საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წლიური ანგარიში (2017 წლის 1 სექტემბერი - 2018 წლის 1 სექტემბერი)

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
21.09.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
ნომერი
#15992/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-24
ბიუროს ნომერი 202

📜 ტექსტი

წერილი
N 15992 21/09/2018 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, წარმოგიდგენთ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წლიურ ანგარიშს (2017 წლის 1 სექტემბერი - 2018 წლის 1 სექტემბერი). გთხოვთ, შეიტანოთ ბიუროს დღის წესრიგში. დანართი 76 გვ. პატივისცემით, სოფიო ქაცარავა თავმჯდომარე
ანგარიში
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წლიური ანგარიში (2017 წლის 1 სექტემბერი - 2018 წლის 1 სექტემბერი) 1 სარჩევი შესავალი -------------------------------------------------------------------------------------------- 3გვ I) კომიტეტის მიერ განხილული კანონპროექტები--------------------------------------------- 4 გვ. II) რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულებები, შეთანხმებები, მემორანდუმები, რეზოლუციები და დადგენილების პროექტები ------------------------- 7გვ. III) საზედამხედველო საქმიანობა -------------------------------------------------------------------34გვ. IV) საპარლამენტო დიპლომატია-------------------------------------------------------------------- 36გვ V) კომიტეტის თავმჯდომარის და მოადგილეების ვიზიტები საზღვარგარეთ--------------- 45გვ. VI) კომიტეტის მასპინძლობით პარტნიორი ქვეყნების დელეგაციების ვიზიტები საქართველოში------------------------------------------------------------------------------------ 66 გვ. VII) სტრატეგიული კომუნიკაცია და საზოგადოებასთან ურთიერთობა -------------------- 69 გვ. VIII) სხვა ღონისძიებები----------------------------------------------------------------------------- 76გვ. IX) კომიტეტის საინფორმაციო-ანალიტიკური საქმიანობა------------------------------------- 77 გვ. 2 შესავალი საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცება, დეოკუპაცია და კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარება, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავება, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაძლიერება, საერთაშორისო უსაფრთხოების ხელშეწყობის პროცესში საქართველოს აქტიური ჩართულობა, ქმედითი და დაბალანსებული რეგიონალური პოლიტიკის განხორციელება, ტრანსნაციონალურ პროექტებში ქვეყნის ჩართულობა, ეკონომიკური დიპლომატია, დიასპორებთან ურთიერთობა და საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და მათი კანონიერი ინტერესების დაცვა, - ჩვენი სახელმწიფოს ძირითად საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს წარმოადგენს. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განსაზღვრა პარლამენტს ეკისრება. შესაბამისად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი თავისი პროფილიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობის განხორციელების მიმართულებით და საპარლამენტო კავშირების გაძლიერებისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ამოცანების მიღწევის მიზნით აქტიურად იყენებდა საპარლამენტო დიპლომატიას. საზედამხედველო საქმიანობის განხორციელების და საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა აქტუალური საკითხის განსახილველად, სისტემატურად იმართებოდა საკომიტეტო სხდომები და მოსმენები. საკანონმდებლო საქმიანობის გარდა, კომიტეტის წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა შეხვედრებში როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ. საანგარიშო პერიოდში დაიგეგმა და განხორციელდა საქართველოსთან პარტნიორი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციების და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ვიზიტები საქართველოში, ასევე, კომიტეტის წევრებმა გამართეს არაერთი ოფიციალური ვიზიტი პარტნიორ ქვეყნებში. