„საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.06.2017
ავტორი
სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი-„საქპატენტი“
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/93/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-12
ბიუროს ნომერი 66

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. საქართველოს საპატენტო კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5(12), 1999 წელი, მუხ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის: ა) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) ფარმაცევტული პროდუქტი - ამ კანონის მიზნებისთვის, ნებისმიერი პატენტუნარიანი პროდუქტი, ან პატენტუნარიანი ხერხ(ებ)ის მეშვეობით მიღებული პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია ადამიანის ან ცხოველის დაავადების მკურნალობისთვის ან პრევენციისთვის და რომელიც, აგრეთვე შეიძლება დაენიშნოს ადამიანს ან ცხოველს სამედიცინო დიაგნოსტირებისათვის, ფიზიოლოგიური ფუნქციების აღდგენისათვის, ფარმაცევტულ პროდუქტში, დასამზადებლად კორექციისათვის ასევე განკუთვნილი მოიაზრება აქტიური ან მოდიფიცირებისათვის. ზემოაღნიშნული ინგრედიენტი და ამ პროდუქტის პროდუქტის გამოსაყენებლად საჭირო დიაგნოსტიკური საშუალებები .“ ბ) „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“, „ტ“ და ,,უ“ ქვეპუნქტები: „ს) მცენარეთა დაცვის საშუალებები – ამ კანონის მიზნებისათვის, ქიმიური ან ბიოლოგიური პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მცენარეთა დაავადებებისა და მათი გადამტანების, მავნებლებისა და სარეველა მცენარეების, შენახული სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაავადებებისა და მავნებლების, მღრღნელების, აგრეთვე მცენარეთა ზრდის რეგულირებისათვის, მოსავლის აღების წინ მცენარეთათვის ფოთლების მოსაცილებლად (დეფოლიანტები) და მცენარეების შესახმობად (დესიკანტები), საცავების, საწყობების, სატრანსპორტო საშუალებების, სათბურების, ნიადაგის, მცენარეული და ფიტოსანიტარულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა პროდუქციის გაუსნებოვნებისათვის. ტ) დაცვის დამატებითი მოწმობა - საქპატენტის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც აგრძელებს პატენტის მოქმედების ვადას, იმ ფარმაცევტულ პროდუქტებზე და მცენარეთა დაცვის იმ საშუალებებზე, რომლებიც საქართველოს ბაზარზე დაშვებისთვის საჭიროებენ უფლებამოსილი ორგანოს თანხმობას/რეგისტრაციას.”. უ) უფლებამოსილი ორგანო - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მცენარეთა დაცვის რეგისტრაციაზე საშუალებების უფლებამოსილი ბაზარზე დასაშვებად ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ორგანო ან საქართველოს ბაზარზე დაშვებაზე უფლებამოსილი ორგანო“. 2. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ისეთი გამოგონების პატენტზე, რომელიც ეხება ფარმაცევტულ პროდუქტს ან მცენარეთა დაცვის საშუალებებს საქართველოს ბაზარზე კანონმდებლობის შესაბამისად საჭიროა თანხმობა/რეგისტრაცია, შესაძლებელია პატენტის დაშვებისთვის, საქართველოს უფლებამოსილი ორგანოს და რომელთა მფლობელის მოთხოვნით გაცემულ იქნეს დაცვის დამატებითი მოწმობა.“. 3. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 6-12 პუნქტები: „6. დაცვის დამატებითი მოწმობით პატენტის მოქმედების ვადა გრძელდება დამატებითი ვადით, რომელიც გამოითვლება საქპატენტში განაცხადის წარდგენიდან უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის მიღებამდე გასული პერიოდით, რომელსაც აკლდება 5 წელი. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული დამატებითი ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს. 8. განცხადება დაცვის დამატებითი მოწმობის მისაღებად, პატენტის მფლობელმა საქპატენტში უნდა წარადგინოს უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის მიღების დღიდან 6 თვის ვადაში. თუ უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა/რეგისტრაცია გაიცა პატენტის გაცემამდე, მაშინ პატენტის მფლობელმა განცხადება უნდა წარადგინოს პატენტის გაცემიდან 6 თვის ვადაში. 9. დაცვის დამატებითი მოწმობის მიღების შესახებ განცხადებაზე საქპატენტი ერთი თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას მოწმობის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ. 10. დაცვის დამატებითი მოწმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საქპატენტი არეგისტრირებს დაცვის დამატებით მოწმობას სამრეწველო საკუთრების რეესტრში და ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე აქვეყნებს ბიულეტენში. 11. იმ ფარმაცევტული პროდუქტისთვის, რომლისთვისაც ჩატარდა პედიატრიული კვლევები და მისი შედეგები მითითებულია პროდუქტის შესახებ ინფორმაციაში, ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული დამატებითი ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს დამატებით 6 თვით. 12. დაცვის დამატებითი მოწმობის გაცემის პროცედურები განისაზღვრება საქპატენტის მიერ დამტკიცებული შესაბამისი ინსტრუქციით.“. 4. 