„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ"
- „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „მობილიზაციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 92 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-01-29
ბიუროს ნომერი 127
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
(პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1
1. მე-2 მუხლს დაემატოს 2 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
1
,,2 . რეზერვისტები იყოფიან აქტიურ და სამობილიზაციო რეზერვისტებად.“.
1
2. მე-2 მუხლის 3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1
,,3 .
წვევამდელს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სახელმწიფო
სპეციალური წოდებით 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო
სამსახურის მოხდად. აღნიშნული პირი საქართველოს სამხედრო ძალების სამობილიზაციო
რეზერვში (შემდგომ - სამხედრო ძალების რეზერვი) ჩაირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით.“.
3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის შესაბამისი თანამდებობის პირი ვალდებულია
შეატყობინოს პირს (წვევამდელს, სამობილიზაციო რეზერვისტს (შემდგომ - რეზერვისტი))
მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულში მისი გამოძახების შესახებ. სახელმწიფო
უწყება/დამსაქმებელი ვალდებულია მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის შესაბამისი
თანამდებობის პირის შეტყობინება მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულში პირის
(წვევამდელის,
რეზერვისტის) გამოძახების შესახებ დაუყოვნებლივ გადასცეს მის
თანამშრომელს.”.
4. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. რეზერვისტის სამხედრო აღრიცხვა ხორციელდება „სამხედრო ძალების რეზერვისა და
სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
5. მე-13 მუხლს დაემატოს მე-21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„პირი, რომელიც 27 წლის ასაკის მიღწევამდე „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო
სარეზერვო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“
ქვეპუქნტის საფუძვლზე საკუთარი სურვილით ჩაირიცხა სამობილიზაციო რეზერვში, არ იხსნება
ამ კანონით დადგენილი წესით წვევამდელის აღრიცხვისაგან და სამხედრო სამსახურში
გაწვევისაგან განთავისუფლების ან გაწვევის გადავადების უფლებით სარგებლობის შეწყვეტის
შემთხვევაში დაექვემდებარება სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას.“.
1
6. კანონს დაემატოს 30 მუხლი შემდეგი რედაქციით:
1
,,მუხლი 30 . სარეზერვო სამხედრო სამსახურისაგან განთავისუფლება და სარეზერვო
სამხედრო სამსახურის გავლის გადავადება
სარეზერვო სამხედრო სამსახურისგან განთავისუფლებისა და სარეზერვო სამხედრო
სამსახურის გავლის გადავადების საკითხები რეგულირდება „სამხედრო ძალების რეზერვისა და
სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.
7. 35-ე მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,4. სარეზერვო სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკი განისაზღვრება „სამხედრო ძალების
რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.
8. 45-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. სამხედრო მოსამსახურეებს და სამხედრო შეკრებაზე გაწვეულ რეზერვისტებს სამხედრო
დისციპლინის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამხედრო სადისციპლინო
წესდების თანახმად, ხოლო დანაშაულის ჩადენისათვის - კანონმდებლობის შესაბამისად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი წარმოადგენს „სამხედრო ძალების
რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის
თანმდევ კანონპროექტს. „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიხედვით სამხედრო სარეზერვო სამსახური იყოფა ორ
კატეგორიად: აქტიურ სარეზერვო სამსახურად და სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურად.
აქტიურ რეზერვში ჩარიცხული პირების აღრიცხვას ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული
ძალების გენერალური შტაბი, სამხედრო ძალების მოსამსახურეთა აღრიცხვისათვის დადგენილი
წესის შესაბამისად, ხოლო სამობილიზაციო რეზერვისტების აღრიცხვას ახორციელებს
მუნიციპალიტეტის მერიის/თბილისის რაიონის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული
საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ხდება
ტერმინთა დაზუსტება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ტერმინოლოგიის შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის
მე-2
მუხლს
ემატება
2
1
პუნქტი,
რომლითაც
განისაზღვრება,
რეზერვისტების ორი სახე: აქტიური და სამობილიზაციო.
პროექტით განისაზღვრა, რომ სამხედრო ძალების რეზერვში „სამხედრო ვალდებულებისა და
სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის მოიაზრება საქართველოს
სამხედრო ძალების სამობილიზაციო რეზერვი.
