„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ"
- „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „მობილიზაციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-01-29
ბიუროს ნომერი 127
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს
სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და
კოდექსის 285-ე და 286-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 285. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების
გადადება
1.
იმ გარემოებათა არსებობისას, რომელთა გამო ადმინისტრაციული პატიმრობის,
გამასწორებელი
სამუშაოების
ან
ჯარიმის
სახით
(გარდა
ჯარიმის
გადახდევინებისა
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადგილზე) ადმინისტრაციული სახდელის დადების
შესახებ დადგენილების დაუყოვნებლივ აღსრულება შეუძლებელია, დადგენილების გამომტან
ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია დადგენილების აღსრულების გადადება ერთ თვემდე
ვადით.
2. საომარი მდგომარეობის დროს ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებული სამხედრო
მოსამსახურის და სარეზერვო სამსახურში გამოძახებული პირის ადმინისტრაციული პატიმრობის
აღსრულების გადავადება მოხდება საომარი მდგომარეობის დასრულებამდე. აღნიშნული პირის
სამხედრო ან სარეზერვო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ
ეცნობება შესაბამის სახელმწიფო ორგანოს, რომელიც აღასრულებს ადმინისტრაციული პატიმრობის
შესახებ მიღებულ დადგენილებას.
მუხლი 286. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების
შეწყვეტა
ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამომტანი ორგანო
(თანამდებობის პირი) დადგენილების აღსრულებას შეწყვეტს შემდეგ შემთხვევებში:
ა) ამნისტიის აქტის გამოყენებისას, თუ ის აუქმებს ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებას;
ბ) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი აქტის გაუქმებისას;
გ) საომარი მდგომარეობის დროს ჩადენილი ქმედებისათვის, სამხედრო მოსამსახურის ან
სარეზერვო სამსახურში გამოძახებული პირის მიმართ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი ან/და
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით დაჯილდოების შემთხვევაში მხოლოდ ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებისას;
დ) იმ პირის გარდაცვალებისას, რომლის მიმართ იყო გამოტანილი დადგენილება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დროს, კერძოდ კი საომარი
მდგომარეობისას
საკუთარი
მოქალაქეობრივი
ვალის
მოხდის
შესაძლებლობის
მიცემა
იმ
პირისათვის, რომელიც იმყოფება ადმინისტრაციულ პატიმრობაში.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიღების
მიზეზს
წარმოადგენს
საომარი
მდგომარეობის
დროს
სამხედრო
მოსამსახურის ან სარეზერვო სამსახურში გამოძახებული პირის მიმართ ადმინისტრაციული
პატიმრობის აღსრულების გადავადება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის მიხედვით
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 285-ე მუხლს
ემატება მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც საომარი მდგომარეობის დროს ადმინისტრაციულ
პატიმრობაში
მყოფ
პირს
ექნება
შესაძლებლობა
ქვეყნის
წინაშე
მოიხადოს
საკუთარი
მოქალაქეობრივი ვალი.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა თავისი ბუნებიდან გამომდინარე განსხვავდება
სისხლის სამართლის დანაშაულისგან, შესაბამისად ნაკლები საშიშროებიდან და სიმძიმიდან
გამომდინარე
დასაშვებია
ადმინისტრაციული
პატიმრობის
აღსრულების
გადავადება,
განსაკუთრებით კი ისეთ შემთხვევაში, როდესაც სასწორის ერთ პირზე ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანი მოვალეობა დევს.
ამდენად, საომარი მდგომარეობის დროს ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი სამხედრო
მოსამსახურე შესაძლებელი იქნება დაუბრუნდეს თავის დისლოკაციის ადგილს, ხოლო რეზერვში
მყოფი პირი გამოძახებულ იქნეს სარეზერვო სამსახურში.
ამასთან, კოდექსის 286-ე მუხლს ემატება ქვეპუნქტი, რომელიც დამატებით განსაზღვრავს იმ
შემთხვევას, როდესაც შესაძლებელი იქნება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ
დადგენილების აღსრულების შეწყვეტა. კერძოდ, ეს შემთხვევა იქნება საომარი მდგომარეობის დროს
ჩადენილი ქმედებისათვის, სამხედრო მოსამსახურის ან სარეზერვო სამსახურში გამოძახებული
პირის მიმართ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი ან/და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
უწყებრივი მედლით დაჯილდოება. ნიშნადობლივია, რომ მოცემულ შემთხვევაში დაკისრებული
სახდელისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს ისევ ადმინისტრაციული
პატიმრობის შემფარდებელი ორგანო - სასამართლო.
286-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, ვინაიდან მუხლის ქვეპუნქტები არ იყო
დანომრილი ანბანურად.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც ვრცელდება
კანონპროექტი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა
და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები,
რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ იმ მუხლის
(მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 285. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების
გადადება
იმ გარემოებათა არსებობისას, რომელთა გამო ადმინისტრაციული პატიმრობის,
გამასწორებელი სამუშაოების ან ჯარიმის სახით (გარდა ჯარიმის გადახდევინებისა
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადგილზე) ადმინისტრაციული სახდელის დადების
შესახებ დადგენილების დაუყოვნებლივ აღსრულება შეუძლებელია, დადგენილების გამომტან
ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია დადგენილების აღსრულების გადადება ერთ თვემდე
ვადით.
მუხლი 286. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების
შეწყვეტა
ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამომტანი ორგანო
(თანამდებობის პირი) დადგენილების აღსრულებას შეწყვეტს შემდეგ შემთხვევებში:
1) ამნისტიის აქტის გამოყენებისას, თუ ის აუქმებს ადმინისტრაციული სახდელის
გამოყენებას;
2) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი აქტის გაუქმებისას;
3) იმ პირის გარდაცვალებისას, რომლის მიმართ იყო გამოტანილი დადგენილება.