„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ შემდგომში - „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ"
- „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ შემდგომში - „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-03-28
ბიუროს ნომერი 389
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი,
№47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 205-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. სარჩელის ცნობამდე მოპასუხემ უნდა წარმოადგინოს ცნობა საჯარო-სამართლებრივი
შეზღუდვის
შესახებ,
რომლითაც
დასტურდება,
რომ
დავის
საგანზე
(ნივთი,
არამატერიალური ქონებრივი სიკეთე) რეგისტრირებული არ არის საჯარო-სამართლებრივი
შეზღუდვა და რომელიც შეიცავს სარჩელის ცნობის მომენტისათვის ძალაში მყოფ
მონაცემებს.“.
2. 218-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:
„21. საქმის მორიგებით დამთავრებამდე მხარეებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ დავის საგანზე (ნივთი,
არამატერიალური ქონებრივი სიკეთე) რეგისტრირებული არ არის საჯარო-სამართლებრივი
შეზღუდვა და რომელიც შეიცავს მხარეთა მორიგების მომენტისათვის ძალაში მყოფ
მონაცემებს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
,,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია მოპასუხის მიერ
სარჩელის ცნობისა და მხარეთა მორიგების ინსტიტუტები.
კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის
ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის
მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს
და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამასთან, კოდექსის 208-ე მუხლის
მე-3 ნაწილის შესაბამისად, მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა
წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველს.
სარჩელის ცნობის დროს სასამართლო ძირითადად ეყრდნობა მოპასუხის აღიარებას
იმ გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, რომლითაც გამყარებულია მეორე
მხარის მოთხოვნა.
სასამართლო წარმოადგენს მართლმსაჯულების განხორციელებაზე უფლებამოსილ
სუბიექტს, რომელმაც აღნიშნული უფლებამოსილება უნდა განახორციელოს და შესაბამისი
გადაწყვეტილება
მიიღოს
საქმისათვის
მნიშვნელოვანი
ყველა
ფაქტობრივი
და
სამართლებრივი გარემოების გამოკვლევის საფუძველზე და მათი გათვალისწინებით.
სასამართლო არ უნდა დაემყაროს მარტოოდენ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას და უნდა
გაითვალისწინოს დაინტერესებული მესამე პირების ინტერესები. აღნიშნულს ადასტურებს
კოდექსის 131-ე მუხლიც, რომელიც პირის აღიარებას მიიჩნევს სასამართლოს მიერ
გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობად და არა ვალდებულებად. გადაწყვეტილების
მიღებისას სასამართლომ უნდა იმსჯელოს არა მხოლოდ კონკრეტული საქმის გადაწყვეტის
გზაზე, არამედ შეაფასოს გადაწყვეტილების აღსრულების სამართლებრივი შედეგებიც.
საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს აქტები
სავალდებულოა
ყველა
სახელმწიფო
ორგანოსა
და
პირისათვის
ქვეყნის
მთელ
ტერიტორიაზე. კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს
გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების
განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები
სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი
თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის
პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. ცალსახაა, რომ სასამართლო
გადაწყვეტილების აღსრულებას ხელი არ უნდა შეეშალოს, თუმცა, აღნიშნულმა არ უნდა
გამოიწვიოს მესამე პირების უფლებების შეზღუდვა. მხედველობაშია მისაღები შემთხვევა,
როდესაც სასამართლოში მიმდინარეობს არაერთი დავა, ხოლო დავის საგანი, სხვადასხვა
სარჩელის
უზრუნველყოფის
მიზნით,
საჯარო-სამართლებრივი
შეზღუდვებით
არის
დატვირთული.
საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვების სისტემატიზაციისა და ხელმისაწვდომობის
მიზნით, შექმნილია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრი, რომელიც ,,საჯარო
რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, არის ნივთსა და არამატერიალურ
ქონებრივ სიკეთეზე სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონით
დადგენილი წესით დადებული ყადაღის, უფლების განკარგვის შეზღუდვისა და აკრძალვის,
აგრეთვე რეგისტრაციის აკრძალვის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის
შესახებ
მონაცემთა
ერთობლიობა.
ნივთზე/არამატერიალურ
ქონებრივ
სიკეთეზე
რეგისტრირებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ხელს ვერ შეუშლის სასამართლოს
აქტის აღსრულებას. შედეგად კი, მესამე პირი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების
გარეშე რჩება ისე, რომ აღნიშნულის თაობაზე არ ფლობს ინფორმაციას, რაც იწვევს მისი
ქონებრივი ინტერესის ხელყოფას.
რაც
შეეხება
კოდექსით
განსაზღვრულ
მხარეთა
მორიგებას,
აღნიშნული
ფაქტობრივად წარმოადგენს ორმხრივ ხელშეკრულებას, რომლის პირობებიც სასამართლოს
მიერ მტკიცდება. იმის გათვალისწინებით, რომ მორიგება არის საქმის მშვიდობიანი გზით
დასრულების ერთ-ერთი საშუალება, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია
სასამართლოს ვალდებულება ხელი შეუწყოს მის მიღწევას, მაგრამ არსებითია, რომ
მორიგების აქტით არ უნდა ირღვეოდეს მესამე პირების უფლებები და კანონით
გათვალისწინებული ინტერესები.