პროექტით დაზუსტდა „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული ტერმინი ,,რეზერვისტი“, რომელშიც ამ კანონის
მიზნებისათვის მოიაზრება სამობილიზაციო რეზერვისტი.
პროექტით გათვალისწინებულია, რომ რეზერვისტის სამხედრო აღრიცხვა, სარეზერვო
სამხედრო სამსახურისგან განთავისუფლებისა და სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის
გადავადების საკითხები და სარეზერვო სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკი, განისაზღვრება
„სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონის მიხედვით. კანონპროექტის შესაბამისად, 45-ე მუხლის მე-4 პუნქტი გასწორდა ტექნიკური
თვალსაზრისით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც ვრცელდება
კანონპროექტი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის
(მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით
შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 2. სამხედრო სამსახურის სახეები
1. სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის
სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. სამხედრო სავალდებულო სამსახური შეიძლება მოხდილ
იქნეს საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც.
სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსახდელად საკონტრაქტო სამსახურის ვადა სახელმწიფო
დაცვის სპეციალური სამსახურისათვის და საქართველოს დაზვერვის სამსახურისათვის, აგრეთვე
სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა და საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო
სამსახურის ვადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის, საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურისათვის და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროსათვის განისაზღვრება ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით.
საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში
ჩარიცხვისათვის სამხედრო მოსამსახურემ უნდა ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდები.
საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს
თავდაცვის მინისტრისა და შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელის ნორმატიული
აქტით.
1 1. წვევამდელი, რომელიც გამოთქვამს სურვილს, სამხედრო ვალდებულება მოიხადოს
საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახით, საკონტრაქტო (პროფესიულ)
სამხედრო სამსახურში ჩაირიცხება შესაბამისი შერჩევისა და მოთხოვნების დაკმაყოფილების
შემდეგ.
12. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამხედრო ვალდებულებას იხდის საკონტრაქტო
(პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახით, თავისი ინიციატივით, თვითნებურად ან
ბრალეულობით კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, დაექვემდებარება ამ კანონით სამხედრო
სავალდებულო სამსახურისათვის დადგენილი ვადით სამხედრო სავალდებულო სამსახურის
გავლას, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
13. კადრის სამხედრო მოსამსახურეს, განსაკუთრებული პრივილეგიებისა და შეღავათების
დაწესების მიზნით, სამხედრო სამსახურის გასავლელად შესაძლებელია გაუფორმდეს კონტრაქტი.
14. ამ მუხლით გათვალისწინებული საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის
გასავლელად კონტრაქტის ფორმას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
1 5. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული
კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური
პასუხისმგებლობის დაკისრების, ფინანსური პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების, მისი
გადავადების ან შემცირების საფუძვლები და წესი განისაზღვრება სამხედრო სამსახურის გავლის
შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
2. სამხედრო სამსახურში მყოფნი იწოდებიან სამხედრო მოსამსახურეებად, ხოლო რეზერვში
მყოფნი - რეზერვისტებად.
3. (ამოღებულია - 04.10.2013, №1445).
3 1. წვევამდელს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სახელმწიფო სპეციალური
წოდებით 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის
მოხდად. აღნიშნული პირი საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ჩაირიცხება რიგითის
სამხედრო წოდებით.
3 2. წვევამდელს საქართველოს დაზვერვის სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდებით
4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად.
აღნიშნული პირი საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ჩაირიცხება რიგითის სამხედრო
წოდებით.
4. (ამოღებულია - 01.05.2015, №3547).
5. საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის მოსამსახურეს (გარდა საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურისა), რომელსაც სამსახური ეთვლება სამხედრო
სავალდებულო სამსახურის მოხდად, სამსახურიდან დათხოვნისას რიგითის სამხედრო წოდება
მიენიჭება შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ბრძანებით და იგი ჩაირიცხება სამხედრო ძალების
რეზერვში.
მუხლი 6. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს და მუნიციპალიტეტის თანამდებობის
პირების ვალდებულებანი მოქალაქის მიერ სამხედრო ვალდებულების შესრულებასთან
დაკავშირებით
1. მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის შესაბამისი თანამდებობის პირი ვალდებულია
შეატყობინოს პირს (წვევამდელს, რეზერვისტს) მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულში
მისი
გამოძახების
შესახებ.
