📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

მიღების თარიღი 10.03.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ნომერი №94
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016101 71
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 11/03/2026
269 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 9 დოკუმენტი

ბრძანება (9)

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 89% 20.10.2025 ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 13.09.2017 ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 09.02.2022 ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 07.11.2025 სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის დადგენილება 87% 07.05.2025

დოკუმენტის ტექსტი

ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №94 2026 წლის 10 მარტი ქ. თბილისი ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 1999 წლის 5 ოქტომბრის №42 ბრძანება; ბ) „საპენსიო სქემის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2000 წლის 17 მარტის №12 ბრძანება; გ) „საპენსიო სქემის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2000 წლის 17 მარტის №13 ბრძანება; დ) „არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2000 წლის 3 ოქტომბრის №29 ბრძანება; ე) „არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთათვის ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2001 წლის 12 ივლისის №19 ბრძანება; ვ) „საპენსიო სქემის მონაწილეთა, სამეთვალყურეო საბჭოსა და სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ინფორმირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2001 წლის 12 ივლისის №20 ბრძანება; ზ) „საპენსიო სქემების ანგარიშგების, არასახელმწიფო საპენსიო სქემების მონაწილეთა და მეანაბრეთა რეესტრის წარმოების წესის შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2004 წლის 16 ივლისის №33 ბრძანება. თ) „დამსაქმებლის, დასაქმებულთა გაერთიანების და პროფესიული კავშირების მიერ საპენსიო სქემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2002 წლის 6 აგვისტოს №16 ბრძანება; ი) „მუდმივი პენსიების დანაგროვის ფონდის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2006 წლის 8 თებერვლის №4 ბრძანება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით ონოფრიშვილი