47-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის, საპატენტო ექსპერტიზის, განაცხადის გამოქვეყნების, პატენტის რეგისტრაციის, პატენტის ყოველწლიურად ძალაში შენარჩუნების, დაცვის დამატებითი მოწმობის გასაცემად საქმის წარმოების, რეგისტრაციის, გამოქვეყნებისა და ყოველწლიურად დაცვის დამატებითი რეესტრის მოწმობის ძალის შენარჩუნების, სააპელაციო საჩივრის განხილვის, მონაცემებში ცვლილებების შეტანისა და სხვა ქმედებებისათვის გადაიხდება საფასური.“ 5. 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ უფლებათა შეზღუდვები განისაზღვრება ამ კანონის 52-ე და 521 მუხლებით.“. 6. 52-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 52. განსაკუთრებული უფლებების შეზღუდვა 1. განსაკუთრებული უფლებების დარღვევად არ მიიჩნევა: ა) პატენტის მფლობელის მიერ ან მისი ნებართვით დამზადებული პროდუქტის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის შემდეგ გავრცელება ან სხვაგვარად გამოყენება; ბ) გამოგონების კერძო წესით გამოყენება პირადი სარგებლობისათვის, თუ ქმედება მიზნად არ ისახავს ეკონომიკურ საქმიანობას; გ) გამოგონების რომელიმე ქვეყნის საზღვაო ხომალდზე, საჰაერო ან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებაზე გამოყენება მისი საქართველოს ტერიტორიაზე დროებით ყოფნის დროს. ასეთ შემთხვევაში გამოგონება უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ამგვარ სატრანსპორტო საშუალებაზე და არა მეწარმეობისათვის; დ) გამოგონების გამოყენება ექსპერიმენტული ან კვლევითი მიზნებისათვის; ე) პატენტით დაცული ფარმაცევტული პროდუქტის ბაზარზე დაშვების მოსაპოვებლად საჭირო კვლევებისა და სხვა პროცედურების წარმოება, თუ აღნიშნული პროდუქტი არ იქნა გამოყენებული კომერციული მიზნებისათვის. პატენტის ვადის გასვლამდე.“ 7. 52-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 521 მუხლი: „მუხლი 521. სავალდებულო ლიცენზია 1. პატენტის მფლობელის ნებართვის გარეშე შესაძლებელია გაიცეს პატენტით დაცული გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში გამოყენებაზე სავალდებულო ლიცენზია (შემდგომში სავალდებულო ლიცენზია). 2. სავალდებულო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებული სავალდებულო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მუდმივმოქმედი საბჭო (შემდგომში: მუდმივმოქმედი საბჭო), რომლის შემადგენლობა განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით. 3. სავალდებულო ლიცენზიის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „პატენტით დაცული გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის გამოყენებაზე სავალდებულო ლიცენზიის გაცემის წესის“ შესაბამისად. 4. სავალდებულო ლიცენზიის გაცემის თაობაზე განცხადებას დაინტერესებული პირი წარუდგენს მუდმივმოქმედ საბჭოს. 5. სავალდებულო ლიცენზია არ შეიძლება გაიცეს ექსკლუზიურად მხოლოდ ერთ პირზე. 6. დაუშვებელია სავალდებულო ლიცენზიის გადაცემა სხვა პირზე. 7. სავალდებულო ლიცენზია შესაძლებელია გაიცეს: ა) პატენტის უბედურების, გამოყენების კატასტროფის, აუცილებლობიდან ეპიდემიის, გამომდინარე, თავდაცვის, სტიქიური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის დროს. ბ) თუ შეუძლებელია პატენტით დაცული გამოგონების ან სასარგებლო მოდელის გამოყენება სხვა, უფრო ადრინდელ პატენტზე, პატენტის მფლობელის ან მისი უფლებამონაცვლის განსაკუთრებული უფლებების დარღვევის გარეშე. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სავალდებულო ლიცენზიის გაცემის მოთხოვნა შეუძლია სახელმწიფო ორგანოს, თუ დაასაბუთებს, რომ არსებობს შესაბამისი საფუძვლები. 9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განცხადება უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, რომ გამოგონება ან სასარგებლო მოდელი წარმოადგენს მნიშვნელოვან ტექნიკურ გადაწყვეტას, რომელიც არსებითად დამოკიდებულია ადრინდელი პატენტით დაცულ გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე და აქვს საზოგადოებისათვის არსებითი ეკონომიკური უპირატესობები ადრინდელი შედარებით. პატენტით დაცულ გამოგონებასა ან სასარგებლო მოდელთან 10. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სავალდებულო ლიცენზიის მიმღები, შესაბამის გამოგონებისა ან სასარგებლო მოდელის პატენტით დაცვის შემთხვევაში, ვალდებულია გასცეს კერძო ლიცენზია იმ პატენტის მფლობელზე, რომლის პატენტის გამოყენებაზე მოხდა სავალდებულო ლიცენზიის გაცემა. 11. სავალდებულო ლიცენზიის გაცემა დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სავალდებულო ლიცენზიის სავარაუდო მიმღები წარუმატებლად ეცადა გონივრულ ვადაში მიეღო ლიცენზია პატენტის მფლობელის ან მისი უფლებამონაცვლისაგან, მისაღები კომერციული პირობებით. 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული პირობა შესაძლებელია არ იქნას გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, რის შესახებაც პატენტის მფლობელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ. 13. სავალდებულო ლიცენზიის ობიექტის გამოყენების ფარგლები, მოქმედების ვადა, კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება იმ მიზნის მიხედვით, რომლისთვისაც იქნა ნებადართული აღნიშნული გამოგონების ან სასარგებლო მოდელის გამოყენება. ნებისმიერი ასეთი გამოყენება ნებადართულია უპირველეს ყოვლისა შიდა ბაზრის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. 14. სავალდებულო ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში, პატენტის მფლობელს ეძლევა შესაბამისი კომპენსაცია მისაღები კომერციული პირობებით. 