სახელმწიფო
უწყება/დამსაქმებელი
ვალდებულია
მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის შესაბამისი თანამდებობის პირის შეტყობინება
მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულში პირის (წვევამდელის, რეზერვისტის) გამოძახების
შესახებ დაუყოვნებლივ გადასცეს მის თანამშრომელს.
წვევამდელის
სამხედრო
სავალდებულო
სამსახურში
გაწვევის
შესახებ
1 1.
გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის უფლებამოსილი
თანამდებობის პირი მას აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან ერთად აცნობებს ამ კანონის 30-ე
მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობის
შესაძლებლობის შესახებ.
2. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს და მუნიციპალიტეტის შესაბამისი თანამდებობის
პირები ვალდებული არიან, სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის
წარდგენის გარეშე არ მიიღონ სამხედროვალდებული სამუშაოზე ან არ ჩარიცხონ სასწავლებელში.
3. (ამოღებულია).
4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მის სისტემაში არსებული უწყებები
ვალდებული არიან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში:
ა) შესაბამის მუნიციპალიტეტს/თბილისის რაიონს 10 დღის ვადაში აცნობონ სამხედრო
აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელ დოკუმენტში შესატანი მონაცემები იმ მოქალაქის
(წვევამდელის, რეზერვისტის) შესახებ, რომელიც ვალდებულია იმყოფებოდეს, მაგრამ არ იმყოფება
სამხედრო აღრიცხვაზე;
ბ) მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) რეგისტრაციაში გატარებიდან ან
რეგისტრაციიდან მოხსნიდან 10 დღის ვადაში აცნობონ შესაბამის მუნიციპალიტეტს/თბილისის
რაიონს მისი რეგისტრაციაში გატარების ან რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი და ახალი
მისამართი.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოს
ტერიტორიული
სამსახურები
ვალდებული
არიან,
შესაბამის
მუნიციპალიტეტს/თბილისის რაიონს 10 დღის ვადაში აცნობონ მოქალაქეობრივი მდგომარეობის
აქტში შეტანილი ცვლილების შესახებ.
6.
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტრო
ვალდებულია
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში აწარმოოს ძებნა და კანონიერი საფუძვლის არსებობისას
დააკავოს ის მოქალაქე, რომელიც თავს არიდებს სამხედრო სამსახურში გაწვევას ანდა სამხედრო
სამსახურის გავლას.
7. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი
ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში აწარმოოს ძებნა და
კანონიერი საფუძვლის არსებობისას დააკავოს ის მოქალაქე, რომელიც თავს არიდებს სამხედრო
სარეზერვო სამსახურში გამოცხადებას ანდა სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლას.
8. გამოძიების ორგანოები ვალდებული არიან, შესაბამის მუნიციპალიტეტს/თბილისის
რაიონს 10 დღის ვადაში აცნობონ იმ მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) მიმართ
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია
იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე.
9. სასამართლო ვალდებულია შესაბამის მუნიციპალიტეტს/თბილისის რაიონს 10 დღის
ვადაში აცნობოს იმ მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) მიმართ განაჩენის ძალაში შესვლის
შესახებ, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე, ხოლო
სამხედრო მოსამსახურის შემთხვევაში სასამართლო აღნიშნულის თაობაზე აცნობებს აგრეთვე
სამხედრო მოსამსახურის სამუშაო ადგილზე.
10.
შესაბამისი
სამედიცინო
დაწესებულება
ვალდებულია
შესაბამის
მუნიციპალიტეტს/თბილისის რაიონს 10 დღის ვადაში შეატყობინოს იმ მოქალაქის (წვევამდელის,
რეზერვისტის) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ცნობის შესახებ, რომელიც იმყოფება ან
ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე.
მუხლი 13. სამხედრო აღრიცხვის სახეები
1. სამხედრო აღრიცხვის სახეებია:
ა) წვევამდელის (პირველადი) სამხედრო აღრიცხვა;
ბ) რეზერვისტის სამხედრო აღრიცხვა;
გ) სპეციალური სამხედრო აღრიცხვა.
