„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.03.2016
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/469/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ შემდგომში - „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-03-28
ბიუროს ნომერი 389

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2008, მუხ. 298) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის: ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) რეგისტრაცია – ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართის შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით;“; ბ) „უ“-„ქ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უ) ნუმერაცია – გეოგრაფიული ობიექტისათვის ნომრის მინიჭება ციფრების ან/და ქართული ანბანის ასოების გამოყენებით; ფ) გეოგრაფიული ობიექტი - ავტონომიური რესპუბლიკა, მუნიციპალიტეტი, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეული, დასახლება (ქალაქი, დაბა, სოფელი) და მასში არსებული გეოგრაფიული ობიექტები: ზონა, მიკრორაიონი, კვარტალი, დასახლებაში არსებული სხვა ერთიანი ან რამდენიმე გეოგრაფიული ობიექტისგან შემდგარი განაშენიანებული ტერიტორია, ქუჩა, პროსპექტი (გამზირი), ხეივანი, გზატკეცილი, შესახვევი, ჩიხი, გასასვლელი, სანაპირო, ესპლანადა, მოედანი, სკვერი, ბულვარი, ბაღი, პარკი, ტყე-პარკი, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე, სასაფლაო, პანთეონი, შენობა-ნაგებობა, სატრანსპორტო სისტემის ობიექტი, მიწის ნაკვეთი, ბინა ან სხვა სახის ობიექტი). ამ მუხლის „უ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის მიზნებისთვის გეოგრაფიულ ობიექტად ჩაითვლება მუნიციპალიტეტის დასახლებაში არსებული გეოგრაფიული ობიექტი; ქ) დამისამართება − გეოგრაფიული ობიექტების მდებარეობისა და არსებული მისამართების იდენტიფიკაციის მიზნით სააგენტოს მიერ შესასრულებელი სამუშაოების ერთობლიობა;“; გ) „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ ქვეპუნქტი: „ღ) მისამართი – გეოგრაფიული ობიექტის სივრცეში ლოკალიზაციის საშუალება, მისი მდებარეობის აღმნიშვნელი უნიკალური ტექსტური ჩანაწერი, რომელიც იქმნება ქართული ანბანისა და ციფრების გამოყენებით, მოიცავს გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების ან/და ნუმერაციის შესახებ ინფორმაციას;”. დ) ,,ღ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ“ და „შ“ ქვეპუნქტები: ,,ყ) საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირი - ფიზიკური პირი, რომელიც ამ კანონის 112 მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად ადგენს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზს; შ) საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულებაზე უფლებამოსილი პირი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირი, რომელიც სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად აკრედიტებული სუბიექტის მიერ სერტიფიცირებული ფიზიკური პირია.“. 2. მე-3 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტოს ფუნქციებია: ა) რეგისტრაცია; ბ) ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; გ) ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებისა და ავტორიზებული პირების მეთოდური და სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება; დ) საგადასახადო ორგანოსა და სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელთა მომსახურების ცალკეული სახეების განხორციელება; ე) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული ობიექტების დამისამართება, ნუმერაცია და მისამართის შესახებ მონაცემების აღრიცხვა; ვ) უფლებადაურეგისტრირებელი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემთა აღრიცხვა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით (შემდგომ - ინსტრუქცია) განსაზღვრული წესისა და პირობების შესაბამისად; ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“; ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს, ცვლილება შეიტანოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა.“. გ) 61 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 62 პუნქტი: ,,62. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაამოწმოს სააგენტოში წარდგენილ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე დატანილი მონაცემების სისწორე და შესაბამისობა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან.“; დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენების წესი და პირობები, ასევე დოკუმენტის დამოწმების წესი და პირობები განისაზღვრება ინსტრუქციით.“. 3. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სამისამართო რეესტრი არის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული ობიექტების მისამართების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.“. 4. მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერი მზადდება უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკისა და მოვალეთა რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის უძრავ ნივთზე ამ რეესტრებში რეგისტრირებულ, ძალაში მყოფ მონაცემებს. 2. მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერი მზადდება მოძრავ ნივთებსა და და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მოვალეთა რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის ამ რეესტრებში რეგისტრირებულ ძალაში მყოფ მონაცემებს.“. 5. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის შინაარსი და ფორმა დგინდება ინსტრუქციით.“. 6. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 პუნქტი: „42. უფლებადაურეგისტრირებელ უძრავ ნივთზე ან მის ნაწილზე, რომლის საკადასტრო მონაცემების თაობაზე ინფორმაცია აღრიცხულია მარეგისტრირებელ ორგანოში, საკუთრების უფლების რეგისტრაციისას უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში შესაბამისი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები რეგისტრირდება დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი, ინსტრუქციით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შესაბამისად.“; 7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 და 112 მუხლები: „მუხლი 111. უძრავი ნივთის იდენტიფიცირებასა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის სიზუსტეზე პასუხისმგებლობა 1. საკადასტრო ადგილმდებარეობისა აგეგმვითი/აზომვითი და საზღვრის მესაკუთრე/მართლზომიერი მფლობელი. ნახაზის შედგენის იდენტიფიცირებაზე მიზნით, უძრავი პასუხისმგებელია ნივთის ნივთის 2. საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებასა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემთა სისწორეზე პასუხისმგებელია საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირი. მუხლი 112. საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირის ვალდებულება საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირი ვალდებულია, საჯარო რეესტრში უფლების/ვალდებულების რეგისტრაციის მიზნით წარსადგენი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი შეადგინოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესის შესაბამისად, რომლითაც ასევე განისაზღვრება საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით შესრულებისათვის შესაბამისი პირების სერტიფიკატის მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესი.“. 8. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია 1. უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის უზრუნველსაყოფად შეიძლება ამ კანონით დადგენილი წესით მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ამ უფლების წინასწარი რეგისტრაცია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში. 2. უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია გამორიცხავს ამ ნივთზე გარიგების საფუძველზე რაიმე სხვა უფლების და საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია არ გამორიცხავს ამ ნივთის მესაკუთრედ სამართალმემკვიდრის რეგისტრაციას. 4. უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია უქმდება: ა) იმ უფლების რეგისტრაციით, რომლის უზრუნველსაყოფადაც მოხდა წინასწარი რეგისტრაცია; ბ) ვადის გასვლით, თუ ვადა დადგენილი იყო; გ) მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოცემულ ნივთზე სხვა პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციით, გარდა მესაკუთრედ სამართალმემკვიდრის რეგისტრაციისა, აგრეთვე თუ ნივთზე საკუთრების უფლება უქმდება ისე, რომ ის რჩება მესაკუთრის გარეშე.“. 9. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მიწის ნაკვეთის დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის რეგისტრაციის წესი, პირობები და მიწის ნაკვეთის დანიშნულების ცვლილების სარეგისტრაციო წარმოების ვადები განისაზღვრება ინსტრუქციით.“. 10. 151 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირება რეგისტრირდება ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული ქონების მმართველის მიმართვის საფუძველზე.“. 11. კანონის 152 მუხლი ამოღებულ იქნეს. 12. მე-19 მუხლის: ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია გამორიცხავს ამ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რაიმე სხვა უფლების/ვალდებულების ან საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციას, თუ შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტით სხვა რამ არ არის დადგენილი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა (მისი შინაარსის გათვალისწინებით) არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ: ა) რეგისტრაციით დაინტერესებული პირი წარმოადგენს ნივთის/არამატერიალური ქონებრივი სიკეთის მესაკუთრის ან ამ ნივთზე/არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რეგისტრირებული უფლების/ვალდებულების მქონე პირის სამართალმემკვიდრეს; ბ) სარეგისტრაციო დოკუმენტი სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტია; გ) სარეგისტრაციო დოკუმენტი გაცემული, მიღებული ან შედგენილია ყადაღის, განკარგვის უფლების შეზღუდვის ან აკრძალვის რეგისტრაციამდე, ამასთანავე, სარეგისტრაციო დოკუმენტი გაცემული, მიღებული ან შედგენილია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის №1962-IIს კანონის ამოქმედებამდე. ასეთ შემთხვევაში რეგისტრირებული ყადაღა, განკარგვის შეზღუდვა ან აკრძალვა ცხადდება ძალადაკარგულად; დ) რეგისტრაციის შედეგად იცვლება უფლების სუბიექტის ან/და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები; ე) საკუთრების უფლება უქმდება ისე, რომ ნივთი რჩება მესაკუთრის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებასთან ერთად, რეგისტრირებული ყადაღა, განკარგვის შეზღუდვა ან აკრძალვა ცხადდება ძალადაკარგულად; ვ) ნივთი ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთე განკარგულია სააღსრულებო დაწესებულების მიერ კანონმდებლობით დადგენილი იძულების წესით. ასეთ შემთხვევაში რეგისტრირებული ყადაღა, განკარგვის შეზღუდვა ან აკრძალვა ცხადდება ძალადაკარგულად; ზ) მოთხოვნილია რეგისტრირებული უფლების (გარდა საკუთრების უფლებისა)/ ვალდებულების შეწყვეტა, რომელიც არ არის დაკავშირებული ნივთზე რეგისტრირებულ საჯაროსამართლებრივ შეზღუდვასთან და მისი გაუქმება არ ეწინააღმდეგება ნივთზე რეგისტრირებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შინაარსს.