„პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.06.2017
ავტორი
სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი-„საქპატენტი“
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/93/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-12
ბიუროს ნომერი 66

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №6, 1998 წელი, მუხ. 45) მე-13 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი: „131. პესტიციდების რეგისტრაციისათვის წარდგენილი მონაცემების დაცვა 1. კომპეტენტური ორგანო ვალდებულია რეგისტრანტის მიერ პესტიციდების (მცენარეთა დაცვის საშუალების) რეგისტრაციისთვის მონაცემები წარდგენის დღიდან შეინახოს პირველად საიდუმლოდ წარდგენილი და დაიცვას არაკეთილსინდისიერი კომერციული გამოყენებისაგან. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გამოყენება დაუშვებელია იმ პირების სასარგებლოდ, რომლებსაც სურთ რეგისტრაცია, თუ წარმოდგენილი არ იქნება პირველი რეგისტრანტის ოფიციალური თანხმობა („წვდომის წერილი“) აღნიშნული მონაცემების გამოყენებაზე. 3. მონაცემების დაცვის პერიოდი საქართველოს ტერიტორიაზე შეადგენს 10წელს, პესტიციდის (მცენარეთა დაცვის საშუალებების) პირველი რეგისტრაციის თარიღიდან. 4. პესტიციდების (მცენარეთა დაცვის საშუალების) პირველადი რეგისტრაციისთვის, ასევე, პესტიციდის გამოყენების სფეროს გაფართოების მიზნით სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში შესწორების შესატანად, აუცილებელია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარდგენილი იქნეს ცდის ან კვლევის ანგარიში. კულტურების მიმართ. რათა დასაშვები გახდეს მისი გამოყენება მცენარეთა სხვა 5. ცდის ან კვლევის ანგარიში უნდა აკმაყოფილებდეს კარგი პრაქტიკის, ან კარგი ექსპერიმენტული პრაქტიკის პრინციპებს. ლაბორატორიული 6. ამ მუხლის მიზნებისთვის: ა) კარგი ლაბორატორიული პრაქტიკა გულისხმობს მაღალხარისხიან სისტემას, რომელიც ეხება ორგანიზაციულ პროცესს და პირობებს, რომლის ფარგლებში ხორციელდება ადამიანის/ცხოველის ჯანმრთელობისა და გარემოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არაკლინიკური კვლევების დაგეგმვა, ჩატარება, მონიტორინგი, ჩანაწერების გაკეთება, დაარქივება, ანგარიშის მომზადება და მათი შემოწმება ქიმიურ ნივთიერებებზე ცდებთან დაკავშირებით, ბ) კარგი ექსპერიმენტული პრაქტიკა მოიცავს ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) №181 და №152 სახელმძღვანელოებით გათვალისწინებული პრინციპებს; გ) პესტიციდი მოიცავს მხოლოდ მცენარეთა დაცვის საშუალებებს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონპროექტზე „პესტიციდებისა და აგროქმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოსა და ევროკავშირის და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების IV კარის მე-9 თავით (ინტელექტუალური საკუთრების უფლებები) გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად აღებული ვალდებულების შესრულების აუცილებლობა და საქართველოს კანონმდებლობის ზემოაღნიშნულ შეთანხმებასთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოსა და ევროკავშირის და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების 188-ე მუხლის შესრულების შედეგად, არაკეთილსინდისიერი შესაბამისად აღებული ვალდებულების რეგისტრანტის კომერციული უფლებების გამოყენებისგან, დაცვა იმ რომლებიც მონაცემების მის მიერ პირველადაა წარდგენილი პესტიციდების სახელმწიფო რეგისტრაციის მიზნით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ,,პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა, რომლის მიხედვით, რეგისტრანტის უფლებები დაიცვება იმ მონაცემების არაკეთილსინდისიერი კომერციული გამოყენებისგან, რომლებიც მის მიერ პირველადაა წარდგენილი პესტიციდების სახელმწიფო რეგისტრაციის მიზნით. ამასთან, იმ პირებისათვის, რომლებსაც სურთ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაციის უფლების მოპოვება, სავალდებულო ხდება პირველი რეგისტრანტის თანხმობა აღნიშნული მონაცემების გამოყენებაზე. ასევე, განისაზღვრება საქართველოს ტერიტორიაზე მონაცემთა დაცვის ათწლიანი ვადა, პესტიციდის პირველი რეგისტრაციის მიღების თარიღიდან. ამასთან, განისაზღვრება მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს რეგისტრაციის ნებართვის მოსაპოვებლად პირველად წარმოდგენილი ცდისა და კვლევის ანგარიში. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტი არ მოითხოვს ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, კანონპროექტის მიღებას ფინანსური ზეგავლენა არ გააჩნია. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არანაირი გადასახადი, მოსაკრებელი, ან სხვა სახის გადასახდელი არ არის განსაზღვრული. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტების შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – ,,საქპატენტი“. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.