„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.06.2017
ავტორი
სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი-„საქპატენტი“
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/93/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-12
ბიუროს ნომერი 66

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 28(35) 1999 წელი, მუხ. 147) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. საავტორო უფლება ტექსტის მქონე მუსიკალურ ნაწარმოებზე, რომელიც შეიქმნა თანაავტორობით, მოქმედებს უკანასკნელი თანაავტორის სიცოცხლეში და გარდაცვალების შემდეგ 70 წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა თანაავტორებად მითითებული ტექსტისა და მუსიკალური ნაწარმოების ავტორები, რომელთა ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად შეიქმნა მუსიკალური ნაწარმოები.“. 2. 52-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საჯარო გადაცემა.“. 3. 57-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კანონის 47-ე მუხლით გათვალისწინებული შემსრულებლის უფლება მოქმედებს 50 წლის განმავლობაში პირველი შესრულებიდან. თუ ამ ვადაში შესრულების ჩანაწერი, ფონოგრამის სახით ჩანაწერის გარდა, გამოცემის ან საჯარო გადაცემის გზით, საზოგადოებისთვის მართლზომიერად ხელმისაწვდომი გახდა, ეს ვადა მოქმედებს აღნიშნული ფაქტებიდან ერთ-ერთის პირველად დადგომიდან 50 წლის განმავლობაში. თუ ამ ვადაში ფონოგრამის სახით ჩაწერილი შესრულება, გამოცემის ან საჯარო გადაცემის გზით, საზოგადოებისთვის მართლზომიერად ხელმისაწვდომი გახდა, ეს ვადა გრძელდება აღნიშნული ფაქტებიდან ერთ-ერთის პირველად დადგომიდან 70 წლის განმავლობაში.“. ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კანონის 48-ე და 49-ე მუხლებით გათვალისწინებული ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლის უფლება მოქმედებს 50 წლის განმავლობაში ფონოგრამის ან ვიდეოგრამის პირველი ჩაწერიდან. თუ ამ ვადაში ფონოგრამა ან ვიდეოგრამა, გამოცემის მართლზომიერად ან საჯარო ხელმისაწვდომი გადაცემის გახდა, ეს გზით, ვადა საზოგადოებისთვის მოქმედებს აღნიშნული ფაქტებიდან ერთ-ერთის პირველად დადგომიდან 70 წლის განმავლობაში.“. გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. თუ ფონოგრამის დამამზადებელს ფონოგრამის მართლზომიერი გამოცემიდან ან საჯარო გადაცემიდან 50 წლის შემდეგ გასაყიდად არ გამოაქვს ფონოგრამის ასლების საკმარისი რაოდენობა ან არ ხდის მათ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს, რომლითაც შემსრულებელს უფლებები მისი უფლება აქვს შესრულების შეწყვიტოს ჩანაწერზე ხელშეკრულება, გადასცა ფონოგრამის დამამზადებელს.“. დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ კანონის 50-ე მუხლით გათვალისწინებული მაუწყებლობის ორგანიზაციის განსაკუთრებული უფლება მოქმედებს 50 წლის განმავლობაში ასეთი ორგანიზაციის მიერ სადენით ან უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით, საკაბელო ან სატელიტური კავშირის ჩათვლით, პროგრამის პირველად გადაცემის შემდეგ.“. 4. 59-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 59. საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დაცვა 1. საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელებს და მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება აქვთ დამრღვევისაგან მოითხოვონ: ა) უფლების აღიარება; ბ) უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა და იმ მოქმედების აღკვეთა, რომელიც არღვევს უფლებას ან ქმნის მისი დარღვევის საფრთხეს; გ) ამ კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციულად მიჩნეული ასლების, აგრეთვე მათი რეპროდუცირებისათვის ან ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავლისათვის საჭირო მასალის, მოწყობილობის ან მისი კომპონენტის ჩამორთმევა. ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციული ასლები შეიძლება გადაეცეს უფლების მფლობელს მისი მოთხოვნით; დ) მიყენებული ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით, თუ დამრღვევმა იცოდა, ან უნდა სცოდნოდა საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევის შესახებ; ე) ზიანის ანაზღაურების ნაცვლად დამრღვევის მიერ საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევით მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა მოსარჩელის სასარგებლოდ; ვ) ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა. ამასთან, კომპენსაცია არ უნდა იყოს დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგ ოდენობაზე ნაკლები; ზ) მათი უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სხვა ზომების მიღება, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით; 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზომები გამოიყენება უფლების მფლობელის არჩევით; 3. ამ მუხლის პირველ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციული ასლები, რომლებიც არ იქნა გამოთხოვილი უფლების მფლობელთა მიერ, აგრეთვე მათი რეპროდუცირებისათვის ან ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ასავლელად საჭირო მასალა, მოწყობილობა ან მისი კომპონენტი ექვემდებარება განადგურებას სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად. 4. ამ მუხლის პირველ პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ჩამორთმევას არ ექვემდებარება მესამე პირის მიერ მართლზომიერად შეძენილი ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციული ასლები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონტრაფაქციული ასლები შეძენილია კომერციული გამოყენების მიზნით. 5. თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის და მონაცემთა ბაზის ასლები კონტრაფაქციულია, შესაძლებელია, ამ მუხლის პირველის პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებები განხორციელდეს, ასევე, იმ პირის მიმართ, რომელმაც იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ მისი მომსახურება გამოიყენება ან გამოიყენებოდა განსაკუთრებული უფლების კომერციული მასშტაბით დარღვევისათვის. 6. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს დარღვევის არსი, განსაკუთრებული უფლების დარღვევით მიღებული შემოსავალი, უფლების მფლობელისათვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი, აგრეთვე, ის სავარაუდო შემოსავალი, რომელსაც მიიღებდა უფლების მფლობელი ნაწარმოების, მომიჯნავე უფლების ობიექტის ან მონაცემთა ბაზის მართლზომიერად გამოყენების შედეგად. 7. ერთჯერადი გათვალისწინებულ ფულადი უნდა იქნეს კომპენსაციის ოდენობის კონტრაფაქციული ასლების განსაზღვრისას რაოდენობა, დამრღვევის განზრახვა ან/და ნებისმიერი სხვა გარემოება, რომელიც შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას. 5. მე-60 მუხლის მე-3-მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 6. 61-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს, ევროკავშირის, ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების IV კარის მე-9 თავით (ინტელექტუალური საკუთრების უფლებები) გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად აღებული ვალდებულების შესრულების აუცილებლობა და საქართველოს კანონმდებლობის ზემოაღნიშნულ შეთანხმებასთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია, ასოცირების შეთანხმების შესაბამისად აღებული ვალდებულების შესრულების შედეგად, საავტორო უფლების მფლობელებისთვის, გარკვეულ შემთხვევებში, დაცვის დამატებითი ვადის მინიჭება. საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელებისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლების უფლებების ეფექტურად განხორციელების მიზნით, საქართველოსა და ევროკავშირის და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების IV კარის მე-9 თავის მესამე ნაწილით (ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულება) გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად, უფლებების ხელყოფის პრევენციის, აღკვეთისა და ადეკვატური სანქციების გატარების იმ სამართლებრივი მექანიზმების სრულად განსაზღვრა, რომელიც არ არის გათვალისწინებული დღეს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით, რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო-სამართლებრივი კუთხით განსაკუთრებული უფლებების ეფექტურ აღსრულებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ასოცირების შეთანხმების 159-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თანაავტორობით შექმნილ ტექსტის მქონე მუსიკალურ ნაწარმოებზე საავტორო უფლებების მოქმედების ვადის განისაზღვრა ავტორთაგან უკანასკნელის გარდაცვალებიდან. კანონის არსებული რედაქციის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტი დაცვის ვადას განსაზღვრავს თანაავტორობით შექმნილ ნაწარმოებზე: „საავტორო უფლება თანაავტორობით შექმნილ ნაწარმოებზე მოქმედებს თითოეული თანაავტორის სიცოცხლეში და უკანასკნელი თანაავტორის გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში.“ ამასთან, ასოცირების 159-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს განსხვავებულ დეფინიციას კონკრეტულად ტექსტის მქონე მუსიკალურ ნაწარმოებთან მიმართებით და აზუსტებს, რომ, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა თანაავტორებად მითითებული ტექსტისა და მუსიკალური ნაწარმოების ავტორები, საავტორო უფლება მოქმედებს უკანასკნელი ავტორის (თანაავტორის) სიცოცხლეში და გარდაცვალების შემდეგ 70 წლის განმავლობაში. აღნიშნული რედაქცია ასევე, შესაბამისობაშია ევროკავშირის 2011/77/EU დირექტივის (საავტორო და ზოგიერთი სხვა ულებების დაცვის ვადების შესახებ) პირველ მუხლთან. კანონპროექტით გარკვეულ შემთხვევებში, დგინდება ასევე, მომიჯნავე უფლებების მფლობელებისთვის კანონის 57-ე მუხლის არსებული რედაქციისაგან განსხვავებული დაცვის ვადები. კერძოდ, მოქმედი რედაქციით შემსრულებლის უფლება მოქმედებს 50 წლის განმავლობაში პირველი შესრულებიდან. შემოთავაზებული ცვლილებით, ფონოგრამის სახით ჩაწერილი შესრულებისათვის, რომელიც გამოცემის მართლზომიერად ან საჯარო ხელმისაწვდომი გადაცემის გახდა, ეს გზით, ვადა საზოგადოებისთვის გრძელდება აღნიშნული ფაქტებიდან ერთ-ერთის პირველად დადგომიდან 70 წლის განმავლობაში. გარდა ამისა, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის გამოცემის ან საჯარო გზით, საზოგადოებისთვის მართლზომიერად ხელმისაწვდომი გადაცემის გახდომის შემთხვევაში, დაცვის ვადის მოქმედება განისაზღვრება აღნიშნული ფაქტებიდან ერთ-ერთის პირველად დადგომიდან, არსებულ რედაქციაში მითითებული 50 წლის ნაცვლად, 70 წლის განმავლობაში.“ ამასთან, მუხლს ემატება ახალი შინაარსის 31 პუნქტი, რომლის თანახმად, შემსრულებელს ენიჭება უფლება შეწყვიტოს ხელშეკრულება, რომლითაც უფლებები მისი შესრულების ჩანაწერზე გადასცა ფონოგრამის დამამზადებელს, თუ ფონოგრამის დამამზადებელს ფონოგრამის მართლზომიერი გამოცემიდან ან საჯარო გადაცემის 50 წლის შემდეგ გასაყიდად არ გამოაქვს ფონოგრამის ასლების საკმარისი რაოდენობა ან არ ხდის მათ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს. ამასთან, ასოცირების შეთანხმებაში მითითებულ ტერმინთან, აღნიშნული ნორმების შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, მოხდა ტერმინის „საჯარო გაცნობა“ შეცვლა „საჯარო გადაცემით“. კანონპროექტით, ასევე, მოხდა ასოცირების შეთანხმების ტექსტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციისათვის პროგრამის პირველად გადაცემიდან უფლების მოქმედებს ვადის ათვლის მომენტის დაზუსტება. კანონის 50-ე მუხლით გათვალისწინებული კერძოდ, განისაზღვრა, რომ მაუწყებლობის ორგანიზაციის განსაკუთრებული უფლება მოქმედებს 50 წლის განმავლობაში ასეთი ორგანიზაციის მიერ, სადენით ან უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით, საკაბელო ან სატელიტური კავშირის ჩათვლით, პროგრამის პირველად გადაცემის შემდეგ. კანონის 59-ე მუხლის რედაქცია შეიცვალა და მოვიდა შესაბამისობაში ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ დებულებებთან. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტი არ მოითხოვს ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება: სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი : კანონპროექტით არ არის განსაზღვრული არანაირი გადასახადი, მოსაკრებელი, ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტით სრულდება ევროკავშირის (ინტელექტუალური საკუთრების უფლებების 2004/48/EC აღსრულების დირექტივა შესახებ), ასევე ევროკავშირის 2011/77/EU დირექტივის (საავტორო და ზოგიერთი სხვა ულებების დაცვის ვადების შესახებ) პირველი მუხლი. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, ზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო ორგანი- მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტების შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტი“. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 32. საავტორო უფლებათა მოქმედების ვადები 1. საავტორო უფლება ნაწარმოებზე, რომლის გამოცემა ან საჯარო გაცნობა მოხდა ფსევდონიმით ან ანონიმურად, მოქმედებს 70 წლის განმავლობაში ამ ფაქტის მართლზომიერად დადგომის თარიღიდან. თუ ამ ვადაში ავტორი გაამჟღავნებს თავის ვინაობას ან თუ მისი ვინაობა ეჭვს არ იწვევს, გამოიყენება ამ კანონის 31-ე მუხლი. 2. საავტორო უფლება თანაავტორობით შექმნილ ნაწარმოებზე მოქმედებს თითოეული თანაავტორის სიცოცხლეში და უკანასკნელი თანაავტორის გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში. 3. თუ ნაწარმოების გამოცემა ან საჯარო გაცნობა ხდება ტომებად, ნაწილებად, გამოშვებებად ან ეპიზოდებად, ხოლო საავტორო უფლების დაცვის ვადა აითვლება ამ ფაქტის მართლზომიერად დადგომის თარიღიდან, ეს ვადა გამოითვლება თითოეული ასეთი ნაწარმოებისათვის. 4. საავტორო უფლება ამ კანონის მე-12 და მე-13 მუხლებში აღნიშნულ ნაწარმოებებზე მოქმედებს 70 წლის განმავლობაში იმ თარიღიდან, როდესაც მოხდა მათი მართლზომიერი გამოცემა ან საჯარო გაცნობა, ხოლო თუ ნაწარმოების გამოცემა ან საჯარო გაცნობა არ მომხდარა – მისი შექმნის თარიღიდან. 5. საავტორო უფლება აუდიოვიზუალურ ნაწარმოებზე მოქმედებს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ავტორთაგან (თანაავტორთაგან) უკანასკნელის გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში. 6. იმ პირის ქონებრივი საავტორო უფლება, რომელმაც მართლზომიერად განახორციელა იმ ნაწარმოების გამოცემა ან საჯარო გაცნობა, რომლის გამოცემა ან საჯარო გაცნობა ადრე არ მომხდარა (ამ კანონის მე-18 მუხლის მე-8 პუნქტი), მოქმედებს 25 წლის განმავლობაში ასეთი ფაქტის დადგომის თარიღიდან. მუხლი 52. მოგების მიღების მიზნით გამოცემული ფონოგრამის გამოყენება 1. დაშვებულია მოგების მიღების მიზნით გამოცემული ფონოგრამის დამამზადებლის და ასეთ ფონოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების შემსრულებლის თანხმობის გარეშე, მაგრამ ჰონორარის გადახდით: ა) ფონოგრამის საჯარო შესრულება; ბ) ფონოგრამის გადაცემა ეთერში, კაბელით ან კაბელით ხელახალი გადაცემა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჰონორარის შეგროვებასა და განაწილებას ახორციელებს იმ ორგანიზაციათაგან ერთ-ერთი, რომლებიც კოლექტიურ საფუძველზე მართავენ შემსრულებელთა და ფონოგრამის დამამზადებელთა უფლებებს, ამ ორგანიზაციათა შორის შეთანხმების შესაბამისად. 3. ჰონორარის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება, ერთი მხრივ, ფონოგრამებით მოსარგებლეთა და, მეორე მხრივ, ერთ-ერთ იმ ორგანიზაციას შორის შეთანხმებით, რომლებიც კოლექტიურ საფუძველზე მართავენ ფონოგრამების დამამზადებელთა და შემსრულებელთა უფლებებს. თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, ჰონორარის ოდენობას, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესს ერთერთი მხარის ან მხარეების მიმართვის საფუძველზე განსაზღვრავს „საქპატენტი“. 4. ფონოგრამებით მოსარგებლეებმა ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ ორგანიზაციებს უნდა წარუდგინონ პროგრამები (გეგმები), რომლებიც შეიცავს ზუსტ ცნობებს ფონოგრამების გამოყენების ოდენობის შესახებ, აგრეთვე სხვა ცნობები და საბუთები, რომლებიც აუცილებელია ჰონორარის შეგროვებისა და განაწილებისათვის. 5. ამ მუხლის მიზნებისათვის ფონოგრამა, რომელიც ნებისმიერი პირისთვის ხელმისაწვდომი გახდა სადენებიანი ანდა უსადენო კავშირგაბმულობის საშუალებით მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს, განიხილება, როგორც მოგების მიღების მიზნით გამოცემული. მუხლი 57. მომიჯნავე უფლებათა მოქმედების ვადები 1. ამ კანონის 47-ე მუხლით გათვალისწინებული შემსრულებლის უფლება მოქმედებს 50 წლის განმავლობაში პირველი შესრულებიდან. თუ ამ ვადაში შესრულების ჩანაწერი გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის მართლზომიერად ხელმისაწვდომი გახდა, ეს ვადა გრძელდება აღნიშნული ფაქტებიდან ერთ-ერთის პირველად დადგომიდან 50 წლის განმავლობაში. 