„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ შემდგომში - „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ"
- „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ შემდგომში - „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-03-28
ბიუროს ნომერი 389
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი“
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
19.02.2014,
სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 54-ე მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ვ) გამგეობის/მერიის დებულებით დადგენილი წესით ახდენს გამგეობის/მერიის
თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის
„ა.ა“−„ა.გ“,
„ბ.ა“−„ბ.გ“,
„დ.კ“,
„ე.ვ“
და
„ე.ზ“
ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული
უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად
საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს; ახდენს გამგეობის/მერიის
თანამდებობის პირების ან სხვა მოხელეებისათვის უფლებამოსილების დელეგირებას,
კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ
შემთხვევაში;“;
ბ) „ე.ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ვ1“ ქვეპუნქტი:
კანონით
გათვალისწინებულ
შემთხვევაში
ან/და
დელეგირებული
„ე.ვ1)
უფლებამოსილების განხორციელების, მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების,
მიზნით, ქმნის კომისიებს, რომლის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება
კანონით/უფლებამოსილების
დელეგირების
შესახებ
ხელშეკრულებით
ან/და
კანონის
საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.
2. 61-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:
„31. გამგეობის/მერიის მოხელე ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ვ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ბრძანება.
32. ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ვ1“ ქვეპუნქტისა და 73-ე მუხლის მე-2
პუნქტის „ქ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისია, კანონით ან უფლებამოსილების
დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების
შემთხვევაში,
უფლებამოსილია
გამოსცეს
სამართლებრივი აქტი - განკარგულება.“.
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-
3. 62-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 62. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება
1. მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების, სხვა მოხელეთა და ამ
კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ვ1“ ქვეპუნქტისა და 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ქ1“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული
კომისიის
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტები
საჩივრდება სასამართლოში ამ კანონითა და საქართველოს სხვა კანონებით დადგენილი წესით.
2.
გამგეობის/მერიის
მუნიციპალიტეტის
თანამდებობის
გამგებლისა/მერისა,
პირისა
და
სხვა
ინდივიდუალური
მოხელის,
გარდა
ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტი საჩივრდება გამგებელთან/მერთან და შემდგომ − სასამართლოში
კანონით დადგენილი წესით.
3. თუ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს, გამგეობის/მერიის თანამდებობის
პირის
ან
სხვა
მოხელის
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტი
ეწინააღმდეგება
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან/და
საქართველოს კანონმდებლობას, საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს
გადაწყვეტილებას მისი სასამართლოში გასაჩივრების შესახებ. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს
სასამართლოში წარმოადგენს საკრებულოს ან საკრებულოს დავალებით საკრებულოს
თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი, ხოლო აღმასრულებელ ორგანოს/გამგეობას/მერიას
− გამგებლის/მერის მიერ განსაზღვრული პირი.“.
4. 73-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ1“ ქვეპუნქტი:
„ქ1)
კანონით
გათვალისწინებულ
შემთხვევაში
ან/და
დელეგირებული
უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, ქმნის კომისიებს, რომლის უფლებამოსილება
და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ
ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტით.“.
5. 107-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მუნიციპალიტეტს მის
ტერიტორიაზე არსებულ დაურეგისტრირებელ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნაკვეთზე საკუთრების უფლება წარმოეშობა შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოსთვის
დადგენილი წესით მიმართვისა და რეგისტრაციის საფუძველზე, რაც სახელმწიფოს არ
ართმევს უფლებას, სახელმწიფო საკუთრებად დაარეგისტრიროს დაურეგისტრირებელი
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური
რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის
მიღებით, რომლითაც განსაზღვრული უფლებამოსილებები გადაეცემა მუნიციპალიტეტის
წარმომადგენელს.
აღსანიშნავია,
რომ
ხსენებული
კანონის
პროექტით
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლისთვის განსაზღვრული უფლებამოსილებები გააჩნია მუნიციპალიტეტის
გამგებელს/მერს,
თუმცა
ვინაიდან
შესაბამისი
კანონით
გათვალისწინებული
უფლებამოსილებების ეფექტურად განხორციელებისა და ადგილობრივი სპეციფიკის უკეთ
ცოდნის
გამო
ამ
უფლებამოსილებას
უკეთ
განახორციელებს
გამგებლის/მერის
წარმომადგენელი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, შესაძლებელია მიზანშეწონილი
იყოს გამგებლის/მერის მიერ ამ უფლებამოსილების მასზე დელეგირება. ამასთან, იმის
გათვალისწინებით,
რომ
საქართველოს
ორგანული
კანონის
„ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის მე-2 პუნქტით, გამგებელი/მერი მხოლოდ
უფლებამოსილია (და არა - ვალდებული) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში
დანიშნოს გამგებლის/მერის წარმომადგენელი, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური
რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილება, რომელიც
ითვალისწინებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემასაც,
შეიძლება
განახორციელოს,
ასევე,
გამგეობის/მერიის სხვა მოხელემ.
