„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-12
ბიუროს ნომერი 66
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №5(12), 1999 წელი, მუხ. 22) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“
ქვეპუნქტი:
„პ) სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული
საქონელი - საქონელი, რომელიც შეიცავს (რომელზეც დატანილია) რეგისტრირებული
სასაქონლო ნიშნის იდენტურ ან მსგავს ნიშანს, ან გააჩნია რეგისტრირებული
მოცულობითი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ფორმა, და რომლის
წარმოება, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა, შენახვა, სამოქალაქო ბრუნვაში
ჩართვა ან ამ მიზნით შენახვა/დასაწყობება (დროებით შესანახად განთავსება) ან
ნებისმიერი სხვაგვარი გამოყენება, იწვევს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის
მფლობელის განსაკუთრებული უფლების დარღვევას, მიუხედავად ნიშანდების
განხორციელების ტერიტორიისა.”.
2. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.
არსობრივი
დასაბუთებული
ექსპერტიზის
გადაწყვეტილება
საფუძველზე,
სასაქონლო
განმცხადებელს
ნიშნის
ეგზავნება
რეგისტრაციის
ან
რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საქონლის მთლიანი ჩამონათვალის ან მისი
ნაწილის მიმართ.“.
3. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 45. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დაცვა
1.
სასაქონლო
ნიშანზე
განსაკუთრებული
უფლების
მფლობელი
უფლებამოსილია, განსაკუთრებული უფლების დარღვევისას მოითხოვოს:
ა) ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული
ქმედებების შეწყვეტა;
ბ) სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული
საქონლის სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღება ან სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის
მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი ან დასაწყობებული (შესანახად
განთავსებული) საქონლის ამოღება;
გ) სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული
საქონლის
განადგურება,
თუ
შეუძლებელია
სასაქონლო
ნიშნისაგან
მისი
განცალკევება, ან თუ სასაქონლო ნიშანი დატანილია საქონელზე;
დ) იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის, შესაფუთი და
სარეკლამო მასალის, ან აბრის განადგურება, რომელიც შეიცავს სასაქონლო ნიშანს,
წარმოადგენს მის ასლს ან იმიტაციას, მათ შორის, ინტერნეტში განთავსებული ისეთი
მასალისა და გამოსახულებების წაშლა, რომელიც შეიცავს სასაქონლო ნიშანს;
ე) სასაქონლო ნიშნის დასამზადებლად განკუთვნილი კლიშეების, მატრიცების,
სხვა დანადგარების, ტექნიკური აღჭურვილობისა და იარაღების განადგურება.
2.
სასაქონლო
ნიშანზე
განსაკუთრებული
უფლების
მქონე
პირი
უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ, მოითხოვოს ამ მუხლის პირველი
პუნქტით გათვალისწინებული რამდენიმე ზომის ერთდროულად გამოყენება.
3. თუ ადგილი აქვს სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლებების
დარღვევას, განსაკუთრებული უფლების მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე,
სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებები განხორციელდეს ასევე
იმ პირის
მიმართ, რომელმაც იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ მისი მომსახურება გამოიყენება
ან
გამოიყენებოდა
განსაკუთრებული
უფლების
კომერციული
მასშტაბით
დარღვევისათვის.
4. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დამრღვევის მოთხოვნის
საფუძველზე, განსაკუთრებულ შემთხვევებში,
სასამართლო უფლებამოსილია ამ
მუხლის პირველი პუნქტის „ბ“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების
ნაცვლად, მას დააკისროს ფულადი კომპენსაციის გადახდა, თუ უფლების დამრღვევი
მოქმედებდა
გაუფრთხილებლობით,
ან
თუ
შესაბამისი
უზრუნველყოფის
ღონისძიების გამოყენებით მას მიადგება არაპროპორციული ზიანი და ამასთან, თუ
განსაკუთრებული უფლების მფლობელისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული
ფულადი კომპენსაციის ოდენობა მისაღებია.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედების გარდა,
სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი განსაკუთრებული
უფლების დარღვევისას უფლებამოსილია მოითხოვოს
ქვემოთ ჩამოთვლილი
ქმედებებიდან ერთ-ერთი:
ა) მიყენებული ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით, თუ
განსაკუთრებული უფლების დამრღვევმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა სასაქონლო
ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის შესახებ;
ბ) განსაკუთრებული უფლების დამრღვევის მიერ განსაკუთრებული უფლების
დარღვევით მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა განსაკუთრებული უფლების
მფლობელის სასარგებლოდ;
გ) ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა.
