1. სააგენტოს ფუნქციებია:

ა) საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირთა აღრიცხვისა და მათზე დოკუმენტების გაცემის მოწესრიგებული სისტემის შექმნა და შეუფერხებელი ფუნქციონირება, ასევე შესაბამის მონაცემთა ხელმისაწვდომობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფა;

ბ) სახელმწიფო მომსახურებების სრულყოფასა და ეფექტურობის გაზრდაზე ორიენტირებული იდეების ინიციირება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

გ) ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე, განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების ინიციირება და განხორციელება;

დ) სამართლებრივი აქტის ან/და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მხარდაჭერა მათი საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით;

ე) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია;

ვ) პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების და გარდაცვალების, დაბადების და გარდაცვალების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა;

ზ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა;

თ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობა;

ი) სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია;

კ) სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობისა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ ცნობის გაცემა;

ლ) საქართველოს მოქალაქესა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე, მათი საზღვარგარეთ დაქორწინების მიზნით, ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის გაცემა;

მ) მარტოხელა/მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენა, სტატუსის დადგენის შესახებ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა, სტატუსის გაუქმება, სტატუსის დადგენის თაობაზე ცნობის გაცემა და მარტოხელა/მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირთა მონაცემების წარმოება (რეესტრის ფორმირება და მასში ცვლილებების ასახვა);

ნ) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა;

ო) მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის გაცემა;

პ) საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება და აღრიცხვიდან მოხსნა;

ჟ) პირადობის, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის, ბინადრობის მოწმობებისა და დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემა;

რ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის, დამატებითი დაცვის მქონე პირის სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის გაცემა;

ს) ბიომეტრიული მონაცემების შემცველი სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემისათვის აუცილებელი მონაცემების დამუშავება, პასპორტის დამზადება და მფლობელისათვის გადაცემა;

ტ) სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაციების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ასახვა და პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე დატანილი QR კოდის მეშვეობით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

უ) სააგენტოს შენობის გარეთ მომსახურება (ადგილზე მომსახურება);

ფ) საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირის დადგენა;

ქ) საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, შენარჩუნებისა და შეწყვეტის საკითხთა განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;

ღ) საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით დაინტერესებული პირის საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმება;

ყ) მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენა და შეწყვეტა;

შ) ბინადრობის ნებართვის გაცემა;

ჩ) საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; უფლებამოსილების ფარგლებში ემიგრაციის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;

ც) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემა;

ძ) მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის შექმნა და ადმინისტრირება;

წ) სამოქალაქო აქტების შესახებ საარქივო ფონდის შექმნა, აღრიცხვა და შენახვა;

ჭ) კანონით დადგენილი წესითა და ფარგლებში ამომრჩეველთა ერთიანი სიის მაქსიმალურად ზუსტი მონაცემების საფუძველზე ფორმირების ხელშეწყობა;

ხ) საინფორმაციო ბარათის გაცემა;

ჯ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი, საქართველოში გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება;

ჰ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კანონმდებლობის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთდახმარების ფარგლებში სხვა სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მომართვის საფუძველზე სამოქალაქო აქტების, პირის დაბადების/გარდაცვალების, მისამართზე რეგისტრაციის, პირადობის დადასტურების ან მოქალაქეობრივი კუთვნილების შესახებ დოკუმენტის (ინფორმაციის) მიწოდება ან აღნიშნული დოკუმენტის (ინფორმაციის) უცხო ქვეყნიდან გამოთხოვა;

ჰ1) „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების გაწევა და მასთან დაკავშირებული სერტიფიკატების შექმნა; კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნა, გაცემა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევა;

ჰ2) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდება;

ჰ3) უფლებამოსილების ფარგლებში ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების გაცემასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;

ჰ4) სააგენტოს შექმნამდე სამინისტროს სისტემაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, აგრეთვე სხვა დოკუმენტების ასლების დამოწმება და გაცემა;

ჰ5) სააგენტოს მიზნების მისაღწევად საჭირო სხვა ფუნქციების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელება.

2. სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების გარდა, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე განახორციელოს სხვა საქმიანობა (მომსახურება), თუ ეს საქმიანობა (მომსახურება) არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

თავი III

სააგენტოს ხელმძღვანელო