1. სამსახურის უფროსი დასაშვებობის შემოწმების მიზნით საჩივარს, მისი რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა, ანაწილებს სამსახურის თანამშრომელზე, რომელიც კოლეგიურად საქმის განმხილველი წევრების ზედამხედველობით ამოწმებს საჩივრის დასაშვებობას.
2. საჩივრის დასაშვებობა მოწმდება საჩივრის რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
3. თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს დასაშვებობის პირობებს, მაშინ სამსახურის თანამშრომელი ამზადებს ხარვეზის შესახებ ბრძანების პროექტს, რომელიც ხელმოწერის შემდგომ ეგზავნება საჩივრის ავტორს კანონის 3715 მუხლით გათვალისწინებული წესით. ხარვეზის შესახებ ბრძანების საფუძველზე საჩივრის წარმდგენს განესაზღვრება არანაკლებ 5 სამუშაო დღის ვადა ხარვეზის შესავსებად. ხარვეზის შესახებ ბრძანებაში უნდა იყოს მითითებული, კონკრეტულად რა ხარვეზი დაუდგინდა საჩივრის წარმდგენს. ხარვეზის შესახებ ბრძანებაში განმარტებული უნდა იქნეს ხარვეზის დადგენილ ვადაში და წესით შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგი.
4. დასაშვებობის შემოწმებისას სამსახური ამოწმებს საჩივრის ავტორის მიერ საჩივრის წარდგენის უფლებამოსილებას და ამ დებულების მე-15 მუხლში მითითებულ ინფორმაციას ასევე იმ მტკიცებულებების არსებობას, რომელიც საჩივარში არის აღნიშნული/მითითებული.
5. თუ დადგენილ ვადაში საჩივრის წარმდგენი არ შეავსებს ხარვეზს, საჩივარი აღარ განიხილება, რის თაობაზეც ეცნობება მხარეებს კანონის“ 3715 მუხლით დადგენილი წესით.
6. ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელება დასაშვებია საჩივრის წარმდგენის მოტივირებული შუამდგომლობით ერთჯერადად, არაუმეტეს 10 სამუშაო დღით. შუამდგომლობა წარდგენილი უნდა იქნეს ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე. შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა შეიცავდეს ხარვეზის შევსების შეუძლებლობის ობიექტურ გარემოებებზე მითითებას შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენით.
7. დასაშვებობის შემოწმება არ გულისხმობს საჩივრის წარმდგენის მოთხოვნის არსებით შეფასებას ან/და განხილვას.