„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ"
- „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „მობილიზაციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ" (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-01-29
ბიუროს ნომერი 127
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014,
სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს ცვლილება და 164-ე მუხლის
მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების
ორგანოებს უფლება აქვთ, სხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, სადაც განსახლებული
არიან ის იძულებით გადაადგილებული პირები – დევნილები, რომლებიც მუდმივად
ცხოვრობდნენ ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების
ტერიტორიებზე,
განახორციელონ
მათი
საკუთარი
და
დელეგირებული
უფლებამოსილებებით გათვალისწინებული მხოლოდ ის ღონისძიებები, რომლებიც
პირდაპირ უკავშირდება აღნიშნულ პირთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნებამდე
მათთვის დახმარების გაწევას და სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობების
გაუმჯობესებას, აგრეთვე „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონით, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონითა და „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონით სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებულ
უფლებამოსილებებს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
პროექტი წარმოადგენს „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ კანონპროექტს და მისი მიღების მიზანია
ადგილობრივი თვითთმართველობის კოდექსში „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის სახელწოდების შეცვლა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსის ტერმინოლოგიის შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის 164-ე მუხლის მე-3 პუნქტში და ნაცვლად
„სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა მიეთითება „სამხედრო
ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც ვრცელდება
კანონპროექტი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ იმ
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი
164.
ადგილობრივი
თვითმმართველობის
განხორციელება
საქართველოს
ოკუპირებულ ტერიტორიებზე
1. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტებში 2006 წლის
ადგილობრივი
თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი
ორგანოების
არჩევნების
შედეგად შექმნილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მათ შორის, გამგეობები
და
თვითმმართველი
ერთეულების
ტერიტორიული
ორგანოები,
უფლებამოსილებას
ახორციელებენ აღნიშნულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე და
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების ჩამოყალიბებამდე.
2. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ახალგორის, ერედვის, ქურთის,
თიღვისა
და
აჟარის
მუნიციპალიტეტების
უფლებამოსილებები,
მათი
ორგანოების
სტრუქტურა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ კანონით.
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილებები ამ მუხლის მე-3
პუნქტის
შესაბამისად
განისაზღვრება
მუნიციპალიტეტის
გამგეობის
დებულებით.
ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების საკრებულოებს არ
აქვთ უფლება, შექმნან თვითმმართველი ერთეულების ახალი ტერიტორიული ორგანოები,
ხოლო გამგებლებს – უფლება, დანიშნონ თავიანთი წარმომადგენლები.
3. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების ორგანოებს
უფლება აქვთ, სხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, სადაც განსახლებული არიან ის
იძულებით გადაადგილებული პირები – დევნილები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ
ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე,
განახორციელონ
მათი
საკუთარი
და
დელეგირებული
უფლებამოსილებებით
გათვალისწინებული მხოლოდ ის ღონისძიებები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება
აღნიშნულ პირთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნებამდე მათთვის დახმარების
გაწევას და სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, აგრეთვე
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „სამხედრო
ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „სამხედრო
სარეზერვო
სამსახურის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
სახელმწიფოს
მიერ
მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებულ უფლებამოსილებებს.
4. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების გამგებლების
თანამდებობებზე არჩევის და თანამდებობებიდან გადაყენების დროს გამოიყენება ამ კანონის
33-ე და 34-ე მუხლებით დადგენილი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის
თანამდებობაზე არჩევის და თანამდებობიდან გადაყენების წესები, თუ ამ მუხლით
განსხვავებული პროცედურები არ არის განსაზღვრული.
5. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების გამგებლის
თანამდებობაზე არჩევის ან თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება
შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით,
მაგრამ არანაკლებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის 1/3-ისა.
გამგებლობის კანდიდატი შეიძლება იყოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი,
გარდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირისა, ან საარჩევნო უფლების მქონე
საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს
მაინც და რომელიც არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად
ცხოვრობდა
საქართველოში
და
არის
შესაბამისი
მუნიციპალიტეტიდან
იძულებით
გადაადგილებული პირი – დევნილი.
51. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების საკრებულოს
სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის
უმრავლესობა.
მუნიციპალიტეტის
საკრებულო
გადაწყვეტილებას
იღებს
სხდომაზე
დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს
წევრთა სიითი შემადგენლობის 1/3-ისა.
6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, რომელიც არჩეულ იქნა მუნიციპალიტეტის
გამგებლად, უჩერდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება. აღნიშნულ პირს საკრებულოს
წევრის უფლებამოსილება აღუდგება გამგებლის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში,
შესაბამისი ფაქტის დადგომის მომდევნო დღიდან, რასაც მუნიციპალიტეტის საკრებულო
იღებს ცნობად და აფორმებს საოქმო ჩანაწერის სახით.
7. ამ მუხლის ამოქმედებიდან მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია აირჩიოს
ახალი გამგებელი. სხვა შემთხვევაში მუნიციპალიტეტის შესაბამის თანამდებობის პირს
უფლებამოსილება უგრძელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადით ან ამ
მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის გამგებლის არჩევამდე.
8. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების გამგებლების
მიმართ არ გამოიყენება ამ კანონის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი. (გავრცელდეს 2014 წლის 3
ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)
9. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების საკრებულოზე არ
ვრცელდება ამ კანონის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული
მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი.
10. ამ მუხლით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტებისათვის ამ კანონის 94-ე მუხლით
გათვალისწინებული
გათანაბრებითი
ტრანსფერი
შესაძლებელია
განსხვავებული წესით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით.
განისაზღვროს