„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ შემდგომში - „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ"
- „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ შემდგომში - „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-03-28
ბიუროს ნომერი 389
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების
სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ურთიერთობებზე;“.
2. მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) საპრივატიზებო გეგმა – დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის
საკადასტრო
აგეგმვითი/აზომვითი
ნახაზების,
საკადასტრო
ინფორმაციის,
ფართობის,
ადგილმდებარეობის და მათ საფუძველზე გაანგარიშებული მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო
საფასურის შესახებ ინფორმაციის ერთობლიობა;“.
3. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6.
რომელიც
ქონების მმართველი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირთან,
უზრუნველყოფს
სახელმწიფო
საკუთრებაში
არსებული
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის პრივატიზების ინიციირებას და საჭიროების შემთხვევაში საკადასტრო
აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების მომზადებას.“.
4. მე-8 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. აუქციონის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ინიციირება, აგეგმვა/აზომვა
და ნატურაში გადატანა“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთის აგეგმვას/აზომვას და ნატურაში გადატანას ახორციელებს ქონების
მმართველი ან საკითხის ინიციატორი.“;
გ) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) დაამზადონ შერჩეული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) დეტალური საკადასტრო
აგეგმვითი/აზომვითი
ნახაზი
(ნახაზები),
აგრეთვე
მოიკვლიონ
ინფორმაცია
მისი
(მათი)
კატეგორიისა და ხარისხის თაობაზე;“.
5. მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ქონების მმართველი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირთან,
რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების
ინიციირებას
და
საჭიროების
შემთხვევაში
საკადასტრო
აგეგმვითი/აზომვითი
ნახაზების
მომზადებას.“.
მუხლი 2
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს 2016 წლის
1 სექტემბრიდან.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური
რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებით,
რომელიც ადგენს მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის განსხვავებულ წესს, რაც საჭიროებს შესაბამისი
ცვლილების ასახვას „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონშიც. გარდა ამისა,
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს
შესაბამისობაში მოყვანის საჭიროებით.
კანონთან
ტერმინოლოგიური
თვალსაზრისით
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციისა და
საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონთან „სახელმწიფო ქონების
შესახებ“ საქართველოს კანონის ჰარმონიზება, ასევე „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს
კანონის ტერმინოლოგიური თვალსაზრისით შესაბამისობაში მოყვანა „საჯარო რეესტრის შესახებ“
საქართველოს კანონთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტს (ტერმინთა განმარტება) ემატება „დ1“
ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება არ
ვრცელდება „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების
სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ურთიერთობებზე. გარდა ამისა,
კანონპროექტით კანონში ტერმინი - „საკადასტრო აზომვითი ნახაზი“ იცვლება ტერმინით „საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი
„აგეგმვა/აზომვა“.
ნახაზი“,
ხოლო
ტერმინი
-
„აგეგმვა“
-
ტერმინით
-
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
კანონპროექტის
შემუშავებაში
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია,
რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და
სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
2. (ამოღებულია).
3. (ამოღებულია).
4. (ამოღებულია).
5. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის
ავტონომიური
რესპუბლიკის,
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკის
ან
ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოსათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის
სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან
ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოს ან საჯარო
სამართლის იურიდიული პირის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის,
რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით
გასხვისებაზე ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვაზე. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების,
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოსათვის
ან
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირისათვის
სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან
ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოს ან საჯარო
სამართლის იურიდიული პირის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის,
რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით
გასხვისება ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ
დადგენილი წესითა და პირობებით;
გ) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)
არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებულ შემთხვევებზე;
დ) „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას
წარმოშობილი
ურთიერთობების
შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებზე;
ე) „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და
არასაცხოვრებელი
(იზოლირებული
და
არაიზოლირებული)
ფართობის
ადგილობრივი
თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის
უსასყიდლოდ
საკუთრებაში
საკუთრებაში
არსებული
გადაცემის
საქართველოს
წესის
დამტკიცების
თავდაცვის
შესახებ“
სამინისტროს
და
„სახელმწიფო
ბალანსზე
რიცხული
საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს
მთავრობის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე;
ვ) დაცულ ტერიტორიებზე, გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ძ.ე“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა,
სახელმწიფო ტყის ფონდზე, გარდა ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული
დასახლებათა
ტერიტორიულ
საზღვრებში
არსებული
ყოფილი
საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეებისა, ამ კანონის 29 მუხლისა და 36-ე მუხლის 11
პუნქტისა;
1
ზ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების პროგრამების ფარგლებში ფიზიკური
პირებისათვის შესყიდულ საქონელზე, აგრეთვე ერთჯერადი გამოყენების, სწრაფცვეთადი საგნების,
ფარმაცევტული და კვების პროდუქტების (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში მისაქცევი ან
მიქცეული ქონებისა) დარიგება-გადაცემაზე;
თ) სხვა ქვეყნის სახელმწიფო ორგანოსთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით ქონების
გაგზავნა-გადაცემაზე, აგრეთვე საჩუქრის ან ჯილდოს სახით ქონების გადაცემაზე;
ი) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების (მათ
შორის, ამ ქონების ჩამოწერის ან/და უტილიზაციის შედეგად მიღებული ქონების) უტილიზაციაზე,
გასხვისებაზე და სხვა ნებისმიერი სახით განკარგვაზე, რომელიც ხორციელდება საქართველოს
მთავრობის ან/და საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის
სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და პირობებით;
კ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული და მის
ბალანსზე
რიცხული
ბეჭდური
და
ელექტრონული
გამოცემების
ქართული
კულტურის
პოპულარიზაციის მიზნით ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის
გადაცემაზე;
ლ) სისხლის კომპონენტების განკარგვაზე, რომელიც ხორციელდება სისხლის კომპონენტების
განკარგვის წესისა და პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად;
მ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების
სახაზო ნაგებობების − მობილური კავშირისა და ტელერადიომაუწყებლობის ანძების − განთავსების
მიზნით განკარგვაზე. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ამ მიზნით განკარგვის
წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრის ბრძანებით.
6. სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში
ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ −
სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების
ეროვნული სააგენტო (შემდგომ − ქონების სააგენტო).
61. ქონების სააგენტო აგრეთვე ახორციელებს მისთვის საქართველოს მთავრობის მიერ
განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს, მათ შორის, დაინტერესებული საჯარო სამართლის
იურიდიული პირებისა და იმ კერძო სამართლის იურიდიული პირების ქონების განკარგვის
ხელშეწყობას, რომლებიც დაფუძნებულია სახელმწიფოს მიერ ან/და რომლებშიც სახელმწიფო
ფლობს გარკვეულ წილს/აქციას.
7. სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებულ სახელმწიფო პოლიტიკას
განსაზღვრავს და წარმართავს სამინისტრო.
8. ქონების სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტები საჩივრდება სამინისტროში, ხოლო შემდგომ − სასამართლოში.
მუხლი 2. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს, ამავე კანონის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სახელმწიფო ქონება – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები,
არამატერიალური ქონებრივი სიკეთე;
ბ) სახელმწიფო ქონების განკარგვა − სახელმწიფო ქონების თვითმმართველი ერთეულის
