„სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.01.2018
ავტორი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/167/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-01-29
ბიუროს ნომერი 127

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო და მიზანი 1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვის ორგანიზებისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის წესს. 2. ამ კანონის მიზანია სამხედრო ძალების რეზერვის მართვის ეფექტიანი და მოქნილი სისტემის ჩამოყალიბება, სამობილიზაციო რესურსის (რეზერვისტები) ოპტიმალურად გამოყენება, რეზერვისტების მომზადების და აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა სამხედრო ძალებისათვის კანონით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებაში. მუხლი 2. სამხედრო ძალების რეზერვის დანიშნულება სამხედრო ძალების რეზერვი იქმნება სამხედრო ძალების გასაძლიერებლად და მხარდასაჭერად. მუხლი 3. სამხედრო სარეზერვის სისტემის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი დოკუმენტები რეზერვის სისტემის ფუნქციონირება ხორციელდება ეროვნული თავდაცვის გეგმის, სამხედრო ძალების სამობილიზაციო გეგმის, ამ კანონის და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე. მუხლი 4. სამხედრო სარეზერვო სამსახურის სახეები 1.სამხედრო სარეზერვო სამსახური არის ორი სახის: ა) აქტიური სარეზერვო სამსახური (აქტიური რეზერვი); ბ) სამობილიზაციო სარეზერვო სამსახური (სამობილიზაციო რეზერვი). 2. აქტიური რეზერვი შედგება: ა) შეიარაღებული ძალების რეზერვისგან; ბ) ტერიტორიული რეზერვისგან; გ) სპეციალისტთა რეზერვისგან. მუხლი 5. სამხედრო სარეზერვო სამსახურში მყოფი პირის ასაკი სამხედრო სარეზერვო სამსახურში მყოფი პირის ასაკი განისაზღვრება: ა) შეიარაღებული ძალების რეზერვში - 50 წლამდე; ბ) ტერიტორიულ რეზერვში - 55 წლამდე; გ) სპეციალისტების რეზერვში - 65 წლამდე; დ) სამობილიზაციო რეზერვში - 60 წლამდე. თავი II. აქტიური სარეზერვო სამსახური მუხლი 6. აქტიური სარეზერვო სამსახურის საერთო პირობები 1. აქტიური სარეზერვო სამსახური არის ნებაყოფილობითი. 2. აქტიურ სარეზერვო სამსახურში მისაღებ პირთან (აქტიური რეზერვისტი) ფორმდება კონტრაქტი. 3. კონტრაქტის გაფორმების შემდეგ პირი ირიცხება აქტიურ რეზერვში და ითვლება სამხედრო სამსახურში გაწვეულად. იგი ვალდებულია დადგენილი წესით გაიაროს სპეციალური მომზადება, გამოძახების შემთხვევაში გამოცხადდეს მითითებულ დროს და ადგილას და შეასრულოს კონტრაქტით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებები. 4. აქტიურ რეზერვში ჩარიცხული პირების აღრიცხვას ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი (შემდგომ - გენერალური შტაბი), სამხედრო ძალების მოსამსახურეთა აღრიცხვისათვის დადგენილი წესის შესაბამისად. 5. პირი აქტიურ რეზერვში ირიცხება საკონტრაქტო სამსახურის რიგითის სამხედრო წოდებით (თუ არ აქვს სამხედრო წოდება) ან უკვე მინიჭებული სამხედრო წოდებით. 6. აქტიურ სარეზერვო სამსახურში მიიღება პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კატეგორიისთვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. აქტიურ რეზერვში მისაღებ პირთა შერჩევის წესი და საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში მინისტრი) ნორმატიული აქტით. 7. აქტიურ სარეზერვო სამსახურში მისაღები პირების რაოდენობას, ეროვნული თავდაცვის და სამობილიზაციო გეგმების გათვალისწინებით, თავდაცვის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 8. აქტიურ სარეზერვო სამსახურში მყოფი პირების გამოძახებას უზრუნველყოფს ის ქვედანაყოფი, რომელშიც ირიცხება აქტიური რეზერვისტი. გამოძახება შესაძლებელია ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალების გამოყენებით. აქტიურ სარეზერვო სამსახურში მყოფი პირების გამოძახების წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. 9. აქტიურ რეზერვში ჩარიცხული პირის უფლება-მოვალეობები, კონტრაქტის ვადა, შრომის ანაზღაურების პირობები, აგრეთვე კონტრაქტის არასაპატიო მიზეზით ვადამდე შეწყვეტისას პასუხისმგებლობის საკითხები განისაზღვრება კონტრაქტით, რომლის ფორმას ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი. 10. აქტიურ რეზერვში ჩარიცხული პირის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენს წოდებრივი სარგოს 20%-ს, ხოლო გამოძახების და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში - შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას. შრომის ანაზღაურების ხარჯები ფინანსდება სამინისტროს ასიგნებებიდან. 11. აქტიურ რეზერვში გამოძახების და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი კალენდარული წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 45 დღეს, გარდა საომარი ან საგანგებო მდგომარეობის, აგრეთვე საგანგებო სიტუაციისას. მუხლი 7. შეიარაღებული ძალების რეზერვი 1. შეიარაღებული ძალების რეზერვი იქმნება სამხედრო ძალების შემადგენლობაში რეზერვისტის დაუყოვნებლივ ჩართვის, მაღალი საბრძოლო მომზადების და საბრძოლო მზადყოფნის, შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების გაძლიერების და მხარდაჭერის მიზნით. 2. შეიარაღებული ძალების რეზერვში მიიღება საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო სავალდებულო, საკონტრაქტო სამართალდამცავი (პროფესიული) სისტემის/აღმასრულებელი და კადრის სამხედრო ხელისუფლების სამსახურიდან, სპეციალური აგრეთვე დანიშნულების დაწესებულებათა სისტემის საბრძოლო ქვედანაყოფიდან დათხოვნილი პირი. მუხლი 8. ტერიტორიული რეზერვი 1. ტერიტორიული რეზერვი იქმნება მცირე სამობილიზაციო დროში შეიარაღებული ძალების დამატებითი საბრძოლო მხარდაჭერის და საბრძოლო უზრუნველყოფის, შეიარაღებული ძალების რაოდენობრივი ზრდის და ტერიტორიული თავდაცვის ორგანიზების მიზნით. 2. ტერიტორიული რეზერვი შედის შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის (შემდგომში ეროვნული გვარდია) შემადგელობაში და ორგანიზებულია ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფებში, რომლებიც თავის მხრივ, შედგება სამანევრო ელემენტებისგან, აგრეთვე დასახული ამოცანებისა და გეოგრაფიულ არეალს მორგებული ტერიტორიული რაზმებისგან. 3. ტერიტორიული რეზერვი კომპლექტდება შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში რეგისტრირებული პირებისაგან, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. 4. პირს, რომელსაც კანონმდებლობის მიხედვით გადავადებული აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახური და მისი ასაკი არ აღემატება 22 წელს, უფლება აქვს იმსახუროს ტერიტორიულ რეზერვში. ერთი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, მას სავალდებულო სამხედრო სამსახური ჩაეთვლება მოხდილად. კონტრაქტის არასაპატიო მიზეზით ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში აღნიშნულ პირს არ უნარჩუნდება სარეზერვო სამსახურში მიღებული წოდება. მუხლი 9. სპეციალისტთა რეზერვი 1. სამხედრო ძალების სპეციფიკური მოთხოვნებისა და ამოცანების გადასაჭრელად შესაბამისი სამოქალაქო სპეციალობის მქონე პირთაგან იქმნება სპეციალისტთა რეზერვი. 