15. სავალდებულო ექვემდებარება პერიოდულ ლიცენზიის გაცემის გადახედვას და შესახებ უქმდება, თუ გადაწყვეტილება აღარ არსებობს გარემოებები, რომლებმაც სავალდებულო ლიცენზიის გაცემის აუცილებლობა წარმოშვა. 16. სავალდებულო ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში, საქპატენტი შესაბამის ჩანაწერს აკეთებს სამრეწველო საკუთრების რეესტრში და მონაცემებს აქვეყნებს სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში გაცემიდან 1 თვის ვადაში. 17. სავალდებულო ლიცენზიის გაცემისა და კომპენსაციის შესახებ მიღებული გადაწვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში. 18. სავალდებულო ლიცენზია არ არის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზია.“. 8. 683 და 684 მუხლები ამოღებულ იქნეს. 9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 685 მუხლი: „მუხლი 685. პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დაცვა 1. განსაკუთრებული უფლებების დარღვევისას პატენტის მფლობელს უფლება აქვს მოითხოვოს: ა) ამ კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვების გამოყენება; ბ) პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით დამზადებული პროდუქტის სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღება ან სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის დასაწყობებული მიზნით (შესანახად საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებული), შემოტანილი პატენტიდან ან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით დამზადებული პროდუქტის ამოღება; გ) პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით დამზადებული პროდუქტის განადგურება. დ) პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით შექმნილი პროდუქტის დასამზადებლად განკუთვნილი დანადგარების, ტექნიკური აღჭურვილობისა და იარაღების განადგურება. 2. თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ადგილი აქვს პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევას, პატენტის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე, შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებები განხორციელდეს, ასევე, იმ პირის მიმართ, რომელმაც იცოდა, ან უნდა სცოდნოდა, რომ მისი მომსახურება გამოიყენება ან გამოიყენებოდა განსაკუთრებული უფლების კომერციული მასშტაბით დარღვევისათვის. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების წაყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, როდესაც პროდუქტი დამზადებულია უშუალოდ პატენტით დაცული ხერხით. 4. ამოღებას არ ექვემდებარება მესამე პირის მიერ კეთილსინდისიერად შეძენილი, პატენტიდან გამომდინარე უფლებების დარღვევით დამზადებული პროდუქტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეძენილია შემოსავლის მისაღებად. 5. პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დამრღვევის მოთხოვნის საფუძველზე, უფლებამოსილია, ამ განსაკუთრებულ მუხლის პირველი შემთხვევებში, პუნქტის სასამართლო „ბ“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების ნაცვლად, დააკისროს მას ფულადი კომპენსაციის გადახდა, თუ უფლებების დამრღვევი მოქმედებდა გაუფრთხილებლობით, ან თუ შესაბამისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით არაპროპორციულად დიდი ზიანი და ამასთან, მას მიადგება პატენტის მფლობელისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ფულადი კომპენსაციის ოდენობა მისაღებია. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედების გარდა, განსაკუთრებული უფლებების მფლობელი დარღვევისას უფლებამოსილია მოითხოვოს განსაკუთრებული უფლებების ქვემოთჩამოთვლილი რომელიმე ქმედებიდან ერთ-ერთი: ა) მიყენებული ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით, თუ განსაკუთრებული უფლებების დამრღვევმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა პატენტზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევის შესახებ; ბ) განსაკუთრებული უფლებების დამრღვევის მიერ განსაკუთრებული უფლებების დარღვევით მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა განსაკუთრებული უფლებების მფლობელის სასარგებლოდ; გ) ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა. 7. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს პატენტზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევის არსი, განსაკუთრებული უფლებების დარღვევით მიღებული შემოსავალი, განსაკუთრებული უფლებების მქონე პირისათვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი, აგრეთვე, ის სავარაუდო შემოსავალი, რომელსაც მიიღებდა განსაკუთრებული უფლებების მქონე პირი პატენტის მართლზომიერად გამოყენების შედეგად. 8. ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია განისაზღვრება არანაკლებ იმ ოდენობით, რომელსაც პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დამრღვევი გადაიხდიდა პატენტის გამოყენებაზე ლიცენზიის მოპოვებისას. 9. ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით დამზადებული პროდუქტის რაოდენობა, დამრღვევის განზრახვა, იმ მომსახურებების მასშტაბები, ხასიათი და სხვა მახასიათებლები, რომლის შეთავაზებაც ხდება პატენტზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით, ან/და ნებისმიერი სხვა გარემოება, რომელიც შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას. 10. პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების მქონე პირი უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ, მოითხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რამდენიმე ზომის ერთდროულად გამოყენება.“. მუხლი 2. ამ კანონის მიღებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს: ა) „პატენტით დაცული გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის გამოყენებაზე სავალდებულო ლიცენზიის გაცემის წესის შესახებ“ დადგენილების მიღება; ბ) სავალდებულო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მუდმივმოქმედი საბჭოს შემადგენლობის დამტკიცება. გ) ,,ინტელექტუალური რეგისტრაციასთან და საკუთრების დეპონირებასთან ობიექტების დაპატენტებასთან, დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის N182 დადგენილების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული 47-ე მუხლის პირველი პუნქტისა და პირველი მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული 521 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული 47-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს ამ კანონის გამოქვეყნებიდან 3 თვეში. 3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული 521 მუხლი ამოქმედდეს ამ კანონის გამოქვეყნებიდან 6 თვეში. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოსა და ევროკავშირის და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების IV კარის მე-9 თავით (ინტელექტუალური საკუთრების უფლებები) აღებული ვალდებულების კანონმდებლობის საკუთრების უფლებების პროექტის დებულებების შესრულების ზემოაღნიშნულ (TRIPS) შეთანხმებასა მოყვანა. გათვალისწინებული დებულებების აუცილებლობა შეთანხმებასთან, ვაჭრობასთან და ასევე, დაკავშირებული შესაბამისად საქართველოს ინტელექტუალური ასპექტების შესახებ და ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მიღება ასახვის აგრეთვე გამოწვეულია აუცილებლობით, კანონმდებლობაში რომლებიც დადებით იმ გავლენას იქონიებს, როგორც პატენტის მფლობელების უფლებებზე, ასევე საზოგადოებრივ ინტერესებზე. აღნიშნული მოახდენს პატენტის მფლობელებსა საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სხვა პირებს შორის და უფლებების დაბალანსებას და გონივრულ ფარგლებში იმ მონოპოლიის შეზღუდვას, რაც კანონმდებლობით პატენტის მფლობელს აქვს მინიჭებული. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირის და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების 186-ე მუხლის შესაბამისად, დაცვის დამატებითი მოწმობის გაცემის შესაძლებლობის უზრუნველყოფა ისეთი გამოგონების პატენტზე, რომელიც გარდა ფარმაცევტული პროდუქტისა, ასევე ეხება მცენარეთა დაცვის საშუალებებს. პატენტზე დაცვის დამატებითი მოწმობის შემოღებიდან გამომდინარე, რომელიც გარკვეულ შემთხვევებში ზრდის პატენტის მოქმედების ვადას, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მსოფლიოში ე.წ. „ბოლარის გამონაკლისით“ ცნობილი რეგულაციის შემოღება, რაც გათვალისწინებულია ევროკავშირის დირექტივებითა და წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს, რომელიც ხელს შეუწყობს პატენტის მფლობელის უფლებებისა და საზოგადოების ინტერესების დაბალანსებას. გარკვეულ შემთხვევებში, კანონპროექტით გათვალისწინებული აღნიშნული რეგულაცია, შეზღუდავს იმ მონოპოლიას, რომელიც პატენტის მოქმედების ძირითადი (20 წელი) და დამატებითი ვადით აქვს მინიჭებული პატენტის მფლობელს და ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფას საქართველოში. ე.წ „ბოლარის პრინციპის“ მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ გვარეობითი წამლების (ე.წ. ჯენერიკების) მწარმოებელ კომპანიებს ეძლევათ მოსამზადებელი პროცედურების განხორციელების საშუალება, იმისათვის, რომ შეძლონ პატენტის ვადის გასვლის შემდეგ ბაზარზე დაყოვნების გარეშე შესვლა პატენტის მფლობელის უფლებების დარღვევის გარეშე. ევროკავშირის 2001/82EC და 2001/83/EC დირექტივებით გათვალისწინებული გამონაკლისი განმცხადებელს გარკვეულ შემთხვევებში აძლევს საშუალებას არ წარმოადგინოს ტოქსიკოლოგიური და ფარმაკოლოგიური ტესტებისა და კლინიკური გამოკვლევების შედეგები, ბაზარზე დაშვების მოსაპოვებლად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული ცვლილებების საქართველოს კანონმდებლობაში შემოღება კიდევ ერთი ბერკეტი იქნება იმისათვის, რომ არ მოხდეს პატენტის მფლობელის მიერ უფლებების ბოროტად გამოყენება ან პატენტის ვადის უსაფუძვლოდ გახანგრძლივება. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული პრინციპი არ არის გათვალისწინებული ასოცირების შეთანხმებით, და არც სხვა საერთაშორისო ვალდებულებით, ევროკავშირის კანონმდებლობასთან კიდევ უფრო მეტად დაახლოების მიზნით, მიზანშეწონილია აღნიშნული მექანიზმის საქართველოს კანონმდებლობაში გათვალისწინება. კანონპროექტი, ასევე, ითვალისწინებს განსაკუთრებულ შემთხვევებში, კერძოდ, სტიქიური უბედურების, კატასტროფის, ეპიდემიის, თავდაცვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის დროს, კომპეტენტური ორგანოს სავალდებულო ლიცენზიის საფუძველზე, პატენტით დაცული გამოგონების ან სასარგებლო მოდელის გამოყენების შესაძლებლობას. ამგვარ შესაძლებლობას ითვალისწინებს „TRIPS“-ის შეთანხმება, დეკლარაცია“. „TRIPS“-ისა ასოცირების და საზოგადოებრივი შესახებ ჯანმრთელობის თაობაზე საფუძველზე, აღნიშნული შეთანხმების დეკლარაციის დებულებების გათვალისწინება კანონმდებლობაში შესაძლებელია დეკლარაციასთან უშუალოდ მიერთების გარეშეც. დეკლარაცია, მხარეებს აძლევს საშუალებას განსაზღვრონ ის პირობები და გარემოებები, რომელთა შემთხვევაშიც არის შესაძლებელი სავალდებულო ლიცენზიის გაცემა. აღნიშნულის გათვალისწინება საქართველოს მხარეს, ასოცირების შეთანხმებით ევალება (185-ე მუხლი). კანონპროექტი (მე-7 მუხლის ,,ბ“ ითვალისწინებს „TRIPS“-ის შეთანხმებით ქვეპუნქტის რედაქცია), ასევე, გათვალისწინებულ ე.წ. ჯვარედინი ლიცენზირების პრინციპის დანერგვას, რაც წარმოადგენს ეფექტურ მექანიზმს იმ შემთხვევაში, როდესაც პატენტით დაცული გამოგონების ან სასარგებლო მოდელის გამოყენება უფრო ადრინდელ პატენტზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევის გარეშე შეუძლებელია. ეს მექანიზმი ასევე ხელს შეუწყობს პატენტზე უფლებების ბოროტად გამოყენების აღკვეთას. აღნიშნულის მაგალითია, პატენტით დაცული გამოგონების გამოუყენებლობა, ასევე, „დამოკიდებული პატენტის“ შემთხვევა, როდესაც შეუძლებელია ერთი პატენტით მოცულ ქმედებათა განხორციელების გარეშე სხვა პატენტით დაცული გამოგონების გამოყენება. ასეთ შემთხვევაში, სავალდებულო ლიცენზიის გაცემა იძლევა საშუალებას თავიდან იქნას აცილებული პატენტზე უფლებების ბოროტად გამოყენება ანტიმონოპოლიური და საზოგადოებრივი ინტერესების საწინააღმდეგოდ. ამასთან, პროექტის 521-ე მუხლის მე-9 პუნქტი აზუსტებს, რომ განცხადება ასეთ შემთხვევაში უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, რომ გამოგონება ან სასარგებლო მოდელი წარმოადგენს მნიშვნელოვან ტექნიკურ გადაწყვეტას, რომელიც არსებითად დამოკიდებულია ადრინდელი პატენტით დაცულ საზოგადოებისათვის გამოგონებაზე არსებითად ან სასარგებლო ეკონომიკური მოდელზე უპირატესობები და აქვს ადრინდელი პატენტით დაცულ გამოგონებასა ან სასარგებლო მოდელთან შედარებით. ამდენად, აღნიშნული მექანიზმების დანერგვა ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის გარანტიების უზრუნველყოფას და პატენტზე უფლებების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობის აღკვეთას. ასევე, პატენტის მფლობელთა უფლებების ეფექტურად განხორციელების მიზნით, საქართველოსა და ევროკავშირის და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების IV კარის მე-9 თავის მესამე ნაწილით (ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულება) გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად, კანონპროექტით სრულადაა გათვალისწინებული პატენტის ხელყოფის პრევენციის, აღკვეთისა და ადეკვატური სანქციების გატარების ის სამართლებრივი მექანიზმები რომელიც არ არის გათვალისწინებული დღეს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით და რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო-სამართლებრივი კუთხით განსაკუთრებული უფლებების ეფექტურ აღსრულებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონის არსებული რედაქცია, ითვალისწინებს ისეთი გამოგონების პატენტის მოქმედების ვადის გაგრძელებას, რომელიც შეეხება ფარმაცევტულ პროდუქტს. აღნიშნული კანონპროექტის შედეგად, ასეთი შესაძლებლობა ასევე იარსებებს გამოგონების პატენტებზე, რომლებიც შეეხება მცენარეთა დაცვის საშუალებებს. შესაბამისად, კანონპროექტით განიმარტა ტერმინი - მცენარეთა დაცვის საშუალებები, ასევე, მეტი სრულყოფისთვის დაზუსტდა ტერმინი - ფარმაცევტული პროდუქტი და განიმარტა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მცენარეთა დაცვის საშუალებების საქართველოს ბაზარზე დასაშვებად რეგისტრაციაზე უფლებამოსილი ორგანო ან ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვებაზე უფლებამოსილი ორგანოს ტერმინი. გარდა ამისა, პატენტის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, კანონპროექტით განისაზღვრა დაცვის დამატებითი მოწმობის გაცემა, ასევე დაზუსტდა მოწმობის გაცემის მოთხოვნის ვადები და პროცედურა. ასევე, კანონპროექტით იმ ფარმაცევტული პროდუქტებისათვის, რომლებისთვისაც ჩატარდა პედიატრიული კვლევები, განისაზღვრა დაცვის დამატებითი ექვსთვიანი ვადა. დაცვის დამატებითი მოწმობით, გამოგონების პატენტის მოქმედების ძირითადი ვადა (20 წელი) გრძელდება იმ ვადით, რომელიც გამოითვლება საქპატენტში განაცხადის წარდგენიდან უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის მიღებამდე გასული პერიოდით, ამასთან, აღნიშნულ პერიოდს უნდა გამოაკლდეს 5 წელი (საშუალო ვადა, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკით, საჭიროა ნებართვის მოსაპოვებლად). ჯამში კი, პატენტის მოქმედების დამატებითი ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს. მაგალითად: თუ საქპატენტში განაცხადის წარდგენიდან უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის მიღებამდე გასულია 5 წელზე მეტი და 10 წელზე ნაკლები დრო, მაშინ ვადას, რომელიც გასულია საქპატენტში განაცხადის წარდგენიდან უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის მიღებამდე გამოაკლდება 5 წელი და მიღებული რიცხვით განისაზღვრება დამატებითი ვადა; ასევე, თუ საქპატენტში განაცხადის წარდგენიდან უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის მიღებამდე გასულია 10 წელზე მეტი დრო (ამ შემთხვევაშიც ვადას, რომელიც გასულია საქპატენტში განაცხადის წარდგენიდან უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის მიღებამდე გამოაკლდება 5 წელი) და შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნული პერიოდი აღემატება 5 წელს, დამატებითი ვადა განისაზღვრება ზუსტად 5 წლით; ხოლო თუ საქპატენტში განაცხადის წარდგენიდან უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის მიღებამდე გასულია 5 წელზე ნაკლები დრო, მაშინ დამატებითი ვადა, არ განისაზღვრება; აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, კანონის 47-ე მუხლს, რომელიც შეეხება მომსახურების საფასურს, ემატება დაცვის დამატებითი მოწმობის გაცემაზე საქმის წარმოების, რეგისტრაციის, გამოქვეყნებისა და ყოველწლიურად დაცვის დამატებითი მოწმობის ძალაში შენარჩუნების საფასურის განსაზღვრება. პატენტით დაცული ფარმაცევტული პროდუქტის ბაზარზე დაშვების მოსაპოვებლად საჭირო კვლევებისა და სხვა პროცედურების წარმოება, თუ აღნიშნული პროდუქტი არ იქნა გამოყენებული კომერციული მიზნებისათვის. პატენტის ვადის გასვლამდე. ე.წ „ბოლარის პრინციპის“ შესაბამისად, განსაკუთრებული უფლებების შეზღუდვის მუხლს, დაემატება გამოგონების გამოყენება ექსპერიმენტული ან კვლევითი მიზნებისათვის, ასევე, პატენტით დაცული ფარმაცევტული პროდუქტების ბაზარზე დაშვების მოსაპოვებლად საჭირო კვლევებისა და სხვა პროცედურების წარმოება იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი არ იქნა გამოყენებული კომერციული მიზნებისათვის პატენტის ვადის გასვლამდე) ცვლილებების საფუძველზე, კანონს ემატება ახალი მუხლი, რომლის მიხედვით, პატენტის გამოყენების აუცილებლობიდან გამომდინარე, სტიქიური უბედურების, კატასტროფის, ეპიდემიის, თავდაცვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის დროს, ასევე იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია პატენტით დაცული გამოგონების ან სასარგებლო მოდელის გამოყენება სხვა უფრო ადრინდელ პატენტზე პატენტის მფლობელის ან მისი უფლებამონაცვლის განსაკუთრებული უფლებების დარღვევის გარეშე, შესაძლებელი ხდება პატენტით დაცული გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის გამოყენება კომპეტენტური ორგანოს სავალდებულო ლიცენზიის საფუძველზე. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, ასევე, განისაზღვრება სავალდებულო ლიცენზიის გამცემი უწყება, სავალდებულო ლიცენზიის გაცემის საფუძველი, გამოყენების ფარგლები და პირობები. პატენტზე განსაკუთრებული უფლებების დაცვის მიზნით, უფლებების მფლობელს ენიჭება უფლებამოსილება მოითხოვოს განსაკუთრებული უფლებების დარღვევით დამზადებული პროდუქტის განადგურება, სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღება, ასევე ნებისმიერი ტექნიკური საშუალებების განადგურება, რომლითაც ის მზადდება. ამავე ცვლილებით, განსაკუთრებული უფლებების მფლობელის შეხედულებისამებრ, განისაზღვრება მიყენებული ზიანის, მიღებული შემოსავლისა და ერთჯერადი კომპენსაციის გადახდის მოთხოვნის უფლებამოსილება. გარდა ამისა, პროექტით განისაზღვრება, რომ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ხარჯების ანაზღაურება ეკისრება განსაკუთრებული უფლებების დამრღვევს. ამასთან, საფუძველზე, განსაკუთრებული სასამართლო უფლების უფლებამოსილია მფლობელის მოთხოვნის აღნიშნული ქმედებები, განახორციელოს, ასევე, იმ პირის მიმართ, რომელმაც იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ მისი მომსახურება გამოიყენება ან გამოიყენებოდა განსაკუთრებული უფლების კომერციული მასშტაბით დარღვევისათვის. კანონპროექტით ასევე, განისაზღვრება, ასოცირების შეთანხმების 195-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დებულება. კერძოდ, პატენტზე განსაკუთრებული უფლების დამრღვევის მოთხოვნის საფუძველზე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, სასამართლო უფლებამოსილია, ზემოთ მითითებული ქმედებების ნაცვლად, მას დააკისროს ფულადი კომპენსაციის გადახდა, თუ უფლების დამრღვევი მოქმედებდა გაუფრთხილებლობით, ან თუ შესაბამისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მას მიადგება არაპროპორციული ზიანი. ამასთან, პატენტის მფლობელისათვის, სასამართლოს კომპენსაციის ოდენობა უნდა იყოს მისაღები. მიერ განსაზღვრული ფულადი ასოცირების შეთანხმების 196-ე მუხლის შესაბამისად, დგინდება ზიანის ოდენობისა და ფულადი კომპენსაციის განსაზღვრის განსხვავებული სამართლებრივი მექანიზმები. კერძოდ, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლების დარღვევის არსი, განსაკუთრებული უფლების დარღვევით მიღებული შემოსავალი, განსაკუთრებული უფლების მქონე პირისათვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი, აგრეთვე, ის სავარაუდო შემოსავალი, რომელსაც მიიღებდა განსაკუთრებული უფლების მქონე პირი პატენტის მართლზომიერად გამოყენების შედეგად. რაც შეეხება ფულად კომპენსაციას, იგი განისაზღვრება არანაკლებ იმ ოდენობით, რომელსაც პატენტზე განსაკუთრებული უფლების დამრღვევი გადაიხდიდა პატენტზე გამოყენებაზე ნებართვის მოპოვებისას. ამასთან, ფულადი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას გამომდინარე გათვალისწინებული განსაკუთრებული უფლებების უნდა იქნეს დარღვევით პატენტიდან დამზადებული პროდუქტის რაოდენობა, დამრღვევის განზრახვა, ასევე, იმ მომსახურებების მასშტაბები, ხასიათი და სხვა მახასიათებლები, რომლის შეთავაზებაც ხდება განსაკუთრებული უფლებების დარღვევით, ან/და ნებისმიერი სხვა გარემოება, რომელიც შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტი არ მოითხოვს ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი ახდენს გავლენას საქპატენტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან განისაზღვრება დაცვის დამატებითი მოწმობის გაცემაზე საქმის წარმოების, რეგისტრაციის, გამოქვეყნებისა და ყოველწლიურად დაცვის დამატებითი მოწმობის ძალაში შენარჩუნების ახალი საფასური. მეორეს მხრივ, იგი ასევე, გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტზე, რადგან მოხდება აღნიშნული საფასურიდან შესაბამისი დღგ-ს გადახდა. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებებია: სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კანონის 47-ე მუხლს, რომელიც შეეხება მომსახურების საფასურს, ემატება დაცვის დამატებითი მოწმობის გაცემაზე საქმის წარმოების, რეგისტრაციის, გამოქვეყნებისა და ყოველწლიურად დაცვის დამატებითი მოწმობის ძალაში შენარჩუნების საფასურის დადგენა, რომლის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არანაირი გადასახადი, მოსაკრებელი, ან სხვა სახის გადასახდელი არ არის განსაზღვრული. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი ითვალისწინებს ევროკავშირის 2004/48/EC დირექტივის (ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების შესახებ) შესრულებას. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტების შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – ,,საქპატენტი“. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
,,საქართველოს საპატენტო კანონის“ იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“ – ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში მოქმედი დამოუკიდებელი ორგანო (შემდგომში – საქპატენტი); ბ) საერთაშორისო ბიურო _ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ბიურო; გ) პარიზის კონვენცია _ 1883 წლის 20 მარტს ხელმოწერილი სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია (გადასინჯულია სტოკჰოლმში 1967 წლის 14 ივლისს, შესწორებულია 1979 წლის 28 სექტემბერს); დ) საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულება _ 1970 წლის 19 ივნისს ხელმოწერილი, მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულება (შესწორებულია 1979 წლის 28 სექტემბერს, ცვლილებები შეტანილია 1984 წლის 3 თებერვალს); ე) (ამოღებულია); ე1) გამომგონებელი – ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალური შემოქმედებითი შრომის შედეგად შეიქმნა გამოგონება; ვ) პატენტი – ამ კანონის შესაბამისად პატენტის მფლობელის სახელზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მისი გაცემის მომენტისათვის პატენტის მფლობელის განსაკუთრებულ უფლებებს; ზ) (ამოღებულია); თ) განმცხადებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ითხოვს პატენტს; ი) განაცხადი – ამ კანონის შესაბამისად პატენტის გაცემისათვის აუცილებელი საბუთების ერთობლიობა; კ) საერთაშორისო განაცხადი _ საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების მოთხოვნით გაფორმებული და შეტანილი განაცხადი; ლ) (ამოღებულია); მ) პრიორიტეტი – უპირატესობა, რომელიც აქვს განაცხადს მასზე გვიან შეტანილ განაცხადთან შედარებით; ნ) საკონვენციო პრიორიტეტი – პარიზის კონვენციის მე-4 მუხლის შესაბამისად დადგენილი პრიორიტეტი, რომლითაც განმცხადებელს შეუძლია ისარგებლოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ სხვა ქვეყანაში; ო) საგამოფენო პრიორიტეტი – პარიზის კონვენციის მე-11 მუხლის შესაბამისად დადგენილი პრიორიტეტი, რომლითაც განმცხადებელს შეუძლია ისარგებლოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ სხვა ქვეყანაში;“; პ) (ამოღებულია); ჟ) დეპოზიტარიუმი _ უფლებამოსილი ორგანიზაცია, სადაც ინახება ბიოლოგიური რეპროდუცირებადი მასალა; რ) სამედიცინო პროდუქტი – ამ კანონის მიზნებისათვის, აქტიური ნივთიერება ან აქტიურ ნივთიერებათა კომბინაცია, რომელიც განკუთვნილია ადამიანის ან ცხოველის დაავადების მკურნალობისათვის ან პრევენციისათვის, აგრეთვე ნივთიერება ან ნივთიერებათა კომბინაცია, რომელიც შეიძლება დაენიშნოს ადამიანს ან ცხოველს სამედიცინო დიაგნოსტირებისათვის და ფიზიოლოგიური ფუნქციების აღდგენისათვის, კორექციისათვის ან მოდიფიცირებისათვის. მუხლი 5 . გამოგონების პატენტის მოქმედების ვადა 1. გამოგონების პატენტის მოქმედების ვადაა 20 წელი საქპატენტში განაცხადის შეტანის თარიღიდან. 2. (ამოღებულია). 3. (ამოღებულია). 4. (ამოღებულია). 