2. შემსრულებლის სახელის უფლება და რეპუტაციის პატივისცემის უფლება დაცულია უვადოდ. ეს უფლებები მემკვიდრეობით არ გადადის. შემსრულებლის პირად უფლებათა დაცვა მისი გარდაცვალების შემდეგ ხორციელდება იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა ავტორების პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვისათვის. 3. ამ კანონის 48-ე და 49-ე მუხლებით გათვალისწინებული ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლის უფლება მოქმედებს 50 წლის განმავლობაში ფონოგრამის ან ვიდეოგრამის პირველი ჩაწერიდან. თუ ამ ვადაში ფონოგრამა ან ვიდეოგრამა გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის მართლზომიერად ხელმისაწვდომი გახდა, ეს ვადა გრძელდება აღნიშნული ფაქტებიდან ერთ-ერთის პირველად დადგომიდან 50 წლის განმავლობაში. 4. ამ კანონის 50-ე მუხლით გათვალისწინებული საეთერო (საკაბელო) მაუწყებლობის ორგანიზაციის უფლება მოქმედებს 50 წლის განმავლობაში ასეთი ორგანიზაციის მიერ ეთერში (კაბელით) პროგრამის პირველად გადაცემის შემდეგ. 5. ამ კანონის 54-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლება მოქმედებს მონაცემთა ბაზის დამზადებიდან 15 წლის განმავლობაში. თუ ამ ვადაში მონაცემთა ბაზა გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის მართლზომიერად ხელმისაწვდომი გახდა, 15 წელი აითვლება აღნიშნული ფაქტებიდან ერთ-ერთის პირველად დადგომიდან. 6. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული მონაცემთა ბაზის შემცველობის ხარისხობრივად ან/და რაოდენობრივად შეფასებული ცვლილება, კერძოდ, ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილება, გამომდინარე გაუქმებიდან ან შესწორებიდან, რომელიც საშუალებას იძლევა დადგინდეს, რომ განხორციელდა ხარისხობრივი თუ რაოდენობრივი თვალსაზრისით არსებითი კაპიტალ-დაბანდება, შესაძლებლობას იძლევა ასეთი დაბანდების შედეგად შეცვლილ მონაცემთა ბაზას მიეცეს დაცვის საკუთარი ვადა. 7. ამ მუხლით გათვალისწინებული ვადების ათვლა იწყება იმ წელიწადის შემდგომი წლის პირველი იანვრიდან, როდესაც დადგა იურიდიული ფაქტი, რომელიც აღნიშნული ვადის ათვლის დაწყების საფუძველია. 8. ამ თავში აღნიშნული უფლებები ამ მუხლის პირველ, მე-2–მე-5 პუნქტებში მითითებული ვადების მოქმედების დროს გადადის შემსრულებლის, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლის, მაუწყებლობის ორგანიზაციის და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის მემკვიდრეებზე, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – მის უფლებამონაცვლეებზე. მუხლი 59. საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დაცვა 1. საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელებს და მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება აქვთ დამრღვევისაგან მოითხოვონ: ა) უფლების აღიარება; ბ) უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა და იმ მოქმედების აღკვეთა, რომელიც არღვევს უფლებას ან ქმნის მისი დარღვევის საფრთხეს; გ) ზიანის ანაზღაურება, მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით; დ) ზიანის ანაზღაურების ნაცვლად იმ შემოსავლის ჩამორთმევა, რომელიც დამრღვევმა მიიღო მათი უფლებების დარღვევის შედეგად; ე) ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად კომპენსაციის გადახდა, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს სასამართლო. ამასთან, კომპენსაცია არ უნდა იყოს დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგ ოდენობაზე ნაკლები; ვ) მათი უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სხვა ზომების მიღება, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზომები გამოიყენება უფლების მფლობელის არჩევით. 3. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დარღვევის არსი, უფლების მფლობელისათვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი, აგრეთვე ის სავარაუდო შემოსავალი, რომელიც შეეძლო მიეღო უფლების მფლობელს ნაწარმოების, მომიჯნავე უფლების ობიექტის ან მონაცემთა ბაზის მართლზომიერად გამოყენების შედეგად. მუხლი 60. კონტრაფაქციული ასლები 1. ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლები, რომელთა დამზადება, გავრცელება, გაქირავება ან სხვაგვარი გამოყენება იწვევს საავტორო და მომიჯნავე უფლების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევას, ითვლება კონტრაფაქციულ ასლებად. 2. კონტრაფაქციულად ითვლება აგრეთვე იმ ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლები, რომლებიც დაცულია საქართველოში ამ კანონის შესაბამისად და რომლებიც უფლების მფლობელის თანხმობის გარეშე იმპორტირებულია საქართველოში იმ სახელმწიფოდან, სადაც ისინი არასდროს ყოფილა დაცული ან სადაც მათი დაცვა შეწყვეტილია. 3. სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციული ასლების, აგრეთვე მათი რეპროდუცირებისათვის ან ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავლისათვის საჭირო მასალის, მოწყობილობის ან მისი კომპონენტის ჩამორთმევის შესახებ. ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციული ასლები შეიძლება გადაეცეს უფლების მფლობელს მისი მოთხოვნით. 4. ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციული ასლები, რომლებიც არ იქნა გამოთხოვილი უფლების მფლობელთა მიერ, აგრეთვე მათი რეპროდუცირებისათვის ან ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ასავლელად საჭირო მასალა, მოწყობილობა ან მისი კომპონენტი ექვემდებარება განადგურებას სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად. 5. ჩამორთმევას არ ექვემდებარება მესამე პირის მიერ მართლზომიერად შეძენილი ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციული ასლები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონტრაფაქციული ასლები შეძენილია კომერციული გამოყენების მიზნით. მუხლი 61. საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დაცვის საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის საშუალებები 1. საქმის არსებითად განხილვამდე სასამართლოს ან მოსამართლეს ერთპიროვნულად შეუძლია გამოიტანოს განჩინება, რომელიც უკრძალავს მოპასუხეს ან პირს, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან დაარღვია საავტორო, მომიჯნავე ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებები, ისეთი მოქმედებების შესრულებას, როგორიც არის საავტორო და მომიჯნავე უფლებების ობიექტების, მონაცემთა ბაზის ან მათი ასლების დამზადება, რეპროდუცირება, გავრცელება, გაყიდვა, გაქირავება, იმპორტი, საჯარო შესრულება, საჯარო გადაცემა, საჯარო ჩვენება ან სხვაგვარი გამოყენება, აგრეთვე ასეთი მოქმედებების შესრულების მიზნით მათი ტრანსპორტირება, შენახვა და ფლობა. 2. საქმის არსებითად განხილვამდე სასამართლოს ან მოსამართლეს ერთპიროვნულად შეუძლია გამოიტანოს განჩინება ნაწარმოების, მომიჯნავე უფლების ობიექტის ან მონაცემთა ბაზის ყველა იმ ასლზე ყადაღის დადებისა და ამოღების შესახებ, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის კონტრაფაქციული ასლია, აგრეთვე იმ მასალის, მოწყობილობის ან მისი კომპონენტის მიმართ, რომელიც განკუთვნილია მისი დამზადების, რეპროდუცირებისა და ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავლისათვის. 3. საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევის შესახებ საკმარისი მონაცემების არსებობისას, რომლებისთვისაც გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, გამომძიებელი ან სასამართლო ვალდებულია მიიღოს ზომები წაყენებული ან შემდგომში შესაძლო სამოქალაქო სარჩელის უზრუნველსაყოფად, შემდეგი ნივთების ძიების და მათზე ყადაღის დადების გზით: ა) ნაწარმოების, მომიჯნავე უფლების ობიექტის ან მონაცემთა ბაზის ასლები, რომელთა მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ისინი კონტრაფაქციული ასლებია; ბ) მასალა, მოწყობილობა ან მისი კომპონენტი და სხვა ტექნიკური საშუალებები, რომლებიც განკუთვნილია კონტრაფაქციული ასლების დამზადებისა და რეპროდუცირებისათვის, აგრეთვე ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავლისათვის; გ) დოკუმენტები, ანგარიშები და სხვა ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მტკიცებულებად სასამართლო განხილვისას.