„მობილიზაციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.01.2018
ავტორი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/167/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 92 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-01-29
ბიუროს ნომერი 127

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მობილიზაციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-6 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში აცხადებს მობილიზაციას;“; ბ) „გ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 2. მე-8 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში ორგანიზებას უწევენ დადგენილი წესით სამხედრო სამსახურში გამოძახებას, მოქალაქეთათვის შეტყობინებას და მათ გამოცხადებას შემკრებ პუნქტებში, აგრეთვე სამობილიზაციო გეგმებით გათვალისწინებული მისაწოდებელი ტექნიკის, შენობა-ნაგებობების, კომუნიკაციების, მიწის ნაკვეთების, სატრანსპორტო საშუალებების, სხვა სამობილიზაციო რეზერვებისა და მატერიალურ ფასეულობათა გადაცემას საქართველოს პრეზიდენტის ან/და საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;“. 3. მე-9 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) უზრუნველყონ სამობილიზაციო გეგმებით გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებათა მიწოდება ტექნიკის შემკრებ პუნქტებში ან სამხედრო ნაწილებში;“; ბ) პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მუნიციპალიტეტის, ხოლო ქ. თბილისში - რაიონის გამგეობის შესაბამისი სამსახურის გამოძახებით გამოცხადნენ და მიიღონ განსაზღვრული დავალება მობილიზაციის დროს; ბ) შეასრულონ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურიდან მიღებული, სამობილიზაციო უწყებით განსაზღვრული მოთხოვნები;”. 5. მე-5 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მობილიზაციის დროს სამობილიზაციო რეზერვში მყოფ მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევა“. 6. მე-16 და მე-17 მუხლები ამოღებულ იქნეს. 7. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18. მობილიზაციის დროს რეზერვში მყოფ მოქალაქეთა სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის ორგანიზება სამობილიზაციო სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩასარიცხი პირების დაკომპლექტების, გაწვევის და სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურისაგან მათი გათავისუფლების/გადავადების (დაჯავშნა) წესი და პირობები, აგრეთვე სამობილიზაციო სამხედრო სარეზერვო სამსახურის ვადა განისაზღვრება „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.“. 8. მე-19 მუხლი ამოღებულ იქნეს. 9. VI თავი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავება, რომელიც ახლებურად არეგულირებს მობილიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ და „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე ისე დარეგულირდეს მობილიზაციასთან დაკავშირებული საკითხები, რომ არ მოხდეს აღნიშნულ კანონებში დებულებათა დუბლირება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში პრეზიდენტს აღარ ექნება აღნიშნული გადაწყვეტილების პარლამენტში დასამტკიცებლად შეტანის უფლებამოსილება, ასევე მობილიზაციისთვის მზადყოფნისა და მობილიზაციის სფეროში ნორმატიული აქტების გამოცემის უფლებამოსილება, აღნიშნული ცვლილებების მიზანია კონსტიტუციის მოქმედ რედაქციასთან კანონის შესაბამისობაში მოყვანა. პროექტის თანახმად, პრეზიდენტის უფლებამოსილება აღარ იქნება მობილიზაციისთვის მზადყოფნის და მობილიზაციის მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა, რადგან აღნიშნული გათვალისწინებულია კანონით და მათი დამატებითი განსაზღვრის საჭიროება არ არსებობს. აღნიშნული ნორმა აისახება „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში და იქნება საქართველოს მთავრობის კომპეტენცია. კანონპროექტის მიხედვით მობილიზაციის დროს სამხედრო ძალებში გაწვევის გადავადება და გაწვევის გადავადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შეჩერება აღარ განეკუთვნება პრეზიდენტის უფლებამოსილებას, რადგან აღნიშნული საკითხები ახლებურადაა