5. ისეთი გამოგონების პატენტის მოქმედების ვადა, რომელიც ეხება სამედიცინო პროდუქტს, რომლის ქართულ ბაზარზე დაშვებისათვის საქართველოს კანონმდებლობის თანახმად საჭიროა უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა/რეგისტრაცია, პატენტის მფლობელის მოთხოვნით შეიძლება გაგრძელდეს იმ დამატებითი ვადით, რომელიც გასულია საქპატენტში განაცხადის წარდგენიდან უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის მიღებამდე, მაგრამ არა უმეტეს 5 წლისა. განცხადება პატენტის მოქმედების დამატებითი ვადის მოთხოვნის შესახებ პატენტის მფლობელმა საქპატენტში უნდა წარადგინოს უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის მიღების დღიდან ერთი წლის ვადაში. მუხლი 47. მომსახურების საფასური 1. განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის, საპატენტო ექსპერტიზის, გამოქვეყნებისა და რეგისტრაციის, ყოველწლიურად პატენტის ძალის შენარჩუნების, სააპელაციო საჩივრის, რეესტრის მონაცემებში ცვლილებების შეტანისა და სხვა ქმედებებისათვის გადაიხდება საფასური. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა იწვევს განაცხადზე საქმის წარმოების შეწყვეტას. 3. საფასურის სახე და ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 4. საფასურის გადახდის ფორმა და წესი განისაზღვრება ინსტრუქციით. მუხლი 48. განსაკუთრებული უფლებების ფარგლები 1. პატენტის მფლობელი თავისი შეხედულებისამებრ განკარგავს გამოგონებას. მას უფლება აქვს, გაყიდოს ან სხვა გზით გაასხვისოს გამოგონება, დადგენილი წესით გასცეს კერძო ლიცენზია პატენტის გამოყენებაზე ან/და დააგირაოს პატენტი. 2. პატენტი მის მფლობელს ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებას, აუკრძალოს სხვა პირებს თავისი ნებართვის გარეშე: ა) პატენტით დაცული პროდუქტის დამზადება, გაყიდვა, გასაყიდად შეთავაზება, გამოყენება, იმპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვა; ბ) პატენტით დაცული ხერხის გამოყენება ან გასაყიდად შეთავაზება; გ) პატენტით დაცული ხერხით უშუალოდ მიღებული პროდუქტის გაყიდვა, გასაყიდად შეთავაზება, გამოყენება, იმპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვა. 3. თუ პატენტის მფლობელის განსაკუთრებული უფლება ვრცელდება პატენტზე, რომლის საგანია ახალი პროდუქტის მიღების ხერხი, მაშინ საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე სხვა პირის მიერ დამზადებული ნებისმიერი მსგავსი პროდუქტი მიიჩნევა ამ ხერხით მიღებულად. 4. თუ პატენტის მფლობელი რამდენიმე პირია: ა) პატენტზე უფლების გადაცემა, პატენტის გამოყენებაზე კერძო ლიცენზიის გაცემა და პატენტის დაგირავება ნებადართულია მხოლოდ ყველა მფლობელის თანხმობით; ბ) თითოეულ მფლობელს აქვს უფლება, პატენტით დაცული ობიექტი სხვა მფლობელთა თანხმობის გარეშე გამოიყენოს საკუთარ წარმოებაში. მუხლი 52. განსაკუთრებული უფლებების შეზღუდვა განსაკუთრებული უფლებების დარღვევად არ მიიჩნევა: ა) პატენტის მფლობელის მიერ ან მისი ნებართვით დამზადებული პროდუქტის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის შემდეგ გავრცელება ან სხვაგვარად გამოყენება; ბ) გამოგონების კერძო წესით გამოყენება პირადი სარგებლობისათვის, თუ ქმედება არ ისახავს სამეწარმეო მიზნებს; გ) გამოგონების რომელიმე ქვეყნის საზღვაო ხომალდზე, საჰაერო ან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებაზე გამოყენება მისი საქართველოს ტერიტორიაზე დროებით ყოფნის დროს. ასეთ შემთხვევაში გამოგონება უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ამგვარ სატრანსპორტო საშუალებაზე და არა მეწარმეობისათვის; დ) გამოგონების გამოყენება სტიქიური უბედურების, კატასტროფის, ეპიდემიის ან სხვა საგანგებო ვითარების დროს. მუხლი 683. სარჩელის უზრუნველყოფის წინასწარი ღონისძიებები 1. საქმის არსებითად განხილვამდე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს განჩინება, რომლის ძალითაც მოპასუხეს ან პირს, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან დაარღვია განსაკუთრებული უფლებები, ეკრძალება მუხლში აღნიშნული ქმედებების განხორციელება. 2. საქმის არსებითად განხილვამდე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს განჩინება იმ პროდუქტზე ყადაღის დადების შესახებ, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის განსაკუთრებული უფლებების დარღვევითაა დამზადებული, აგრეთვე ასეთი პროდუქტის წარმოებისათვის საჭირო იარაღების, დანადგარებისა და სხვა დამხმარე საშუალებების მიმართ. მუხლი 684. პასუხისმგებლობა პატენტიდან გამომდინარე უფლებების დარღვევისათვის 1. პირს, რომელსაც პატენტიდან გამომდინარე უფლებების დარღვევით ადგება ზიანი, უფლება აქვს, მოითხოვოს დამრღვევის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული პროდუქტის და მისი წარმოებისათვის საჭირო იარაღების, დანადგარებისა და სხვა დამხმარე საშუალებების განადგურება იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევის სხვა გზით აღმოფხვრა შეუძლებელია და თუ მართლსაწინააღმდეგოდ წარმოებული პროდუქტი დამრღვევისათვის ან განსაკუთრებულ უფლებათა მფლობელისათვის გადაცემას არ ექვემდებარება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის წაყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, როდესაც პროდუქტი დამზადებულია უშუალოდ იმ საშუალებების გამოყენებით, რომლებიც გათვალისწინებულია პატენტით დაცვის საგნად წარმოდგენილ ხერხში. 3. ჩამორთმევას არ ექვემდებარება მესამე პირის მიერ კეთილსინდისიერად შეძენილი პატენტიდან გამომდინარე უფლებების დარღვევით დამზადებული პროდუქტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეძენილია შემოსავლის მისაღებად სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის მიზნით.