გამგეობის/მერიის
თანამდებობის
პირმა
ან
მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის მოხელეთა მიერ ზემოხსენებული კანონით
გათვალისწინებული უფლებამოსილების რეალიზაციის მიზნით, ვინაიდან ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა, კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის
ამჟამად მოქმედი რედაქციით, მხოლოდ გამგეობის/მერიის თანამდებობის პირებს გააჩნიათ,
აუცილებელია ეს უფლებამოსილება ჰქონდეთ, ასევე, გამგეობის/მერიის სხვა მოხელეებსაც
(მათ შორის, გამგებლის/მერის წარმომადგენლებსაც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ
ერთეულში) იმ შემთხვევაში, თუ კოდექსის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით
გამგებელი/მერი მოახდენს მათზე გარკვეული (მათ შორის, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა
რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული) უფლებამოსილებების გადაცემას (დელეგირებას).
ყოველივე
ზემოაღნიშნული
განხორციელების საჭიროებას.
წარმოშობს
კოდექსში
სათანადო
ცვლილების
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სიტემური რეგისტრაციისა და
საკადასტრო
მონაცემების
განსაზღვრული
სრულყოფის
უფლებამოსილებების
შესახებ“
საქართველოს
მუნიციპალიტეტის
კანონის
პროექტით
წარმომადგენლის
მიერ
განხორციელების სამართლებრივი უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს:
პროექტით
გამგებელს/მერს
უფლება
ექნება
მოახდინოს
გამგეობის/მერიის
თანამდებობის პირების ან სხვა მოხელეებისათვის უფლებამოსილების დელეგირება,
კანონით/უფლებამოსილების
დელეგირების
შესახებ
ხელშეკრულებით
გათვალისწინებულ შემთხვევაში, რაც გამომდინარეობს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა
სისტემური რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტიდან, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის
გამგებლის/მერის წარმომადგენლის გარკვეულ უფლებამოსილებებს;
მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს (მათ შორის, თბილისის მერს) შესაძლებლობა
ექნება,
კანონით
გათვალისწინებულ
შემთხვევაში
ან/და
დელეგირებული
უფლებამოსილების განხორციელების, მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების
მიღების, მიზნით, შექმნას კომისიები, რომლის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი
განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით
ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
აღნიშნული
კომისიას
შესაძლებლობა
ექნება
გამოსცეს
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - განკარგულება. ერთ-ერთი აღნიშნული
კომისიათაგანი შესაძლებელია იყოს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული
პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების
უფლების აღიარების შესახებ“ და „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური
რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული
მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელ
ორგანოსთან
არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების
კომისია, რომელიც დღემდე შექმნილია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით
ორგანოსთან და, ამჯერად, იქმნება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან;
პროექტით გამგეობის/მერიის არა მხოლოდ თანამდებობის პირს, არამედ, სხვა
მოხელესაც, რომელზედაც გამგებელი მოახდენს უფლებამოსილების დელეგირებას,
კანონით/უფლებამოსილების
დელეგირების
შესახებ
ხელშეკრულებით
გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლებამოსილი იქნება გამოცეს ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ბრძანება;
კანონის
62-ე
მუხლში
შეტანილი
ცვლილებით,
რომლითაც
დადგენილია
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების წესები,
გამგეობის/მერიის მოხელეთა სამართლებრივი აქტები გასაჩივრდება გამგეობის/მერიის
თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მსგავსად. ამასთან, კანონით
გათვალისწინებულ
შემთხვევაში
ან/და
დელეგირებული
უფლებამოსილების
განხორციელების, მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების, მიზნით,
შექმნილი კომისიის სამართლებრივი აქტები გასაჩივრდება სასამართლოში.