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განახორციელა საქართველოს კონსტიტუციით, პარლამენტის რეგლამენტით და კომიტეტის დებულებით გათვალისწინებული შემდეგი საქმიანობა: 3 I: კომიტეტის მიერ განხილული კანონპროექტები 1. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“, თანდართული მასალებით: „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2018-2021 წლებისათვის“, საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ და წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-2/132; 29.09.2017) 2. საქართველოს კანონის პროექტები: საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, “საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“„საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“„სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/128; 21.09.2017) 3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები. (07-2/149; 22.11.2017) 4. საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობა (07-1/15. 18.12.2017) და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობის სამთავრობო პროგრამა „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ (07-2/158; 18.12.2017) 5. საქართველოს კანონის პროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“. (07-3/119; 29.12.2017) 4 6. საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/187, 05.04.2018) 7. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/186; 05.04.2018) 8. საქართველოს კანონის პროექტები: „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, და „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ( 07-2/203; 19-.04.2018) 9. საქართველოს კანონის პროექტები: „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“, „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,„სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სახელმწიფო 5 გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/209; 03.05.2018); 10. საქართველოს კანონის პროექტები „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ( 07-2/185, 03.04.2018) 11. „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/199, 12.04.2018) 12. კანონპროექტები: „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/216; 17.05.2018) 13. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი: „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის რეგლამენტი“, საქართველოს კანონის პროექტები: „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ , „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ოპერატიულ ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,„სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს თავდაცვის 6 შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ . (07-3/187; 31.05.2018) II: რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულებები, შეთანხმებები, მემორანდუმები, რეზოლუციები და კონვენციები 1. „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი)” (07-2/103; 18.07.2017) 2017 წლის 12 ივნისს ხელი მოეწერა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას, რომლის მიხედვით ბანკი საქართველოს გამოუყოფს დაახლოებით 108,2 მლნ. ევროს სესხის სახით. სესხის ხანგრძლივობაა 24 წელი (მათ შორის 13 წელი შეღავათიანი), ხოლო საპროცენტო განაკვეთი ცვალებადია და დამოკიდებულია Euribor-ზე. ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი მოიცავს 14,3 კმ-იანი ახალი ორზოლიანი შემოვლითი გზის მშენებლობას, რომელიც გვერდს აუვლის ბათუმს და მნიშვნელოვნად განტვირთავს საავტომობილო მოძრაობას ქალაქში. პროექტი აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. დაფინანსების ფარგლებში ასევე გაფორმდება ტექნიკური უზრუნველყოფის კონტრაქტები, საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე აღდგენითი და გადაუდებელი სამუშაოების ჩასატარებლად. აღნიშნული პროექტის მიზანია საქართველოში რეგიონული კავშირების განვითარება, ტრანსპორტის ეფექტურობის გაუმჯობესება და ქვეყნის რეგიონულ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბება. 2. შეთანხმება „2016 წლის 11 მაისით დათარიღებული „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის ავტობუსების პროექტი)“ N1 ცვლილებაზე “ (07-2/104; 18.07.2017) „თბილისის ავტობუსების პროექტი“-ს ფარგლებში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცა ახალი, ეკოლოგიურად ეფექტური და გაზზე მომუშავე 143 ავტობუსი, რომელიც ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. აღნიშნული პროექტისთვის EBRD-ის მიერ უკვე გამოყოფილია 27 მლნ. ევრო სესხის სახით, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ენერგო ეფექტურობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ფონდის მიერ 7 მლნ. ევრო -გრანტის 7 სახით. სესხის ხანგრძლივობაა 10 წელი (მათ შორის 3 წელი შეღავათიანი), ხოლო საპროცენტო განაკვეთი ცვალებადია და დამოკიდებულია Euribor-ზე. მთავრობის განკარგულებისა და პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე 2017 წლის 3 ივლისს ხელი მოეწერა 2016 წლის 11 მაისით დათარიღებული „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების N1 ცვლილებას“, რომლის მიხედვითაც სესხის თანხის ბოლო გადახდის თარიღად 2026 წლის 16 ივლისის ნაცვლად განისაზღვრება 2026 წლის 16 იანვარი. 3. „2010 წლის 28 დეკემბრის „საქართველოს და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველო - ვარდნილის და ენგურის (07-2/105; 25.07.2017) „საქართველო-ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტის“ განხორციელების მიზნით 2010 წლის 28 დეკემბერს ხელი მოეწერა ფინანსურ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს გამოუყო 20 მლნ. ევროს ოდენობით შეღავათიანი სესხი 17 წლის ვადით. პროექტის მხარდაჭერის მიზნით ევროკავშირის მიერ ასევე გამოყოფილ იქნა 5 მლნ. ევრო გრანტის სახით. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ენგურის ჰიდროელექტროსადგურის ორი აგრეგატის რეაბილიტაცია, ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის რეაბილიტაცია და გალის წყალსაცავზე და ვარდნილის არხზე უსაფრთხოების ზომების განხორციელება. 2014 წლის 30 დეკემბერს ხელშეკრულებაში შევიდა პირველი ცვლილება, რომლის მიხედვით შეიცვალა პროექტის დასრულების ვადა და შესაბამისად სესხის საპროცენტო განაკვეთში მარჟა. 2017 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა ზემოთაღნიშნული ფინანსური ხელშეკრულების მეორე ცვლილებას. იგი ეხება სესხის თანხის გაზრდას 3,5 მლნ. ევროს ოდენობით, რომელიც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მოხმარდება ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას. ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი)“ N2 ცვლილება“ 4. წერილი-შეთანხმება „2011 წლის 1 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 2)“ N3 ცვლილების“, „2013 წლის 19 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 3)“ N1 ცვლილების“ და „2015 წლის 5 თებერვლის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 4)“ N2 ცვლილების“ (07-2/108; 28.07.2017) 2011 წლის 1 მარტს ხელი მოეწერა 2011-2019 წლებში ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროექტების დასაფინანსებლად „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულებას. იგი ითვალისწინებს საქართველოსთვის 500 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფას წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის გასაუმჯობესებლად ქვეყნის 7 ტურისტულ ცენტრსა და მსხვილ ურბანულ დასახლებებში. აღნიშნული თანხა იყოფა ტრანშებად და საქართველოს აზიის განვითარების ბანკთან 8 თითოეულ საინვესტიციო პროექტზე აფორმებს ცალკეულ სასესხო ხელშეკრულებას. ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება 6 პროექტი და ფინანსდება სხვადასხვა სამუშაოები მესტიაში, ანაკლიაში, ქუთაისში, ფოთში, ურეკში, ბაკურიანში, ზუგდიდში, მარნეულში, ბოლნისში და ჭიათურაში. წარმოდგენილი ცვლილებების წერილი-შეთანხმება ითვალისწინებს „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ მეორე, მესამე და მეოთხე პროექტების სასესხო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სესხის დახურვის თარიღის გადაწევას, რომელიც განპირობებულია არსებული დანაზოგებით დამატებით ღონისძიებებისა და ზოგიერთ ქალაქში მიმდინარე სამუშაოების დასასრულებლად საჭირო დროის უზრუნველსაყოფად. 5. „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მეორადი გზის გაუმჯობესების პროექტი)“(07-2/109; 28.07.2017) შეთანხმებას ხელი მოეწერა 2017 წლის 19 ივნისს. იგი ითვალისწინებს აზიის განვითარების ბანკის მიერ 80 მლნ. აშშ. დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფას 24 წლის ვადით. შეღავათიანი პერიოდი იქნება 13 წელი, ხოლო წლიური საპროცენტო განაკვეთი- დამოკიდებული LIBORზე. მეორადი გზის გაუმჯობესების პროექტი გულისხმობს ძირულა-ხარაგაული-მოლითიფონა-ჩუმათელეთის 50 კილომეტრიანი საავტომობილო გზის და სარკინიგზო სადგურებთან და ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკთან დამაკავშირებელ მისასვლელი გზების რეაბილიტაციას. პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღია 2021 წელი. პროექტის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობა, რეგიონული კავშირების სტიმულირება და ეკონომიკური აქტივობის ზრდა. 6. სასესხო შეთანხმება „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (ბათუმის ავტობუსების პროექტი)“ (07-2/110; 28.07.2017) 2017 წლის 13 ივლისს ხელი მოეწერა „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას“. შეთანხმების ფარგლებში დაფინანსდება „ბათუმის ავტობუსების პროექტი“, რომელიც ითვალისწინებს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ახალი, ეკოლოგიურად ეფექტური 20 დიზელზე მომუშავე და 10 ელექტრო დაბალძირიანი ავტობუსების გადაცემას. აღნიშნული პროექტისთვის EBRD-ი გამოყოფს 5,5 მლნ. ევროს სესხის სახით, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ენერგო ეფექტურობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ფონდის მიერ გამოიყოფა 1,5 მლნ. ევრო გრანტის სახით. სესხის ხანგრძლივობაა 10 წელი (მათ შორის 3 წელი შეღავათიანი), ხოლო საპროცენტო განაკვეთი ცვალებადია და დამოკიდებულია Euribor-ზე. „ბათუმის ავტობუსების პროექტის“ მიზანია მდგრადი სატრანსპორტო სისტემის განვითარება და ტურიზმის ხელშეწყობა. 7. „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულება (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია ბ)“ (07-2/111; 28.07.2017) 2017 წლის 14 ივნისს ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსურ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ბანკი საქართველოს სესხის სახით გამოუყოფს 250 მლნ. ევროს სესხის სახით. სესხის ხანგრძლივობაა 30 წელი (მათ შორის 7 წლამდე შეღავათიანი პერიოდი). სესხის საპროცენტო განაკვეთი, საპროცენტო მარჟა და ვალუტა 9 განისაზღვრება თითოეული ტრანშისთვის ტრანშის ჩამორიცხვამდე. აღნიშნული ფინანსური რესურსით იგეგმება დაახლოებით 253 კმ სიგრძის ძირთადი და მეორადი საავტომობილო გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია შემდეგი მიმართულებებით: უბისაშორაპნის მონაკვეთი, გრიგოლეთი-ფოთი, გრიგოლეთი-ჩოლოქი, რუსთავი-სადახლო, თბილისი-საგარეჯო, საჩხერე-რაჭა, საირმე-აბასთუმანი, რიკოთის გვირაბი, ხევი-უბისა, ძირულა-არგვეთა 8. „საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი)“ (N07-2/112; 03.08.2017) შეთანხმებას ხელი მოეწერა 2017 წლის 17 ივნისს. იგი ითვალისწინებს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მიერ 114 მლნ. აშშ. დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფას 25 წლის ვადით. შეღავათიანი პერიოდი იქნება 14 წელი, ხოლო წლიური საპროცენტო განაკვეთიცვლადი და დამოკიდებული LIBOR-ზე. ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი გულისხმობს 14,3 კილომეტრიანი ორზოლიანი გზის მშენებლობას, საერთაშორისო და ადგილობრივი გზების გამართვას და შემოვლითი გზის მშენებლობის ზედამხედველობის საკონსულტაციო მომსახურებას. ბათუმის შემოვლითი გზა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია, რომელიც წარმოადგენს ევროპასა და აზიის ქვეყნებს შორის უმოკლეს დამაკავშირებელ დერეფანს. 9. სასესხო ხელშეკრულება „2013 წლის 19 დეკემბრის „საქართველოს და აზიის განვითარების ბანკს შორის (სპეცილური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა-პროექტი 3)" №2 ცვლილება" (07-2/117; 21.08.2017) ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა-პროექტი 3-ის ფარგლებში ფინანსდება ქუთაისში წყალმომარაგების, ხოლო ურეკში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის მშენებლობა, რომლისთვისაც დაახლოებით გამოყოფილია დაახლოებით 98 მლნ. აშშ დოლარი. პროექტი 3-ის სასესხო ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილების მიზანია პროექტის განხორციელებისას წარმოქმნილი დანაზოგების (21 მლნ. აშშ. დოლარი) გამოყენება წყალმომარაგებასთან და კანალიზაციასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელებისთვის. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით არსებული დანაზოგი მოხმარდება აბაშის მაგისტრალური მილსადენის შეცვლას, გუდაურის წყალარინების სისტემისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას და თელავის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას. 10. წერილი-შეთანხმება „2014 წლის 13 მაისის „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური პროტოკოლის" ცვლილების " შესახებ (072/118; 25.08.2017) ფინანსური პროტოკოლის განხორციელების მიზნით, 2014 წლის 2 სექტემბერს ხელი მოეწერა სასესხო ხელშეკრულებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომელიც მოქმედებს საქართველოს (საქართველოს მთავრობის) სახელით და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით მოქმედ NATIXIS-ს შორის. აღნიშნული სასესხო ხელშეკრულებით გამოიყოფა 13,2 მლნ. ევროს ოდენობის შეღავათიანი სესხი 20 წლის ვადით. გამოყოფილი ფინანსური რესურსი მოხმარდება ქალაქ ჭიათურაში ქალაქის ცენტრის პერიფერიებთან დამაკავშირებელი ურბანული მექანიკური საბაგიროების 10 აღჭურვილობის განახლებას. ამჟამად ჭიათურაში მიმდინარეობს საბაგიროების ოთხივე მიმართულებით (ლეჟუბანი, სანატორიუმი, ნაგუთი, მუხაძე) დემონტაჟი/მშენებლობა. 2017 წლის 25 ივლისს ხელი მოეწერა „ფინანსური პროტოკოლის“ ცვლილების წერილშეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ფრანგ მომწოდებლებსა და ქართველ მყიდველს შორის ხელმოწერილი კონტრაქტების რეგისტრაციის ვადის 2017 წლის 31 აგვისტომდე და საფრანგეთის ხაზინის მიერ გამოყოფილის სესხის და გრანტის ფარგლებში თანხების გამოთხოვის ვადის 2017 წლის 31 დეკემბრამდე გადაწევას. 11. „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (მეორე პროგრამული კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიება)“ (07-2/121; 07.09.2017) შეთანხმებას ხელი მოეწერა 2017 წლის 16 აგვისტოს. იგი გულისხმობს მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსათვის 44,6 მლნ ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას 25 წლის ვადით. აქედან 14 წელი იქნება შეღავათიანი, ხოლო საპროცენტო განაკვეთი-ცვალებადი და დამოკიდებული EURIBOR-ზე. აღნიშნული ფინანსური რესურსი სრულად მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში, და დაფინასდება ის რეფორმები, რომელიც ხელს შეუწყობს კერძო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ბიზნეს-გარემოს მხარდაჭერას და ეკონომიკის დამოკიდებულების შემცირებას სახელმწიფო ინვესტიციებზე. 12. შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების ზომების შესახებ" (07-2/116; 17.07.2017) შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების ზომების შესახებ“ დადებულია ქ. ვაშინგტონში 2017 წლის 9 მაისს. შეთანხმების მხარეები, ერთის მხრივ საქართველოს მთავრობა და მეორეს მხრივ აშშ-ის მთავრობა, თანამშრომლობენ რა საგარეო საქმეთა, თავდაცვის, უსაფრთხოების, სამართალდაცვით, სამეცნიერო, სამრეწველო და ტექნოლოგიურ საკითხებში, გამოხატავენ ერთმანეთს შორის კონფიდენციალურად გაცვლილი საიდუმლო ინფორმაციის დაცვის ორმხრივ ინტერესს. ამ მიზნით, მხარეები შეთანხმებით განსაზღვრავენ ერთმანეთს შორის გაცვლილი საიდუმლო ინფორმაციის არსს, ამ ინფორმაციის დაცვის ვალდებულებას, შეთანხმების შესრულებაზე პასუხისმგებელ ორგანოებს, საიდუმლო ინფორმაციის დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ სხვა დეტალებს და თავად შეთანხმების მოქმედების წესს. შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების ზომების შესახებ“ წარმოადგენს რა საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის სფეროში საქართველოსა და აშშ-ს შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის სამართლებრივ საფუძველს, ხელს შეუწყობს საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობისა და პარტნიორული ურთიერთობების შემდგომ განვითარებასა და გაღრმავებას. საერთაშორისო უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებისა და საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მისწრაფებების ფონზე, საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია წარმოდგენილი შეთანხმების გაფორმება აშშ-თან, როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორსა და ნატოს წევრ ქვეყანასთან. 11 13. ოქმი - „ზღვის ფსკერის საერთაშორისო ორგანოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ საქართველოს შეერთებაზე. (07-2/114; 11.08.2017) „ზღვის ფსკერის საერთაშორისო ორგანოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ ოქმი“ ეფუძნება „გაეროს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების“ შესახებ 1946 წლის კონვენციას, რომელიც დღეის მდგომარეობით რატიფიცირებულია 162 სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მიერ. „საერთაშორისო საზღვაო სამართლის“ შესახებ გაეროს კონვენციის მე-11 თავი განსაზღვრავს ზღვის ფსკერის საერთაშორისო ორგანოს შექმნის სამართლებრივ პრინციპებს და საქმიანობის მიმართულებებს. საქართველო ამ კონვენციის ხელშემკვრელ მხარეს წარმოადგენს 1996 წლიდან. ზღვის ფსკერის საერთაშორისო ორგანო უზრუნველყოფს ეროვნული იურისდიქციის ფარგლებს მიღმა მდებარე ზღვის ფსკერის ზედაპირზე, ოკეანის ფსკერზე და მათში არსებულ წიაღისეულზე და ზღვის გარემოს დაცვის საქმიანობის განხორციელების სამართლებრივ მექანიზმებს. საკუთარი ფუნქციების ეფექტიანი განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია ორგანოს წარმომადგენლებისა და ექსპერტების სხვადასხვა ღონისძიებებში (მისიებსა და შეხვედრებში) მონაწილეობა და ამ ფუნქციების სრულყოფილად და დამოუკიდებლად განხორციელებას განაპირობებს ფუნქციური იმუნიტეტებისა და პრივილეგიების ქონა მასპინძელ ქვეყანაში, რასაც ითვალისწინებს ეს კონვენცია. „ზღვის ფსკერის საერთაშორისო ორგანოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტის შესახებ“ ოქმთან შეერთებით, საქართველო როგორც საერთაშორისო საზოგადოების აქტიური წევრი საკუთარ წვლილს შეიტანს ამ ორგანოს ეფექტურ ფუნქციონირებაში, მისი წარმომადგენლების და ამ დარგის სპეციალისტების და ექსპერტების მონაწილეობით, ასევე, ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ტერიტორიების ექსპლუატაციისა და კვლევის პროცესებში ჩართულობით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების ცოდნის და ცნობადობის ამაღლებას ადგილობრივ დონეზე. 14. შეთანხმება წერილების გაცვლის გზით დადებული „საქართველოს მთავრობასა და ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის ნატოსა და ნატოს პერსონალის სტატუსის შესახებ“ (07-2/115; 14.08.2017) შეთანხმების მიზანია ნატოს ბუქარესტის, სტრასბურგის/კელის, უელსისა და ვარშავის სამიტებზე საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების ეფექტიანი შესრულება, ნატოსაქართველოს შორის ურთიერთობათა გაძლიერება, ნატო-საქართველოს კომისიის ეფექტიანი ფუნქციონირება და მის ფარგლებში განხორციელებული პროგრამების ხელშეწყობა. ამ მიზნით, მხარეები თანხმდებიან ნატოს სამოკავშირეო ოფისისთვის ისეთი პრივილეგიების, იმუნიტეტებისა და