„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ შემდგომში - „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ"
- „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ შემდგომში - „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-03-28
ბიუროს ნომერი 389
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №46, 22.12.2009, მუხ. 346) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების შესრულება, აგრეთვე ამ მოქმედებასთან
დაკავშირებული სამართლებრივი კონსულტაციისა და ტექნიკური მომსახურების გაწევა ფასიანია,
გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ნოტარიუსისათვის განკუთვნილი საზღაურის
ოდენობა, მომსახურების ვადები და საზღაურის გადახდევინების წესი, ასევე საქართველოს
ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობა, მომსახურების ვადები და საფასურის
გადახდევინების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.
2. 381 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მედიაცია ნოტარიუსის მონაწილეობით შეიძლება განხორციელდეს მოდავე მხარეთა
თანხმობით. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო სავალდებულო
წესით მიმართავს სანოტარო მედიაციას.“
მუხლი 2
ამ კანონის გამოქვეყნებიდან 45 დღის ვადაში:
ა) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის
საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების,
მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა;
ბ)
საქართველოს
იუსტიციის
მინისტრმა
უზრუნველყოს
„სანოტარო
მოქმედებათა
შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის
მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური
რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის
მომზადებით, რომელიც ითვალისწინებს გარკვეულ ოფიციალურ დოკუმენტაციაზე ხელმოწერების
ნოტარიუსის მიერ დამოწმების ვალდებულებას. კერძოდ, საკუთრების უფლების რეგისტრაციის
მოთხოვნის უფლების მქონე ფიზიკურ პირსა და მოსარგებლეს შორის ფორმის დაუცველად
დადებული გარიგების არსებობის ფაქტი დგინდება მხარეებს შორის გაფორმებული წერილობითი
შეთანხმებით, რომელზეც მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა უნდა დადასტურდეს ნოტარიუსის
მიერ.
გარდა
აღნიშნულისა,
ამ
კანონით
გათვალისწინებული
მხარეთა
შორის
მედიაციის
შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებას მხარეთა და მედიატორის ხელმოწერას, ხოლო მხარეთა
შეუთანხმებლობის შემთხვევაში, მედიატორის მიერ შედგენილ ოქმზე მხარეების ან/და მედიატორის
ხელმოწერების ნამდვილობას ადასტურებს ნოტარიუსი. აღნიშნული სანოტარო მოქმედებები
სრულდება უსასყიდლოდ (საზღაურის გარეშე), რაც საჭიროებს შესაბამის ცვლილებას „ნოტარიატის
შესახებ“ საქართველოს კანონშიც, რომლის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნოტარიუსის
მიერ სანოტარო მოქმედების შესრულება, აგრეთვე ამ მოქმედებასთან
სამართლებრივი კონსულტაციისა და ტექნიკური მომსახურების გაწევა ფასიანია.
დაკავშირებული
ამასთან, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციისა და საკადასტრო
მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, სახელმწიფო
პროექტის ფარგლებში მხარეთა შორის დავის გამოვლენის შემთხვევაში მისი გადაწყვეტის მიზნით
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის
იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სავალდებულო წესით მიმართავს
სანოტარო მედიაციას, რაც საჭიროებს შესაბამის აღნიშვნას „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს
კანონშიც.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია კანონის შესაბამისობაში მოყვანა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა
სისტემური რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის თანახმად, კანონში კეთდება დათქმა, რომ კანონით გათვალისწინებული
ზოგადი წესი, რომლის თანახმად, ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების შესრულება, აგრეთვე ამ
მოქმედებასთან დაკავშირებული სამართლებრივი კონსულტაციისა და ტექნიკური მომსახურების
გაწევა ფასიანია, კანონით გათვალისწინებულ ცალკეულ შემთხვევებზე არ გავრცელდება. ამასთან,
კანონპროექტით საქართველოს მთავრობას ევალება შესაბამისი ცვლილების განხორციელება
„სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა
პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების
ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507
დადგენილებაში.