„მიწის
ნაკვეთებზე
უფლებათა
სისტემური
რეგისტრაციისა
და
საკადასტრო
მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, მიწის
ნაკვეთი, რომელზეც პილოტური პროექტით გათვალისწინებულ დასახლებებში
განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ვერ დადგინდება მესაკუთრის/საკუთრების
უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის უფლების არსებობა, ერთი
წლის ვადით პირობითად რეგისტრირდება სახელმწიფოს საკუთრებად ამ კანონის და
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნულ ვადაში ამ მიწის ნაკვეთზე
მესაკუთრის/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის
უფლება რეგისტრირდება დაინტერესებული პირის განცხადების და სარეგისტრაციო
დოკუმენტაციის საფუძველზე, სახელმწიფოს ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი
ორგანოს თანხმობის გარეშე, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ მიწის ნაკვეთზე,
შესაბამისად, რეგისტრირდება
სახელმწიფოს საკუთრების უფლება.
აღნიშნული
პრინციპიდან გამომდინარე, კოდექსის 107-ე მუხლის მე-3 პუნქტი ყალიბდება ახალი
რედაქციით, რომლის თანახმად, შემდეგი რედაქციით, თუ კანონით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული
(იგულისხმება
„მიწის
ნაკვეთებზე
უფლებათა
სისტემური
რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტის შესაბამისი ნორმა), მუნიციპალიტეტს მის ტერიტორიაზე არსებულ
დაურეგისტრირებელ
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების
მიწის
ნაკვეთზე
საკუთრების უფლება წარმოეშობა შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოსთვის
დადგენილი წესით მიმართვისა და რეგისტრაციის საფუძველზე, რაც სახელმწიფოს არ
ართმევს
უფლებას,
სახელმწიფო
საკუთრებად
დაარეგისტრიროს
დაურეგისტრირებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ გამოიწვევს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებელის
ან
სხვა
სახის
გადასახდელი ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით
შედის ცვლილება
მუხლი 54. გამგებლის/მერის უფლებამოსილება
1. გამგებელი/მერი:
ა) გამგეობის/მერიის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში:
ა.ა) საერთო ხელმძღვანელობასა და
სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
კოორდინაციას
უწევს
გამგეობის/მერიის
ა.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის/მერიის დებულებასა და
საშტატო ნუსხას, აგრეთვე გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
ა.გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის/მერიის
თანამდებობის პირებს;
ა.დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის/მერიის
მოსამსახურეებს;
ა.ე) უნაწილებს ფუნქციებს გამგეობის/მერიის მოსამსახურეებს, დავალებებს აძლევს
გამგეობის/მერიის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის
შესახებ;
ა.ვ)
გამგეობის/მერიის
დებულებით
დადგენილი
წესით
ახორციელებს
გამგეობის/მერიის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ
პუნქტის „ა.ა“−„ა.გ“, „ბ.ა“−„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად
საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს;
ა.ზ) იღებს გადაწყვეტილებებს გამგეობის/მერიის მოსამსახურეთა წახალისებისა და
მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ა.თ) ამტკიცებს გამგეობის/მერიის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს,
აგრეთვე გამგეობის/მერიის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში:
ბ.ა) საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს
რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე
საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით საკრებულოს წარუდგენს
რიგგარეშე ანგარიშს;
ბ.ბ) ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ბ.გ) საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის
მოწვევის
შესახებ
განსახილველი
წინადადებით,
საკითხი,
საკრებულოს
უფლებამოსილია
მორიგ
დაესწროს
სხდომაზე
შეაქვს
დამატებით
საკრებულოს
და
საკრებულოს
მიღებული
ადმინისტრაციულ-
კომისიების ღია და დახურულ სხდომებს;
ბ.დ)
უზრუნველყოფს
საკრებულოს
სამართლებრივი აქტების აღსრულებას;
მიერ
გ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში:
გ.ა) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცებული
ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
გ.ბ)
საკრებულოს
დასამტკიცებლად
წარუდგენს
საანგარიშო
წლის
ბიუჯეტის
შესრულების ანგარიშს;
გ.გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს მიერ დადგენილი
წესით, მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეუტანლად იღებს
გადაწყვეტილებას მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და
კოდებს შორის თანხების გადანაწილების შესახებ;
გ.დ)
საკრებულოს
დასამტკიცებლად
წარუდგენს
კანონით
განსაზღვრული
ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების
შესახებ დადგენილებების პროექტებს;
გ.ე) მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს ამ
კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით;
გ.ვ)
არაუგვიანეს
თებერვლისა
საკრებულოს
უგზავნის
შესყიდვების
გეგმის
შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს; ახორციელებს
შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში:
დ.ა) ამ კანონითა და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას
მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ;
დ.ბ)
საკრებულოს
თანხმობით
იღებს
გადაწყვეტილებებს:
შესაბამისი
კერძო
სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; ამ
კანონის შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა
და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;
დ.გ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს თანხმობით იღებს
გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით
სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის
შესახებ;
დ.დ) საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით
სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის
საკითხს;
დ.ე) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის
ქონების
შემძენის/სარგებლობის
უფლებით
მიმღების/მართვის
უფლებით
მიმღების
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი
პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების საკითხი;
დ.ვ) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს პრივატიზებული ან/და
სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული
პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფლების საკითხი, გარდა
ფინანსური
პირობებისა;
და
საინვესტიციო
ვალდებულებების
შესრულებასთან
დაკავშირებული
დ.ზ) ამ კანონის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას
მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ;
დ.თ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების მოვლა-პატრონობას, მშენებლობას,
რეკონსტრუქციასა და აღდგენას;
დ.ი)
საკრებულოს
დასამტკიცებლად
წარუდგენს
მუნიციპალიტეტის
ქონების
საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას;
დ.კ) ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მათთვის
სარგებლობის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისა და ქონებით
სარგებლობის წესების დაცვაზე;
დ.ლ) მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის
შემთხვევაში ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ
შესაბამისი პირობების შესრულებაზე;
ე) აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში:
ე.ა) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და
შეთანხმებებს;
ე.ბ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური
ურთიერთობებისას,
მუნიციპალიტეტის
სახელით
ანიჭებს
წარმომადგენლობით
უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს), გარდა ამ კანონით
გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ე.გ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი
სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების
მომზადებას, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას და განხორციელებას;
ე.დ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის
სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს;
ე.ე)
თავისი
უფლებამოსილების
ფარგლებში
გამოსცემს
ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ე.ვ) მისი უფლებამოსილებისთვის
მიკუთვნებული
ცალკეული
შესასწავლად,
რეკომენდაციების
მოსამზადებლად
შესაბამისი
დასკვნებისა
და
საკითხების
ქმნის
სათათბირო ორგანოებს − საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს;
ე.ზ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს;
ე.თ) უზრუნველყოფს ამ კანონის მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული
მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას ამ კანონით, საქართველოს
სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საკრებულოს მიერ
დადგენილი წესით;
ე.ი) ახორციელებს ამ კანონით, გამგეობის/მერიის დებულებითა და საკრებულოს
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2.
ერთეულში
გამგებელი/მერი
უფლებამოსილია
მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ
დანიშნოს
გამგებლის/მერის
წარმომადგენელი.
გამგებლის/მერის
წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება გამგეობის/მერიის დებულებით.
3. გამგებლის/მერის მიერ პერსონალურ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას
საკრებულოს წევრის მიერ მის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია.
მუხლი
61.
მუნიციპალიტეტის
ორგანოებისა
და
თანამდებობის
პირების
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები
1.
მუნიციპალიტეტის
კანონმდებლობით
საკრებულო
და
თანამდებობის
პირები
საქართველოს
მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ
შესაბამის
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტია
საკრებულოს
დადგენილება,
ხოლო
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტია საკრებულოს განკარგულება.
3. მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტებია:
ა) გამგებლის/მერის ბრძანება;
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულება;
გ) საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება;
დ) გამგებლის/მერის პირველი მოადგილის ბრძანება, გამგებლის/მერის მოადგილის
ბრძანება;
ე) გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანება;
ვ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებლის ბრძანება.
4. მუნიციპალიტეტის საკრებულო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს იღებს
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ
საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის
დადგენილი.
5. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ სხვა გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული,
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების ან სხვა საკითხთან დაკავშირებული
სასამართლო დავისას მუნიციპალიტეტს სასამართლოში წარმოადგენს მუნიციპალიტეტის
გამგებელი/მერი.
6. მუნიციპალიტეტის
მიღების,
გამოქვეყნების,
განისაზღვრება
ამ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
მოქმედების,
კანონით,
აღრიცხვისა
საქართველოს
და
ზოგადი
აქტების
მომზადების,
სისტემატიზაციის
ადმინისტრაციული
წესები
კოდექსით,
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით, მუნიციპალიტეტის ორგანოების
დებულებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 62. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება
1. მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში ამ კანონითა და საქართველოს სხვა
კანონებით დადგენილი წესით.
2.
