,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.300.000.22.025.013.004
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის
ბრძანება №38
2009 წლის 14 აპრილი
ქ. თბილისი
,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკი-ცებულ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებს“ (სსმ III, 31.08.2006 წ., №117, მუხლი 1581) დაემატოს შემდეგი შინაარსის 39-ე მუხლი:
„მუხლი 39. ელექტროენერგეტიკული სისტემის სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის განსაკუთრებული წესი
1. ამ მუხლის მიზნებისთვის გარანტირებული რეზერვის წყაროს ასევე მიეკუთვნებიან ის თბოელექტროსადგურებიც, რომლებიც ელექტროენერგიის (სიმძლავრის) არსებული საპროგნოზო ბალანსის მოქმედების პერიოდში არ იყვნენ განსაზღვრულნი გარანტირებული რეზერვის წყაროდ.
2. 2009 წლის 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე სიმძლავრის სასისტემო რეზერვის საფასური ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ თბოელექტროსადგურებს აუნაზღაურდებათ მათ მიერ განცხადებული ელექტროენერგიის წლიური გამომუშავების (სალტეზე გაცემა) მოცულობების შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მოქმედი საპროგნოზო ბალანსით გათვალისწინებულ მომხმარებლებზე მიწოდებისა (აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხმარებული ელექტროენერგიის გამოკლებით) და ექსპორტის ჯამური წლიური მოცულობის 10%-ისა, რომელსაც გამოაკლდება თბოელექტროსადგურის მიერ მიმდინარე საბალანსო წლის განმავლობაში სალტეზე ფაქტობრივად გაცემული ელექტროენერგიის რაოდენობა.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული სიმძლავრის სასისტემო რეზერვის წყაროები (თბოელექტროსადგურები) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, არა უგვიანეს 2009 წლის 1 მაისისა, წარუდგენენ უზრუნველყოფილი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის შესახებ განაცხადს.
4. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის შესახებ განაცხადის მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში აფიქსირებს უზრუნველყოფილი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მოცულობას, რომელიც სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ამ მუხლში მითითებული ყოველი წყაროსათვის გამოითვლება, როგორც შესაბამისი წყაროს მიერ სიმძლავრის სასისტემო რეზერვის განაცხადში მითითებულ მოცულობასა და მის ფაქობრივი გამომუშავებას (სალტეზე გაცემა) შორის სხვაობა.
5. უზრუნველყოფილი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის გადანაწილება სიმძლავრის სასისტემო რეზერვის შემსყიდველ კვალიფიციურ საწარმოებზე ხდება თანაბარწილად 2009 წლის 1 მაისიდან 2009 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.
6. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას, არაუგვიანეს 2009 წლის 5 მაისისა, წარუდგენს სისტემის კომერციულ ოპერატორს და სიმძლავრის სასისტემო რეზერვის წყაროებს. მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სისტემის კომერციული ოპერატორი 2009 წლის მაისიდან 2009 წლის აგვისტოს ჩათვლით, არა უგვიანეს ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ, შესაბამის საანგარიშო პერიოდში გასაყიდი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მოცულობას (სიმძლავრის სასისტემო რეზერვის კონკრეტული წყაროს მიხედვით) ანაწილებს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის შემსყიდველ თითოეულ კვალიფიციურ საწარმოზე იმავე საანგარიშო პერიოდში სიმძლავრის სასისტემო რეზერვის შემსყიდველი კვალიფიციური საწარმოების ფაქტობრივი ჯამურ მოხმარებაში შესაბამისი კვალიფიციური საწარმოს ფაქტობრივი მოხმარების წილის პროპორციულად. სისტემის კომერციული ოპერატორი აღნიშნულ ინფორმაციას (სიმძლავრის სასისტემო რეზერვის კონკრეტული წყაროსა და უზრუნველყოფილი მოცულობების მითითებით) უგზავნის შესაბამის კვალიფიციურ საწარმოებს.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია წარმოადგენს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის წყაროებსა და სისტემის კომერციულ ოპერატორს, აგრეთვე სიმძლავრის სასისტემო რეზერვის შემსყიდველ კვალიფიციურ საწარმოებსა და სისტემის კომერციულ ოპერატორს შორის ანგარიშსწორების საფუძველს. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის შემსყიდველი კვალიფიციური საწარმოები უზრუნველყოფილი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის საფასურს ანაზღაურებენ შესაბამისი წყაროსათვის კანონმდებლობის თანახმად დადგენილი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ტარიფისა (ზედა ზღვარი) და ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული მათ მიერ შესასყიდი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მოცულობის გათვალისწინებით, სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის სტანდარტული პირობების ფორმით შედგენილი პირდაპირი ხელშეკრულების შესაბამისად.
8. ეს მუხლი ვრცელდება მხოლოდ სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ წყაროებზე, რომლებიც ამ მუხლით დადგენილი წესით წარადგენენ განაცხადს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ა. ხეთაგური