2. სამხედრო ძალების საჭიროებისათვის სამოქალაქო სპეციალობათა ნუსხას, რომელიც თანხვედრაში უნდა იყოს ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით, ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი. 3. სპეციალისტთა რეზერვში შეიძლება მიღებულ იქნეს შესაბამისი სპეციალობის მქონე მაღალი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. თავი III. სამობილიზაციო სარეზერვო სამსახური მუხლი 10. სამობილიზაციო რეზერვის დაკომპლექტება 1. სამობილიზაციო რეზერვის ძირითადი დანიშნულებაა სამხედრო ძალების გაძლიერება, დანაკარგების შევსება. 2. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხვას ექვემდებარება პირი, რომელიც: ა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დათხოვნილია რეზერვში და არ ირიცხება აქტიურ რეზერვში; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე და 30-ე მუხლების საფუძველზე სარგებლობს სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლებით ან გაწვევის გადავადების უფლებით და შეუსრულდა 27 წელი ან აღნიშნული ასაკის მიღწევამდე გამოთქვა სურვილი ნებაყოფილობით ჩაირიცხოს სამობილიზაციო რეზერვში, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. პირი, რომელიც სინდისის, აღმსარებლობის ან/და რწმენის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებს სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხვაზე, ჩაირიცხება „არასამხედრო, ალტერნატიური შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ რეზერვში. 4. 60 წელს გადაცილებული პირი, მისი სურვილის შემთხვევაში შეიძლება დარჩეს ან ჩაირიცხოს სამობილიზაციო რეზერვში. 5. სამობილიზაციო რეზერვის დაკომპლექტებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესები. მუხლი 11. სამობილიზაციო რეზერვის მართვის სისტემა 1. სამობილიზაციო რეზერვის მართვის სისტემა მოიცავს: ა) სამობილიზაციო ტრანსპორტირებისა და რეზერვისტების მართვის აღრიცხვის, პროცესებს, რაც გაწვევის, გაზრდის გამოძახების, სამობილიზაციო ოპტიმალური გადანაწილება-გამოყენების, ასევე ქვედანაყოფების მომზადების, რეზერვისტების გაძლიერების და დანაკარგების უწყვეტი შევსების შესაძლებლობებს; ბ) „არასამხედრო, ალტერნატიური შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ რეზერვში ჩარიცხულ პირთა აღრიცხვის, გაწვევის, გამოძახების, მომზადების, ტრანსპორტირებისა და მართვის პროცესებს. 2. სამობილიზაციო რეზერვისტების აღრიცხვა, სისტემატიზაცია და კატეგორიზაცია ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული მართვის სისტემის მეშვეობით, რომელსაც მართავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო). 3. გამოძახების შემდეგ სამობილიზაციო რეზერვის მართვაზე პასუხისმგებელია ეროვნული გვარდია. მუხლი 12. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირთა კატეგორიებად დაყოფა 1. სამობილიზაციო რეზერვის მიზნობრივად და ეფექტიანად გამოყენების მიზნით, ეროვნული გვარდია, მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესით უზრუნველყოფს სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირთა შესაბამის კატეგორიებად დაყოფას მათი ადგილმდებარეობის, განათლების, პროფესიის, სპეციალობის ან/და სხვა კრიტერიუმების მიხედვით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ნაწილებზე მათ წინასწარ მიწერას. 2. სამობილიზაციო რეზერვში გაწევის მიზნებისთვის, გაწვევას დაქვემდებარებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო შერჩევის კრიტერიუმები მინისტრის ნორმატიული აქტით. მუხლი 13. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირთა გაწვევა 1. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირთა სამობილიზაციო სამხედრო სამსახურში გაწვევა ხდება: ა) საომარი მდგომარეობის დროს; ბ) საგანგებო მდგომარეობის, აგრეთვე საგანგებო სიტუაციის დროს; გ) სამობილიზაციო მზადყოფნის შემოწმების ან/და რეზერვისტების მომზადების მიზნით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირთა გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი და განსაზღვრავს გაწვევის ვადას; ბ) „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირთა გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა და განსაზღვრავს გაწვევის ვადას; გ) „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირთა გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი. გაწვევის ვადა კალენდარული წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 45 დღეს. 3. სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურში გაწვევა ხორციელდება მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული კრიტერიუმების და რაოდენობის შესაბამისად. 4. სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლის ადგილი განისაზღვრება გენერალური შტაბის მიერ შემუშავებული გეგმით, რომელსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი. 5. სამინისტრო უფლებამოსილია სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირი მიიყვანოს შემკრები პუნქტიდან მიმღებ პუნქტში, თუ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული (შემდგომში - მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი სამსახური) ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული ფუნქციის დროულად განხორციელებას. მუხლი 14. სამობილიზაციო რეზერვში გამოძახებული პირის უფლებამოსილება 1. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირს გამოძახებისას უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია მისი გაწვევის მიზნის, სარეზერვო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების ან მისი გადავადების, აგრეთვე სარეზერვო სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ. 2. სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურში გამოძახებული პირი ვალდებულია: ა) შეტყობინების მიღებისას გამოცხადდეს შემკრებ პუნქტში მითითებულ დროსა და ადგილას; ბ) შემკრებ პუნქტში გამოცხადების შემდეგ, შეასრულოს მუნიციპალიტეტის ან/და სამინისტროს უფლებამოსილი პირის მითითებები. თავი IV. რეზერვისტების მომზადება და რეზერვისტის მიერ სამხედრო ფიცის დადება მუხლი 15. რეზერვისტების მომზადება 1. რეზერვისტების მომზადების მიზანია, სასწავლო-ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ასევე ცოდნისა და უნარ-ჩვევების გეგმაზომიერი დანერგვის გზით: ა) სამხედრო ძალებისათვის გაწვრთნილი, შესაბამისი სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობებით მომზადებული მაღალპროფესიული რეზერვის ჩამოყალიბება; ბ) რეზერვის სამეთაურო რგოლის - ოფიცერთა და სერჟანტთა შემადგენლობის დაკომპლექტება, მათი აქტიური მომზადება და გადამზადება; გ) რეზერვისტების მაღალი ინდივიდუალური მომზადების მიღწევა. 