დარეგულირებული „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტში. ტექნიკურად სწორდება მე-8 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში ხდება სამხედრო სამსახურში მოქალაქეთა გამოძახება და არა გაწვევა. აღნიშნული გამომდინარეობს „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტიდან, რომელმაც განსაზღვრა ახალი ტერმინი - მოქალაქეთა გამოძახება. კანონპროექტის მიხედვით კანონიდან ამოღებული იქნება სიტყვები „სამხედრო კომისარიატი“, ვინაიდან, მსგავსი სტრუქტურა აღარ ფუნქციონირებს და მათ ნაცვლად შესაბამის ფუნქციას ახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის სათანადო ორგანოები. ცვლილებები ეხება, ასევე, მე-10 მუხლს, რომლითაც გათვალისწინებულია მობილიზაციის დროს მუნიციპალიტეტში/გამგეობაში მოქალაქეთა გამოცხადების და განსაზღვრული დავალების მიღების მოვალეობები. მოქალაქეთა გამოძახებას აღარ განახორციელებს თავდაცვის სამინისტროს სამობილიზაციო განყოფილება, გამომდინარე იქიდან, რომ დღესდღეობით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში არ არსებობს აღნიშნული დანაყოფი. ამავდროულად „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების პროექტები მუნიციპალიტეტებს/გამგეობას ანიჭებენ აღნიშნულ უფლებამოსილებებს. პროექტის თანახმად „მობილიზაციის შესახებ“ კანონიდან ხდება ისეთი საკითხების ამოღება, რომლებსაც „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონი არეგულირებს, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი საკითხების დუბლირება, მაგალითად:  რეზერვისტთა დაჯავშნა სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ;  მობილიზაციის დროს რეზერვში მყოფ მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევა;  მობილიზაციის დროს სამხედრო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის ვადა;  მობილიზაციის გამოცხადების დროს სამობილიზაციო სამხედრო სარეზერვო სამსახურში აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის წესი;  რეზერვში მყოფ მოქალაქეთა დაჯავშნა. პროექტის მიხედვით მე-18 მუხლი (მობილიზაციის დროს რეზერვში მყოფ მოქალაქეთა სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის ორგანიზება) ახლებურად ყალიბდება, კერძოდ მითითება კეთდება „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლითაც დარეგულირდება სამობილიზაციო სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩასარიცხი პირების დაკომპლექტების, გაწვევის და სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურისგან მათი გათავისუფლების/გადავადების (დაჯავშნა) წესი და პირობები, აგრეთვე სამობილიზაციო სამხედრო სარეზერვო სამსახურის ვადა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც ვრცელდება კანონპროექტი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება რაიმე გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 6. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებანი საქართველოს პრეზიდენტი: ა) საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში აცხადებს საერთო ან ნაწილობრივ მობილიზაციას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეს გადაწყვეტილება შეაქვს საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად; ბ) საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში გამოსცემს განკარგულებას სამობილიზაციო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობათა გაცემის შესახებ; გ) გამოსცემს ნორმატიულ აქტებს მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის სფეროში; დ) უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების, დაწესებულებების კოორდინირებულ მოქმედებას მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის სფეროში; ე) განსაზღვრავს მობილიზაციისათვის მზადყოფნის და მობილიზაციის მიზნებსა და ამოცანებს; ვ) (ამოღებულია - 27.09.2013, №1389); ზ) უფლებამოსილია მობილიზაციის დროს სამხედრო ძალებში გაწვევა გადაუვადოს მოქალაქეებს, აგრეთვე შეაჩეროს მათი გაწვევის გადავადების შესახებ უკვე მიღებული გადაწყვეტილება. მუხლი 8. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებანი და ფუნქციები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიანთ უფლებამოსილებათა ფარგლებში, ამ კანონის მე-7 მუხლის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებში მოცემული ფუნქციების შესრულების გარდა: ა) ორგანიზებას უწევენ და უზრუნველყოფენ სამობილიზაციო მომზადებასა და საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფენ ამ კანონის, აგრეთვე სამობილიზაციო მომზადებისა და მობილიზაციის სფეროში საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების სხვა აქტების შესრულებას; გ) ამუშავებენ ადგილობრივ სამუშაო გეგმებს; დ) ახორციელებენ ეკონომიკის სამობილიზაციო მომზადების ღონისძიებებს; ე) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან შეთანხმებით ახორციელებენ ღონისძიებებს სამობილიზაციო გეგმების შესრულების უზრუნველსაყოფად; ვ) საწარმოებთან შესრულების, დებენ ძალებისა ხელშეკრულებებს და საშუალებათა პროდუქციის გამოყოფის მიწოდების, შესახებ და სამუშაოების სამობილიზაციო მომზადებისა და მობილიზაციის ღონისძიებების განსახორციელებლად მომსახურების გაწევაზე; ზ) მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში ორგანიზებას უწევენ დადგენილი წესით სამხედრო სამსახურში გაწვევას, მოქალაქეთათვის შეტყობინებას და მათ გამოცხადებას შემკრებ პუნქტებში ან სამხედრო ნაწილებში, აგრეთვე სამობილიზაციო გეგმებით გათვალისწინებული მისაწოდებელი ტექნიკის, შენობა-ნაგებობების, კომუნიკაციების, მიწის ნაკვეთების, სატრანსპორტო საშუალებების, სხვა სამობილიზაციო რეზერვებისა და მატერიალურ ფასეულობათა გადაცემას საქართველოს პრეზიდენტის ან/და საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად; თ) აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებებს წარუდგენენ წინადადებებს სამობილიზაციო მომზადებისა და მობილიზაციის განხორციელების სრულყოფის საკითხებზე. მუხლი 9. სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოვალეობანი 1. სახელმწიფო საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები ამ კანონის მე-7 მუხლის „ ა“– „ დ“ ქვეპუნქტებში მოცემული ფუნქციების გარდა მოვალენი არიან: ა) ორგანიზაცია გაუწიონ და განახორციელონ სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფის ღონისძიებები; ბ) მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის დროს დანიშნონ ცალკეული მუშაკები სამობილიზაციო ამოცანების შესასრულებლად; გ) დაამუშაონ მობილიზაციის გეგმები თავიანთ უფლებამოსილებათა ფარგლებში; დ) მობილიზაციის დროისათვის განახორციელონ ღონისძიებანი წარმოების მოსამზადებლად სამობილიზაციო დავალებების (შეკვეთების) შესრულებისათვის; ე) შეასრულონ სამობილიზაციო დავალებები (შეკვეთები), რომლებიც მიღებული აქვთ მათ მობილიზაციისათვის მზადყოფნის და მობილიზაციის უზრუნველყოფის მიზნით; ვ) მობილიზაციის გამოცხადებისას განახორციელონ ღონისძიებები საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს წარმოების მუშაობის შესაბამის რეჟიმზე გადასაყვანად; ზ) უზრუნველყონ სამობილიზაციო გეგმებით გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებათა მიწოდება სამხედრო კომისარიატების ტექნიკის შემკრებ პუნქტებში ან სამხედრო ნაწილებში; თ) გადასცენ სამობილიზაციო გეგმებით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობები, კომუნიკაციები, მიწის ნაკვეთები, სატრანსპორტო და სხვა სამობილიზაციო რეზერვების მატერიალური ფასეულობები შესაბამის დაწესებულებებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით; ი) უზრუნველყონ სახელმწიფო საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში მომუშავე რეზერვისტთა დაჯავშნა და დაჯავშნის შესახებ ანგარიშგების წარდგენა ადგილობრივ სამხედრო კომისარიატებში. 