გამგეობის/მერიის
თანამდებობის
პირის,
გარდა
მუნიციპალიტეტის
გამგებლისა/მერისა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება
გამგებელთან/მერთან და შემდგომ − სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.
3.
თუ
თანამდებობის
მუნიციპალიტეტის
პირის
აღმასრულებელი
ორგანოს
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
ან
გამგეობის/მერიის
აქტი
ეწინააღმდეგება
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან/და
საქართველოს კანონმდებლობას, საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს
გადაწყვეტილებას მისი სასამართლოში გასაჩივრების შესახებ. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს
სასამართლოში წარმოადგენს საკრებულოს ან საკრებულოს დავალებით საკრებულოს
თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი, ხოლო აღმასრულებელ ორგანოს/გამგეობას/მერიას
− გამგებლის/მერის მიერ განსაზღვრული პირი.
მუხლი 73. თბილისის მერი
1. თბილისის უმაღლესი აღასრულებელი ორგანო − თბილისის მერი − არის თბილისის
მთავრობის ხელმძღვანელი. თბილისის მერი აირჩევა პირდაპირი არჩევნებით, 4 წლის ვადით.
თბილისის
მერის
არჩევის
წესი
განისაზღვრება
საქართველოს
ორგანული
კანონით
თბილისის
მერიის
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“.
2. თბილისის მერი:
ა)
საერთო
ხელმძღვანელობასა
და
კოორდინაციას
უწევს
საქმიანობას;
ბ) უძღვება თბილისის მთავრობის საქმიანობას, უნაწილებს ფუნქციებს თავის
მოადგილეებს;
გ) თავმჯდომარეობს თბილისის მთავრობის სხდომებს;
დ) შეიმუშავებს და თბილისის საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების პროექტებს;
ე) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისის ბიუჯეტის,
ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
ვ)
ხელს
აწერს
თბილისის
მთავრობის
ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-
სამართლებრივ აქტებს;
ზ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი
სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების
თბილისის საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას;
თ)
თბილისის
საკრებულოს
დასამტკიცებლად
წარუდგენს
მუნიციპალიტეტის
სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს;
ი) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
კ) ხელს აწერს მუნიციპალიტეტისა და თბილისის მთავრობის სახელით დადებულ
ხელშეკრულებებსა
და
შეთანხმებებს;
ახორციელებს
შესყიდვებს
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ლ) წარმოადგენს თბილისს და თბილისის მთავრობას, მოქმედებს მათი სახელით
ოფიციალური
ურთიერთობებისას,
ასრულებს
სხვა
წარმომადგენლობით
ფუნქციებს,
მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის,
რწმუნებებს (მინდობილობებს), გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
მ) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისის მერიისა და
მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, თბილისის რაიონის გამგეობისა და
რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ტიპურ დებულებებს, აგრეთვე თბილისის
მერიისა და თბილისის რაიონის გამგეობის საშტატო ნუსხებს;
ნ) ამ კანონით დადგენილი წესით თანამდებობებზე ნიშნავს თბილისის მერიის
თანამდებობის პირებს; თანამდებობებიდან ათავისუფლებს თბილისის მერიის თანამდებობის
პირებს; თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს თბილისის მერიის
სხვა მოსამსახურეებს, გარდა ამ კანონის 82-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევისა;
ო)
თბილისის
საკრებულოს
დასამტკიცებლად
წარუდგენს
თბილისის
მერიის
თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს;
პ) უნაწილებს ფუნქციებს თბილისის მერიის მოსამსახურეებს; დავალებებს აძლევს
თბილისის მერიის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის
შესახებ;
ჟ) თბილისის მერიის დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს თბილისის
მერიის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის
„ა“, „ბ“ და „ტ“−„ქ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ
უფლებამოსილებებისა, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად თბილისის საკრებულოს მიერ
დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს;
რ) იღებს გადაწყვეტილებებს თბილისის მერიის მოსამსახურეთა წახალისებისა და
მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ს) ამტკიცებს თბილისის მერიის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს,
აგრეთვე თბილისის მერიის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ტ) თბილისის საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, თბილისის საკრებულოს
რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს თბილისის მთავრობისა და მის მიერ
გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე თბილისის საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი
მეოთხედის მოთხოვნით საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს;
უ) თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე
სხდომის მოწვევის შესახებ წინადადებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით
განსახილველი საკითხი, უფლებამოსილია
კომისიების ღია და დახურულ სხდომებს;
დაესწროს
საკრებულოს
და
საკრებულოს
ცალკეული
საკითხების
ფ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს;
ქ)
მისი
უფლებამოსილებისათვის
მიკუთვნებული
შესასწავლად ქმნის სათათბირო ორგანოებს − კომისიებს, საბჭოებსა და სამუშაო ჯგუფებს;
ღ) ახორციელებს ამ კანონითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. თბილისის მერი პასუხისმგებელია და უფლებამოსილებას იხსნის თბილისის
საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე.