კანონპროექტის
თანახმად,
მედიაცია
ნოტარიუსის
მონაწილეობით
შესაძლებელია
განხორციელდეს მოდავე მხარეთა თანხმობით. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში კი
ადმინისტრაციული ორგანო სავალდებულო წესით მიმართავს სანოტარო მედიაციას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის
თანახმად,
კანონით
გათვალისწინებულ
ცალკეულ
შემთხვევებში
(ამ
შემთხვევაში - „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციისა და საკადასტრო
მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო
პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე ფიზიკურ
პირსა და მოსარგებლეს შორის ფორმის დაუცველად დადებული გარიგების არსებობის ფაქტის
დასადგენად მხარეებს შორის გაფორმებული წერილობით შეთანხმებაზე მხარეთა ხელმოწერების
ნამდვილობის დადასტურებისთვის, აგრეთვე, მედიაციის შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებაზე
ხელმოწერების, ხოლო, მხარეთა შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ხელმოწერების
ნამდვილობის
დადასტურების
მიზნით
შესაბამის ოქმზე
შესრულებული
სანოტარო
მოქმედებებისთვის) მხარეები არ გადაიხდიან სანოტარო მოქმედების შესრულების საზღაურს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
კანონპროექტის
შემუშავებაში
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 21. ნოტარიუსის შრომის ანაზღაურება და სანოტარო ბიუროს ფინანსები
1. ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების შესრულება, აგრეთვე ამ მოქმედებასთან
დაკავშირებული სამართლებრივი კონსულტაციისა და ტექნიკური მომსახურების გაწევა ფასიანია.
ნოტარიუსისათვის განკუთვნილი საზღაურის ოდენობა, მომსახურების ვადები და საზღაურის
გადახდევინების წესი, ასევე საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის
ოდენობა, მომსახურების ვადები და საფასურის გადახდევინების წესი განისაზღვრება საქართველოს
მთავრობის დადგენილებით.
2. ნოტარიუსის მიერ სამსახურებრივი საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს შეადგენს თანხა,
რომელიც ნოტარიუსს რჩება სანოტარო ბიუროს შენახვის ხარჯების, კანონით დადგენილი
გადასახადებისა
და
სამსახურებრივ
საქმიანობასთან
დაკავშირებული
სხვა
სავალდებულო
გადასახდელების გადახდის შემდეგ იმ თანხიდან, რომელიც მან ნოტარიუსისათვის განკუთვნილი
საზღაურის სახით მიიღო. ნოტარიუსის შემოსავალს შეიძლება აგრეთვე შეადგენდეს სხვა ფინანსური
შენატანები, რომელთა მიღებაც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის,
ნოტარიუსის მიერ სანოტარო საქმიანობის ამ კანონის მე-11 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ
დასახლებაში განხორციელების პერიოდის განმავლობაში საქართველოს ნოტარიუსთა პალატისაგან
ფინანსური დახმარების სახით მიღებული შემოსავალი.
მუხლი 381 . სანოტარო მედიაცია
1. ნოტარიუსი შეიძლება იყოს მედიატორი მოდავე მხარეთა შორის:
ა) საოჯახო სამართლებრივ დავებზე (გარდა შვილად აყვანისა, შვილად აყვანის ბათილად
ცნობისა, მშობლის უფლების შეზღუდვისა და მშობლის უფლების ჩამორთმევისა);
ბ) სამემკვიდრეო სამართლებრივ დავებზე;
გ) სამეზობლო სამართლებრივ დავებზე;
დ) ნებისმიერ სხვა დავაზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის ასეთ
დავაზე მედიაციის განხორციელების სპეციალური წესი.
2. მედიაცია ნოტარიუსის მონაწილეობით შეიძლება განხორციელდეს მოდავე მხარეთა
თანხმობით.
3. სანოტარო მედიაციის განხორციელების წესი განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის
ბრძანებით.
4. თუ სანოტარო მედიაციის პროცესში დავა მხარეთა შეთანხმებით დასრულდა, ნოტარიუსი
ადგენს მორიგების აქტს, რომელიც დასტურდება სანოტარო წესით.
5. მხარის მიერ სანოტარო მედიაციის ფარგლებში შემდგარი მორიგების აქტით დადგენილი
ვალდებულების
შეუსრულებლობის
შემთხვევაში
იძულებითი
აღსრულება
ხორციელდება
ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა
შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.