1. თუ საჩივარი აკმაყოფილებს კანონითა და ამ დებულებით დადგენილ მოთხოვნებს ან საჩივრის წარმდგენმა დადგენილ ვადაში შეავსო ხარვეზი, საჩივარი მიჩნეულ იქნება დასაშვებად და გაგრძელდება მისი განხილვის პროცედურები, რის თაობაზეც ეცნობება საჩივრის ავტორს კანონის 3715 მუხლით დადგენილი წესით.
2. სამსახური საქმის სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლევის მიზნით ყველა/შესაბამისი ორგანოდან, სტრუქტურული ერთეულიდან, პირიდან გამოითხოვს საქმესთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას. შესაბამისი პირი ვალდებულია შეასრულოს დავების განხილვის სამსახურის მოთხოვნა ინფორმაციის მიწოდების თაობაზე.
3. ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმის ან მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია იმოქმედოს კანონის 37⁸-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად.