თუ სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან ცნობილია, რომ ნივთიერი მტკიცებულება, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალება ან/და მისი მისაბმელი, განთავსებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე, ამ ნივთიერი მტკიცებულების დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაცია სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელმა ორგანომ უნდა მიაწოდოს აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს ამ კოდექსის მე-80 მუხლის პირველი−მე-6 ნაწილებისა და  81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტიდან 15 დღის ვადაში.

საქართველოს 2021 წლის 9 ივნისის კანონი №615 – ვებგვერდი,14.06.2021