„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.03.2016
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/469/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ შემდგომში - „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-03-28
ბიუროს ნომერი 389

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 31.03.2007, მუხ. 87) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) რეგისტრაცია დაუზუსტებელი მახასიათებლებით – უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაცია საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მოთხოვნის გარეშე, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში წარმოდგენილი უძრავი ნივთის ტექნიკური მახასიათებლების საფუძველზე, რომელიც დასტურდება ამ უფლების დადგენის შესახებ დოკუმენტით;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონთან ტერმინოლოგიური თვალსაზრისით შესაბამისობაში მოყვანის საჭიროებით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის ტერმინოლოგიური თვალსაზრისით შესაბამისობაში მოყვანა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით კანონში ტერმინი - „საკადასტრო აზომვითი ნახაზი“ იცვლება ტერმინით - „საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი“. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) გადახდისუუნარობა – მოვალის უუნარობა, დააკმაყოფილოს კრედიტორის ვადამოსული მოთხოვნა; ბ) მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი მოვალე – მოვალე, რომელიც სათანადო ზომების მიუღებლობის შემთხვევაში უახლოეს მომავალში გახდება ან შესაძლებელია გახდეს გადახდისუუნარო; გ) მოთხოვნა – ნებისმიერი ვალი ან ვალდებულების შესრულების მოთხოვნა, რომლის შესრულების მოვალეობა ან შესრულებისთვის პასუხისმგებლობა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის ეკისრება მოვალეს და რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს დაუზუსტებელ მოთხოვნებს, პირობით მოთხოვნებს, ვადამოუსვლელ მოთხოვნებსა და ჯარიმებს; დ) დაუზუსტებელი მოთხოვნა – მოთხოვნა, რომელიც ჯერ არ არის დაზუსტებული და მოიცავს მიყენებული შეუსრულებლობასთან ზიანის ანაზღაურებასთან, დაკავშირებულ ხელშეკრულების მოთხოვნებს ან დარღვევასთან სამოქალაქო ან ურთიერთობიდან წარმოშობილ სხვა მოთხოვნებს; ე) პირობითი მოთხოვნა – მოთხოვნა, რომლის წარმოშობა დამოკიდებულია მომავალ და უცნობ მოვლენაზე და რომელიც, ამასთანავე, მოიცავს გარანტიასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებაზე; დამოკიდებულია მოვალის მიერ თავისი ძირითადი ვ) ვადამოუსვლელი მოთხოვნა – მოთხოვნა, რომლის გადახდის ვადა არ დამდგარა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის; ზ) მოთხოვნის უზრუნველსაყოფად მიღებული ქონება – იპოთეკით ან გირავნობით დატვირთული ან სასამართლოს მიერ დაყადაღებული ქონება, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე წარმოშობილი უზრუნველყოფით მიღებული ქონება; თ) რეგისტრაცია დაუზუსტებელი მახასიათებლებით – უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაცია საკადასტრო აზომვითი ნახაზის მოთხოვნის გარეშე, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში წარმოდგენილი უძრავი ნივთის ტექნიკური მახასიათებლების საფუძველზე, რომელიც დასტურდება ამ უფლების დადგენის შესახებ დოკუმენტით; ი) კრედიტორი – პირი, რომელსაც გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის მომენტისათვის მოვალის მიმართ აქვს საფუძვლიანი ფინანსური მოთხოვნა (მათ შორის, ვადამოუსვლელი მოთხოვნა); კ) ახალი კრედიტორი – სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი კრედიტორი; ლ) უზრუნველყოფილი კრედიტორი – კრედიტორი ან ახალი კრედიტორი, რომლის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, გირავნობით ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ვალდებულების უზრუნველყოფის სხვა საშუალებით; მ) კრედიტორთა გადაწყვეტილება – კრედიტორთა კრების ან კრედიტორთა კომიტეტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადაწყვეტილება; ნ) მონაწილე – სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების, კომანდიტური საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი, სააქციო საზოგადოების აქციონერი, კოოპერატივის წევრი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრი კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, ამხანაგობის მონაწილე, არარეგისტრირებული კავშირის წევრი; ო) დაკავშირებული პირი: ო.ა) ფიზიკურ პირთან ნათესაური კავშირის მქონე ის პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხება; ო.ბ) საწარმო, რომელშიც პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ისეთ წილს, რომელიც მას პრაქტიკულ საშუალებას აძლევს, ზემოქმედება მოახდინოს ამ საწარმოს გადაწყვეტილებებზე; ო.გ) იმ საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი, რომელშიც პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ისეთ წილს, რომელიც მას პრაქტიკულ საშუალებას აძლევს, ზემოქმედება მოახდინოს ამ საწარმოს გადაწყვეტილებებზე; ო.დ) იურიდიული პირის მმართველი ორგანოს წევრი ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი; ო.ე) იურიდიული პირის პარტნიორი ან დამფუძნებელი, რომელსაც პრაქტიკული საშუალება აქვს, ზემოქმედება მოახდინოს ამ პირის გადაწყვეტილებებზე; პ) ნათესავი – საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირი; ჟ) უცხოელი კრედიტორი – ფიზიკური პირი, რომელიც ფაქტობრივად არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 182 დღეზე მეტ ხანს ნებისმიერ 12-თვიან პერიოდში, ან იურიდიული პირი, რომლის იურიდიული მისამართი საქართველოს ფარგლებს გარეთაა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არარეზიდენტ იურიდიულ პირს ფილიალი (წარმომადგენლობა, სააგენტო) საქართველოს ტერიტორიაზე აქვს; რ) სამეურვეო ქონება – ქონება, რომელიც მოვალეს ეკუთვნის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის, ასევე ამ მომენტიდან შეძენილი ან/და წარმოებული (შექმნილი) ქონება მოთხოვნების როგორც გამოკლებით, საქართველოში, რომლებიც ისე საზღვარგარეთ, საქართველოს იმ ნივთებისა კანონმდებლობით და იძულებით აღსრულებას არ ექვემდებარება; ს) რეაბილიტაცია – საპროცესო, ხელმძღვანელობითი და მმართველობითი მოქმედებების ერთობლიობა, რომელიც ხორციელდება ამ კანონის შესაბამისად და მიზნად ისახავს კრედიტორთა მოთხოვნების კანონით დადგენილი წესითა და პირობებით ეტაპობრივ სრულ დაკმაყოფილებას უმთავრესად მოვალის ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, მართვის სისტემის სრულყოფის, მოვალის კომერციული საქმიანობის წარმატებულობისა და მომგებიანობის ზრდის, აგრეთვე სამეურვეო ქონების შესაძლო ოპტიმიზაციის გზით; ტ) გაკოტრების საქმის წარმოება – საპროცესო და ხელმძღვანელობითი მოქმედებების ერთობლიობა, რომელიც ხორციელდება ამ კანონის შესაბამისად და მიზნად ისახავს კრედიტორთა მოთხოვნების კანონით დადგენილი წესითა და პირობებით შესაძლოდ სრულ დაკმაყოფილებას უმთავრესად სამეურვეო ქონების რეალიზაციის გზით; უ) კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი – იურიდიული პირი, რომელიც ასეთად მიჩნეულია საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ და რომელიც „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად სახსრებს მოიზიდავს ფიზიკური პირებისაგან და მოზიდული სახსრებით გასცემს სესხებს; ფ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონული სისტემა − ამ კანონის 31 მუხლით გათვალისწინებული სისტემა.