„დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.06.2017
ავტორი
სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი-„საქპატენტი“
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/93/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-12
ბიუროს ნომერი 66

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N27, 24.05.2010, მუხ. 182) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 30-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 301 მუხლი: „მუხლი 301. დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების დაცვა 1. დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი უფლებამოსილია, განსაკუთრებული უფლების დარღვევისას მოითხოვოს: ა) ამ კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების აკრძალვა ბ) დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული, ან სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი ან დასაწყობებული (შესანახად განთავსებული) პროდუქტის, რომელშიც ჩართულია დიზაინი ან რომლისთვისაც ის გამოიყენება, სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღება; გ) დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული პროდუქტის, რომელშიც ჩართულია დიზაინი ან რომლისთვისაც ის გამოიყენება, განადგურება; დ) იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის, შესაფუთი მასალისა და სარეკლამო მასალის განადგურება, რომელიც შეიცავს დიზაინის გამოსახულებას, წარმოადგენს მის ასლს ან იმიტაციას, მათ შორის ინტერნეტში განთავსებული ისეთი მასალისა და გამოსახულებების წაშლა, რომელიც შეიცავს დიზაინის გამოსახულებას; ე) პროდუქტის, რომელშიც ჩართულია დიზაინი ან რომლისთვისაც ის გამოიყენება, დასამზადებლად განკუთვნილი კლიშეების, მატრიცების, სხვა დანადგარების, ტექნიკური აღჭურვილობისა და იარაღების განადგურება. 2. დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირი უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ, მოითხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რამდენიმე ზომის ერთდროულად გამოყენება.“ 3. თუ ადგილი აქვს დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევას, დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებები განხორციელდეს ასევე, იმ პირის მიმართ, რომელმაც იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ მისი მომსახურება გამოიყენება ან გამოიყენებოდა განსაკუთრებული უფლების კომერციული მასშტაბით დარღვევისათვის. 4. დიზაინზე განსაკუთრებული უფლების საფუძველზე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, დამრღვევის მოთხოვნის სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების ნაცვლად, მას დააკისროს ფულადი კომპენსაციის გადახდა თუ უფლების დამრღვევი მოქმედებდა გაუფრთხილებლობით, ან ღონისძიების გამოყენებით მას მიადგება თუ შესაბამისი უზრუნველყოფის შესაძლო დარღვევასთან შედარებით არაპროპორციული ზიანი და ამასთან, თუ დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მფლობელისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის ოდენობა მისაღებია. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედების გარდა, დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი, განსაკუთრებული უფლების დარღვევისას, უფლებამოსილია მოითხოვოს ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედებიდან ერთერთი: ა) მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით, თუ განსაკუთრებული უფლების დამრღვევმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის შესახებ; ბ) განსაკუთრებული უფლების დამრღვევის მიერ განსაკუთრებული უფლების დარღვევით მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა განსაკუთრებული უფლების მფლობელის სასარგებლოდ; გ) ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა. 6. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის არსი, განსაკუთრებული უფლების დარღვევით მიღებული შემოსავალი, განსაკუთრებული უფლების მქონე პირისათვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი, აგრეთვე, ის სავარაუდო შემოსავალი, რომელსაც მიიღებდა განსაკუთრებული უფლების მქონე პირი დიზაინის მართლზომიერად გამოყენების შედეგად. 7. ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია განისაზღვრება არანაკლებ იმ ოდენობით, რომელსაც დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დამრღვევი გადაიხდიდა დიზაინის გამოყენებაზე ნებართვის მოპოვებისას. 