6.
ზიანის
ოდენობის
განსაზღვრისას
გათვალისწინებულ
უნდა
იქნეს
სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის არსი, განსაკუთრებული
უფლების დარღვევით მიღებული შემოსავალი, განსაკუთრებული უფლების მქონე
პირისათვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი, აგრეთვე, ის
სავარაუდო შემოსავალი, რომელსაც მიიღებდა განსაკუთრებული უფლების მქონე
პირი სასაქონლო ნიშნის მართლზომიერად გამოყენების შედეგად.
7. ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია განისაზღვრება არანაკლებ იმ ოდენობით,
რომელსაც სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დამრღვევი გადაიხდიდა
სასაქონლო ნიშნის გამოყენებაზე ნებართვის მოპოვებისას.
8.
ერთჯერადი
ფულადი
კომპენსაციის
ოდენობის
განსაზღვრისას
გათვალისწინებულ უნდა იქნეს სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების
დარღვევით ნიშანდებული საქონლის რაოდენობა, გამოყენებული სასაქონლო ნიშნის
იდენტურობა ან მსგავსების ხარისხი დაცულ სასაქონლო ნიშანთან, სასაქონლო ნიშნის
რეპუტაცია საქართველოში, დამრღვევის განზრახვა, იმ მომსახურების მასშტაბები,
ხასიათი და სხვა მახასიათებლები, რომლის შეთავაზებაც ხდება სასაქონლო ნიშანზე
განსაკუთრებული უფლების დარღვევით, ან/და ნებისმიერი სხვა გარემოება,
რომელიც შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული კომპენსაციის ოდენობის
განსაზღვრისას.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოსა და ევროკავშირის და ევროპის
ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმების IV კარის მე-9 თავით (ინტელექტუალური საკუთრების
უფლებები)
გათვალისწინებული
დებულებების
შესაბამისად,
აღებული
ვალდებულების შესრულების აუცილებლობა და საქართველოს კანონმდებლობის
ზემოაღნიშნულ შეთანხმებასთან შესაბამისობაში მოყვანა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიღების
მიზანია
სასაქონლო
ნიშნების
მფლობელთა
უფლებების ეფექტურად განხორციელების მიზნით, საქართველოსა და ევროკავშირის
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების
შესახებ
შეთანხმების
IV
კარის
მე-9
თავის
მესამე
ნაწილით
(ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულება) გათვალისწინებული
ნორმების შესაბამისად, სასაქონლო ნიშნების ხელყოფის პრევენციის, აღკვეთისა და
ადეკვატური სანქციების გატარების იმ სამართლებრივი მექანიზმების სრულად
განსაზღვრა, რომელიც არ არის გათვალისწინებული დღეს მოქმედი საპროცესო
კანონმდებლობით, რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო-სამართლებრივი კუთხით
განსაკუთრებული უფლებების ეფექტურ აღსრულებას.
კანონპროექტის
მიზანია,
ასევე,
ინტელექტუალური
საკუთრების
უფლებების
აღსრულების თაობაზე საქართველოსა და ევროკავშირის და ევროპის ატომური
ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმების 166-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,სასაქონლო ნიშნების
შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის დაზუსტება და სასაქონლო
ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საქონლის ან მომსახურების მთლიანი
ჩამონათვალის
ან
მისი
ნაწილის
მიმართ
გადაწყვეტილების
დასაბუთების
ვალდებულების განსაზღვრა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ასოცირების შეთანხმების 195-ე მუხლის შესაბამისად, სასაქონლო ნიშანზე
განსაკუთრებული უფლებების დაცვის მიზნით, უფლებების მფლობელს ენიჭება
უფლებამოსილება მოითხოვოს სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლებების
დარღვევით ნიშანდებული საქონლის სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღება, მისი
განადგურება,
ასევე
მასთან
დაკავშირებული
ნებისმიერი
გამოსახულების
განადგურება და ინტერნეტში განთავსებული მასალის წაშლა, ასევე ნებისმიერი
ტექნიკური საშუალებების განადგურება, რომლითაც ის მზადდება.