4. თბილისის მერისთვის უნდობლობის გამოცხადების, მისი თანამდებობრივი
შეუთავსებლობის და უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები განისაზღვრება
ამ კანონის 51-ე, 55-ე და 56-ე მუხლების შესაბამისად.
მუხლი 107. მუნიციპალიტეტისთვის ამ კანონით მიკუთვნებული ქონება
1.
ამ
კანონით
მუნიციპალიტეტისთვის
მიკუთვნებულია
მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე არსებული შემდეგი ქონება:
ა) ადგილობრივი მნიშვნელობის გზები და მათი ნაწილები, ქუჩები, მიწისქვეშა და
მიწისზედა გადასასვლელები, ტროტუარები, შუქნიშნები, გარე განათების კონსტრუქციები,
მოედნები, სკვერები, ბულვარები, შადრევნები, პარკები, მწვანე ნარგავები და ნაპირსამაგრი
ნაგებობები;
ბ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გარდა:
ბ.ა) კერძო საკუთრებაში არსებული მიწისა;
ბ.ბ) სახელმწიფო ქონებაზე დამაგრებული
და
სახელმწიფოს
წილობრივი
მონაწილეობით არსებულ ქონებაზე დამაგრებული მიწებისა;
ბ.გ) მიწისა, რომელიც ექვემდებარება ამ პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ
ქონებაზე (სახელმწიფო ქონება და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული
ქონება) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებას;
გ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე, მათ შორის, ამ პუნქტის „ა“
ქვეპუნქტით განსაზღვრულ ობიექტებზე, დამაგრებული მიწა;
დ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყისა და წყლის რესურსები;
ე) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. მუნიციპალიტეტის საკუთრებად არ ითვლება შემდეგი სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწა:
ა) კერძო საკუთრებაში არსებული და სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, მათ შორის, საძოვრები;
ბ) ის დაურეგისტრირებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომელზედაც
ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით წარდგენილია სახელმწიფო საკუთრებად
დარეგისტრირების
თაობაზე
განცხადება,
გათვალისწინებული შემთხვევისა;
გარდა
ამ
მუხლის
მე-4
პუნქტით
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაურეგისტრირებელი სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწა;
დ) პირუტყვის გადასარეკი ტრასები;
ე) 500 მეტრი
დანიშნულების მიწა;
ვ)
სახელმწიფო
სიგრძის
სასაზღვრო
ნაკრძალების,
ზოლში
ბუნების
არსებული
ძეგლების,
სასოფლო-სამეურნეო
ეროვნული
პარკებისა
და
აღკვეთილების მიწები;
ზ) სახელმწიფო მნიშვნელობის ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტორელიგიური ძეგლებისათვის განკუთვნილი მიწები;
თ) სახელმწიფო ტყის ფონდის მიწა;
ი)
საქართველოს
სახელმწიფო
და
ავტონომიური
რესპუბლიკის
ბიუჯეტების
საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული
პირებისათვის უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის უფლებით გადაცემული მიწები;
კ) სახელმწიფო წყლის ფონდის მიწა.
3. მუნიციპალიტეტს მის ტერიტორიაზე არსებულ დაურეგისტრირებელ სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება წარმოეშობა შესაბამისი
მარეგისტრირებელი ორგანოსთვის დადგენილი წესით მიმართვისა და რეგისტრაციის
საფუძველზე, რაც სახელმწიფოს არ ართმევს უფლებას, სახელმწიფო საკუთრებად
დაარეგისტრიროს
დაურეგისტრირებელი
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების
მიწის
ნაკვეთი.
4. ერთი და იმავე მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის დარეგისტრირების თაობაზე
განცხადებით
შესაბამისი
მარეგისტრირებელი
ორგანოსთვის
სახელმწიფოსა
და
მუნიციპალიტეტის მიერ ერთდროულად მიმართვის შემთხვევაში დაკმაყოფილდება უფრო
ადრე რეგისტრირებული განცხადება, ერთსა და იმავე დღეს მიმართვისას კი −
მუნიციპალიტეტის განცხადება.