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: ,,31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ სამართლებრივ აქტში პირდაპირ არის მითითებული უფლების/ვალდებულების შეწყვეტის რეგისტრაციის აკრძალვის შესახებ ან/და ეს უფლება/ვალდებულება საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ობიექტია.“; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თუ მოთხოვნილია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია და აგრეთვე იმ უფლების რეგისტრაცია, რომელიც ეწინააღმდეგება აღნიშნული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შინაარსს, ჯერ მიიღება საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციასთან დაკავშირებული შესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ – გადაწყვეტილება სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი სხვა უფლების შესახებ.“; დ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები: „6. თუ მოთხოვნილია უფლების/ვალდებულების, ან ნივთსა და რეგისტრირებულ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე მონაცემებში იმგვარი ცვლილების (გარდა მესაკუთრის ცვლილებისა) რეგისტრაცია, რომელიც ეწინააღმდეგება ნივთზე რეგისტრირებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შინაარსს, წარმოდგენილია საჯარო-სამართლებრივი წერილობითი ამგვარი თანხმობა მაგრამ შეზღუდვის რეგისტრაციის მარეგისტრირებელ წარმოშობის განხორციელების ორგანოში ინიციატორი პირის თაობაზე, საჯარო- სამართლებრივი შეზღუდვა არ წარმოადგენს რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის შესახებ სამართლებრივ აქტში პირდაპირ არის მითითებული რეგისტრაციის აკრძალვის შესახებ.“. 13. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები: „3. თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილი გარიგება დადებულია უფლებრივად უნაკლო ნივთზე და ამ გარიგების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე ნივთი დაიტვირთა საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით, დაუშვებელია ახალი მესაკუთრის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, გარდა იმ შემთხვევისა თუ არსებობს მის მიერ უფლებრივად დატვირთული ნივთის საკუთრებაში მიღების თაობაზე წინასწარი წერილობითი თანხმობა. 4. თუ ქონება განკარგულია სააღსრულებო დაწესებულების მიერ საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, რომელიც გამოყენებული იყო საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, უქმდება.“. 14. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IV2 თავი: „თავი IV2 სამისამართო რეესტრი მუხლი 202. სამისამართო რეესტრის წარმოების პრინციპები 1. სამისამართო რეესტრის მონაცემების შექმნის საფუძველია როგორც დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი, სახელმწიფო/ავტონომიური ისე მარეგისტრირებელ რესპუბლიკის ან/და ორგანოში დაცული, ადგილობრივი სააგენტოს ან თვითმმართველობის (მუნიციპალიტეტის) ორგანოების მიერ შექმნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ. 2. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით განახორციელოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაცია. 3. სამისამართო რეესტრში გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია სააგენტოში დაცული ან/და დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი უძრავი ქონების საკუთრების/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. 4. დაუშვებელია იმ გეოგრაფიული ობიექტის ნუმერაცია, რომელიც არ არის სახელდებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. უძრავი ნივთის საკუთრების/სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული არასრული/არასწორი მისამართის არსებობის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს მისამართის დაზუსტებას, რის თაობაზეც იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. 6. სამისამართო რეესტრის წარმოების წესი და დამატებითი პირობები განისაზღვრება ინსტრუქციით.“. 15. 21-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად;“; ა.ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: ,,ა1) არ არის გადახდილი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური;“; ა.გ) „თ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ2“ ქვეპუნქტი: „თ2) საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის შესახებ განცხადებას არ ერთვის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის დამადასტურებელი სამართლებრივი აქტი, თუმცა წარდგენილია საჯარო-სამართლებრივი სასამართლოსთვის მიმართვისა უზრუნველყოფის ღონისძიების და ჩაბარების მოთხოვნის შეზღუდვის დოკუმენტი შესახებ გამოყენების სარჩელის განცხადების ასლთან და თაობაზე სარჩელის ერთად, ან/და სააპელაციო სასამართლოში საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენების თაობაზე დავის მიმდინარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 30 კალენდარული დღე, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.“. გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21, 22 და 23 პუნქტები: „21. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 3 სამუშაო დღე; 22. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 60 კალენდარული დღე;“; 23. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 3 სამუშაო დღე, ხოლო სააპელაციო სასამართლოში საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენების თაობაზე დავის მიმდინარეობის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდი.“; დ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. თუ ერთი სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში ერთდროულად არსებობს სარეგისტრაციო წარმოების ამ მუხლის მე-2, 2 , 2 , 2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი ვადებით 1 შეჩერების სამართლებრივი საფუძვლები, 2 3 სარეგისტრაციო წარმოება ჩერდება შეჩერების სამართლებრივი საფუძვლების აღმოფხვრამდე, მაგრამ არანაკლებ მე-2-23 პუნქტებით დადგენილი ვადებისა.“; ე) 31 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი: „32. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ამ მუხლით გათვალისწინებული ვადები აითვლება დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო გადაწყვეტილების სააგენტოს შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნების შემთხვევაში – გამოქვეყნებიდან. სარეგისტრაციო წარმოების ამ მუხლით განსაზღვრული ვადის გაგრძელება დაუშვებელია.“. ვ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე მიიღება უფლების/ვალდებულების რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ გადაწყვეტილება, თუ არ არსებობს ამ უფლების/ვალდებულების კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგისტრაციის გამომრიცხავი სხვა გარემოებები.“. 16. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ2“ და ვ3“ ქვეპუნქტები: „ვ2) საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის თაობაზე მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ განცხადებას არ ერთვის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის დამადასტურებელი სამართლებრივი აქტი ან/და საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენების თაობაზე სასამართლოსთვის მიმართვისა და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი სარჩელის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნის შესახებ განცხადების ასლთან ერთად, ან/და სააპელაციო სასამართლოში საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენების თაობაზე დავის მიმდინარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ3) საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის მოთხოვნა იდენტურია იმ მოთხოვნისა, რომლის ფარგლებშიც სააგენტოში მიმდინარეობს სარეგისტრაციო წარმოება.“. 17. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3-მე-5 პუნქტები: „3. თუ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დადგინდა დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტსა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში მითითებული სახელის ან/და გვარის შემდეგი შინაარსის ურთიერთშეუსაბამობა – უზუსტობა ასოებში, რომელიც, გამოწვეულია მექანიკური შეცდომით, ქართულ ენაზე გადმოტანისას დაშვებული უზუსტობით ან სხვა მიზეზით, სახელი კნინობით–ალერსობით ფორმაში, სახელში ან/და გვარში ასოების მეტობა ან ნაკლებობა, მაგრამ სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (პირადი ნომერი, მამის სახელი, დაბადების თარიღი, მისამართი ან სხვ.) შესაბამისობაშია ერთმანეთთან, რეგისტრაცია წარმოებს დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში არსებული ჩანაწერების შესაბამისად. 4. სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტსა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში მითითებული სახელის ან/და გვარის ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ურთიერთშეუსაბამობის აღმოჩენისას პირის იდენტიფიცირების შეუძლებლობის, ურთიერთშეუსაბამობისას ან/და აგრეთვე პირის სახელის ურთიერთშეუსაბამობის ან/და გვარის სხვაგვარად სხვაგვარი გამოსწორების შეუძლებლობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში არსებული ჩანაწერების შესაბამისად უფლების რეგისტრაციის საფუძველია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შექმნილი კომისიის გადაწყვეტილება სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების შესახებ. 5. სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დამდგენი კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.“. მუხლი 2 1. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში უზრუნველყოს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესის დამტკიცება, რომლითაც ასევე განისაზღვრება საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით შესრულებისათვის შესაბამისი პირების სერტიფიკატის მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესი. 2. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა: ა) ამ კანონის გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა; ბ) ამ კანონის გამოქვეყნებიდან 45 დღის ვადაში უზრუნველყოს სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დამდგენი კომისიის შექმნა და „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით მისი საქმიანობის წესის განსაზღვრა. 