ამავე ცვლილებით, განსაკუთრებული უფლებების მფლობელის შეხედულებისამებრ,
განისაზღვრება მიყენებული ზიანის, მიღებული შემოსავლისა და ერთჯერადი
კომპენსაციის გადახდის მოთხოვნის უფლებამოსილება. გარდა ამისა, პროექტით
განისაზღვრება, რომ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში,
ხარჯების ანაზღაურება ეკისრება განსაკუთრებული უფლებების დამრღვევს. ამასთან,
განსაკუთრებული უფლების მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლო
უფლებამოსილია აღნიშნული ქმედებები, განახორციელოს, ასევე, იმ პირის მიმართ,
რომელმაც იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ მისი მომსახურება გამოიყენება ან
გამოიყენებოდა ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განსაკუთრებული უფლების
დარღვევისათვის.
კანონპროექტით ასევე, განისაზღვრება, ასოცირების შეთანხმების 195-ე მუხლის
მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დებულება. კერძოდ, სასაქონლო ნიშანზე
განსაკუთრებული უფლების დამრღვევის მოთხოვნის საფუძველზე, განსაკუთრებულ
შემთხვევებში, სასამართლო უფლებამოსილია, ზემოთ მითითებული
ქმედებების
ნაცვლად, მას დააკისროს ფულადი კომპენსაციის გადახდა, თუ უფლების დამრღვევი
მოქმედებდა
გაუფრთხილებლობით,
ან
თუ
შესაბამისი
უზრუნველყოფის
ღონისძიების გამოყენებით მას მიადგება არაპროპორციული ზიანი. ამასთან,
სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელისათვის, სასამართლოს
მიერ განსაზღვრული ფულადი კომპენსაციის ოდენობა უნდა იყოს მისაღები.
ასოცირების შეთანხმების 196-ე მუხლის შესაბამისად, დგინდება ზიანის
ოდენობისა და ფულადი კომპენსაციის განსაზღვრის განსხვავებული სამართლებრივი
მექანიზმები. კერძოდ, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა
იქნეს
სასაქონლო
ნიშანზე
განსაკუთრებული
უფლების
დარღვევის
არსი,
განსაკუთრებული უფლების დარღვევით მიღებული შემოსავალი, განსაკუთრებული
უფლების მქონე პირისათვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი,
აგრეთვე, ის სავარაუდო შემოსავალი, რომელსაც მიიღებდა განსაკუთრებული
უფლების მქონე პირი სასაქონლო ნიშანის მართლზომიერად გამოყენების შედეგად.
რაც შეეხება ფულად კომპენსაციას, იგი განისაზღვრება არანაკლებ იმ ოდენობით,
რომელსაც სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დამრღვევი გადაიხდიდა
სასაქონლო ნიშნის გამოყენებაზე ნებართვის მოპოვებისას. ამასთან, ფულადი
კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასაქონლო
ნიშანზე
განსაკუთრებული
უფლების
დარღვევით
ნიშანდებული
საქონელი
რაოდენობა, დამრღვევის განზრახვა, ასევე, იმ მომსახურებების მასშტაბები, ხასიათი
და სხვა მახასიათებლები, რომლის შეთავაზებაც ხდება სასაქონლო ნიშანზე
განსაკუთრებული უფლებების დარღვევით, ან/და ნებისმიერი სხვა გარემოება,
რომელიც შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული კომპენსაციის ოდენობის
განსაზღვრისას.
კანონპროექტით, ასევე განისაზღვრება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის
თქმის შესახებ საქონლის ან მომსახურების მთლიანი ჩამონათვალის ან მისი ნაწილის
მიმართ გადაწყვეტილების დასაბუთება (ასოცირების შეთანხმების 166-ე მუხლის
პირველი პუნქტი).
