„არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.01.2018
ავტორი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/167/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-01-29
ბიუროს ნომერი 127

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 32) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18. სამსახური რეზერვში 1. მოქალაქე, რომელმაც მოიხადა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური, სამსახურის რეზერვში ირიცხება 60 წლის ასაკამდე. 2. მოქალაქე, რომელმაც მოიხადა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური და ჩარიცხულია სამსახურის რეზერვში, შეიძლება გაიწვიონ ბუნებრივ და ტექნოგენურ მდგომარეობაზე რეაგირებისათვის, ასევე მობილიზაციის დროს არასაბრძოლო მიზნებისთვის. 3. სამსახურის რეზერვში ჩარიცხული პირის (რეზერვისტი) აღრიცხვის, გაწვევის, გამოძახების და სარეზერვო სამსახურის გავლის წესი და პირობები განისაზღვრება „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამობილიზაციო რეზერვისთვის დადგენილი წესით. აღნიშნული პირები არ ექვემდებარებიან საბრძოლო მომზადების გავლას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვში ჩარიცხული პირის (რეზერვისტი) აღრიცხვის, გაწვევის, გამოძახების და სარეზერვო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების დარეგულირება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული დებულებები, რომლებიც ეხება რეზერვისტთა აღრიცხვას, გამოძახებას და სხვა ორგანიზაციულ საკითხებს, აგრეთვე გავრცელდეს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვში ჩარიცხულ პირებზე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიხედვით, სამობილიზაციო რეზერვში პირი იმყოფება 60 წლის ასაკამდე. სარეზერვო სისტემის ერთიანობისა და გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვში ჩარიცხული პირის რეზერვში ყოფნის ასაკიც განისაზღვროს 60 წლამდე, ნაცვლად დღეს არსებული 50 წლისა. აღნიშნულის გათვალისწინებით კანონის მე-18 მუხლში რეზერვის ყოფნის ასაკი 50 წლის ნაცვლად განისაზღვრა 60 წლით. დაკონკრეტდა და ტერმინოლოგიური ცვლილება განიცადა კანონის მე-18 მუხლის მე2 პუნქტმა, სადაც მკაფიოდ განისაზღვრა ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვის გაწვევის და გამოყენების შემთხვევები, მათ შორის ტერმინების „სტიქიური უბედურებების და ავარიების“ ნაცვლად მიეთითა კანომდებლობაში არსებული ტერმინები „ბუნებრივი და ტექნოგენური მდგომარეობა“. ამასთან, მოქმედი კანონისგან განსხვავებით, წარმოდგენილი ცვლილების პროექტში პირდაპირ მიეთითა, რომ მობილიზაციის დროს ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვისტის გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ არასაბრძოლო მიზნებისთვის. კანონის მე-18 მუხლს ემატება მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის შემდეგ რეზერვში მყოფი პირის აღრიცხვისა და რეზერვის გავლის წესი განისაზღვრება „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. ვინაიდან, მოქმედ რედაქციაში არ არსებობდა დათქმა, სადაც მითითებული იქნებოდა თუ რომელი მარეგულირებელი ნორმები გავრცელდებოდა აღნიშნული კანონით განსაზღვრულ პირებზე. პრაქტიკულად, მოქმედი კანონი არ ითვალისწინებდა ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვისტის გაწვევის და გამოყენების მექანიზმებს. ამასთან, მკაფიოდ იქნა განსაზღვრული, რომ აღნიშნული პირები არ დაექვემდებარებიან საბრძოლო მომზადების გავლას.“. აღნიშნული სამსახურის ცვლილება გამოიწვევს „არასამხედრო ალტერნატიული შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირთა შრომითი სამხედრო ძალების რეზერვში აღრიცხვისა და სარეზერვო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას და სამხედრო ძალების რეზერვის მართვის ეფექტიანი და მოქნილი სისტემის ჩამოყალიბებას, ასევე, სამობილიზაციო რესურსის ოპტიმალური გამოყენებას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც ვრცელდება კანონპროექტი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება რაიმე გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 18. სამსახური რეზერვში 1. მოქალაქე, რომელმაც მოიხადა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური, რეზერვში ირიცხება 50 წლის ასაკამდე. 2. მოქალაქე, რომელმაც მოიხადა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური და ჩარიცხულია რეზერვში, შეიძლება გაიწვიონ სტიქიური უბედურებების და ავარიების შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოებზე, ასევე მობილიზაციის ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს. გაწვევის ვადა განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტით.