს დაემატოს „მ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნა, მისი დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა.“.
3.რეგლამენტის V1 თავის სათაური (ბაღდათის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო“.
4.რეგლამენტის 341 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 341
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად, საკრებულო ქმნის ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს (შემდგომში – საბჭო).“.
5. 342 მუხლის:
1. პირველი პუნქტი (საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.საბჭოს ძირითადი ამოცანები ფუნქციებია:
ა) საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისო კომისიასთან (შემდგომში – უწყებათაშორისო კომისია) კოორდინირებული მუშაობის წარმართვა;
ბ) ბაღდათის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზის განხორციელება და საჭიროების შემთხევაში ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება და უწყებათაშორისო კომისიისათვის წარდგენა;
გ) ქალთა და ბავშვთა უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა;
დ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა, ასევე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ე) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება საკრებულოსა და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირებისათვის წარსადგენად, გადაწყვეტილების მიღება საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე;
ვ) საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადება და წელიწადში ერთხელ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის წარდგენა;
ზ) ქალთა და ბავშვთა საჭიროებების შესაბამისად სამუშაო გეგმის შემუშავება და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა.
2. მე-2 პუნქტი (საბჭო უფლებამოსილია) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საბჭოს უფლებამოსილებებია:
ა) ქალთა და ბავშვთა უფლებების საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობა დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციისა და სხვა მასთან დაკავშირებული ინფორმაციის განხილვა, კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
გ) ბაღდათის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს ბაღდათის მუნიციპალიტეტი;
დ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები;
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.“.
6. რეგლამენტის 343 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 343
საბჭოს შემადგენლობა, სტრუქტურა და საქმიანობა განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო.“.
|