2. რეზერვისტების მომზადება ხდება სამხედრო შეკრების დროს, როდესაც რეზერვისტი გადის მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებულ სპეციალური მომზადების პროგრამას. 3. რეზერვისტების მომზადების ფიზიკური შესაძლებლობებისა დროს სათანადო ყურადღება და ფსიქოლოგიური დატვირთვის ეთმობა რეზერვისტის ატანის უნარის გამომუშავებას, რაც აუცილებელი წინაპირობაა დასახული ამოცანის წარმატებით შესრულებისათვის. მუხლი 16. რეზერვისტების მომზადებაზე პასუხისმგებელი ქვედანაყოფები სამხედრო სარეზერვო სამსახურისა და რეგულარული სამხედრო ძალების საბრძოლო უნარების თავსებადობის მიზნით, აქტიური რეზერვისტების მომზადებას უზრუნველყოფენ საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი ქვედანაყოფები, ხოლო სამობილიზაციო რეზერვისტებისას - ეროვნული გვარდია. მუხლი 17. რეზერვისტის მიერ სამხედრო ფიცის დადება 1. რეზერვში ჩარიცხული საქართველოს მოქალაქე, სამხედრო ფიცს დებს სამხედრო შეკრების გავლის დროს, თუ მა ს დადებული არა აქვს სამხედრო ფიცი. 2. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ფიცის ნაცვლად იღებს დადგენილ წერილობით ვალდებულებას. წერილობითი ვალდებულების ტექსტს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. თავი V. მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებები მუხლი 18. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი სამსახურის მიერ სამობილიზაციო რეზერვისტების აღრიცხვა სამინისტროს ელექტრონული მართვის სისტემის მეშვეობით სამობილიზაციო რეზერვისტების აღრიცხვას, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით, ახორციელებენ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი სამსახურები. მუხლი 19. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი სამსახურების მიერ სამობილიზაციო რეზერვისტების გამოძახება 1. სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირს გამოიძახებს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი სამსახური. 2. სარეზერვო სამსახურის მიზნების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი სამსახური უზრუნველყოფს სამობილიზაციო რეზერვისტთა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოძახებას და შემკრები პუნქტიდან მიმღებ პუნქტში მიყვანას. 3. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილმა სამსახურებმა შესაძლებელია ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით შემკრებ პუნქტში გამოიძახოს სამობილიზაციო რეზერვისტი. ასეთ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილმა სამსახურებმა ხელი უნდა შეუწყოს ამ პუნქტის შესაბამისად გამოძახებულ პირს დამსაქმებლისათვის გამოუცხადებლობის თაობაზე შეტყობინებაში. სამსახურში საპატიო მიზეზით 4. ამ მუხლის შესაბამისად გამოძახებული პირი ითვლება სამობილიზაციო რეზერვში გაწვეულად გამოძახების მომენტიდან. მუხლი 20. სამობილიზაციო რეზერვში გასაწვევი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება სამობილიზაციო რეზერვში გაწვეული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება (გადამოწმება) ხდება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ სამსახურში არსებულ დაყრდნობით ან/და რეზერვისტის გამოძახების შემდეგ სამხედრო-სამედიცინო მონაცემებზე შემოწმების დროს, რომელიც ტარდება წვევამდელისათვის „სამხედრო ვალდებულების და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად. მუხლი 21. სამობილიზაციო კომისიის გადაწყვეტილება 1. სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურისგან გათავისუფლების ან გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის სამობილიზაციო კომისია, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი რაიონის სამობილიზაციო კომისია. 2. სამობილიზაციო კომისიის შემადგენლობაში შედიან: ა) კომისიის თავმჯდომარე - მუნიციპალიტეტის მერი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონში - შესაბამისი რაიონის გამგებელი; ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე - ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელი; გ) კომისიის წევრი - მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი სამსახურის მოსამსახურე (მოსამსახურეები); დ) კომისიის მდივანი - მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი სამსახურის მოსამსახურე. 3. სამობილიზაციო კომისია გამოძახებულ პირთან დაკავშირებით იღებს შემდეგ გადაწყვეტილებებს: ა) სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურისგან გათავისუფლების და სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ; ბ) სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გადავადების შესახებ; გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებზე უარის თქმის შესახებ. 4. სამობილიზაციო კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 5. სამობილიზაციო რეზერვში გამოძახება ან/და სამობილიზაციო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. პირის სამობილიზაციო რეზერვში გამოძახების ან/და სამობილიზაციო კომისიის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს აღნიშნული აქტების მოქმედებას. მუხლი 22. მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებები 1. ამ კანონით მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული უფლებამოსილებები არის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებები. 2. ამ კანონით მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე სახელმწიფო დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად ახორციელებს საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტრო. თავი VI. სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურისგან განთავისუფლება და სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლის გადავადება მუხლი 23. სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურისგან განთავისუფლება სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურისგან თავისუფლდება: ა) ქალი, რომელსაც არ გააჩნია სამხედრო-სააღრიცხვო სპეცილობა; ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად ცნობილი პირი; გ) 60 წლის ასაკს მიღწეული პირი. მუხლი 24. სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლის გადავადება 1. პირს სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლა გადაუვადდება: ა) თუ მის კმაყოფაზეა ოჯახის (მშობელი, მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, გერი და მასთან მუდმივად მცხოვრები სხვა პირი) შრომისუუნარო წევრი ან არასრუწლოვანი პირი, რომელიც საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას და არ ჰყავს სხვა კანონიერი წარმომადგენელი ან კანონით გათვალისწინებული სხვა პირი, რომელსაც ევალება და შეუძლია მისი მოვლა-პატრონობა“; ბ) თუ იგი გაწვევის დღისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია, როგორც საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ან წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატად, ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი თვითმმართველობის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად, შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე; გ) თუ ამას მოითხოვს მისი საქმიანობის სპეციფიკა, რომელიც დაკავშირებულია სასოფლოსამეურნეო საქმიანობით მოწეული მოსავლის აღებასთან, იმ შემთხვევაში თუ იგი წარმოადგენს ოჯახის ერთადერთ სრულწლოვან და შრომისუნარიან წევრს; დ) პირს, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისთვის დროებით უვარგისად არის ცნობილი; ე) საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის მოსამსახურეს, აგრეთვე, პირს, რომელიც იმყოფება სპეციალურ აღრიცხვაზე; ვ) მოსამართლეს და პროკურორს; ზ) მობილიზაციის გამოცხადებამდე საზღვარგარეთ მყოფ პირს; თ) დიპლომატიური თანამდებობის პირს; ი) რელიგიური ორგანიზაციების სასულიერო პირს, რომელიც ეწევა მღვდელთმსახურებას; კ) სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირს და პოლიტიკურ თანამდებობის პირს; ლ) საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ პირს; მ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მოსამსახურეს, რომელსაც უშუალოდ უწევს საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისა და აღდგენითი სამუშაოების ღონისძიებებში მონაწილეობა; ნ) მსჯავრდებულ პირს, რომელიც იხდის სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში; ო) დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირს, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა; პ) საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ, ტერორიზმის, სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირს; ჟ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირს - სამი წლის ვადით; რ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს. 2. კერძო და საჯარო დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით, საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს იმ კერძო და საჯარო დაწესებულებებს, ასევე ამ დაწესებულებებში იმ პროფესიების/თანამდებობების ნუსხას და მათ ოდენობას, სადაც დასაქმებულ პირს გადაუვადდება სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებები უზრუნველყოფენ ამ კანონით გათვალისწინებულ ელექტრონული მართვის სისტემაში მათი პერსონალის (დასაქმებული პირების) შესახებ მონაცემების შეტანას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნულ პერსონალს ელექტრონული მართვის სისტემაში ასახვის შემდგომ გადაუვადდება სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლა. 4. პირს სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლა გადაუვადდება იმ შემთხვევაში თუ ამ კანონის 23-ე და 24-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები წარმოიქმნა სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში. თავი VII. სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხული პირის მიერ სამსახურის გავლა და სოციალური დაცვის გარანტიები მუხლი 25. სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირთა სოციალური დაცვა 1. რეზერვისტი, სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში სარგებლობს სამხედრო მოსამსახურისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სოციალური გარანტიებით. 2. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდად (შრომის სტაჟი) ითვლება: ა) აქტიური სარეზერვო სამსახურის შემთხვევაში - კონტრაქტით გასაზღვრული პერიოდი; ბ) სამობილიზაციო რეზერვის შემთხვევაში - გამოძახების შემდეგ შემკრებ პუნქტში გამოცხადებიდან სარეზერვო სამსახურის დასრულებამდე პერიოდი. 3. სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირს სამხედრო სამსახურის წელთა ნამსახურობაში ეთვლება: ა) აქტიური სარეზერვო სამსახურის შემთხვევაში - გამოძახების შემდეგ შესაბამის სამხედრო ქვედანაყოფში ყოფნის პერიოდი; ბ) სამობილიზაციო რეზერვის შემთხვევაში - სამხდრო სარეზევო სამსახურის გავლის პერიოდი. 4. სამხედრო სარეზერვო სამსახურში გამოძახების პერიოდში რეზერვისტს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ხელფასი, მიუხედავად დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა. ამასთანავე, შესაძლოა გათვალისწინებულ იქნეს რეზერვისტთან შრომით ურთიერთობაში მყოფი დამსაქმებლის შეუფერხებელი საქმიანობა. თავი VIII. პასუხისმგებლობა სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდებისათვის მუხლი 26. პასუხისმგებლობა სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდებისათვის სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირს, რომელიც გამოძახების შესახებ შეტყობინების მიღებისას მასში მითითებულ ვადაში არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება ან სხვაგვარად აარიდებს თავს სამხედრო სარეზერვო სამსახურს, დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საპატიო მიზეზად, საამისო დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე, მიიჩნევა ამ პირის ან მისი ოჯახის წევრის (მშობელი, მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, გერი და მასთან მუდმივად მცხოვრები სხვა პირი) ავადმყოფობა ან ახლო ნათესავის (ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი, და და ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები) გარდაცვალება, აგრეთვე სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ან სხვა სახის დაუძლეველი გარემოებანი. თავი IX. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი მუხლი 27. გარდამავალი დებულებანი 1. 2018 წლის 1 ივნისიდან, „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეზერვში მყოფი პირები ჩაირიცხებიან ამ კანონით გათვალისწინებულ სამობილიზაციო რეზერვში. 2. საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით აღრიცხული სამობილიზაციო რეზერვისტების ამ კანონის მე-18 მუხლში აღნიშნულ ელექტრონული მართვის სისტემაში აღრიცხვა განხორციელდეს 2020 წლის პირველი ივნისიდან. 3. საქართველოს მთავრობამ: ა) 2018 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს ამ კანონის მე-18 მუხლით და 21-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტები; ბ) 2020 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტითა და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტები. 4. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2018 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს: ა) სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში მისაღები პირების შერჩევის წესი და საკვალიფიკაციო მოთხოვნები; ბ) აქტიურ სარეზერვო სამსახურში მყოფი პირების გამოძახების წესი; გ) სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმა; დ) სამხედრო ძალების საჭიროებისათვის სამოქალაქო სპეციალობათა ნუსხა. ე) სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირთა სპეციალური მომზადების პროგრამა; ვ) სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირთა კატეგორიების განსაზღვრის და სამხედრო ნაწილებზე მათი წინასწარი მიწერის წესი. 5. საქართველოს მთვრობამ და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ამ ამოქმედებასთან დაკავშირებით უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. კანონის მუხლი 28. დასკვნითი დებულებანი 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი-26-ე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი-მე-10 მუხლები, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები, მე-12-23-ე მუხლები, 24-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტები, აგრეთვე 25-ე და 26-ე მუხლები ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან. 3. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი, აგრეთვე, 24-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივნისიდან. 4. 2018 წლის 1 ივნისიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი (სსმ. 49,29/12/2006). საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის თაობაზე: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შემუშავებული „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2017-2020“ დოკუმენტის თანახმად, ეფექტიანი თავდაცვის დაგეგმვა უნდა ეფუძნებოდეს ,,ტოტალური თავდაცვის“ მიდგომას, რომელიც გულისხმობს თავდაცვის უზრუნველყოფას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, სრული ეროვნული ძალისხმევით, როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო რესურსების გამოყენებით. აღნიშნული მიდგომის წარმატებით იმპლემენტაციისათვის, მათ შორის რეზერვისა და მობილიზაციის ეფექტიანი სისტემის შექმნისათვის, „ტოტალური თავდაცვის“ მიდგომის ფარგლებში უნდა განხორციელდეს: - მობილური და ბრძოლისუნარიანი შეიარაღებული ძალების განვითარება, რომელიც ეფუძნება მოქმედი და სარეზერვო ძალების ბალანსს; - რეზერვის და მობილიზაციის ახალი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც მიმართული იქნება რეზერვისტების მომზადებისაკენ, მათი მართვისა და კონტროლის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ, ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფაში მოსახლეობის ფართო ჩართულობისაკენ; - რეზერვის და მობილიზაციის სისტემის განვითარების მიზნით პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა, მათი გამოცდილების გაზიარება; - საომარი მდგომარეობის დროს, შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, სარეზერვო ძალების მობილიზება და ა.შ. შეიარაღებულმა კონფლიქტებმა, რომლებსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს უახლეს ისტორიაში, ნათლად დაგვანახა ჩვენს ქვეყანაში რეზერვის სისტემის განვითარების აუცილებლობა. ამის ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენს 2008 წლის აგვისტოს, რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს განვითარებული მოვლენები, როდესაც რეზერვის ძალების დაგეგმვისა და გამოყენების, ასევე მართვისა და კონტროლის დროს დაშვებული სისტემური ხასიათის შეცდომების გამო, არსებული რეზერვის სისტემით ვერ მოხერხდა მის წინაშე დასმული ამოცანების შესრულება. საქართველოს წინაშე არსებული სამხედრო ხასიათის საფრთხეები ქვეყანას ძლიერი სარეზერვო სისტემის განვითარების აუცილებლობის წინაშე აყენებს. სწორედ აღნიშნულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე კომპლექსური რეაგირების მიზნით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში შემუშავდა სამხედო ძალების რეზერვის განვითარების კონცეფცია, რომლის ძირითადი პრინციპები მოწონებულ იქნა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, აგრეთვე საქართველოს პარტნიორი ქვეყნების და სხვა შესაბამისი ექსპერტების მიერ. კონცეფციის ამოცანაა განსაზღვროს რეზერვის ორგანიზებისა და მართვის ახალი პრინციპები, მეთოდები და საშუალებები. ზემოაღნიშნული კონცეფციის განხორციელების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამხედრო ძალების რეზერვის ახალი კანონის შემუშავებასთან დაკავშირებით. მოქმედი კანონის მიხედვით, საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროს მობილიზაციის გამოცხადებისას, გასაწვევი რეზერვში მყოფი მოქალაქეები ვალდებულნი არიან გამოცხადნენ მუნიციპალიტეტების შემკრებ პუნქტებში, სამობილიზაციო უწყებით ნაჩვენებ დროს. მოცემული სისტემა არ იძლევა არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებზე ოპერატიული რეაგირების შესაძლებლობას. არსებული მოდელისგან განსხვავებით სარეზერვო სამსახურის განახლებული სისტემა უზრუნველყოფს საჭირო დროს, საჭირო ადგილას, საჭირო სპეციალობის და უნარ-ჩვევების მქონე რეზერვისტების მიყვანას. ბიუროკრატიული პროცედურების სიმცირე ხელს უწყობს სამობილიზაციო დროის მინიმუმამდე დაყვანას. სამხედრო ძალების რეზერვის ახალი ერთიანი სისტემის შექმნით, სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში, ქვეყანა შეძლებს სამხედრო ძალების ეფექტიან გამოყენებას ხანგრძლივი დროით. სისტემა უზრუნველყოფს სამხედრო ძალების უმოკლეს ვადებში გაძლიერებას, ასევე დანაკარგების უწყვეტ და შეუფერხებელ შევსებას. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: რეზერვის და მობილიზაციის ახალი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც მიმართული იქნება რეზერვისტების მომზადებისაკენ, მათი მართვისა და კონტროლის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ, ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფაში მოსახლეობის ფართო ჩართულობისაკენ. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, სამხედრო სარეზერვო სამსახური იყოფა 2 ძირითად სახედ: 1) აქტიურ სარეზერვო სამსახურად და 2) სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურად. ამასთან, აქტიური სარეზერვო სამსახური შედგება: – შეიარაღებული ძალების რეზერვისგან; – ტერიტორიული რეზერვისგან; – სპეციალისტთა რეზერვისგან. მოქმედი კანონის მიხედვით, სამხედრო ძალების რეზერვი იყოფა სამ კატეგორიად, ეს არის: ა) აქტიური რეზერვი; ბ) ეროვნული გვარდიის რეზერვი; გ) ინდივიდუალური რეზერვი. სამხედრო ძალების რეზერვის დანიშნულება - სამხედრო ძალების რეზერვი იქმნება სამხედრო ძალების გასაძლიერებლად და მხარდასაჭერად. სამხედრო ძალების ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. ამდენად, მოქმედი კანონისგან განსხვავებით ახალი კანონპროექტი, ამ ნაწილში აღარ იმეორებს სხვა ნორმატიული აქტებით სამხედრო ძალებისათვის განსაზღვრულ ფუნქციამოვალეობებს. კანონპროექტის თანახმად, სამხედრო სარეზერვო სამსახურში მყოფი პირის ასაკი განისაზღვრება: • შეიარაღებული ძალების რეზერვში - 50 წლამდე • ტერიტორიულ რეზერვში - 55 წლამდე • სპეციალისტების რეზერვში - 65 წლამდე • სამობილიზაციო რეზერვში - 60 წლამდე მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს კანონპროექტის რეგულაცია, რომლის თანახმადაც - 60 წელს გადაცილებული პირი, მისი სურვილის შემთხვევაში შეიძლება დარჩეს ან ჩაირიცხოს სამობილიზაციო რეზერვში. აღნიშნული რეგულაცია ხელს შეუწყობს სამობილიზაციო რეზერვში გვყავდეს მაღალპროფესიონალი კადრები. მოქმედი კანონით, სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის ასაკი განისაზღვრება 27-დან 40 წლის ჩათვლით, რაც სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის საკმაოდ მწირი რესურსების მობილიზებას განაპირობებს. აქტიური სარეზერვო სამსახური აქტიური სარეზერვო სამსახურის საერთო პირობებია: • აქტიური სარეზერვო სამსახური არის ნებაყოფლობითი; • აქტიურ სარეზერვო სამსახურში მისაღებ პირთან (აქტიური რეზერვისტი) ფორმდება კონტრაქტი; • აქტიურ სარეზერვო სამსახურში მყოფი პირების გამოძახებას უზრუნველყოფს ის ქვედანაყოფი, რომელშიც ირიცხება აქტიური რეზერვისტი; • აქტიურ სარეზერვო სამსახურში მიღების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით; • აქტიურ რეზერვში მყოფ პირს, კონტრაქტით სამსახურის მთელი 5 წლიანი პერიოდი ჩაეთვლება შრომის საერთო სტაჟში, ხოლო გამოძახების შემდგომ სარეზერვო სამსახურის პერიოდი კომპენსაციის დასანიშნ სტაჟში; • გაწვევის შემთხვევაში რეზერვისტს შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ხელფასი. აქტიური სარეზერვო სამსახურის პერსონალის რაოდენობა - აქტიურ სარეზერვო სამსახურში მისაღები პირების რაოდენობას, ეროვნული თავდაცვის და სამობილიზაციო გეგმების გათვალისწინებით განსაზღვრავს მთავრობა. შეიარაღებული ძალების რეზერვის შექმნის მიზანია - სამხედრო ძალების შემადგენლობაში რეზერვისტის დაუყოვნებლივ ჩართვა, მაღალი საბრძოლო მომზადების და საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფა, ასევე შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების გაძლიერება და მხარდაჭერა. შეიარაღებული ძალების რეზერვის დაკომპლექტების წყაროა - საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო სამსახურიდან, აგრეთვე სამართალდამცავი სისტემის/აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა სისტემის საბრძოლო ქვედანაყოფიდან დათხოვნილი პირი. ტერიტორიული რეზერვის შექმნის მიზანია - მცირე სამობილიზაციო დროში, შეიარაღებული ძალების დამატებითი საბრძოლო მხარდაჭერის უზრუნველყოფა, შეიარაღებული ძალების რაოდენობრივი ზრდის და ტერიტორიული თავდაცვის ორგანიზების გზით. ტერიტორიული რეზერვი შედის შეიარაღებული ძალების ეროვნული ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფებში, ელემენტებისგან, აგრეთვე დასახული გვარდიის შემადგენლობაში რომლებიც ამოცანებისა თავის და და მხრივ, გეოგრაფიულ ორგანიზებულია შედგება არეალს სამანევრო მორგებული ტერიტორიული რაზმებისგან. ტერიტორიული რეზერვის დაკომპლექტების წყაროა - შესაბამის ადმინისტრაციულ- ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრები პირი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხვის უფლებამოსილება ენიჭება აგრეთვე წვევამდელს, არაუმეტეს 22 წლის ასაკისა, რომელსაც გადავადებული აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახური და ერთი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, მას სავალდებულო სამხედრო სამსახური ჩაეთვლება მოხდილად. სპეციალისტთა რეზერვის შექმნის მიზანია - სამხედრო ძალების სპეციფიკური მოთხოვნებისა და ამოცანების გადაჭრა. სპეციალისტთა რეზერვის დაკომპლექტების წყაროა - შესაბამისი სამოქალაქო სპეციალობის მქონე მაღალი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. სამოქალაქო სპეციალობების ნუსხას გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. სპეციალისტთა რეზერვს არსებულ კანონმდებლობაში ანალოგი არ აქვს. სამობილიზაციო სარეზერვო სამსახური სამობილიზაციო რეზერვის მიზანია - სამხედრო ძალების გაძლიერება და დანაკარგების შევსება. სამობილიზაციო რეზერვის დაკომპლექტების წყარო არის პირი, რომელიც: – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეზერვშია დათხოვნილი და არ ირიცხება აქტიურ რეზერვში; – „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე და 30-ე მუხლების საფუძველზე სარგებლობს სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან გაწვევის გადავადების უფლებით და შეუსრულდა 27 წელი ან აღნიშნული ასაკის მიღწევამდე გამოთქვა სურვილი ნებაყოფილობით ჩაირიცხოს სამობილიზაციო რეზერვში, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. პირი, რომელიც სინდისის, აღმსარებლობის ან/და რწმენის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებს სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხვაზე, ჩაირიცხება „არასამხედრო, ალტერნატიური შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ რეზერვში. ასეთი პირები არ წარმოადგენენ სამხედრო მოსამსახურეს და მათი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ბუნებრივ და ტექნოგენურ მდგომარეობაზე რეაგირებისათვის, ასევე, მობილიზაციის დროს არასაბრძოლო მიზნებისთვის. მსგავს რეგულაციას ითვალისწინებს „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული პირები არ გაივლიან საბრძოლო მომზადებას. მათ შესახებ ინფორმაცია ასახული იქნება ელექტრონული მართვის სისტემაში. მნიშვნელოვანი სიახლეა სამობილიზაციო რეზერვის მართვის სისტემა - აღნიშნული სისტემა მოიცავს სამობილიზაციო რეზერვისტების აღრიცხვის, გაწვევის, გამოძახების, მომზადების, ტრანსპორტირებისა და მართვის პროცესებს, რაც გაზრდის სამობილიზაციო რეზერვის ოპტიმალური გადანაწილება-გამოყენების, ასევე ქვედანაყოფების გაძლიერების და დანაკარგების უწყვეტი შევსების შესაძლებლობებს. მართვის სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შექმნის და ოპერირებას გაუწევს ელექტრონული მართვის სისტემას, განხორციელდება რომლის საშუალებითაც სამობილიზაციო რესურსის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და კატეგორიზაცია. აღნიშნულ ელექტრონულ სისტემას მართავს სამინისტრო. ცვლილებებს განიცდის, ასევე სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირთა გაწვევის და გამოძახების ინსტიტუტიც, კერძოდ - მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, რეზერვისტის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იღებს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი და მუნიციპალიტეტი. ახალი პროექტის მიხედვით, სამობილიზაციო რეზერვისტების გაწვევას გამოაცხადებს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს მთავრობა ან საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ხოლო მათ გამოძახებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი. კანონპროექტის მიხედვით, მკაფიოდ განისაზღვრება ის გარემოებები, როდესაც შესაძლებელი იქნება სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირთა სამობილიზაციო სამხედრო სამსახურში გაწვევა, ეს არის: • საომარი მდგომარეობა - გაწვევას აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი; • საგანგებო მდგომარეობა, აგრეთვე საგანგებო სიტუაცია - გაწვევას აცხადებს საქართველოს მთავრობა; • სამობილიზაციო მზადყოფნის შემოწმება ან/და რეზერვისტების მომზადება - გაწვევას აცხადებს საქართველოს თავდაცვის მინიტრი. ცვლილებას განიცდის ასევე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის საკითხი და რეზერვის საკითხების სრულყოფილად დარეგულირების მიზნით იქმნება სამობილიზაციო კომისია. აღნიშნული კომისიის შემადგენლობა ჩამოყალიბდება ახალი პრინციპების გათვალისწინებით და კომისიის მიერ გადაწყვეტილებების მიღებისას გათვალისწინებული იქნება სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესები. სამობილიზაციო რეზერვში გაწვეული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება (გადამოწმება) მოხდება მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის შესაბამის ორგანოებში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ან/და რეზერვისტის გამოძახების შემდეგ სამხედრო-სამედიცინო შემოწმების დროს, რომელიც ტარდება წვევამდელისათვის „სამხედრო ვალდებულების და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად. რეზერვისტების მომზადება კანონპროექტში ცალკე მუხლი ეთმობა რეზერვისტების მომზადებას - რეზერვისტების მომზადების მიზანია, სასწავლო-ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ასევე ცოდნისა და უნარ- ჩვევების გეგმაზომიერი დანერგვის გზით: – სამხედრო ძალებისათვის გაწვრთნილი, შესაბამისი სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობებით მომზადებული მაღალპროფესიული რეზერვის ჩამოყალიბება; – რეზერვის სამეთაურო რგოლის - ოფიცერთა და სერჟანტთა შემადგენლობის დაკომპლექტება, მათი აქტიური მომზადება და გადამზადება; – რეზერვისტების მაღალი ინდივიდუალური მომზადების მიღწევა. რეზერვისტების მომზადება ხდება სამხედრო შეკრების დროს, როდესაც რეზერვისტი გადის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ სპეციალური მომზადების პროგრამას. სარეზერვო სამსახურისაგან გათავისუფლება და გაწვევის გადავადება, დაჯავშნა მთლიანად იცვლება სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურისაგან გათავისუფლების და გაწვევის გადავადების ასევე მობილიზაციის დროს რეზერვში მყოფი პირების დაჯავშნის წესი და პირობები. კერძოდ, საჯარო და კერძო დაწესებულებების შეუფერხებლად ფუნქციონირების მიზნით, მთავრობის დადგენილების საფუძველზე განსაზღვრული იქნება აღნიშნული დაწესებულებების ნუსხა და იმ პროფესიების/თანამდებობების ჩამონათვალი, რომელთაც საომარი მდგომარეობის დროს არ შეეხება რეზერვში გაწვევა. პროექტის თანახმად, აღნიშნული კერძო და საჯარო დაწესებულებები, მთავრობის დადგენილების და ელექტრონულ მართვის სისტემაში განსაზღვრული კვოტების/ლიმიტის ფარგლებში უშუალოდ განახორციელებენ ელექტრონული მართვის სისტემაში ზემოთ აღნიშნულ პირთა დაჯავშნას, რაც კანონპროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს. სამობილიზაციო რეზერვში გაწვევა განხორციელდება შემდეგი პროცედურით: I ეტაპი - სამობილიზაციო რეზერვის გაწვევის შესახებ აქტის გამოცემა პრეზიდენტის, მთავრობის ან თავდაცვის მინისტრის მიერ; II ეტაპი - გენშტაბის უფროსის მიერ განისაზღვრება გაწვევას დაქვემდებარებულ პირთა რაოდენობა, ხოლო შერჩევის კრიტერიუმებს მინისტრის ნორმატიული აქტით. ეს არის რეზერვის სისტემის მართვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტები, რომელებიც განსაზღვრავენ გასაწვევ პირთა კონკრეტულ კრიტერიუმებს (ტანკისტი, მფრინავი და ა.შ.) და რაოდენობას. კრიტერიუმებს მიენიჭება ქულები და გაწვევა განხორციელდება რიგითობის მიხედვით დაგროვილი ქულების შესაბამისად. წინამდებარე რეგულაცია უზრუნველყოფს კორუფციული რისკებისგან დაცვას; სამობილიზაციო რეზერვის გაწვევის პროცესში III ეტაპი - მუნიციპალიტეტების მიერ კონკრეტული გასაწვევი/გამოსაძახებელი პირების შერჩევა ელექტრონული მართვის სისტემაში; IV ეტაპი - მუნიციპალიტეტების მიერ გაწვევას დაქვემდებარებულ პირთა გამოძახება; V ეტაპი - ტრანსფორმირებული სამობილიზაციო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება საკითხზე - ექვემდებარება თუ არა გამოძახებული პირი რეზერვში გაწვევისგან გათავისუფლებას ან გადავადებას. ნიშანდობლივია, რომ კომისია არ მიიღებს გადაწყვეტილებას პირის სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურში გაწვევის შესახებ და იმსჯელებს მხოლოდ გაწვევის გადავადების და გათავისუფლების საკითხებზე ; VI ეტაპი - მუნიციპალიტეტების მიერ სამობილიზაციო რეზერვისტის შემკრებ პუნქტში მიყვანა; VII ეტაპი - ეროვნული გვარდიის მიერ სამობილიზაციო რეზერვისტის შემკრები პუნქტიდან მიმღებ პუნქტში მიყვანა; VIII ეტაპი - მიმღებ პუნქტში წარდგენილი რეზერვისტის სასწავლო ან საბრძოლო ქვედანაყოფში ჩარიცხვა. სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირთა სოციალური დაცვა კანონპროექტის თანახმად, რეზერვისტი, სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში სარგებლობს სამხედრო მოსამსახურისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სოციალური გარანტიებით. მას სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდად (შრომის სტაჟი) ჩაეთვლება: ა) აქტიური სარეზერვო სამსახურის შემთხვევაში - კონტრაქტით გასაზღვრული პერიოდი; ბ) სამობილიზაციო რეზერვის შემთხვევაში - გამოძახების შემდეგ შემკრებ პუნქტში სამსახურის წელთა გამოცხადებიდან სარეზერვო სამსახურის დასრულებამდე პერიოდი. სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირს სამხედრო ნამსახურობაში ეთვლება: ა) აქტიური სარეზერვო სამსახურის შემთხვევაში - გამოძახების შემდეგ შესაბამის სამხედრო ქვედანაყოფში ყოფნის პერიოდი; ბ) სამობილიზაციო რეზერვის შემთხვევაში - სამხდრო სარეზევო სამსახურის გავლის პერიოდი. სამხედრო სარეზერვო სამსახურში გამოძახების პერიოდში მას უნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ხელფასი, მიუხედავად დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა. რეზერვისტის შრომის ანაზღაურება აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირს მიეცემა ყოველთვიური შრომის ანაზღაურება, რომელიც იქნება მისი წოდებრივი სარგოს 20%-ი, ხოლო გამოძახების და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში - შრომის ანაზღაურების სრული ოდენობა. კანონის ამოქმედების ვადები კანონის პროექტის ძირითადი ნაწილი ამოქმედდება 2018 წლის 1 ივნისიდან, ხოლო სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული მართვის სისტემის ნაწილში 2020 წლის 1 ივნისიდან. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. აღნიშნული ხარჯების დაფინანსება განხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, კერძოდ: 1) რეზერვისტების შრომის ანაზღაურება: აქტიურ სარეზერვო სამსახურში მყოფი პირის წლიური სახელფასო ანაზღაურება, საშუალოდ იქნება 3582 ლარი, რომელიც შედგება 2090 ლარს (წ/სარგოს 20%-ი წლის განმავლობაში) + 1492 ლარს (წ/სარგოს 100%-ი 45 დღეში). დღეს არსებულ ფინანსური გაანგარიშების მიხედვით რეზერვისთვის დადგენილი წლიური დანახარჯი შეადგენს - 1492 ლარს, შესაბამისად ახალი პროექტის მიხედვით აღნიშნულ ხარჯთან მიმართებაში დანახარჯების ზრდა იქნება 2090 ლარი. 2018 წელს იწყება საპილოტე პროექტი, რომელიც ითვალისწინებს აქტიურ რეზერვში 260 პირის მიღებას. 2018 წლის განმავლობაში აქტიურ რეზერვში მყოფი პირების შრომის ანაზღაურების, კვების, აღჭურვის და მომზადების მთლიანი ხარჯი შეადგენს - 1 370 934 ლარს. 2) სამედიცინო შემოწმება აქტიურ რეზერვში ჩასარიცხი პირების სამედიცინო შემოწმებას უზრუნველყოფს თავდაცვის სამინისტრო, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურისათვის დადგენილი პროცედურების შესაბამისად, ხოლო რაც შეეხება სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურს, ამ ეტაპისათვის უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში თავდაცვის სამინისტრო არ გეგმავს საწვრთნელ სამობილიზაციო შეკრებებს. შეკრებების დაგეგმვის შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტში წინასწარ იქნება გათვალსიწინებული სამედიცინო შემოწმების ხარჯები. რაც შეეხება საგანგებო და საომარ მდგომარეობაში რეზერვისტების გამოყენებას, ამ შემთხვევაში სამედიცინო შემოწმების ხარჯები შესაძლებელია დაფინანსდეს შესაბამისი სარეზერვო ფონდებიდან. 3) ელექტრონული მართვის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა: სამხედრო რეზერვის მართვის პროგრამული უზრუნველყოფა წარმოადგენს საქართველოს მასშტაბით სამობილიზაციო რეზერვისტების ელექტრონულ ბაზას, რომლის გამოყენებითაც ავტორიზებულ პირებს საშუალება ექნებათ საჭიროების შემთხვევაში მიიღონ ინფორმაცია გარკვეული კრიტერიუმების და მოთხოვნების მქონე სამხედრო რეზერვში მყოფი პირის შესახებ. სისტემაში მონაცემების შეტანა განხორციელდება ავტომატურ რეჟიმში სხვადასხვა მონაცემთა ბაზებიდან, მათ შორის საჯარო რეესტრის ბაზიდან, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამიდან. აღნიშნულ პროგრამაში სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირების შესახებ მონაცემების შეყვანას განახორციელებენ მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები, ხოლო აღნიშნული ბაზის მართვას (პროგრამულ უზრუნველყოფას) განახორციელებს თავდაცვის სამინისტრო. სამობილიზაციო რეზერვის მართვის პროგრამული უზრუნველყოფა, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე განთავსებული უნდა იქნეს თავდაცვის სამინისტროს ინტერნეტ ქსელში, რათა უზრუნველყოფილ იქნას კავშირი სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურების მონაცემთა ბაზებთან. სისტემის სრულყოფილად და უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მისი განთავსება, როგორც თავდაცვის სამინისტროს მთავარ მონაცემთა ცენტრში, ასევე სარეზერვო მონაცემთა ცენტრში, რომლის შექმნაც დაგეგმილია 2018 წელს, თუმცა პროექტში აქცენტი გაკეთებულია თავდაცვის სამინისტროს არსებული შიდა ქსელში სერვისების დუბლირებაზე. მონაცემთა შენახვის სისტემებისთვის გამოყენებული უნდა იყოს მაღალმდგრადი დისკური მასივები, რომლებსაც ყველა კომპონენტი დუბლირებული ექნება. პროექტის შესრულების განრიგი: 1. პროექტის გუნდის ჩამოყალიბება; 2. არსებული სიტუაციის ანალიზი; 3. ტექნიკური დავალების მომზადება; 4. სასერვერო ინფრასტრუქტურის განახლება/შესყიდვა; 5. პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება; 6. პროგრამული უზრუნველყოფის სატესტო რეჟიმში გაშვება; 7. პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა სხვადასხვა უწყებებში. პროექტის ვადები: პროექტის ანალიტიკური ნაწილის დაწყების თარიღია 2017 წლის 1 დეკემბერი. ანალიტიკური ნაწილი მოიცავს 5თვეს. პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების დაწყების თარიღია 2018 წლის 1 მაისი და მოიცავს 12 თვეს. პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა/ტესტირების დაწყების თარიღია 2019 წლის 1 მაისი და მოიცავს 8 თვეს. ბიუჯეტი დანიშნულება პროგრამისტი ერთეულის თვეების ფასი რაოდენობა რაოდენობა 6250 ლარი 24 დარიცხული ერთეულის 4 საერთო ღირებულება 600 000 ლარი ანალიტიკოსი 6250 ლარი 24 2 300 000 ლარი 1 000 000 ლარი 1 000 000 ლარი დარიცხული სასერვერო ინფრასტრუქტურა სულ - 1 900 000 ლარი შენიშვნა: წინამდებარე ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამისტებისა და ანალტიკოსების შრომის ანაზღაურება 2018 წელს იქნება ცხრილში მითითებული თანხების ნახევარი. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება გარკვეულ გავლენას მოახდენს იმ პირთა ფინანსურ შედეგებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, კერძოდ: - აქტიურ სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირებს დაენიშნებათ ყოველთვიური შრომის ანაზღაურება (ხელფასი); - რეზერვში მყოფი პირები სამსახურის გავლის (გაწვევის/გამოძახების) შემთხვევაში ისარგებლებენ კანონმდებლობით სამხედრო მოსამსახურეთათვის დადგენილი დაცვის გარანტიებით; - რეზერვისტს, სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდად (შრომის სტაჟი) ჩაეთვლება: ა) აქტიური სარეზერვო სამსახურის შემთხვევაში - კონტრაქტით გასაზღვრული პერიოდი; ბ) სამობილიზაციო რეზერვის შემთხვევაში - გამოძახების შემდეგ შემკრებ პუნქტში გამოცხადებიდან სარეზერვო სამსახურის დასრულებამდე პერიოდი; - სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირს სამხედრო სამსახურის წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება: ა) აქტიური სარეზერვო სამსახურის შემთხვევაში - გამოძახების შემდეგ შესაბამის სამხედრო ქვედანაყოფში ყოფნის პერიოდი; ბ) სამობილიზაციო რეზერვის შემთხვევაში სამხედრო სარეზევო სამსახურის გავლის პერიოდი. - სამხედრო სარეზერვო სამსახურში გამოძახების პერიოდში რეზერვისტს შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ხელფასი, მიუხედავად დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.