საკუთრებაში გადაცემა, პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა, რეალიზაცია, ლიზინგის
ფორმით გაცემა, განაწილება და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) პრივატიზება − ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული
შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის
ფორმებით, სავაჭრო ობიექტის, მესამე პირის მეშვეობით, აგრეთვე წილების ან აქციების ან
სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო
შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო
კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით ფიზიკური
და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების
უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით;
გ1) უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟა − „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 62-ე პუნქტის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის
მიერ აღიარებულ ბირჟათა სიაში შეყვანილი საფონდო ბირჟა;
დ) სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა – სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით
გადაცემა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადამცემი – ქონების მმართველი , რომელიც სახელმწიფოს
სახელით სარგებლობაში გადასცემს სახელმწიფო ქონებას;
ვ) მართვის უფლებით გადაცემა – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების
(შემდგომში – წილები და აქციები) მართვის უფლებით გადაცემა ფიზიკური ან იურიდიული
პირისთვის ან სხვა სუბიექტისთვის;
ზ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება – საქართველოს სისხლის, სამოქალაქო და
ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება,
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“
საქართველოს კანონებით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (ნატურით გადაცემული) ქონება,
საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული
(გადაცემული) ქონება, სახელმწიფოს საკუთრებაში მემკვიდრეობისა და ჩუქების გზით გადასული,
რეალიზაციას დაქვემდებარებული ქონება, სახელმწიფოს საკუთრებაში გადასული უპატრონო და
უმკვიდრო ქონება, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საკონტროლო
შესყიდვის შემდეგ დაუბრუნებელი საქონელი;
თ) სახელმწიფო ს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განაწილება – საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ განსაკარგავად
გადაცემული ქონების , ასევე სახელმწიფოს საკუ თ რებაში მიქცეული ქონების უსასყიდლოდ
გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ი) სახელმწიფ ოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განადგურება – სააგენტოს მიერ მისთვის
განსაკარგავად გადაცემული ქონების , ასევე სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების
განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ;
ი1) განსაკარგავად გადაცემული ქონება − სახელ მ წიფო ს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება,
რომელიც სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება სახელმწიფო ორგანოს/საჯარო
სამართლის იურიდიულ პირს და რომელიც მის ი განკარგვ ის თაობაზე გადაწ ყ ვეტილების მიღების
შემდეგ გადაეცა სააგენტოს შემდგომი განკარგვის მიზნით;
კ) მესამე პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომელიც უზრუნველყოფს
სახელმწიფო ქონების პრივატიზების ხელშეწყობას;
ლ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაცია – სააგენტოს მიერ
სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაცია აუქციონის ფორმით,
პირდაპირი მიყიდვის ფორმით ან მესამე პირის მეშვეობით;
მ) წილები და აქციები – შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში სახელმწიფოს სახელზე
რეგისტრირებული წილები და აქციები;
ნ) სარგებლობაში პირველადი გადაცემა – ქონების მმართველის მიერ სარგებლობაში გადაუცემელი
სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების,
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის;
ო) საპრივატიზებო გეგმა – დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის საკადასტრო
აზომვითი ნახაზების, საკადასტრო ინფორმაციის, ფართობის, ადგილმდებარეობის და მათ
საფუძველზე გაანგარიშებული მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო საფასურის შესახებ ინფორმაციის
ერთობლიობა;
პ) საკომლო წიგნი – ადმინისტრაციული ერთეულის – დასახლების (სოფლის, დაბის, ქალაქის),
დასახლებათა გაერთიანების (თემის) ტერიტორიულ საზღვრებში კომლების და მათში პირთა
რაოდენობის ამსახველი ჟურნალი, რომელიც ადასტურებს ამ პირთა კონკრეტულ დასახლებულ
პუნქტში ცხოვრებისა და კომლის წევრად ყოფნის ფაქტს;
ჟ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის ნაკვეთი – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნაკვეთი, რომელიც 2005 წლის 25 იანვრისათვის არ ყოფილა იჯარით გაცემული;
რ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის ნაკვეთი – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნაკვეთი, რომელზედაც მოქმედებს საიჯარო ხელშეკრულება;
ს) დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის პრივატიზება – ყოფილი საკოლმეურნეო
და საბჭოთა მეურნეობის ტყეების მიწების სასყიდლიანი პრივატიზება მათზე არსებული ტყეებით ან
მათ გარეშე;
ტ) (ამოღებულია);
უ) უძრავი ნივთი – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწა, დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყე, დაცული
ლანდშაფტი, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია;
უ1) უძრავი ქონება – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების
მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა - ნაგებობით (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული ) ან მის
გარეშე , შენობა - ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), ხაზობრივი ნაგებობა
, მიწაზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები;
უ2) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა – სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნაკვეთი , რომელიც გამოიყენება მემცენარეობისა და მეცხოველეობის (მეფრინველეობის,
მეთევზეობის ) პროდუქციის წარმოებისათვის მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავებით ან/ და
შენობა-ნაგებობებით ან მათ გარეშე;
ფ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია – სახელმწიფო ქონების განკარგვისას წარსადგენი
უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია;
ქ) ბე – ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად აუქციონის ან პრივატიზების სხვა ფორმით
განმახორციელებელი სუბიექტის მიერ მითითებულ ანგარიშზე გადასახდელი თანხა; ბეს გადახდას
უთანაბრდება მონაწილის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რომელიც აუქციონის
განმახორციელებელ სუბიექტს გადაერიცხება მონაწილის აუქციონში გამარჯვებისთანავე ან ამ
კანონით დადგენილი წესისა და პირობების დარღვევისას;
ღ) განაცხადი – აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველის მიერ აუქციონში მონაწილეობის
სურვილის გამოხატვა, რითაც განმცხადებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის
წესსა და პირობებს. განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია აუქციონის მონაწილის შესახებ,
სახელმწიფო ქონების დასახელება, საწყისი საპრივატიზებო საფასური და სხვა ინფორმაცია;
ყ) საპრივატიზებო შემოსულობა – სახელმწიფო ქონების პრივატიზების/მართვის უფლებით
გადაცემის შედეგად მიღებული თანხა, რომელიც ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში,
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ ბიუჯეტებში ან/და
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში ;
შ) საპრივატიზებო საფასური – სახელმწიფო ქონების შემძენის/მართვის უფლებით მიმღების მიერ
გადასახდელი თანხა, რომელიც შედგება საპრივატიზებო თანხისაგან, ასევე მესამე პირისათვის ან/და
სხვა სუბიექტისათვის გადასახდელი თანხისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ჩ) საწყისი საპრივატიზებო თანხა − სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას/მართვის უფლებით
გადაცემისას საპრივატიზებო/მართვის უფლებით გადასაცემი ქონების მინიმალური ღირებულება,
რომელზედაც ვაჭრობისას ხორციელდება ფასის მატება;
ც) საწყისი საპრივატიზებო საფასური − თანხა, რომლითაც ხდება სახელმწიფო ქონების
საპრივატიზებოდ/მართვის უფლებით გადასაცემად გამოცხადება და რომელიც შედგება საწყისი
საპრივატიზებო თანხისაგან , ასევე მესამე პირისათვის ან/და სხვა სუბიექტისათვის გადასახდელი
თანხისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ძ) მომსახურების საფასური − საქართველოს მთავრობის დადგენილებით ქონების სააგენტოს მიერ
გაწეული მომსახურებისათვის დადგენილი თანხა, რომელიც ირიცხება ქონების სააგენტოს
ანგარიშზე;
წ) საპრივატიზებო თანხა − თანხა, რომელიც შედგება საპრივატიზებო შემოსულობისა და ქონების
სააგენტოს ანაზღაურებისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ჭ) საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასური − სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით
გადაცემისას სარგებლობაში გადასაცემი ქონების მინიმალური თანხა,
რომლითაც ხდება
სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გადასაცემად გამოცხადება და რომელზედაც
ვაჭრობისას ხორციელდება ფასის მატება;
ხ) სარგებლობაში გადაცემის საფასური − ქონების სარგებლობაში გადაცემისას მოსარგებლის მიერ
სარგებლობისათვის გადასახდელი თანხა, რომელიც შედგება სარგებლობაში გადაცემის თანხისა
და ქონების სააგენტოს ანაზღაურებისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ჯ) ქონების სააგენტოს ანაზღაურება − საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული
საპრივატიზებო თანხის/სარგებლობაში გადაცემის საფასურის ნაწილი, რომელიც ქონების სააგენტოს
მიერ განხორციელებული პრივატიზებისას/მართვის უფლებით გადაცემისას/სარგებლობაში
გადაცემისას ირიცხება ქონების სააგენტოს ანგარიშზე; ამ კანონის 491 მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული ანაზღაურების ნაწილი, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ
განსაზღვრული ოდენობით ირიცხება ქონების სააგენტოს ანგარიშზე; ქონების სააგენტოს მიერ
გაწეული მომსახურებისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული თანხა;
ჰ) სარგებლობაში გადაცემის თანხა − ქონების სარგებლობაში გადაცემისას შესაბამის ბიუჯეტში
გადასახდელი თანხა;
ჰ1) ქონების მმართველი − სამინისტრო, ქონების სააგენტო ან მათ მიერ დელეგირებული
უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი ორგანო, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე პირი (გარდა
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისა, ასევე სააგენტოსი − მის მიერ სახელმწიფოს
საკუთრებაში მიქცეულ ქონებასა და განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების განკარგვასთან
დაკავშირებული
ფუნქციების
შესრულებისას),
რომელიც
ახორციელებს
ამ
კანონით
გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს
საქართველოს
მთავრობის
დადგენილებით
გათვალისწინებული წესითა და ფორმით.
მუხლი 7. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
პრივატიზების ფორმები და პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოები
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების
ფორმებია:
ა) აუქციონი;
ბ) პირდაპირი მიყიდვა:
ბ.ა) პირდაპირი მიყიდვა;
ბ.ბ) პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე;
ბ.გ) იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვა;
გ) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს ქონების მმართველი.
3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმითა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე
პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს მთავრობის
გადაწყვეტილების საფუძველზე.
4. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ 500მეტრიან სასაზღვრო ზოლში არსებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების
ცალკეული
მიწის
ნაკვეთების
პრივატიზების
თაობაზე
სპეციალურ
გადაწყვეტილებას,
სახელმწიფო
და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი თანხმობით იღებს საქართველოს მთავრობა.
5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს ქონების მმართველი.
6. ქონების მმართველი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირთან, რომელიც
უზრუნველყოფს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
პრივატიზების ინიციირებას და საჭიროების შემთხვევაში საკადასტრო აზომვითი ნახაზების
მომზადებას.
7. (ამოღებულია - 11.12.2014, №2878).
8. ( ამოღებულია - 11.12.2014, №2878).
მუხლი 8. აუქციონის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ინიციირება, აგეგმვა და
ნატურაში გადატანა
1. აუქციონის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების ინიციირების უფლება აქვთ საქართველოს
მოქალაქეს, საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, ქონების
მმართველსა და მესამე პირს.
2. საქართველოს მოქალაქის, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული
პირისა და მესამე პირის მიერ აუქციონის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით
გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების ინიციირების
შემთხვევაში ისინი მიმართავენ ქონების მმართველს.
3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის ნაკვეთის აგეგმვასა და ნატურაში გადატანას ახორციელებს ქონების მმართველი ან საკითხის
ინიციატორი.
4. როდესაც პრივატიზების ინიციირებისათვის საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში
რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, აგრეთვე მესამე პირს სურთ აუქციონის
ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზება, ისინი ვალდებული არიან:
ა) შეარჩიონ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ნაკვეთები) და საჭიროების შემთხვევაში დაყონ ოპტიმალური ზომის
(არანაკლებ 3-ჰექტარიან) ნაკვეთებად. ეს შეზღუდვა არ მოქმედებს, თუ ნაკვეთის ფართობი 3
ჰექტარზე ნაკლებია;
ბ) დაამზადონ შერჩეული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) დეტალური აზომვითი საკადასტრო ნახაზი
(ნახაზები), აგრეთვე მოიკვლიონ ინფორმაცია მისი (მათი) კატეგორიისა და ხარისხის თაობაზე;
გ) პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს წარუდგინონ განცხადება აუქციონის ფორმით
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) პრივატიზების ინტერესის გამოხატვის შესახებ.
მუხლი 18. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ფორმები და
პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოები
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ფორმებია:
ა) აუქციონი;
ბ) პირდაპირი მიყიდვა:
ბ.ა) პირდაპირი მიყიდვა;
ბ.ბ) პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე;
გ) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებას
ახორციელებს ქონების მმართველი.
3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული
შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმებით
პრივატიზება ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის
მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით, 63 და მე-10 მუხლებით დადგენილი წესით და პირდაპირი მიყიდვის
ფორმით, ქონების მმართველის მიერ, ამავე კანონის 181 მუხლით დადგენილი წესით.
4. ქონების მმართველი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირთან, რომელიც
უზრუნველყოფს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ინიციირებას
და საჭიროების შემთხვევაში საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადებას.