„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.01.2018
ავტორი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/167/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-01-29
ბიუროს ნომერი 127

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 86) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. 51 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „დ1“ - „დ3“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით: „დ1) ამტკიცებს საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმას; დ2) ამტკიცებს სამხედრო ძალების სამობილიზაციო სამართლებრივ აქტებს მობილიზაციის სფეროში; გეგმასა და გამოსცემს დ3) უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების, დაწესებულებების კოორდინირებულ მოქმედებას მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის სფეროში;“. 3. მე-9 მუხლის: ა) მე-3 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) სამხედრო ძალების რეზერვის შექმნის პოლიტიკის განსაზღვრა;“. ბ) მე-4-მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი (შემდგომში – გენერალური შტაბი) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი და ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიულ მართვას. 5. გენერალური შტაბის დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 6. გენერალურ შტაბს ხელმძღვანელობს გენერალური შტაბის უფროსი, რომელიც არის საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო მრჩეველი და პასუხისმგებელია ამ მუხლის მე-7 პუნქტით გენერალური შტაბისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელებაზე. 7. გენერალური შტაბი: ა) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადებას, განვითარებას და მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას; ბ) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიულ და სამობილიზაციო მზადყოფნას; გ) საომარი მდგომარეობის დროს ახორციელებს სამხედრო ძალების მართვას; დ) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების მართვის სისტემის განვითარებას; ე) უზრუნველყოფს საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვის მომზადების პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს კანონმდებლობის სრულყოფის საკითხებთან დაკავშირებით; ზ) ახორციელებს სამხედრო თანამშრომლობას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად; თ) შეიმუშავებს საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმებს; ი) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარუდგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების საბიუჯეტო მოთხოვნებს და რეკომენდაციებს თანხების განაწილების შესახებ; კ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარუდგენს მოთხოვნებს საქართველოს შეიარაღებული ძალების შეიარაღებით, სამხედრო ტექნიკითა და სხვა მატერიალური საშუალებებით უზრუნველყოფისათვის; ლ) ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის გამოყოფილი თანხების მიზნობრივ ხარჯვას; მ) განსაზღვრავს საქართველოს შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების, წვრთნისა და სწავლების გეგმებს; ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობას; ო) უზრუნველყოფს შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და სხვა მატერიალური საშუალებების საქართველოს შეიარაღებული ძალების სახეობებზე განაწილებას; პ) შეიმუშავებს სამობილიზაციო გეგმებს; ჟ) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების მზაობის, განვითარების სრულყოფისათვის აუცილებელი პროგრამებისა და გეგმების განხორციელებას; რ) ატარებს ღონისძიებებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული მოკლე და გრძელვადიანი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით; ს) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნასა და განვითარებას; ტ) უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეთა მიერ სამხედრო სამსახურის კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლას; უ) უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეთა შესაბამის სამხედრო ქვედანაყოფებში სამსახურისათვის განაწილებას; ფ) წარადგენს სამხედრო მოსამსახურეებს სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებში შესაბამისი განათლების მისაღებად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად; ქ) განსაზღვრავს სამხედრო-სარეზერვო სამსახურის გავლის დროსა და ადგილს; ღ) ახორციელებს კანონმდებლობითა და გენერალური შტაბის დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტი წარმოადგენს „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანმდევ პროექტს. აღნიშნული კანონი შესაბამისობაში მოდის სხვა საკანონმდებლო აქტებთან, მათ შორის საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, საქმიანობის და უფლებამოსილების შესახებ“ საქართველოს კანონთან. ამასთან, სწორდება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დასახელება, რომელიც მოქმედ კანონში გაერთიანებული შტაბის სახელით არის აღნიშნული. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით დარეგულირდება სხვა თანმდევი საკითხები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მომზადების მიზანს წარმოადგენს, „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობასი მოყვანა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონთან და „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. პროექტი, აგრეთვე ითვალისწინებს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის დამტკიცებაზე უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებიდან (N3710 10.15.2010წ.) გამომდინარე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდა ცვლილება (04.10.2013. N1463), რომლის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები განისაზღვრა საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებებად. კერძოდ, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ჭ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობა ამტკიცებს საქართველოს სამხედრო ძალების აღმშენებლობის, გამოყენებისა და მობილიზაციის გეგმებს, აგრეთვე ქვეყნის ეკონომიკის სამობილიზაციო გეგმებს. „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, აღნიშნული ფუნქცია დარჩენილია საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აგრეთვე „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდგომ მისი აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მიზანშეწონილია „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქცია განისაზღვროს საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებად. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სამხედრო სარეზერვო სამსახურთან და სამობილიზაციო საკითხებთან დაკავშირებული ღონისძიებები შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვადასხვა სამართლებრივი აქტების გამოცემასთან, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში მოცემული ნორმა განზოგადდეს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ამტკიცებს სამხედრო ძალების სამობილიზაციო გეგმასა და გამოსცემს სამართლებრივ აქტებს მობილიზაციის სფეროში“. „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გენერალური შტაბი შეიმუშავებს საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმებს. აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული ის ორგანო, რომელიც დაამტკიცებს აღნიშნულ გეგმას. შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის პირველ პუნქტს ემატება „დ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ამტკიცებს საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმებს“. საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილების (N3710 10.15.2010წ.) შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი შეიცვალა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სახელწოდებით, „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში კი დარჩენილია ,,გაერთიანებული შტაბი“, შესაბამისად აღნიშნული ტერმინი შესაბამისობაში მოდის კანონმდებლობასთან. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გაღებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 5. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები თავდაცვის სფეროში 1. საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, არის საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. 2. საქართველოს პრეზიდენტი: ა) ამტკიცებს საქართველოს სამხედრო ძალების სტრუქტურას და საჯარისო წესდებებს ან განსაზღვრავს საჯარისო წესდებების დამტკიცებაზე უფლებამოსილ პირს; ბ) ამტკიცებს საქართველოს სამხედრო ძალების დროშებსა და ალმებს; გ) ანიჭებს სახელმწიფო ჯილდოებსა და უმაღლეს სამხედრო წოდებებს; დ) საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში აცხადებს საომარ მდგომარეობას, სათანადო პირობების არსებობისას დებს ზავს და არა უგვიანეს 48 საათისა შეაქვს ეს გადაწყვეტილებები საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად; ე) ომიანობის თუ მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა და შეიარაღებული ამბოხების, ეკოლოგიური კატასტროფების და ეპიდემიების დროს ან სხვა შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებულნი არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, აცხადებს საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში და ეს გადაწყვეტილება არა უგვიანეს 48 საათისა შეაქვს საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად; ვ) იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალის შემოყვანის, გამოყენების და გადაადგილების შესახებ და დაუყოვნებლივ წარუდგენს ასეთ გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად; ზ) დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს თავდაცვის სფეროში; თ) საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს სამხედრო დოქტრინის და სამხედრო ძალების აღმშენებლობის კონცეფციის პროექტებს; თ1) საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტს; ი) ამტკიცებს