2. კერძო სამართლის იურიდიული და ფიზიკური პირები, როგორც წესი, ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებენ სამობილიზაციო დავალებებს (შეკვეთებს), ზიანის მიყენების შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ მისი შემდგომი ანაზღაურების პირობით. მუხლი 10. მოქალაქეთა მოვალეობანი 1. მოქალაქეები მოვალენი არიან: ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამობილიზაციო განყოფილების გამოძახებით გამოცხადნენ და მიიღონ განსაზღვრული დავალება მობილიზაციის დროს; ბ)შეასრულონსაქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამობილიზაციო განყოფილებიდან მი ღებული, სამობილიზაციო უწყებით განსაზღვრული მოთხოვნები; გ) მობილიზაციის საჭიროებისათვის დროს გადასცენ სახელმწიფოს თავდაცვისა და ქონება, შემდგომი სათანადო ანაზღაურებით, უშიშროების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. მობილიზაციისა და ომის დროს მოქალაქენი დადგენილი წესით შეიძლება ჩაბმულ იქნენ სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების საჭიროებისათვის წარმოებულ სამუშაოთა შესრულებაში. 3. მოქალაქეებს მობილიზაციისათვის მზადყოფნის და მობილიზაციის დროის მოთხოვნათა შეუსრულებლობისათვის ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი V. მობილიზაციის დროს რეზერვში მყოფ მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევა მუხლი 16. მობილიზაციის დროს რეზერვში მყოფ მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევა 1. მობილიზაციის დროს სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებიან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ჩარიცხული მოქალაქენი. 2. საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვის დაკომპლექტების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 17. მობილიზაციის დროს სამხედრო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის ვადა და საქართველოს სამხედრო ძალების სამობილიზაციო გეგმა მობილიზაციის დროს სამხედრო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის ვადა განისაზღვრება საქართველოს სამხედრო ძალების სამობილიზაციო გეგმით, რომელსაც ბრძანებულებით განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი. მუხლი 18. მობილიზაციის დროს რეზერვში მყოფ მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება 1. საქართველოს სამხედრო ძალების საომარ ან/და საგანგებო მდგომარეობაზე დროულად გადაყვანის მიზნით, რეზერვში ჩარიცხული მოქალაქეები წინასწარ მიეწერებიან სამხედრო ნაწილებს მობილიზაციის დროს საშტატო განრიგის მიხედვით სამხედრო თანამდებობებზე სამსახურის გასავლელად. 2. მობილიზაციის დროს საშტატო განრიგის მიხედვით რეზერვისტთა სამხედრო ნაწილებზე წინასწარი მიწერის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 19. სამხედრო სამსახურში მობილიზაციით გასაწვევ რეზერვში მყოფ მოქალაქეთა მოვალეობანი 1. მობილიზაციის გამოცხადებისას სამხედრო სამსახურში გასაწვევი რეზერვში მყოფი მოქალაქეები ვალდებულნი არიან გამოცხადნენ შემკრებ პუნქტში რაიონის, ქალაქის სამხედრო კომისარიატების მიერ გამოგზავნილ სამობილიზაციო უწყებით ნაჩვენებ დროს. 2. სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ მოქალაქეებს ეკრძალებათ მობილიზაციის გამოცხადების მომენტიდან რაიონის, ქალაქის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამობილიზაციო განყოფილების ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილიდან გასვლა, თუ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით შეზღუდულია საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები. თავი VI. რეზერვში მყოფ მოქალაქეთა დაჯავშნა მუხლი 20. მოქალაქეთა დაჯავშნა 1. დაჯავშნას დაქვემდებარებული მოქალაქეები საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს თავისუფლდებიან სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან. 2. მოქალაქეთა დაჯავშნას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკის , მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან შექმნილი საქართველოს ეკონომიკისათვის მუშახელის დაჯავშნის სახელმწიფო კომისია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. რეზერვში მყოფი მოქალაქეები, გარდა პირველი თანრიგის რეზერვისტებისა, იჯავშნებიან საქართველოს დაწესებულებების, ეკონომიკის მდგომარეობის ადგილობრივი გათვალისწინებით, თვითმმართველობის ორგანოების, სამთავრობო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალური საქმიანობის შენარჩუნების მიზნით.