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტი არ მოითხოვს ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით
არანაირი
გადასახადი,
მოსაკრებელი,
ან
სხვა
სახის
გადასახდელი არ არის განსაზღვრული.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის დირექტივებთან.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
შეესაბამება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტების შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ინტელექტუალური
საკუთრების ეროვნული ცენტრი – ,,საქპატენტი“.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 2. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება
კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ (შემდგომში –
საქპატენტი) – საქართველოს საპატენტო კანონით განსაზღვრული საჯარო სამართლის
იურიდიული პირი;
ბ) პარიზის კონვენცია – 1883 წლის 20 მარტს ხელმოწერილი სამრეწველო საკუთრების
დაცვის პარიზის კონვენცია (გადასინჯულია სტოკჰოლმში 1967 წლის 14 ივლისს,
შესწორებულია 1979 წლის 28 სექტემბერს);
გ) მადრიდის შეთანხმების ოქმი – „1989 წლის 27 ივნისს ხელმოწერილი ნიშნების
საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმების ოქმი;“
დ) საერთაშორისო კლასიფიკატორი – 1957 წლის 15 ივნისს ნიცის შეთანხმებით
მიღებული და ხელმოწერილი საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო
კლასიფიკატორი (გადასინჯულია სტოკჰოლმში 1967 წლის 14 ივლისს, ჟენევაში 1977
წლის 13 მაისს);
ე) მოწმობა – ამ კანონის შესაბამისად სასაქონლო ნიშნის მფლობელის სახელზე
გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის განსაკუთრებულ უფლებებს;
ვ) განაცხადი – მოწმობის გასაცემად აუცილებელი საბუთების ერთობლიობა,
რომელიც ფორმდება დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
ზ) განმცხადებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ითხოვს მოწმობას;
თ) პრიორიტეტი – უპირატესობა, რომლითაც სარგებლობს განაცხადი მასზე გვიან
შეტანილ განაცხადთან შედარებით;
ი) საკონვენციო პრიორიტეტი – პარიზის კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად
დადგენილი პრიორიტეტი;
კ) საგამოფენო პრიორიტეტი – პარიზის კონვენციის მე-11 მუხლის თანახმად
დადგენილი პრიორიტეტი;
ლ) (ამოღებულია);
მ) სააპელაციო პალატა – „საქპატენტთან“ არსებული სამრეწველო საკუთრების
ობიექტებზე უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავის
განმხილველი ორგანო;
ნ) გაერთიანება – მეწარმეთა ნებისმიერი გაერთიანება, რომელიც შექმნილია
საქართველოს ან მისი წარმოშობის ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ო) სასაქონლო ნიშნის დაუცველი ნაწილი – სასაქონლო ნიშნის ნაწილი, რომელზედაც
არ ვრცელდება მფლობელის განსაკუთრებული უფლებები.
მუხლი 14. არსობრივი ექსპერტიზა
1. არსობრივი ექსპერტიზა ტარდება განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების
ექსპერტიზის დამთავრებიდან 6 თვის ვადაში.
2. არსობრივი ექსპერტიზა ამოწმებს, არსებობს თუ არა ამ კანონის მე-4 და მე-5
მუხლებით გათვალისწინებული რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები.
3.
არსობრივი
ექპერტიზის
საფუძველზე
განმცხადებელს
ეგზავნება
გადაწყვეტილება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის
შესახებ საქონლის მთლიანი ჩამონათვალის ან მისი ნაწილის მიმართ.
მუხლი 45. პასუხისმგებლობა სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების
დარღვევისათვის
1. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევა იწვევს
პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის შემთხვევაში
სასაქონლო ნიშნის მფლობელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს:
ა) თავისი უფლების დამრღვევი ქმედების შეწყვეტა;
ბ) მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
გ) ყველა იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის, შესაფუთი მასალისა
და სარეკლამო განცხადების განადგურება, რომელიც შეიცავს რეგისტრირებულ
სასაქონლო ნიშანს, წარმოადგენს მის ასლს ან იმიტაციას;
დ) სასაქონლო ნიშნის დასამზადებლად განკუთვნილი კლიშეების, მატრიცების,
ხოლო თუ სასაქონლო ნიშნის საქონლისაგან განცალკევება შეუძლებელია, თვით ამ
საქონლის განადგურებაც კი.