3. აჭარის ავტონომიური ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკის საკანონმდებლო უზენაესმა აქტებში საბჭომ ცვლილების უზრუნველყოს შეტანა ამ აჭარის კანონთან შესაბამისობის მიზნით. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, მე-2 პუნქტის „ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებისა, მე-3, მე-6, მე-7, მე-14 და მე-17 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტები, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-3, მე-6 და მე-14 პუნქტები ამოქმედდეს 2016 წლის 1 ივნისიდან. 3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და მე-7 პუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან. 4. ამ კანონის პირველი მუხლის მე-17 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა განპირობებულია სარეგისტრაციო გადაწყვეტის, პრაქტიკაში აგრეთვე მიწის გამოვლენილი მნიშვნელოვანი საამზომველო საქმიანობის პრობლემური თანამედროვე შემთხვევების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით. მოქმედი კანონმდებლობით არ არის დადგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი საქმიანობის ერთიანი სტანდარტი და ამგვარი საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამართლებრივი საფუძვლები. საკანონმდებლო ვაკუუმის პირობებში შეუძლებელია საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შედგენაზე უფლებამოსილი პირის კვალიფიკაციის განსაზღვრა და მცდარი მონაცემის შექმნის შემთხვევაში მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება. მოქმედი კანონმდებლობა, აგრეთვე, არ განსაზღვრავს აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის სისწორის გადამოწმებაზე უფლებამოსილ პირს/ორგანოს. შესაბამისად, დღეს ნებისმიერ პირს, მათ შორის არაკვალიფიციურს, შეუძლია აწარმოოს მიწის საამზომველო საქმიანობა. სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში საამზომველო საქმე ზუსტად და მკაცრად რეგულირებული პროფესიაა, ვინაიდან უსწოროდ შედგენილი ნახაზი საკუთრების უფლების დარღვევის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. საქართველოში საამზომველო საქმიანობის სტანდარტის, ამ პროცესის მაკონტროლებელი ორგანოსა და პასუხისმგებლობის ზომის არარსებობის გამო, ხშირ შემთხვევაში, საკადასტრო აზომვითი ნახაზები ოფისიდან გაუსვლელად სრულდება, რაც ზრდის მიწის ნაკვეთის მცდარი კოორდინატებით რეგისტრაციის ალბათობას. პრაქტიკა აჩვენებს, რომ მთელ რიგ შემთხვევებში საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება ადგილზე არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას, ეს კი იწვევს დავებს მომიჯნავე ნაკვეთების მესაკუთრეთა შორის, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების რეგისტრირებულ საკადასტრო მონაცემებთან ზედდების გამო. უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საკადასტრო მონაცემების გადაფარვის საფუძვლით სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 56 000-მდე საქმეზე. ამგვარი დარღვევების თავიდან აცილება შესაძლებელია საამზომველო საქმიანობისათვის საჭირო სტანდარტების განსაზღვრისა და, ამზომველებისათვის უფლებებთან ერთად ვალდებულებების დადგენის გზით, რაც დღეს არ არსებობს. მაგალითისთვის, ამჟამად გამიჯნული არ არის მესაკუთრისა და ამზომველი პირის პასუხისმგებლობის ფარგლები და უსწორო ან არაპროფესიონალურად შედგენილ ნახაზზე პასუხისმგებლობა მესაკუთრეს ეკისრება. ამ პრობლემატიკის აღმოფხვრა შესაძლებელია მხოლოდ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების ერთგვაროვანი რეგულირების პირობებში, რა დროსაც მიწის ნაკვეთების აზომვითი სამუშაოები შესრულდება მაღალი სიზუსტით, ამზომველის მიერ გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად. რეგისტრირებული მონაცემების სისწორე სამომავლო დავების პრევენციას მოახდენს, ხოლო შესაძლო უზუსტობების აღმოჩენა სპეციალისტების მიერ უძრავი ნივთის კოორდინატების ადგილზე გადამოწმების შედეგად გახდება შესაძლებელი. ამასთან, კანონის პროექტის მომზადების ერთ-ერთი მიზეზია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულირების ხარვეზების არსებობა, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია მხოლოდ ის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ მუხლის თანახმად, წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. „საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ სახეზეა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და მისი შინაარსის საწინააღმდეგო უფლების რეგისტრაციის მოთხოვნა, ჯერ მიიღება საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციასთან დაკავშირებული შესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ – გადაწყვეტილება სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი სხვა უფლების შესახებ. კანონის ეს ჩანაწერი ცხადყოფს, რომ ამგვარი კონკურენციის პირობებში უპირატესობა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციას ენიჭება, თუმცა, ბუნდოვანება იმაში მდგომარეობს, თუ რა იგულისხმება ,,შესაბამისი გადაწყვეტილების“ ცნების ქვეშ; ,,შესაბამისად“ ჩაითვლება თუ არა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება შეზღუდვის წარმოშობის სამართლებრივი საფუძვლის მარეგისტრირებელი ორგანოსთვის წარდგენის მოთხოვნით. დაინტერესებული პირების ინტერესების გათვალისწინებით, კანონის ეს ბუნდოვანი ჩანაწერი მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ განიმარტა იმგვარად, რომ ,,შესაბამისი გადაწყვეტილების“ ცნებამ მოიცვა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის შესახებ საბოლოო და არა შუალედური გადაწყვეტილება (მოთხოვნის დაკმაყოფილება, წარმოების შეწყვეტა, უარი რეგისტრაციაზე). შედეგად, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის რეგისტრაციის მოთხოვნა, შესაბამისი სამართლებრივი აქტის წარმოდგენის გარეშე, იწვევს სარეგისტრაციო წარმოების, სულ მცირე, 30 კალენდარული დღით შეჩერებას და ამავე ვადით (საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე) გამორიცხავს უძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რაიმე სხვა უფლების წარმოშობას ან შეწყვეტას. აღნიშნული, ერთი მხრივ, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენების მსურველი პირისათვის ქმნის შესაძლებლობას, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ სამართლებრივი აქტის მოპოვებამდე მიმართოს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და შეაჩეროს უძრავი ნივთისა თუ არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვა, მაგრამ, მეორე მხრივ, სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ხელს უშლის მესაკუთრეს მისი კანონით გარანტირებული უფლების რეალიზებაში. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შემდეგ ხელმეორედაა შესაძლებელი საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის მოთხოვნის დაყენება იმავე უძრავ ნივთზე/არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე, რაც კვლავ ქმნის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეჩერების ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ მისი შეწყვეტის საფუძველს. ამგვარი სარეგისტრაციო განცხადებით მომართვა მრავალჯერადად არის შესაძლებელი. როგორც სარეგისტრაციო პრაქტიკა აჩვენებს, მზარდია სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის, სამართლებრივი საფუძვლის წარმოდგენის გარეშე, მხოლოდ საჯარო- სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის შესახებ განცხადებით მიმართვის სტატისტიკა. მაგალითად, 2014 წლის ივლისის მონაცემებით, დაფიქსირდა 13 მსგავსი ტიპის განცხადება, აგვისტოში - 8, სექტემბერში - 88, ოქტომბერში - 31, ნოემბერში - 34, დეკემბერში - 71. 2015 წლის იანვრის მონაცემებით, დაფიქსირდა 35 მსგავსი ტიპის განცხადება, თებერვალში - 96, მარტში - 102, აპრილში - 78, მაისში - 69, ივნისში - 136, ივლისში - 159, აგვისტოში - 219, სექტემბერში - 204, ოქტომბერში - 234. ასევე, არის შემთხვევები, როდესაც ერთი სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილია ათეულობით უძრავ ნივთზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობა, შესაბამისად, თითოეული მათგანის მესაკუთრეს ყადაღის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არ აქვს საკუთრების უფლების რეალიზების შესაძლებლობა, რაც პირდაპირ არღვევს საკუთრების უფლებას. წინამდებარე პროექტის მიღების მიზეზია ამ რეგულაციის დახვეწა იმგვარად, რომ თანაბრად იყოს დაცული როგორც მესაკუთრის, ისე იმ პირთა ინტერესი, რომელთაც სასამართლოსთვის მიმართვისთვის გონივრული ვადით ესაჭიროებათ მესაკუთრის უფლების შეზღუდვა. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციისა და მისი არსებობის შემთხვევაში უფლების/ვალდებულების რეგისტრაციის საკითხები კანონის მოქმედი რედაქციით სრულყოფილად არ არის რეგულირებული. ამ ეტაპზე ამ საკითხების მომწესრიგებელი ძირითადი სამართლებრივი აქტია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქცია, რომლის რეგულაციებიც, რიგ შემთხვევებში, კანონს არ შეესაბამება. პრაქტიკული საჭიროებიდან გამომდინარე, აუცილებელი საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის მარეგულირებელი ზოგიერთი ნორმის შინაარსის დაზუსტებაც. მაგალითად, კანონის მოქმედი რეგულაცია არ ითვალისწინებს საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის არსებობის შემთხვევაში ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე იმ უფლების/ვალდებულების ან რეგისტრირებულ მონაცემებში იმგვარი ცვლილების რეგისტრაციას, რომელიც ემსახურება საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის ინიციატორი პირის ინტერესის დაკმაყოფილებას, რაც, ხშირ შემთხვევაში, აფერხებს მოდავე მხარეთა მორიგების პროცესს. საკანონმდებლო აქტით სრულყოფილად არ არის რეგულირებული უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები. „საჯარო რეესტრის“ ცნება მოიცავს სამისამართო რეესტრს, თუმცა, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და არც სხვა ნორმატიული აქტით არ არის განმარტებული „მისამართის“ ცნება. ამასთან, კანონში სრულყოფილად არ არის მოცემული სამისამართო რეესტრის წარმოების მარეგულირებელი ნორმები. კანონის მოქმედ რედაქციაში არ არის იმ რეესტრების სრულყოფილი ჩამონათვალი, რომელთა მონაცემების საფუძველზე უნდა მომზადდეს ამონაწერები უძრავ ნივთებზე უფლებათა და მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრებიდან. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პრაქტიკა ცხადყოფს, რომ საჯარო რეესტრიდან ამონაწერის შინაარსის განმსაზღვრელი დეტალური რეგულირების არარსებობის პირობებში ხშირად სადავო ხდება გაცემული ამონაწერის შინაარსი და რთულდება დადგენილი პრაქტიკის დასაბუთება. ამ მიზნით, აუცილებელია საქართველოს იუსტიციის მინისტრს მიენიჭოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერის შინაარსისა და ფორმის კანონქვემდებარე აქტით განსაზღვრის უფლებამოსილება. სარეგისტრაციო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ შეცდომებია დაშვებული საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს გაცემულ უფლების დამდგენ დოკუმენტებში. აღნიშნული განსაკუთრებით ხშირია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-14 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილ პირადობის დამადასტურებელ საბუთსა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში პირის სახელის ან/და გვარის შემდეგი შინაარსის ურთიერთშეუსაბამობა – უზუსტობა ასოებში, სახელი კნინობით-ალერსობით ფორმაში, სახელში ან/და გვარში ასოების მეტობა ან ნაკლებობა და სხვა. ასეთ შემთხვევაში, თუ სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (მაგ.: პირადი ნომერი, საცხოვრებელი მისამართი და ა. შ.) ერთმანეთს შეესაბამება, რეგისტრაცია წარმოებს დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელ საბუთში აღნიშნული სახელისა და გვარის შესაბამისად. თუმცა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებულ ჩანაწერებს შორის ურთიერთშეუსაბამობა არსებითია, სააგენტო იღებს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას და დაინტერესებულ პირს სთხოვს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად, დოკუმენტის კუთვნილების შესახებ სასამართლო აქტის წარდგენას. სასამართლოსთვის მიმართვა მოქალაქეებისათვის, ხშირ შემთხვევაში, წარმოადგენს რთულ, დროსთან და დამატებით ხარჯებთან დაკავშირებულ პროცედურას. შესაბამისად, მიზანშეწონილია კანონით დადგინდეს გამარტივებული პროცედურა, რომელიც სასამართლოსადმი მიმართვის გარეშე იძლევა პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობას. გარდა ზემოაღნიშნულისა, ცვლილებების მომზადება განპირობებულია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მიწის რესურსის თაობაზე სრულყოფილი ინფორმაციის აღრიცხვის აუცილებლობით. აღსანიშნავია, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების აღრიცხვა ხორციელდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში ამავე ნივთზე რეგისტრირებული უფლების მონაცემებთან ერთად, შესაბამისად, მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების იდენტიფიკაცია დამოკიდებულია მასზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ფაქტზე. მნიშვნელოვან ნაწილზე პირთა საკუთრების ამასთან, უფლების საქართველოში უძრავ ნივთების რეგისტრაციის პროცესი დღემდე დაუსრულებელია და დაკავშირებულია გარკვეულ დროსთან და სირთულეებთან, რაც ხელს უშლის ქვეყანაში არსებული მიწის რესურსის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვას. ცვლილების მომზადებას, აგრეთვე, განაპირობებს სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ უფლებამოსილებათა განაწილების კუთხით კანონმდებლობაში არსებული ნაკლოვანებები და აღნიშნულ უფლებამოსილებათა ერთ უწყებაში მოქცევის საჭიროება. კერძოდ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირება რეგისტრირდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ტყის ფონდი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას. სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას კი ახორციელებს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“, რომელიც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, წარმოადგენს ქონების მმართველს. გამომდინარე იქიდან, რომ ტყის ფონდის საზღვრების კორექტირების შესახებ უფლებამოსილი ორგანოსთვის მიმართვა, თავისი შინაარსით წარმოადგენს სახელმწიფო ქონების მართვასთან თავსებად ქმედებას, მიზანშეწონილია, რომ გასწორდეს კანონში არსებული ხარვეზი ამ კუთხით და ზემოაღნიშნული უფლებამოსილება ნაცვლად სამინისტროსი, განესაზღვროს სააგენტოს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით მისი საქმიანობის მარეგულირებელი ძირითადი საკანონმდებლო აქტის შინაარსის დახვეწა, აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, როგორც მარეგისტრირებელი ორგანოს, საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრა. გარდა ამისა, კანონის პროექტი მიზნად ისახავს სამისამართო რეესტრთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწას, სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების შესახებ გამარტივებული პროცედურის დადგენას, ასევე, - საკადასტრო აგეგმვითი/საამზომველო საქმიანობის ერთიანი სტანდარტის დასადგენად სამართლებრივი საფუძვლის შექმნას. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს ამ საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებას, სწორი საკადასტრო მონაცემების შექმნას და სამომავლოდ მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემთა გადაფარვის შემთხვევების პრევენციას. კანონპროექტის მიზანია, საზღვრების კორექტირებასთან აგრეთვე, სახელმწიფო ქონების, კერძოდ, ტყის ფონდის დაკავშირებული უფლებამოსილების ოპტიმიზაცია და, კომპეტენციის თვალსაზრისით, ყველაზე რელევანტური უწყების უფლებამოსილებად განსაზღვრა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტით განისაზღვრება საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულებაზე უფლებამოსილი პირის ცნება. საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირი, ამ კანონის 112 მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, ადგენს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზს, ხოლო, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულებაზე უფლებამოსილი პირი არის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირი, რომელიც, ამავდროულად, უფლებამოსილი სუბიექტის მიერ სერტიფიცირებული ფიზიკური პირია. კანონპროექტით, სერტიფიკატის გაცემის უფლებამოსილება ენიჭება სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აკრედიტებულ სუბიექტს. მოქმედი რეგულირებით, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემთა სისწორეზე სრული პასუხისმგებლობა მესაკუთრეს ეკისრება. პროექტის თანახმად, კანონს ემატება 111 მუხლი, რომლითაც განისაზღვრება მესაკუთრისა და ამზომველის პასუხისმგებლობის ფარგლები. კერძოდ, უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის და საზღვრის იდენტიფიცირებაზე პასუხისმგებელი იქნება ნივთის მესაკუთრე/მართლზომიერი მფლობელი, ხოლო საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებასა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემთა სისწორეზე - საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირი. პასუხისმგებლობის ამგვარი გადანაწილება მესაკუთრესა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელ პირს შორის სამართლიანია, ვინაიდან მესაკუთრემ, როგორც დამკვეთმა, თავად უნდა განსაზღვროს ამზომველის მიერ შესასრულებელი სამუშაოს ფარგლები, ხოლო ამზომველი ვალდებულია სამუშაო შეასრულოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. პროექტით დგინდება საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირის ვალდებულება, საჯარო რეესტრში უფლების/ვალდებულების რეგისტრაციის მიზნით წარსადგენი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი შეადგინოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესის შესაბამისად, რომლითაც ასევე განისაზღვრება საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით შესრულებისათვის შესაბამისი პირების სერტიფიკატის მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესი. არსებითია ის გარემოება, რომ ამგვარი ვალდებულება იარსებებს მხოლოდ საჯარო რეესტრში უფლების/ვალდებულების რეგისტრაციის მიზნებისათვის და არა ზოგადად, ნებისმიერი სხვა მიზნით გაწეული საამზომველო საქმიანობისათვის. ამასთან, კანონპროექტით, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილი იქნება გადაამოწმოს სააგენტოში წარდგენილ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე დატანილი მონაცემების სისწორე და შესაბამისობა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან. პროექტში გათვალისწინებულია, რომ ახალი წესი ამოქმედდება 2016 წლის 1 სექტემბრიდან, რათა სერტიფიცირებაზე უფლებამოსილ პირებსა და ამზომველებს ჰქონდეთ გონივრული დრო, კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების სრულყოფილად შესრულებისა და სტანდარტის დაკმაყოფილებისათვის. დღეის მდგომარეობით, საამზომველო საქმიანობას 600-მდე კომპანია ეწევა. კანონპროექტით გათვალისწინებულ ვადაში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულებაზე უფლებამოსილ პირებს შესაძლებლობა ექნებათ აიმაღლონ კვალიფიკაცია და უზრუნველყონ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესაბამისობა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან. ამასთან, პროექტით, საქართველოს მთავრობამ კანონის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესის დამტკიცება, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს რომლითაც კანონმდებლობის ასევე განისაზღვრება მოთხოვნათა დარღვევით შესრულებისათვის შესაბამისი პირების სერტიფიკატის მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესი. წარმოდგენილი კანონპროექტით, კანონს ემატება სამისამართო რეესტრის შესახებ თავი და მისამართის ცნების განმარტება. ამასთან, ზუსტდება ამ რეესტრის წარმოების მარეგულირებელი ზოგიერთი მოქმედი ნორმის შინაარსი. პროექტის თანახმად, „მისამართი “ განიმარტება, როგორც გეოგრაფიული ობიექტის სივრცეში ლოკალიზაციის საშუალება, მისი მდებარეობის აღმნიშვნელი უნიკალური ტექსტური ჩანაწერი, რომელიც მოიცავს გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდებისა და ნუმერაციის შესახებ ინფორმაციას. ამასთან, ზუსტდება კანონში არსებული ზოგიერთი ტერმინის განმარტება. კერძოდ, პროექტის თანახმად, ნუმერაცია არის გეოგრაფიული ობიექტისათვის ნომრის მინიჭება ციფრების ან/და ქართული ანბანის ასოების გამოყენებით. ასევე, ზუსტდება გეოგრაფიული ობიექტების ჩამონათვალი. იმის გათვალისწინებით, რომ კანონით განსაზღვრული იქნება „მისამართის“ განმარტება, იცვლება ცნების - „სამისამართო რეესტრი“ განმარტება და მიეთითა, რომ სამისამართო რეესტრის არის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული ობიექტების მისამართების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. სამისამართო რეესტრის შესახებ ახალი თავით დგინდება ამ რეესტრის წარმოების ძირითადი პრინციპები. სამისამართო რეესტრის მონაცემების შექმნის საფუძველი იქნება როგორც დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი, ისე მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული, სააგენტოს ან სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალიტეტის) ორგანოების მიერ შექმნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ. ამასთან, დგინდება სააგენტოს უფლებამოსილება, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაცია მოახდინოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მაგრამ, ვერ მოხდება იმ ობიექტის ნუმერაცია, რომელიც არ არის სახელდებული საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული მისამართის დადგენილი უზუსტობა, წესით. სააგენტო იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება უზრუნველყოფს მის დაზუსტებას. სამისამართო რეესტრის წარმოების წესი და დამატებითი პირობები განსაზღვრული იქნება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად. აღნიშნული რეგულირება 2016 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება. პროექტით, ზუსტდება სააგენტოს უფლებამოსილება უზრუნველყოს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემის კანონთან შესაბამისობა. ამ მიზნით, კანონს ემატება რეგულირება, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს, ცვლილება შეიტანოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. კანონპროექტი საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის რეგისტრაციის ხარვეზის რეგულირების მიზნით აზუსტებს, რომ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის წარმოდგენის გარეშე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიღებული იქნება გადაწყვეტილება საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. კერძოდ, პროექტის თანახმად, თუ მოთხოვნილია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია და საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის შესახებ განცხადებას არ ერთვის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის დამადასტურებელი სამართლებრივი აქტი, ან/და საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენების თაობაზე სასამართლოსთვის მიმართვისა და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი სარჩელის/სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნის შესახებ განცხადების ასლთან ერთად, ან/და სააპელაციო სასამართლოში საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენების თაობაზე დავის მიმდინარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. პროექტით, ზუსტდება აღნიშნულ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადა (3 სამუშაო დღე, ხოლო სააპელაციო სასამართლოში საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენების თაობაზე დავის მიმდინარეობის შემთხვევაში - სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდი). იმ შემთხვევაში, თუ საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ განცხადებას არ ექნება თანდართული ზემოაღნიშნული დოკუმენტები, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიიღება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება. საკითხის ამგვარი გადაწყვეტით დაცული იქნება როგორც მესაკუთრის, ისე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციით დაინტერესებულ პირთა უფლებები და ინტერესები, კერძოდ, შედეგად, მესაკუთრეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ვადით (3 სამუშაო დღე) შეეზღუდება საკუთრების უფლება მყარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ხოლო შეზღუდვის წარმოშობის რეგისტრაციით დაინტერესებულ პირებს ექნებათ გონივრული ვადა სათანადო სარეგისტრაციო დოკუმენტის წარმოსადგენად. კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის არსებობის დროს მხოლოდ იმ უფლებების რეგისტრაციის აკრძალვას, რომელიც ეწინააღმდეგება საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შინაარსს. პროექტის მიხედვით, ასევე იკრძალება იმ ვალდებულების რეგისტრაციაც, რომელიც ეწინააღმდეგება ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რეგისტრირებულ საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვას. კანონის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს იმ გარემოებათა სრულყოფილ ჩამონათვალს, რომელთა არსებობისას ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რეგისტრირებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა არ აჩერებს უფლების/ვალდებულების ან/და რეგისტრირებულ უფლებაში/ვალდებულებაში ცვლილების აწესრიგებს საქართველოს იუსტიციის რეგისტრაციას. აღნიშნულ საკითხს ნაწილობრივ მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-14 მუხლის მე-19 პუნქტი. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, საკანონმდებლო აქტში ზუსტად განისაზღვრება ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის არსებობის მიუხედავად, იმ უფლების/ვალდებულების ან/და რეგისტრირებულ უფლებაში/ვალდებულებაში იმგვარი ცვლილების რეგისტრაციის შესაძლებლობა, რომელიც თავისი შინაარსით არ ეწინააღმდეგება საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის არსს, კერძოდ, საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა (მისი შინაარსის გათვალისწინებით) არ გავრცელდება, თუ: ა) ქონებრივი რეგისტრაციით სიკეთის დაინტერესებული მესაკუთრის ან ამ პირი წარმოადგენს ნივთის/არამატერიალური ნივთზე/არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რეგისტრირებული უფლების/ვალდებულების მქონე პირის სამართალმემკვიდრეს; ბ) სარეგისტრაციო დოკუმენტი სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტია; გ) სარეგისტრაციო დოკუმენტი გაცემული, მიღებული ან შედგენილია ყადაღის, განკარგვის უფლების შეზღუდვის ან აკრძალვის რეგისტრაციამდე, ამასთანავე, სარეგისტრაციო დოკუმენტი გაცემული, მიღებული ან შედგენილია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის №1962-IIს კანონის ამოქმედებამდე. ასეთ შემთხვევაში რეგისტრირებული ყადაღა, განკარგვის შეზღუდვა ან აკრძალვა ცხადდება ძალადაკარგულად; დ) რეგისტრაციის შედეგად იცვლება უფლების სუბიექტის ან/და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები; ე) საკუთრების უფლება უქმდება ისე, რომ ნივთი რჩება მესაკუთრის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებასთან ერთად, რეგისტრირებული ყადაღა, განკარგვის შეზღუდვა ან აკრძალვა ცხადდება ძალადაკარგულად; ვ) ნივთი ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთე განკარგულია სააღსრულებო დაწესებულების მიერ კანონმდებლობით დადგენილი იძულების წესით. ასეთ შემთხვევაში რეგისტრირებული ყადაღა, განკარგვის შეზღუდვა ან აკრძალვა ცხადდება ძალადაკარგულად; ზ) მოთხოვნილია რეგისტრირებული უფლების (გარდა საკუთრების უფლებისა)/ ვალდებულების შეწყვეტა, რომელიც არ არის დაკავშირებული ნივთზე რეგისტრირებულ საჯაროსამართლებრივ შეზღუდვასთან და მისი გაუქმება არ ეწინააღმდეგება ნივთზე რეგისტრირებული საჯარ-სამართლებრივი შეზღუდვის შინაარსს. პროექტით, ზემოაღნიშნული წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ საჯარო- სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ სამართლებრივ აქტში პირდაპირ არის მითითებული უფლების/ვალდებულების შეწყვეტის რეგისტრაციის აკრძალვის შესახებ ან/და ეს უფლება/ვალდებულება საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ობიექტია. „გ“ ქვეპუნქტში მითითებული ვადა უკავშირდება ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონით შეტანილი ცვლილებების ამოქმედების მომენტს, რომელიც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება, საქმე ბს-1747-1703(კ-10)) განიმარტა იმგვარად, რომ ამ მომენტამდე შედგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტის წარმოდგენა, რეგისტრირებული ყადაღის, განკარგვის შეზღუდვისა ან აკრძალვის მიუხედავად, უფლების წარმოშობის საფუძვლად უნდა იქნეს განხილული. კანონის მოქმედი რედაქცია ცალსახად არ ადგენს საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და სხვა უფლების რეგისტრაციის ერთდროულად მოთხოვნის შემთხვევაში რეგისტრაციის რიგითობას. კანონპროექტის მიხედვით, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის და ასევე იმ რეგისტრაციის მოთხოვნისას, რომელიც ეწინააღმდეგება ამ შეზღუდვის შინაარსს, მიუხედავად იმისა, თუ რომელი უფრო ადრე იქნა წარდგენილი, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიიღება საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციასთან დაკავშირებული შესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ – გადაწყვეტილება სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი სხვა უფლების შესახებ. კანონის არსებული რეგისტრირებული რედაქციით, ნივთსა საჯარო-სამართლებრივი და არამატერიალურ შეზღუდვის წარმოშობის ქონებრივ სიკეთეზე ინიციატორი პირის თანხმობის არსებობის მიუხედავად, შეუძლებელია იმ უფლების ან რეგისტრირებულ მონაცემებში იმგვარი ცვლილების რეგისტრაცია, რომელიც ეწინააღმდეგება საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შინაარსს, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი ცვლილება შეიძლება უზრუნველყოფდეს საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის მიზნის მიღწევას და კრედიტორის ინტერესის დაკმაყოფილებას. პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებულია დაუზუსტებელი ან მცდარი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, რომლის მონაცემთა დაზუსტება/კორექტირება როგორც მესაკუთრის, ისე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის ინიციატორის ინტერესს წარმოადგენს. ასევე, ფულადი ვალდებულების შესრულების დროს შესაძლებელია მხარეთა შეთანხმებით იპოთეკის უფლების წარმოშობა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის ინიციატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი გახდეს. კანონპროექტის თანახმად, თუ მოთხოვნილია ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების/ვალდებულების, ან რეგისტრირებულ მონაცემებში იმგვარი ცვლილების (გარდა მესაკუთრის ცვლილებისა) რეგისტრაცია, რომელიც ეწინააღმდეგება ნივთზე რეგისტრირებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შინაარსს, მაგრამ მარეგისტრირებელ ორგანოში წარმოდგენილია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის ინიციატორი პირის წერილობითი თანხმობა ამგვარი რეგისტრაციის განხორციელების თაობაზე, საჯარო- სამართლებრივი შეზღუდვა არ წარმოადგენს რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს. აღნიშნული წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ სამართლებრივ აქტში პირდაპირ არის მითითებული რეგისტრაციის აკრძალვის შესახებ. საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის არსებობისას უფლების/ვალდებულების რეგისტრაციის შესაძლებლობა ხელს და წარმოშობის ინიციატორი რეგისტრირებულ შეუწყობს პირის მონაცემებში ვალდებულებების თანხმობის ცვლილების შესრულების პროცესს, ცვლილების შედეგად მხარეთა უფლებები