კოდექსის 208-ე მუხლის შესაბამისად, თუ მხარეები მორიგდებიან, მოსამართლე
გამოიტანს განჩინებას საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
სასამართლო
ამტკიცებს მორიგების
სავალდებულოა აღსასრულებლად.
პირობებს.
და ამავე განჩინებით
შესაბამისად,
მორიგების
აქტი
ამრიგად, ისევე, როგორც მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობისას, მხარეთა მორიგების
შემთხვევაშიც, არსებობს დაინტერესებული მესამე პირების უფლებების დარღვევის რისკი.
შესაბამისად, მხარეთა მორიგებამდე სასამართლომ უნდა შეაფასოს ის გარემოება, მორიგების
პირობები ხომ არ ხელყოფს სხვა პირთა უფლებებს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია,
საქართველოს
სამოქალაქო
საპროცესო
კოდექსში
რეგულაციის დადგენა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა მორიგებისა და მოპასუხის მიერ
სარჩელის ცნობის დროს დაინტერესებული მესამე პირების უფლებების დაცვას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით კოდექსის 205-ე მუხლს ემატება მე-3, ხოლო 218-ე მუხლს - 21
ნაწილი, რომელთა საფუძველზეც, მოპასუხემ სარჩელის ცნობამდე, ასევე, მხარეებმა საქმის
მორიგებით დამთავრებამდე, სასამართლოში უნდა წარადგინონ ცნობა საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ დავის საგანზე (ნივთი,
არამატერიალური ქონებრივი სიკეთე) რეგისტრირებული არ არის საჯარო-სამართლებრივი
შეზღუდვა. პროექტის თანახმად, ცნობა უნდა შეიცავდეს, შესაბამისად, სარჩელის ცნობის ან
მხარეთა მორიგების დამტკიცების მომენტისათვის ძალაში მყოფ მონაცემებს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი აწესებს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობამდე, აგრეთვე, საქმის
მორიგებით დამთავრებამდე, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის არსებობის შესახებ
ცნობის წარმოდგენის ვალდებულებას, რაც, შესაბამისად, გამოიწვევს ასეთი ცნობის
მომზადების საფასურის გადახდას 7 ლარის ოდენობით. აღნიშნული ოდენობა დადგენილია
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული
მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და
მომსახურების ვადებისდამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29
დეკემბრის №509 დადგენილებით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ მუხლების მოქმედი სრული
რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 205. მოსამზადებელი სხდომის დანიშვნა
1. თუ წარმოდგენილი წერილობითი მასალები მოსამართლეს აძლევს ვარაუდის
საფუძველს, რომ შეიძლება მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ, მოპასუხემ ცნოს
სარჩელი ან მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, აგრეთვე თუ, მოსამართლის აზრით,
სასამართლო განხილვისათვის საქმის სათანადოდ მომზადების ინტერესები ამას მოითხოვს,
მოსამართლე უფლებამოსილია მხარეთა წერილობითი მასალების მიღებიდან 5 დღის
განმავლობაში დანიშნოს მოსამზადებელი სხდომა ან მხარეებთან სატელეფონო გასაუბრება
ან ვიდეოკონფერენცია, რის შესახებაც განჩინების მიღებიდან 3 დღის ვადაში ეცნობებათ
მხარეებს. მოსამართლესთან სატელეფონო გასაუბრება ან ვიდეოკონფერენცია ხორციელდება
სატელეფონო ხაზზე მხარეების ან მათი წარმომადგენლების ერთდროულად ჩართვით და
ფიქსირდება ოქმის სახით. თუ მხარეები კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული
არიან სატელეფონო გასაუბრების ან ვიდეოკონფერენციის შესახებ და ვერ ხერხდება ერთერთ მხარესთან ან მის წარმომადგენელთან დაკავშირება, სასამართლო უფლებამოსილია
გაესაუბროს მხოლოდ მეორე მხარეს ან მის წარმომადგენელს.
2. თუ არსებობს სასამართლოს მთავარი სხდომის გამართვის წინაპირობები,
მოსამართლე უფლებამოსილია მოსამზადებელი სხდომა გადაზარდოს მთავარ სხდომაში.
მუხლი 218. მოქმედება, რომელსაც ასრულებს მოსამართლე მხარეთა მორიგების
მიზნით
1. სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და უნდა მიიღოს კანონით
გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ. საქმის
მორიგებით დამთავრების მიზნით, მოსამართლე უფლებამოსილია, თავისი ინიაციტივით ან
მხარის შუამდგომლობით გამოაცხადოს შესვენება სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას
და სხვა პირთა დასწრების გარეშე მოუსმინოს მხოლოდ მხარეებს ან მხოლოდ მათ
წარმომადგენლებს.
2. მოსამართლეს შეუძლია მიუთითოს დავის გადაწყვეტის შესაძლო შედეგებზე და
მხარეებს შესთავაზოს მორიგების პირობები.
3.
მოსამართლეს
შეუძლია
შესთავაზოს
მხარეებს
მედიატორისათვის
გადაცემის გზით დავის შეთანხმებით დასრულების შესაძლებლობა.
საქმის