საქართველოს სამხედრო ძალების აღმშენებლობის, გამოყენებისა და მობილიზაციის გეგმებს, აგრეთვე ქვეყნის ეკონომიკის სამობილიზაციო გეგმებს; კ) ამტკიცებს ქვეყნის ტერიტორიის სამხედრო-ოპერატიულ გეგმებს; ლ) ამტკიცებს საქართველოს სამხედრო ძალების დისლოკაციის და სამხედრო ობიექტების განლაგების გეგმებს; მ) გასცემს ბრძანებებს სამხედრო ძალების მიერ საომარი მოქმედებების წარმოებაზე; ნ) ამტკიცებს იარაღისა და სამხედრო ტექნიკის განვითარების სახელმწიფო პროგრამებს; ო) იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ტერიტორიაზე მობილიზაციის გამოცხადების შესახებ; პ) ამტკიცებს საქართველოს სამოქალაქო თავდაცვის გეგმას. მუხლი 51. საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება თავდაცვის ორგანიზების საკითხებში 1. საქართველოს მთავრობა: ა) იღებს აუცილებელ ზომებს ქვეყნის თავდაცვისა და სახელმწიფო უშიშროების უზრუნველსაყოფად; ბ) უზრუნველყოფს საქართველოს სამხედრო ძალების ფინანსური საშუალებებით, საბრძოლო ტექნიკითა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვას; გ) უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებას; დ) უზრუნველყოფს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებების განხორციელებას; ე) ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით თავდაცვის სფეროში მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს. 2. შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებები ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საქართველოს ტერიტორიაზე მათ დაშვებას უზრუნველყოფენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. მუხლი 9. საქართველოს სამხედრო ძალების ხელმძღვანელობა და მართვა 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არის საქართველოს შეიარაღებული ძალების სახელმწიფო მართვის ორგანო და პასუხისმგებელია მათ მომზადებაზე, განვითარებაზე და მათთვის დაკისრებული თავდაცვითი ამოცანების შესრულებაზე. 2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასა და მართვაზე პასუხისმგებელია თავდაცვის მინისტრი, რომელიც არის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი და კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, სამინისტროს სამოქალაქო ოფისის მეშვეობით უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტით სამინისტროსთვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელებას. 3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის ფუნქციებია: ა) საქართველოს პარლამენტის მიერ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის განსაზღვრული პოლიტიკის განხორციელების მიზნით საქართველოს შეიარაღებული ძალების საერთო ხელმძღვანელობა; ბ) საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის წარმართვა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; გ) თავდაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მათ განუხრელ დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა; დ) საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლიტიკური ხელმძღვანელობის განხორციელება; ე) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შეიარაღებული ძალების მზაობის, განვითარებისა და სრულყოფისათვის აუცი-ლებელი პროგრამებისა და გეგმების შემუშავება; ვ) ქვეყნის მოკლე და გრძელვადიანი საგარეო საფრთხეების განსაზღვრა და შეიარაღებული ძალების მიერ შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების გეგმების შემუშავება; ზ) საქართველოს შეიარაღებული ძალების მზაობისათვის საჭირო მატერიალურ-ფინანსური პროექტების შემუშავების უზრუნველყოფა; თ) კომპეტენციის ფარგლებში თავდაცვის ბიუჯეტისა და მატერიალური ფასეულობების მიზნობრივ ხარჯვასა და გამოყენებაზე ზედამხედველობა; ი) თავდაცვის პოლიტიკის გეგმების შემუშავება და მათ განხორციელებაზე კონტროლის უზრუნველყოფა; კ) შესაბამისი ზომების მიღება შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობისა და მომზადებისათვის საჭირო სამხედრო-საბრძოლო აღჭურვილობით უზ-რუნველსაყოფად; ლ) ქვეყნის თავდაცვითი ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების განვითარების გეგმების შემუშავება; მ) ქვეყნის თავდაცვითი პოლიტიკის განხორციელებისათვის სამხედრო-პოლიტიკური განათლებისა და საკადრო პოლიტიკის პროგრამების შემუშავება-განხორციელების უზრუნველყოფა; ნ) საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გეგმებისა და სამხედრო სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავება; ო) სამინისტროს სადაზვერვო პოლიტიკის განსაზღვრა და მისი სამოქალაქო კონტროლის განხორციელება; პ) სამხედრო მოსამსახურეთა მიერ სამხედრო სამსახურის გავლის სახეების შემუშავება და მათ მიერ სამსახურის კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლაზე კონტროლის უზრუნველყოფა; ჟ) შეიარაღებული ძალების რეზერვის შექმნის პოლიტიკის განსაზღვრა; რ) სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების განმტკიცების მიზნით შეიარაღებული ძალებისა და საზოგადოების თანამშრომლობისათვის ხელის შეწყობა; ს) სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო, სოციალური უზრუნველყოფის ღონისძიებათა სისტემის განვითარება; ტ) სამხედრო მოსამსახურეთა გამაჯანსაღებელ-პროფილაქტიკური ცენტრების შექმნისა და განვითარებისათვის ხელის შეწყობა; უ) თავდაცვის რესურსების მართვის უზრუნველყოფა. 31. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს წარუდგენს ინფორმაციას განსახორციელებელი არასაიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000 (ორ მილიონ) ლარს, ხოლო შესასყიდი სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 4 000 000 (ოთხ მილიონ) ლარს, აგრეთვე წელიწადში არანაკლებ ერთხელ წარუდგენს მოხსენებას სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ. 4. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი (შემდგომში – გაერთიანებული შტაბი) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი და ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიულ მართვას. 5. გაერთიანებული შტაბის დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. 6. გაერთიანებულ შტაბს ხელმძღვანელობს გაერთიანებული შტაბის უფროსი, რომელიც არის საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო მრჩეველი და პასუხისმგებელია ამ მუხლის მე-7 პუნქტით გაერთიანებული შტაბისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელებაზე. 7. გაერთიანებული შტაბი: ა) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადებას, განვითარებას და მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას; ბ) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიულ და სამობილიზაციო მზადყოფნას; გ) საომარი მდგომარეობის დროს ახორციელებს სამხედრო ძალების მართვას; დ) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების მართვის სისტემის განვითარებას; ე) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვის მომზადების პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს კანონმდებლობის სრულყოფის საკითხებთან დაკავშირებით; ზ) ახორციელებს სამხედრო თანამშრომლობას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად; თ) შეიმუშავებს საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმებს; ი) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარუდგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების საბიუჯეტო მოთხოვნებს და რეკომენდაციებს თანხების განაწილების შესახებ; კ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარუდგენს მოთხოვნებს საქართველოს შეიარაღებული ძალების შეიარაღებით, სამხედრო ტექნიკითა და სხვა მატერიალური საშუალებებით უზრუნველყოფისათვის; ლ) ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის გამოყოფილი თანხების მიზნობრივ ხარჯვას; მ) განსაზღვრავს საქართველოს შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების, წვრთნისა და სწავლების გეგმებს; ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობას; ო) უზრუნველყოფს შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და სხვა მატერიალური საშუალებების საქართველოს შეიარაღებული ძალების სახეობებზე განაწილებას; პ) შეიმუშავებს სამობილიზაციო გეგმებს; ჟ) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების მზაობის, განვითარების სრულყოფისათვის აუცილებელი პროგრამებისა და გეგმების განხორციელებას; რ) ატარებს ღონისძიებებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული მოკლე და გრძელვადიანი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით; ს) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნასა და განვითარებას; ტ) უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეთა მიერ სამხედრო სამსახურის კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლას; უ) უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეთა შესაბამის სამხედრო ქვედანაყოფებში სამსახურისათვის განაწილებას; ფ) წარადგენს სამხედრო მოსამსახურეებს სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებში შესაბამისი განათლების მისაღებად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად; ქ) ადგენს სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით სამხედრო თანამდებობათა ნუსხას; ღ) აწესებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ყოველი სამხედრო თანამდებობისათვის; ყ) განსაზღვრავს სამხედრო-სარეზერვო სამსახურის გავლის დროსა და ადგილს; შ) ახორციელებს კანონმდებლობითა და გაერთიანებული შტაბის დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 8. საომარი მდგომარეობის გამოცხადების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია გადადის საქართველოს სამხედრო ძალების შემადგენლობაში. 9. სამხედრო ძალების სახეობები, სტრუქტურა და ხელმძღვანელობის წესი დადგენილია კანონით. 10. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო, სპეციალური წოდების მქონე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესი, მათი შრომის ანაზღაურების ოდენობები და პირობები, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.