უკეთ იქნება რეალიზებული და ამავდროულად მათი ინტერესები იქნება დაცული, ვინაიდან გამოირიცხება საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გაუქმებით ვალდებულების შეუსრულებლობის შესაძლო რისკი. კანონპროექტი, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის ინიციატორი პირის თანხმობის არსებობის მიუხედავად, არ ითვალისწინებს მესაკუთრის მიერ საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის საგნის გასხვისებას, ვინაიდან, კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვის არსიდან გამომდინარე, ის მიმართულია სუბიექტის მიმართ და მას უკრძალავს კონკრეტული მოქმედებების შესრულებას. კანონის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს მოვალეთა რეესტრის მონაცემის ასახვის ვალდებულებას უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერის მომზადებისას. წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, კანონმდებლობით დადგინდება ამონაწერში მოვალეთა რეესტრის მონაცემის ასახვის ვალდებულება, აგრეთვე კორექტირდება მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერის შინაარსიც. პროექტი ითვალისწინებს სააღსრულებო დაწესებულების მიერ, საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე ქონების განკარგვის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის ძალადაკარგულად გამოცხადებას. კანონის მოქმედი რედაქციით, დაუშვებელია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაცია, თუ უძრავ ნივთზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის მოთხოვნის რეგისტრაციის მომენტისათვის ეს ნივთი ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთე სხვა პირის საკუთრებაშია. შესაბამისად, არსებული რეგულირებით საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა ვრცელდება იმ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზეც, რომელიც განიკარგა და შესაძლოა საჯარო რეესტრს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნაც კი წარედგინა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე. ამგვარად, კეთილსინდისიერი შემძენის საკუთრებად რეგისტრირებულ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ვრცელდება ის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, რომელიც მისი შეძენის მომენტისათვის არ იყო წარმოშობილი, შესაბამისად გარიგების დადების მომენტისათვის ვერ მოხდებოდა მისი გათვალისწინება. კანონის პროექტის თანახმად, ასეთ შემთხვევაში არ იზღუდება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაცია, თუმცა ჩანაწერი იმგვარად კეთდება, რომ პირი უფლებრივად დატვირთული ნივთის მესაკუთრედ დარეგისტრირდება მის მიერ უფლებრივად დატვირთული ნივთის საკუთრებაში მიღების თაობაზე წინასწარი წერილობითი თანხმობის გაცხადების შემთხვევაში. კანონს ემატება რეგულაცია, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის შინაარსი და ფორმა დადგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. კანონპროექტით ზუსტდება უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაციის წესი. კერძოდ, მიეთითება, რომ უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია დასაშვებია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ასეთი რეგისტრაცია გამორიცხავს ნივთზე გარიგების საფუძველზე რაიმე სხვა უფლების და საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციას, თუ მხარეთა შორის სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია, კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლების გარდა, გაუქმდება ნივთზე სხვა პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციით, გარდა მესაკუთრედ სამართალმემკვიდრის რეგისტრაციისა, აგრეთვე, - თუ ნივთზე საკუთრების უფლება უქმდება ისე, რომ ის რჩება მესაკუთრის გარეშე. კანონპროექტით დგინდება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების სპეციალური ვადა (60 კალენდარული დღე) იმ შემთხვევისთვის, თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტები მათი კანონიერების შესწავლის მიზნით, სააგენტოს მიერ გადაიგზავნა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში. ამ შემთხვევებში, სარეგისტრაციო წარმოების ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე მიიღება უფლების/ვალდებულების რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ გადაწყვეტილება, თუ არ არსებობს ამ უფლების/ვალდებულების კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგისტრაციის გამომრიცხავი სხვა გარემოება. კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების რეგისტრაცია, ნაცვლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართვისა, განხორციელდება ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქონების მმართველის მიერ საჯარო რეესტრისთვის მიმართვის საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ, სხვა სუბიექტებთან ერთად, „სახელმწიფო ქონების მმართველი“, ძირითად, მოიცავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“. აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი ცვლილებით, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“, როგორც ქონების მმართველის, მიერ სახელმწიფო ქონების მართვა/განკარგვასთან დაკავშირებული საკითხები ერთ სივრცეში მოექცევა და ერთი უწყების მიერ მოხდება აღნიშნული ქმედებების განხორციელება, რაც, თავის მხრივ, უფრო ეფექტიანს და მოქნილს გახდის სახელმწიფო ქონებასთან, კერძოდ, ტყის ფონდთან, დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის პროცესს. პროექტი ითვალისწინებს კანონის 152 მუხლით დადგენილი რეგულირების გაუქმებას, რომელიც ითვალისწინებს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრის დადგენისა და რეგისტრაციის წესს. ფაქტობრივი მფლობელობა ფაქტია, რომლის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია კანონმდებლობით არ არის დაკავშირებული უძრავ ნივთთან მიმართებით რაიმე უფლების წარმოშობასთან. ამ მუხლის მიზანი ბუნდოვანია, შინაარსი კი ეწინააღმდეგება საჯარო რეესტრში უფლებათა და ვალდებულებათა რეგისტრაციის ძირითად პრინციპებს და სარეგისტრაციო პრაქტიკაში ამ ნორმის გამოყენება ფაქტობრივად შეუძლებელია. კანონპროექტი ითვალისწინებს რეგისტრაციის გამარტივებულ პროცედურას იმ შემთხვევაში თუ, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დადგინდა დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტსა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში მითითებული სახელის ან/და გვარის შემდეგი შინაარსის ურთიერთშეუსაბამობა – უზუსტობა ასოებში, სახელი კნინობით–ალერსობით ფორმაში, სახელში ან/და გვარში ასოების მეტობა ან ნაკლებობა. ასეთ დროს სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (პირადი ნომერი, მამის სახელი, დაბადების თარიღი, მისამართი ან სხვა) შესაბამისობის შემთხვევაში, რეგისტრაცია წარმოებს დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში არსებული ჩანაწერების შესაბამისად. პირის სახელის ან/და გვარის სხვაგვარი ურთიერთშეუსაბამობისას, დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში არსებული ჩანაწერების შესაბამისად უფლების რეგისტრაციის საფუძველი იქნება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შექმნილი კომისიის გადაწყვეტილება სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების შესახებ. სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დამდგენი კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება ინსტრუქციით. ამასთან, კანონპროექტის მე-2 მუხლით დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვალდებულება ამ კანონის გამოქვეყნებიდან 45 დღის ვადაში უზრუნველყოს კომისიის შექმნა და მისი საქმიანობის წესის დამტკიცება. კანონპროექტის მიღებით „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით შესაძლებელი ხდება უფლებადაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთების შესახებ მონაცემების მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ აღიცხვა „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს იმ პირთა ფინანსური მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, ვინაიდან 2016 წლის 1 სექტემბრიდან საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულებაზე უფლებამოსილი იქნება მხოლოდ ის ფიზიკური პირი, რომელიც მიიღებს ამ უფლებამოსილების დამადასტურებელ სერტიფიკატს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება ხელშეკრულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავებაში ამ პუნქტით დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. გათვალისწინებულ ორგანიზაცია- დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საჯარო რეესტრიოს შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) უძრავი ნივთი – მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, შენობანაგებობა (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) და ხაზობრივი ნაგებობა; ბ) მოძრავი ნივთი – ნებისმიერი ნივთი, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით არ არის უძრავი, გარდა მექანიკური სატრანსპორტო, საფრენი და მცურავი საშუალებებისა; გ) სარეგისტრაციო ობიექტი – უძრავი ან მოძრავი ნივთი, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე; დ) ხაზობრივი ნაგებობა – საკომუნიკაციო ნაგებობა, საავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი, გვირაბი, საჰაერო-საბაგირო გზა, ელექტროგადამცემი ხაზი, კავშირგაბმულობის ხაზი, ფუნიკულიორი, დამბა, არხი; ე) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორია – საძოვარი, სათიბი, სახნავი (მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი; ვ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლა – სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის, ამ მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობით, დაბალი ინტენსივობის სავარგულის კატეგორიიდან მაღალი ინტენსივობის სავარგულის კატეგორიაში გადაყვანა; ზ) დაინტერესებული პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან ადმინისტრაციული ორგანო, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სააგენტოს გადაწყვეტილება ან ქმედება; თ) რეგისტრაცია – ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით; ი) სარეგისტრაციო წარმოება – სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით; კ) სარეგისტრაციო დოკუმენტი – სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას; ლ) სარეგისტრაციო დოკუმენტაცია – რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები; მ) საკადასტრო მონაცემების ზედდება – უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემების იდენტურობა უფლებარეგისტრირებული უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემებთან; ნ) ავტორიზებული პირი – სააგენტოს მიერ სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე საჯარო რეესტრის წარმოებაზე ან/და ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს ამ კანონის საფუძველზე, საკუთარი პასუხისმგებლობით; ო) მართლზომიერი მფლობელი – დაინტერესებული პირი, რომლის სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა სარეგისტრაციო ობიექტზე ყადაღის, განკარგვის აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციამდე, ამასთანავე, სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა ამ კანონის ამოქმედებამდე, ან ყადაღის, განკარგვის აკრძალვის მიუხედავად სარეგისტრაციო დოკუმენტის გამოცემა, მიღება ან შედგენა უშუალოდ არის განსაზღვრული საქართველოს კანონმდებლობით, ასევე პირი, რომელიც არის ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის საგნის მესაკუთრის უფლებამონაცვლე; პ) საჯარო რეესტრის წარმოება – ამ კანონით განსაზღვრული რეესტრების ფორმირება; ჟ) სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური – პირის მიერ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ოდენობით სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის მის ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა (ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით); რ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან – ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან ან მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ს) შეტყობინება – სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ინფორმაცია ან განცხადება მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების წარმოშობის შესახებ; ტ) ინფორმაციის ხელმისაწვდომობა – საჯარო რეესტრსა და მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის თავისუფალი გაცნობისა და გაცემის უზრუნველყოფა. უ) ნუმერაცია – ქუჩის, პროსპექტის (გამზირის), ხეივნის, გზატკეცილის, შესახვევის, ჩიხის, მოედნის, სკვერის, ბულვარის, მრავალბინიან სახლში სადარბაზოებისა და ბინების დანომვრა არაბული ციფრების, ქართული ანბანის ასოების ან/და ინდექსების მეშვეობით; ფ) გეოგრაფიული ობიექტი − ბუნებრივი თუ ანთროპოგენური წარმოშობის უძრავი ქონების ერთეული, რომელიც სამართლებრივი ურთიერთობების საგანია; ქ) დამისამართება − გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების არაბული ციფრებით, ქართული ანბანის ასოებით ან/და ინდექსებით აღნიშვნა იდენტიფიკაციის მიზნით. მუხლი 3. მარეგისტრირებელ ორგანოთა სისტემა და უფლებამოსილებანი 1. საჯარო რეესტრის წარმოებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სააგენტო, რომელიც არის ამ კანონით განსაზღვრული საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანო. 2. სააგენტოს ფუნქციებია: ა) რეგისტრაცია; ბ) ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; გ) მისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებისა და ავტორიზებული პირების მეთოდური და სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება; დ) სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით; ე) საგადასახადო ორგანოსა და სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული, გადასახადის გადამხდელთა მომსახურების ცალკეული სახეები ს განხორციელება ; ვ) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაცია და მათ შესახებ მონაცემების აღრიცხვა. 3. სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს უშუალოდ ან თავისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებისა და ავტორიზებული პირების მეშვეობით. 31. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სააგენტოს უფლებამოსილებები შეიძლება განახორციელოს ადმინისტრაციულმა ორგანომ სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 4. საჯარო რეესტრის წარმოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით სააგენტო იყენებს პროგრამულ უზრუნველყოფას და მართვის ავტომატურ საშუალებებს. 5. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის და სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დადებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს სააგენტოსა და სასამართლოს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს შორის დადებული მემორანდუმის საფუძველზე. 6. მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. 7. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია დაამოწმოს თავის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების, ასევე თავისთან დაცული სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტაციის ასლები, თუ დედნისა და ასლის შინაარსი შეესაბამება ერთმანეთს. 8. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ დამოწმებული დოკუმენტის ასლს აქვს ოფიციალური ძალა და ადასტურებს დედანთან იგივეობას. 9. მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენების წესი და პირობები, ასევე დოკუმენტის დამოწმების წესი და პირობები განისაზღვრება „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით (შემდგომში – ინსტრუქცია), რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 10. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთები , მომსახურების ვადები , ასევე საფასურის გადახდის, გადახდისაგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით . მუხლი 4. საჯარო რეესტრის სტრუქტურა 1. საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა. 2. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. 3. საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონით დადგენილი წესით დადებული ყადაღის, უფლების განკარგვის შეზღუდვისა და აკრძალვის, აგრეთვე რეგისტრაციის აკრძალვის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. 4. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრი არის ნივთსა (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა) და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის, მასში ცვლილების და მისი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. 5. მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრი არის მოძრავ ნივთებსა რეგისტრირებულ და არამატერიალურ უფლებაში ცვლილების ქონებრივ და სიკეთეზე უფლების უფლებათა შეწყვეტის რეგისტრაციის, შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. 6. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი არის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. 7. სამისამართო რეესტრი არის ქუჩის, პროსპექტის (გამზირის), ხეივნის, გზატკეცილის, შესახვევის, ჩიხის, მოედნის, სკვერის, ბულვარის სახელწოდებათა, აგრეთვე შენობა-ნაგებობის, ბინის, კომერციული ფართობის და მიწის ნაკვეთის ნუმერაციის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. მუხლი 10. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 1. ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან მზადდება უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის და საკუთრების უფლებათა მიტოვების შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს. 2. ამონაწერი მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან მზადდება მოძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/ იპოთეკის რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის მოძრავ ნივთებზე და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი გირავნობის/იპოთეკის უფლებათა შესახებ მონაცემებს. 21. შეზღუდვის და საგადასახადო ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან მზადდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა და მოვალეთა რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს სუბიექტის შესახებ ამ რეესტრებში რეგისტრირებულ, ძალაში მყოფ მონაცემებს. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში ამონაწერი ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესახებ. 3. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან გაიცემა ნებისმიერ პირზე და მზადდება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად, რეგისტრირებული მონაცემის არსებობის შემთხვევაში კი – შესაბამისი საფასურის გადახდისას. 4. უძრავ ნივთზე გარიგებისა და სხვა სამართლებრივი მოქმედების განხორციელებისას, გარდა მემკვიდრეობის უფლების დადგენისა, მასზე დაინტერესებული პირის უფლებამოსილება დგინდება მხოლოდ ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. მუხლი 11. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული უფლებები და ვალდებულებები 1. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება: ა) საკუთრება; ბ) აღნაგობა, აღნაგობის უფლების იპოთეკით დატვირთვა; გ) უზუფრუქტი; დ) სერვიტუტი; ე) იპოთეკა; ვ) ქირავნობა, ქვექირავნობა; ზ) იჯარა, ქვეიჯარა; თ) თხოვება; ი) ლიზინგი; კ) საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებები; ლ) უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები. 2. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, რეგისტრირებული უფლების შესახებ მონაცემების გარდა, ასევე შეიტანება უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების რეგისტრაცია შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებებზე რეგისტრირებული მონაცემები უცვლელად გადადის ახალ მესაკუთრეზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 41. უძრავ ნივთზე შეზღუდული შეზღუდვასთან/ვალდებულებასთან ერთად. უფლება რეგისტრირდება შესაბამის 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ა “ – „ ე “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების , ხოლო კერძო სამართლის იურიდიული პირის მონაწილეობით 1 წელზე მეტი ვადით დადებული გარიგებების (მათ შორის, გარიგებებისა, რომელთა საერთო ვადა აღემატება 1 წელს) საფუძველზე − აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ “ – „ ი “ და „ ლ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების წარმოშობისათვის აუცილებელია მათი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. 6. იპოთეკის მოწმობის რეგისტრაციის წესი განისაზღვრება ინსტრუქციით. მუხლი 12. უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია 1. უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის უზრუნველსაყოფად შეიძლება ამ კანონით დადგენილი წესით ამ უფლების წინასწარი რეგისტრაცია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში. 2. უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია გამორიცხავს ამ ნივთზე რაიმე სხვა უფლების რეგისტრაციას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია უქმდება: ა) იმ უფლების რეგისტრაციით, რომლის უზრუნველსაყოფადაც მოხდა წინასწარი რეგისტრაცია; ბ) ვადის გასვლით, თუ ვადა დადგენილი იყო; გ) მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. მუხლი 15. მიწის ნაკვეთის დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის რეგისტრაცია და მათი შეცვლა 1. მიწის ნაკვეთი სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შესაბამისი კატეგორიის სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად რეგისტრირდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად. თუ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული ან მისი შინაარსიდან არ ირკვევა მიწის ნაკვეთის დანიშნულება ან/და სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორია, რეგისტრაცია წარმოებს მიწის ნაკვეთის დანიშნულების ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შესახებ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაციის ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. 2. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება: ა) მიწის ნაკვეთის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით შეცვლა; ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლა. 3. მიწის ნაკვეთის დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის რეგისტრაციის წესი და პირობები განისაზღვრება ინსტრუქციით. მუხლი 151. ტყის ფონდის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილებების შეტანის რეგისტრაცია 1. სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის რეგისტრაციას სააგენტო ახორციელებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის საფუძველზე, ხოლო მასში ცვლილებების შეტანის რეგისტრაციას − ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული წესებით. 2. სახელმწიფო კორექტირებით. ტყის ფონდის საზღვრის ცვლილება ხორციელდება საზღვრის 3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირება რეგისტრირდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე. 4. საზღვრის კორექტირება შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის განცხადების საფუძველზე, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა 2012 წლის 1 იანვრამდე. მუხლი 152 . ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრის დადგენის წესი 1. ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრის დადგენა, მასში ცვლილება და მისი შეწყვეტა ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიმართვის საფუძველზე, რომელსაც უნდა დაერთოს კანონით დადგენილი წესით შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი. 2. მიწის ნაკვეთის საზღვრის დადგენა ხორციელდება რეგისტრაციის წესით, რის შედეგადაც გაცემული ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან შეიცავს ინფორმაციას მხოლოდ ფაქტობრივი მფლობელისა და ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართობის თაობაზე. 3. ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრის დადგენა არ გამორიცხავს ამ მიწის ნაკვეთზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების რეგისტრაციას. აღნიშნულ შემთხვევაში ფაქტობრივი მფლობელობის შესახებ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ინფორმაცია ძალადაკარგულად ითვლება და ამის თაობაზე ეცნობება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს. მუხლი 19. საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრი 1. საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონით დადგენილი წესით დადებული ყადაღის, უფლების განკარგვის შეზღუდვისა და აკრძალვის, აგრეთვე რეგისტრაციის აკრძალვის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. 2. ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია გამორიცხავს ამ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რაიმე სხვა უფლების ან საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციას, თუ შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტით სხვა რამ არ არის დადგენილი. 3. თუ საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ სამართლებრივ აქტში პირდაპირ არ არის მითითებული უფლების შეწყვეტის რეგისტრაციის აკრძალვის შესახებ ან/და ეს უფლება არ არის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ობიექტი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება: ა) ყადაღადადებული და განკარგვააკრძალული უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელის საკუთრების უფლების ან ყადაღადადებული ნივთისა და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებითი განკარგვის შედეგად წარმოშობილი უფლების რეგისტრაციაზე; ბ) უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა ცვლილების რეგისტრაციაზე; გ) რეგისტრირებული უფლების (გარდა საკუთრების უფლებისა) შეწყვეტაზე. 4. დაუშვებელია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, თუ ნივთზე და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის მოთხოვნის წარდგენის მომენტისათვის ეს ნივთი ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთე სხვა პირის საკუთრებაშია, ან/და სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა სარეგისტრაციო ობიექტზე ყადაღის, განკარგვის აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციამდე, ამასთანავე, სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა ამ კანონის ამოქმედებამდე. 5. თუ მოთხოვნილია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, ხოლო მისი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ასევე მოთხოვნილია რეგისტრაცია, რომელიც ეწინააღმდეგება აღნიშნული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შინაარსს, ჯერ მიიღება საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციასთან დაკავშირებული შესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ – გადაწყვეტილება სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი სხვა უფლების შესახებ. მუხლი 20. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრი 1. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება რეგისტრირდება ნივთსა (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა) და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე. 2. დაუშვებელია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაცია, თუ უძრავ ნივთზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის მოთხოვნის რეგისტრაციის მომენტისათვის ეს ნივთი ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთე სხვა პირის საკუთრებაშია. მუხლი 21. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება 1. მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ: ა) განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, ან/და არ არის გადახდილი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური; ბ) განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ არის წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით; გ) განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ იძლევა ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის საგნისა და სუბიექტის ან/და საგნის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის იდენტიფიკაციის საშუალებას; დ) სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს; ე) მისთვის ოფიციალურად გახდა ცნობილი სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტის ან მისი ნაწილის გასაჩივრების ფაქტი და ეს გასაჩივრება აჩერებს სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტის ან მისი ნაწილის მოქმედებას; ვ) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებას; ზ) არსებობს ამ კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევა; თ) მიწის ნაკვეთზე უფლების, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნისას მარეგისტრირებელ ორგანოში არ არის დაცული მიწის ნაკვეთზე საკადასტრო მონაცემები ან მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული საკადასტრო მონაცემი არ შეესაბამება ინსტრუქციით დადგენილ მოთხოვნებს; თ1) სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტები მათი კანონიერების შესწავლის მიზნით გადაიგზავნა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში; ი) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. 2. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 30 კალენდარული დღე, გარდა ამ მუხლის მე3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეს ვადა აითვლება დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო გადაწყვეტილების სააგენტოს შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნების შემთხვევაში – გამოქვეყნებიდან. აღნიშნული ვადის გაგრძელება დაუშვებელია. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სარეგისტრაციო წარმოება ჩერდება შესაბამისი ორგანოს კანონიერ ძალაში შესულ აქტში მითითებული ვადით. 31. თუ ერთდროულად არსებობს სარეგისტრაციო წარმოების ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი ვადებით შეჩერების სამართლებრივი საფუძვლები, სარეგისტრაციო წარმოება ჩერდება შეჩერების სამართლებრივი საფუძვლების აღმოფხვრამდე, მაგრამ არანაკლებ 30 კალენდარული დღისა. 4. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაციის ან დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ. 5. სარეგისტრაციო წარმოების განახლების შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოების ვადის ათვლა იწყება ხელახლა. მუხლი 23. რეგისტრაციაზე უარის თქმა სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ: ა) უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების, საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობა, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობა არ ექვემდებარება რეგისტრაციას; ბ) რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას; გ) სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, შეზღუდვის მიღებული ან ან საგადასახადო შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ; დ) დადგენილი წესით გახდა ცნობილი სარეგისტრაციო დოკუმენტის გაუქმების ფაქტი; ე) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს რეგისტრაციაზე უარის თქმას; ვ) რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის საკუთრების უფლება გადასულია ახალ მესაკუთრეზე; ვ1) სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია; ზ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. მუხლი 24. სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული დამატებითი საკითხები 1. ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების ხელახლა წარდგენისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები არ ვრცელდება ამ კანონის 22-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე. 2. ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებულ სარეგისტრაციო წარმოებაზე არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები.