„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.06.2017
ავტორი
სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი-„საქპატენტი“
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/93/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-12
ბიუროს ნომერი 66

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №4748, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეშვიდე5 კარი: „კარი მეშვიდე5 ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებით განსაკუთრებული უფლებების დარღვევის საქმეებზე სამართალწარმოების თავისებურებანი თავი XLIV12 ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებით განსაკუთრებული უფლებების დარღვევის საქმეებზე მტკიცებულებათა უზრუნველყოფის, ინფორმაციის მიღებისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების თავისებურებანი მუხლი 36325. ამ თავში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს, ამავე თავის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაცული სასაქონლო ნიშანი, კოლექტიური ნიშანი, რეგისტრირებული დიზაინი, პატენტით დაცული გამოგონება და სასარგებლო მოდელი, საავტორო და მომიჯნავე უფლებებით დაცული ობიექტები. ბ) განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული და/ან სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული საქონელი : ბ.ა) დაცულ სასაქონლო ნიშანთან, მომსახურების ნიშანთან და/ან კოლექტიურ ნიშანთან (შემდგომში სასაქონლო ნიშანი) მიმართებით, საქონელი და/ან მომსახურება, რომელიც შეიცავს (რომელზეც დატანილია) სასაქონლო ნიშნის იდენტურ ან მსგავს ნიშანს, ან გააჩნია მოცულობითი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ფორმა, და რომლის წარმოება, მიწოდება, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა, შენახვა, სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა ან ამ მიზნით შენახვა/დასაწყობება (დროებით შესანახად განთავსება) ან ნებისმიერი სხვაგვარი გამოყენება, იწვევს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელის განსაკუთრებული უფლების დარღვევას, მიუხედავად ნიშანდების ადგილისა; ბ.ბ) რეგისტრირებულ დიზაინთან მიმართებით - პროდუქტი, რომელშიც ჩართულია დიზაინი, ან რომლისთვისაც ის გამოიყენება, და რომლის წარმოება, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა, შენახვა, სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა ან ამ მიზნით შენახვა/დასაწყობება (დროებით შესანახად განთავსება) ან ნებისმიერი სხვაგვარი გამოყენება, იწვევს რეგისტრირებულ დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მფლობელის განსაკუთრებული უფლების დარღვევას; ბ.გ) პატენტით დაცულ გამოგონებასა და სასარგებლო მოდელთან მიმართებით პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით დამზადებული მოწყობილობა ან ნივთიერება, რომლის წარმოება, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა, შენახვა, სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა ან ამ მიზნით შენახვა/დასაწყობება (დროებით შესანახად განთავსება) ან ნებისმიერი სხვაგვარი გამოყენება იწვევს პატენტის მფლობელის განსაკუთრებული უფლების დარღვევას, აგრეთვე პატენტით დაცული ხერხით წარმოებული მოწყობილობა ან ნივთიერება რომლის წარმოება, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა, შენახვა, სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა ან ამ მიზნით შენახვა/დასაწყობება (დროებით შესანახად განთავსება) ან ნებისმიერი სხვაგვარი გამოყენება იწვევს პატენტის მფლობელის განსაკუთრებული უფლების დარღვევას; ბ.დ) საავტორო და მომიჯნავე უფლებებით დაცულ ობიექტებთან მიმართებით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კონტრაფაქციული ასლები. მუხლი 36326. რეგულირების სფერო ინტელექტუალური დარღვევასთან საკუთრების ობიექტებზე განსაკუთრებული უფლების დაკავშირებული საქმეების მიმართ გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილი წესები, ამ თავით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით. მუხლი 36327. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის საქმეზე მტკიცებულებათა უზრუნველყოფის ღონისძიებები 1. განსაკუთრებული უფლების მფლობელის მიმართვის საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება მტკიცებულებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების თაობაზე, მტკიცებულებათა შენარჩუნების მიზნით, თუ არსებობს მათი განადგურების საფრთხე. 2. მტკიცებულებათა უზრუნველყოფის ღონისძიებები შესაძლოა მოიცავდეს საქონლის, რომლითაც სავარაუდოდ ირღვევა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებები, დასამზადებლად/რეპროდუცირებისათვის ან ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ასავლელად განკუთვნილი დანადგარების/მასალების, მოწყობილობის ან მისი კომპონენტის, ან/და სავარაუდო კანონდარღვევასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის დეტალურ აღწერას ნიმუშის აღებით ან მის გარეშე. ამასთან, თუ აღნიშნული ღონისძიებების გამოყენებით ვერ ხერხდება მტკიცებულებების უზრუნველყოფა, შესაძლებელია ასევე, გამოყენებულ იქნეს ყადაღის დადება. 3. სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული რამდენიმე ღონისძიება გამოიყენოს ერთდროულად. 4. სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები გამოიყენოს იმ პირის მოსმენის გარეშე, რომლის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი განსაკუთრებული უფლების დარღვევის შესახებ, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ განსაკუთრებული უფლების მქონე პირს მიადგება არაპროპორციული ზიანი ან/და თუ სახეზეა მტკიცებულებათა განადგურების აშკარა საშიშროება. 5. პირს, რომლის მიმართ უნდა გატარდეს ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები, ამის შესახებ უნდა ეცნობოს სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივ, ღონისძიებების გამოყენების შემდეგ. 6. განსაკუთრებული უფლების მფლობელი, უფლებამოსილია მოითხოვოს ამ მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულებების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება, თუ დაასაბუთებს, რომ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე მისი განსაკუთრებული უფლებების დარღვევის ან შესაძლო დარღვევის ფაქტის დასადგენად არსებობს აღნიშნული ღონისძიებების გამოყენების აუცილებლობა. 7. მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესი და უზრუნველსაყოფის შესახებ გამოტანილი განჩინების გასაჩივრების საკითხი განისაზღვრება ამ კოდექსის 118-ე და 119-ე მუხლების შესაბამისად. მუხლი 36328. ინფორმაციის მიღების უფლება 1. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის თაობაზე სამართალწარმოების პროცესში, განსაკუთრებული უფლების მფლობელის სამართლიანი და დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია: ა) მოსთხოვოს პირს, რომლის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან დაარღვია განსაკუთრებული უფლება, ინფორმაციის მიწოდება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული და/ან სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული საქონლის წარმოშობის ან/და გასაღების ქსელის შესახებ ინფორმაციას. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება შეიძლება, ასევე, მოიცავდეს კანონდარღვევასთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტების წარდგენის ვალდებულებას; ბ) მოსთხოვოს ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება პირს, რომლის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი კომერციული მასშტაბით სთავაზობდა, იღებდა, ფლობდა, ან/და იყენებდა განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებულ და/ან სამოქალაქო ბრუნვაში ჩართულ საქონელს. აღნიშნული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება ვრცელდება, ასევე, სხვა ნებისმიერ პირზე, რომელიც სთავაზობდა, იღებდა, ფლობდა ან/და იყენებდა, განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებულ და/ან სამოქალაქო ბრუნვაში ჩართულ საქონელს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ქმედებები ხორციელდებოდა პირადი სარგებლობის მიზნით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მწარმოებლების, დამამზადებლების, დისტრიბუტორების, მიმწოდებლებისა ან/და საქონლის სხვა ადრინდელი მფლობელების, საბითუმო და საცალო მოვაჭრეების (ვისთვისაც განკუთვნილია საქონელი, რომლითაც სავარაუდოდ ირღვევა განსაკუთრებული უფლებები) სრულ სახელწოდებებსა და მისამართებს, ასევე, ინფორმაციას წარმოებული, დამზადებული, მიწოდებული, მიღებული, ან შეკვეთილი საქონლის რაოდენობასა და ფასზე. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და დაუშვებელია მისი გამჟღავნება. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდებასთან გაწეულ ხარჯებს გადაიხდის პირი, რომელმაც იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე ასეთი ინფორმაციის მიწოდების თაობაზე. მოწინააღმდეგე მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს ინფორმაციის მიწოდებისათვის მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება. საბოლოოდ ამ ხარჯების გადანაწილება მოხდება სასამართლოს მიერ საქმის არსებითად გადაწყვეტისას. 5. ინფორმაციის მიწოდების შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრება არ დაიშვება. ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. მუხლი 36329. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები 1. განსაკუთრებული უფლების მფლობელის მიმართვის საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია: ა) გამოიტანოს განჩინება იმ პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ან/და მოძრავი ქონების, მათ შორის საბანკო ანგარიშებისა და სხვა აქტივებზე ყადაღის დადების შესახებ, რომლის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი განსაკუთრებული უფლების კომერციული მასშტაბით დარღვევის შესახებ, თუ შესაძლებელია საფრთხე შეექმნას განსაკუთრებული უფლების მქონე პირის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამ მიზნით, განსაკუთრებული უფლების მფლობელის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო განსაკუთრებული უფლების შესაძლო დამრღვევისგან გამოითხოვს მის მფლობელობაში არსებულ საბანკო, ფინანსურ ან/და კომერციულ დოკუმენტებს/ინფორმაციას, აღნიშნული დოკუმენტაციის/ინფორმაციის გაცნობის უფლება აქვს მხოლოდ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია ყადაღის საგნის იდენტიფიცირების მიზნით მიღებული დოკუმენტები/ინფორმაცია გადასცეს სასამართლოს მიერ დანიშნულ დამოუკიდებელ ექსპერტს. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და დაუშვებელია მისი გამჟღავნება. ბ) აუკრძალოს პირს, რომლის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი განსაკუთრებული უფლების დარღვევის შესახებ, განსაკუთრებული უფლებების დამრღვევი ქმედებების განხორციელება. გ) ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების აკრძალვის ნაცვლად, მოსთხოვოს პირს, რომლის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი განსაკუთრებული უფლების დარღვევის შესახებ, შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა. 2. სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რამდენიმე ღონისძიება გამოიყენოს ერთდროულად. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიებები შეიძლება ასევე, გამოყენებულ იქნეს იმ პირის მიმართ, რომლის მომსახურება გამოიყენება ან გამოიყენებოდა განსაკუთრებული უფლების კომერციული მასშტაბით დარღვევისათვის. 4. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებით ზარალი შეიძლება მიადგეს პირს, რომლის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი განსაკუთრებული უფლების დარღვევის შესახებ, შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და, იმავდროულად, მოსთხოვოს განსაკუთრებული უფლების მფლობელს, მოწინააღმდეგე მხარისთვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. სასამართლომ უზრუნველყოფის გარანტია შეიძლება გამოიყენოს, ასევე, მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე. 5. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის საქმეზე ვრცელდება ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი მოთხოვნები“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია, საქართველოსა და ევროკავშირის და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების IV კარის მე-9 თავით (ინტელექტუალური საკუთრების უფლებები) გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად აღებული ვალდებულების შესრულების აუცილებლობა და საქართველოს კანონმდებლობის ზემოაღნიშნულ შეთანხმებასთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია, საქართველოსა და ევროკავშირის და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების IV კარის მე-9 თავის მესამე ნაწილით (ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულება) გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების ხელყოფის პრევენციის, აღკვეთისა და ადეკვატური სანქციების გატარების იმ სამართლებრივი მექანიზმების სრულად განსაზღვრა, რომელიც არ არის გათვალისწინებული დღეს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით, ან აღნიშნული უფლებების სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროებს განსხვავებულ საპროცესო რეგულირებას. წარმოდგენილი ცვლილების პროექტი ხელს შეუწყობს სამოქალაქო-სამართლებრივი კუთხით, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების ეფექტურ აღსრულებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მეშვიდე კარის დამატებას, რომლითაც განისაზღვრება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებით განსაკუთრებული უფლებების დარღვევის საქმეებზე სამართალწარმოების თავისებურებანი. ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, წარმოდგენილი კარის პროექტში გათვალისწინებული თავის „ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებით განსაკუთრებული უფლებების დარღვევის საქმეებზე მტკიცებულებათა უზრუნველყოფის, ინფორმაციის მიღებისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების თავისებურებანი“ მიზნებისათვის, განისაზღვრა შემდეგი ტერმინები: „ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები“, რომელშიც მიეთითა, რომ ტერმინი მოიცავს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაცულ სასაქონლო ნიშანს, კოლექტიურ ნიშანს, რეგისტრირებულ დიზაინს, პატენტით დაცულ გამოგონებას და სასარგებლო მოდელს, ან საავტორო და მომიჯნავე უფლებებით დაცულ ობიექტებს; ,,განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული და/ან სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული საქონელი“. ვინაიდან აღნიშნული ტერმინი შეეხება ინტელექტუალური საკუთრების ზემოაღნიშნულ ობიექტებს, მათი თავისებურებებიდან გამომდინარე, ტერმინის განმარტებაში დაკონკრეტდა მისი მნიშვნელობა თითოეული მათგანისათვის. ასოცირების შეთანხმების 192-ე-194-ე მუხლების შესაბამისად, კანონპროექტით, ასევე, გათვალისწინებულია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული მტკიცებულებათა და სარჩელის უზრუნველყოფის, ინფორმაციის მიღების და გადაწყვეტილების აღსრულების საპროცესო ღონისძიებები. კერძოდ: მტკიცებულებათა უზრუნველყოფის ღონისძიებები შესაძლოა მოიცავდეს საქონლის, რომლითაც სავარაუდოდ ირღვევა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებები, ასევე, მის დასამზადებლად განკუთვნილი დანადგარების/მასალების ან/და სავარაუდო კანონდარღვევასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის დეტალურ აღწერას, ნიმუშის