2. რეზერვისტის სამხედრო აღრიცხვა ხორციელდება „სამხედრო სარეზერვო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. სარეზერვო ასაკის იმ პირის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, რომელიც არ იდგა სამხედრო
აღრიცხვაზე, ახორციელებს მუნიციპალიტეტი/თბილისის რაიონი.
4. ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის შეწყვეტის
ან გაქარწყლების შემთხვევაში მუნიციპალიტეტი/თბილისის რაიონი ვალდებულია დადგენილი
წესით განახორციელოს პირის (წვევამდელის, რეზერვისტის) სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა.
5. ქალის სამხედრო აღრიცხვას ახორციელებს მუნიციპალიტეტი/ თბილისის რაიონი, თუ
იგი შეიძენს სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობას.
მუხლი 35. სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკი
1. სამხედრო მოსამსახურეებისათვის სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკია:
ა) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის რიგითების, კაპრალების და
სერჟანტების (მიჩმანების) შემადგენლობებისათვის – 50 წელი;
ბ) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის უმცროსი ოფიცრების
შემადგენლობისათვის – 45 წელი;
გ) კადრის სამხედრო სამსახურის უფროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის:
გ.ა) პოლკოვნიკამდე – 50 წელი;
გ.ბ) პოლკოვნიკისთვის – 55 წელი;
დ) კადრის სამხედრო სამსახურის უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობისათვის – 60 წელი.
2. სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკი 5 წლამდე ვადით შეიძლება გაუგრძელდეთ:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ
სამხედრო მოსამსახურეებს განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ან შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სამხედრო
მოსამსახურეებს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის
წარდგინების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ.
3. სამხედრო სამსახურის ზღვრულ ასაკს მიღწეული სამხედრო მოსამსახურე სამხედრო
სამსახურიდან დაითხოვება რეზერვში ჩარიცხვით ან გადადგომით.
მუხლი 45. მოქალაქისა და თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა სამხედრო
ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის
1. მოქალაქე (წვევამდელი, რეზერვისტი), რომელიც მუნიციპალიტეტის სტრუქტურული
ერთეულის გამოძახებით, მითითებულ ვადაში არ გამოცხადდება არასაპატიო მიზეზით,
ჩაითვლება
სამხედრო
ვალდებულების
შესრულებისათვის/სამხედრო
სარეზერვო
სამსახურისათვის თავის ამრიდებლად და დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად.
2. მოქალაქეს (წვევამდელს, რეზერვისტს), რომელიც სამხედრო სამსახურში გაწვევის
შესახებ მუნიციპალიტეტის მერის/თბილისის რაიონის გამგებლის ან მის მიერ უფლებამოსილი
პირის შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან მითითებულ ვადაში არასაპატიო მიზეზით არ
გამოცხადდება მუნიციპალიტეტის შესაბამის
სტრუქტურულ
ერთეულში, დაეკისრება
პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუნიციპალიტეტის/თბილისის
რაიონის გამოძახებით გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ითვლება მოქალაქის (წვევამდელის,
რეზერვისტის) ახლო ნათესავის (დედა, მამა, მეუღლე, შვილი, და, ძმა) ან აღმზრდელის
გარდაცვალება, ავადმყოფობა, სტიქიური მოვლენა ან სხვა სახის დაუძლეველი გარემოება,
რომელიც დოკუმენტურადაა დადასტურებული.
3. სამხედრო აღრიცხვასთან, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებასა და სამხედრო
სამსახურის გავლასთან დაკავშირებით მოქალაქის სამედიცინო შემოწმებაში მონაწილე ექიმსპეციალისტს, გამწვევი კომისიის წევრს და სხვა თანამდებობის პირს, რომელიც ხელს შეუწყობს
მოქალაქეს სამხედრო ვალდებულების შესრულებისათვის თავის არიდებაში ან არ შეასრულებს
კანონმდებლობით დადგენილ მოვალეობებს, დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად.
4. სამხედრო მოსამსახურეებს და სამხედრო შეკრებაზე გაწვეულ რეზერვისტებს სამხედრო
დისციპლინის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამხედრო ძალების სადისციპლინო
წესდების თანახმად, ხოლო დანაშაულის ჩადენისათვის – კანონმდებლობის შესაბამისად.
5. მოქალაქეს სამხედრო ფორმის ტანსაცმლის და განმასხვავებელი ნიშნების უკანონოდ
ტარებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.