8. ერთჯერადი ფულადი გათვალისწინებული უნდა იქნეს კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას დიზაინის მფლობელის ნებართვის გარეშე გამოყენებული პროდუქტის, რომელშიც ჩართულია დიზაინი ან რომლისთვისაც ის გამოიყენება, რაოდენობა, დამრღვევის განზრახვა, ასევე, იმ მომსახურებების მასშტაბები, ხასიათი და სხვა მახასიათებლები, რომლის შეთავაზებაც ხდება დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით, ან/და ნებისმიერი სხვა გარემოება, რომელიც შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოსა და ევროკავშირის და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების IV კარის მე-9 თავით (ინტელექტუალური საკუთრების უფლებები) გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად აღებული ვალდებულების შესრულების აუცილებლობა და საქართველოს კანონმდებლობის ზემოაღნიშნულ შეთანხმებასთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია, საქართველოსა და ევროკავშირის და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების IV კარის მე-9 თავის მესამე ნაწილით (ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულება) გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად, დიზაინის ხელყოფის გატარების შეუწყობს პრევენციის, სამართლებრივი აღკვეთისა ადეკვატური სანქციების მექანიზმების სრულად განსაზღვრა. რაც ხელს სამოქალაქო-სამართლებრივი და კუთხით დიზაინის მფლობელთა მუხლის შესაბამისად, დიზაინზე უფლებების ეფექტურ აღსრულებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ასოცირების შეთანხმების 195-ე განსაკუთრებული უფლებების დაცვის მიზნით, უფლებების მფლობელს ენიჭება უფლებამოსილება მოითხოვოს განსაკუთრებული უფლებების დარღვევით, პროდუქტის, რომელშიც ჩართულია დიზაინი, ან რომლისთვისაც ის გამოიყენება, სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღება, მისი განადგურება, ასევე მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გამოსახულების განადგურება და ინტერნეტში განთავსებული მასალის წაშლა, ასევე ნებისმიერი ტექნიკური საშუალებების განადგურება, რომლითაც ის მზადდება. ამავე ცვლილებით, განსაკუთრებული უფლებების მფლობელის შეხედულებისამებრ, განისაზღვრება მიყენებული ზიანის, მიღებული შემოსავლისა და ერთჯერადი კომპენსაციის გადახდის მოთხოვნის უფლებამოსილება. ამასთან, განსაკუთრებული უფლების მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია აღნიშნული ქმედებები, განახორციელოს, ასევე, იმ პირის მიმართ, რომელმაც იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ მისი მომსახურება გამოიყენება ან გამოიყენებოდა ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განსაკუთრებული უფლების დარღვევისათვის. კანონპროექტით ასევე, განისაზღვრება, ასოცირების შეთანხმების 195-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დებულება. კერძოდ, დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დამრღვევის მოთხოვნის საფუძველზე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, სასამართლო უფლებამოსილია, ზემოთ მითითებული ქმედებების ნაცვლად, მას დააკისროს ფულადი კომპენსაციის გადახდა, თუ უფლების დამრღვევი მოქმედებდა გაუფრთხილებლობით, ან თუ შესაბამისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მას მიადგება არაპროპორციული ზიანი. ამასთან, დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მფლობელისათვის, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ფულადი კომპენსაციის ოდენობა უნდა იყოს მისაღები. ასოცირების შეთანხმების 196-ე მუხლის შესაბამისად, დგინდება ზიანის ოდენობისა და ფულადი კომპენსაციის განსაზღვრის განსხვავებული სამართლებრივი მექანიზმები. კერძოდ, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის არსი, განსაკუთრებული უფლების დარღვევით მიღებული შემოსავალი, განსაკუთრებული უფლების მქონე პირისათვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი, აგრეთვე, ის სავარაუდო შემოსავალი, რომელსაც მიიღებდა განსაკუთრებული უფლების მქონე პირი დიზაინის მართლზომიერად გამოყენების შედეგად. რაც შეეხება ფულად კომპენსაციას, იგი განისაზღვრება არანაკლებ იმ ოდენობით, რომელსაც დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დამრღვევი გადაიხდიდა დიზაინის გამოყენებაზე ნებართვის მოპოვებისას. ამასთან, ფულადი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დიზაინის მფლობელის ნებართვის გარეშე გამოყენებული პროდუქტის, რომელშიც ჩართულია დიზაინი ან რომლისთვისაც ის გამოიყენება, რაოდენობა, დამრღვევის განზრახვა, ასევე, იმ მომსახურებების მასშტაბები, ხასიათი და სხვა მახასიათებლები, რომლის შეთავაზებაც ხდება დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით, ან/და ნებისმიერი სხვა გარემოება, რომელიც შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტი არ მოითხოვს ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი : კანონპროექტით არანაირი გადასახადი, მოსაკრებელი, ან სხვა სახის გადასახდელი არ არის განსაზღვრული. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტით სრულდება ევროკავშირის 2004/48/EC დირექტივა (ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების შესახებ). გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტების შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი’’ ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.