აღებით ან მის გარეშე, ან/და ყადაღის დადებას. თუ აღნიშნული ღონისძიებების გამოყენებით ვერ ხერხდება მტკიცებულებების უზრუნველყოფა, შესაძლებელია ასევე, გამოყენებულ იქნეს ყადაღის დადება. კანონპროექტი ასევე, აზუსტებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია აღნიშნული რამდენიმე ღონისძიება გამოიყენოს ერთდროულად. ამასთან, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ განსაკუთრებული უფლების მქონე პირს მიადგება არაპროპორციული ზიანი ან/და თუ სახეზეა მტკიცებულებათა განადგურების აშკარა საშიშროება, სასამართლო უფლებამოსილია მტკიცებულებათა უზრუნველყოფის ღონისძიებები გამოიყენოს იმ პირის მოსმენის გარეშე, რომლის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი განსაკუთრებული უფლების დარღვევის შესახებ. აქვე, ზუსტდება, რომ პირს, რომლის მიმართ უნდა გატარდეს აღნიშნულ ღონისძიებები, ამის შესახებ უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ, ღონისძიებების გამოყენების შემდეგ. კანონპროექტით ასევე, განისაზღვრება ინფორმაციის მიღების უფლების შესახებ მუხლი. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს განსაკუთრებული უფლების მფლობელის სამართლიანი და დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს უფლებამოსილებას მოსთხოვოს მოპასუხეს ან იმ პირს, რომლის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან დაარღვია განსაკუთრებული უფლებები, ინფორმაციის მიწოდება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული და/ან სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული საქონლის წარმოშობის ან/და გასაღების ქსელის შესახებ ინფორმაციას. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება შეიძლება, ასევე, მოიცავდეს კანონდარღვევასთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტების წარდგენის ვალდებულებას. აღნიშნული ვალდებულება ასევე, შესაძლებელია გავრცელდეს იმ პირზე, რომლის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი, კომერციული მასშტაბით სთავაზობდა, იღებდა, ფლობდა, ან/და იყენებდა საქონელს. ასევე, სხვა ნებისმიერ პირზე, რომელიც ახორციელებს მსგავს ქმედებებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედებები ხორციელდება პირადი სარგებლობის მიზნით. კანონპროექტით ასევე, დეტალურად განისაზღვრება, თუ რას უნდა მოიცავდეს აღნიშნული ინფორმაცია. ამასთან, პროექტში მითითებულია, რომ ღონისძიებების გამოყენების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და დაუშვებელია მისი გამჟღავნება. რაც შეეხება, საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ მუხლს, აღნიშნული ღონისძიებები მოიცავს სასამართლოს მიერ განჩინების გამოტანას იმ პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ან/და მოძრავი ქონების, მათ შორის საბანკო ანგარიშებისა და სხვა აქტივებზე ყადაღის დადების შესახებ, რომლის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი განსაკუთრებული უფლების კომერციული მასშტაბით დარღვევის შესახებ, თუ შესაძლებელია საფრთხე შეექმნას განსაკუთრებული უფლების მქონე პირის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამ მიზნით, განსაკუთრებული უფლების მფლობელის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო განსაკუთრებული უფლების შესაძლო დამრღვევისგან გამოითხოვს მის მფლობელობაში არსებულ საბანკო, ფინანსურ ან/და კომერციულ დოკუმენტებს/ინფორმაციას, აღნიშნული დოკუმენტაციის/ინფორმაციის გაცნობის უფლება აქვს მხოლოდ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია ყადაღის საგნის იდენტიფიცირების მიზნით მიღებული დოკუმენტები/ინფორმაცია გადასცეს სასამართლოს მიერ დანიშნულ დამოუკიდებელ ექსპერტს. გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია აუკრძალოს პირს, რომლის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი განსაკუთრებული უფლების დარღვევის შესახებ, განსაკუთრებული უფლებების დამრღვევი ქმედებების განხორციელება, ან მოსთხოვოს შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა. აღნიშნული ღონისძიებების გამოყენება გათვალისწინებულია ასევე, იმ პირის მიმართ, რომლის მომსახურება გამოიყენება ან გამოიყენებოდა კომერციული მასშტაბით განსაკუთრებული უფლების დარღვევისათვის. ამასთან, ცვლილებებით გათვალისწინებულია, რომ თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებით ზარალი შეიძლება მიადგეს პირს, რომლის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი განსაკუთრებული უფლების დარღვევის შესახებ, შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და, იმავდროულად, მოსთხოვოს განსაკუთრებული უფლების მფლობელს, მოწინააღმდეგე მხარისთვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. სასამართლომ უზრუნველყოფის გარანტია შეიძლება გამოიყენოს, ასევე, მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტი არ მოითხოვს ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არანაირი გადასახადი, მოსაკრებელი, ან სხვა სახის გადასახდელი არ არის განსაზღვრული. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის დირექტივებთან. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტების შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.