შეღავათების მინიჭებაზე, რომლებიც საქართველოში დაფუძნებული დიპლომატიური მისიისთვის მინიჭებული პრივილეგიების, იმუნიტეტების და შეღავათების ეკვივალენტურია და მოქმედებს „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ ვენის 1961 წლის 18 აპრილის ვენის კონვენციის დებულებათა შესაბამისად. აღნიშნული პრივილეგიები, იმუნიტეტები და შეღავათები გავრცელდება ნატოს სამეკავშირეო ოფისისთვის საქართველოში იმპორტირებულ ან საქართველოში შესყიდულ ქონებაზე, ნატოს პერსონალსა და მათი ოჯახების წევრებზე, ნატოს სამეკავშირეო ოფისის საქმიანობაზე (ან სხვა საქმიანობაზე ურთიერთშეთანხმების საფუძველზე). წარმოდგენილი შეთანხმება ფარავს და აუქმებს 2010 წელს დადებულ „ნატოსა და საქართველოს შორის ნატოს სამეკავშირეო ოფისის შექმნის, სტატუსისა და პერსონალის შესახებ“ წერილების 12 გაცვლის გზით დადებულ შეთანხმებას. აღნიშნული გამოწვეულია 2014 წელს ნატო-უელსის სამიტზე საქართველოსთვის არსებით ღონისძიებათა პაკეტის მინიჭებით, რის გამოც დღის წესრიგში დადგა პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში საქართველოში მოვლენილი ნატოს ექსპერტების სამართლებრივი სტატუსის უფრო დეტალურად გაწერა და ნატოს მიერ დაფინანსებული პროექტებისათვის საბაჟო და სხვა ტიპის გადასახადებისაგან შეღავათების დამატება, რასაც ითვალისწინებს წარმოდგენილი შეთანხმება. 15. კონვენციასთან შეერთება „ბირთვული ავარიის ან რადიაციული ავარიული სიტუაციის შემთხვევაში დახმარების შესახებ“ (07-2/113; 11.08.2017) კონვენციის მიღება განაპირობა 1986 წლის ჩერნობილის რეაქტორის ავარიამ. კონვენცია შემუშავდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (აესს) ფარგლებში და ძალაშია 1987 წლის 26 თებერვლიდან. დღეისათვის კონვენციის მხარეს წარმოადგენენ 112 ქვეყანა და 7 საერთაშორისო ორგანიზაცია. კონვენცია „ბირთვული ავარიის ან რადიაციული ავარიული სიტუაციის შემთხვევაში დახმარების შესახებ“ წარმოადგენს იურიდიულ ჩარჩოს მის წევრსახელმწიფოთა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შორის ეფექტური თანამშრომლობისთვის ბირთვული ავარიის ან რადიაციული ავარიული სიტუაციის შემთხვევაში. კონვენციის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებული არიან ითანამშრომლონ ერთმანეთთან და აესს-თან ბირთვული ავარიის ან რადიაციული ავარიული სიტუაციის შედეგების აღმოფხვრის ან შემცირების მიზნით. კონვენციის მონაწილეები ვალდებული არიან შეატყობინონ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაცია მათ ხელთ არსებული სათანადო მოწყობილობების, მასალების და კვალიფიციური ექსპერტების თაობაზე საჭიროების შემთხვევაში დახმარების გაწევის მიზნით. კონვენციის მონაწილე მხარის მიერ დახმარების მოთხოვნის შემთხვევაში, ყოველი სახელმწიფო თავად განსაზღვრავს შეუძლია თუ არა დახმარების გაწევა და რა მოცულობით. დახმარება შეიძლება გაწეული იქნას ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ამასთან განვითარებადი ქვეყნის შესაძლებლობების გათვალისწინებით. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ახდენს კონვენციით აღწერილი ძალისხმევის კოორდინაციას, რითაც უზრუნველყოფს დახმარების გადაუდებლობასა და ეფექტურობას. კონვენციასთან შეერთება იძლევა სახელმწიფოსთვის აესს-სგან რადიაციული მონიტორინგის პროგრამის დანერგვისათვის საჭირო დახმარების მიღების შესაძლებლობას, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ სათანადო კანონმდებლობის დახვეწის და ტრეინინგ-პროგრამების განხორციელების საშუალებას. კონვენციასთან შეერთებით საქართველო შეიტანს თავის წვლილს ბირთვული უსაფრთხოების გლობალური წესრიგის შექმნაში და მიიღებს საერთაშორისო საზოგადოების როგორც ექსპერტულ, ისე ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას ბირთვული ან რადიაციული ავარიის მავნე ზემოქმედების შესამცირებლად. 16. შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ (07-2/100; 28.06.2017) შეთანხმებას ხელი მოეწერა 2017 წლის 13 მაისს ქ. პეკინში. იგი ითვალისწინებს საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის პირობების განსაზღვრასა და სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობას. შეთანხმების ამოქმედების შემდეგ ქართული პროდუქციის დაახლოებით 94% გათავისუფლდება საბაჟო გადასახადებისგან და ქართველ მეწარმეებს ექნებათ შანსი 13 მათი წარმოებული საქონელი და მომსახურება მოხვდეს ბაზარზე, რომელსაც 1,4 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს. შეთანხმების მიხედვით მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: გარემოს დაცვა, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები, საბაჟო პროცედურები და ვაჭრობის ხელშეწყობა, კონკურენცია, ინტელექტუალური საკუთრება და ა.შ. აღსანიშნავია, რომ საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობები ზრდის ტენდენციით გამოირჩევა. ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იზრდება ისეთი ქართული პროდუქციის ექსპორტი, როგორიცაა: ღვინო, ლუდი, მინერალური სასმელები და ა.შ. გარდა ამისა, საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, ვისთანაც ჩინეთი აფორმებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. 17. წერილი-შეთანხმება „2011 წლის 7 ოქტომბრის „საქართველოს (საქართველოს მთავრობა) და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური პროტოკოლის“ ცვლილებებზე. (07-2/124; 15.09.2017). 2011 წლის 7 ოქტომბერს ხელმოწერილი ფინანსური პროტოკოლის განხორციელების მიზნით 2011 წლის 11 ოქტომბერს გაფორმდა სესხისა და გრანტის ხელშეკრულება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომელიც მოქმედებს საქართველოს მთავრობის სახელით და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით მოქმედ NATIXIS-ს შორის. სესხის თანხა შეადგენს დაახლოებით 18 მლნ. ევროს და იგი განკუთვნილია მესტიის ხეობის სათხილამურო საბაგირო აღჭურვილობის შესაძენად; პროექტის ფარგლებში გამოყოფილი 700 ათასი ევროს ოდენობის გრანტი კი მიემართება მესტიის ხეობის ტურისტული განვითარების ძირითადი გეგმის შემუშავებასა და საქართველოში ზამთრის სპორტის განვითარებაზე. პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა ჰაწვალში ორი საბაგიროს მიწოდება/ინსტალაცია, ხოლო თეთნულდში ხუთი საბაგირო მოწყობილობა მიწოდებულია და აქედან ოთხი საბაგირო უკვე შესულია ექსპლუატაციაში. ერთი საბაგიროს მშენებლობის პროცესში წარმოიშვა სირთულეები და საჭიროებს დამატებით სამუშაოებს, ამიტომ მისი ექსპლუატაციაში შესვლა 2017 წლის ბოლოსთვის იგეგმება. 2017 წლის 25 ივლისს ხელი მოეწერა „ფინანსური პროტოკოლის“ ცვლილების წერილ-შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ფრანგ მომწოდებლებსა და ქართველ მყიდველს შორის ხელმოწერილი კონტრაქტების რეგისტრაციის ვადის და საფრანგეთის ხაზინის მიერ გამოყოფილი სესხის და გრანტის ფარგლებში თანხების გამოთხოვის ვადის 2017 წლის 31 დეკემბრამდე გადაწევას. 18. „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების (დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა)“ ცვლილება ნომერი ორი“ (07-2/125; 15.09.2017) საგრანტო შეთანხმების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) საქართველოს გრანტის სახით გამოუყო დაახლოებით 6 მლნ. აშშ. დოლარი, რომელიც შესაძლოა გაზრდილიყო (25 მლნ. აშშ დოლარამდე) ან შემცირებულიყო. შეთანხმების თანახმად საქართველოს თანამონაწილეობა შეადგენდა დაახლოებით 2 მლნ აშშ. დოლარს, რომელიც ასევე შეიცვლებოდა გრანტის თანხის გაზრდის ან შემცირების შესაბამისად. პროექტის მიზანია გამჭვირვალე, მოქალაქეების მოთხოვნის შესაბამისი და ეფექტური მმართველობისა და მომსახურების 14 მიწოდება, კანონის უზენაესობის დამოუკიდებელი, თანმიმდევრული და პროფესიული გამოყენება, მოქალაქეების უფრო მეტი ჩართულობა საზოგადოებრივ საქმეებში. პროექტის ფარგლებში აქტივობები ხორციელდება სამი მიმართულებით: კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები, დემოკრატიული მმართველობა, სამოქალაქო საზოგადოება. 2016 წლის 22 დეკემბერს ხელი მოეწერა ზემოთაღნიშნული საგრანტო შეთანხმების პირველ ცვლილებას, სადაც საგრანტო თანხა გაიზარა 6,5 მლნ. აშშ. დოლარის ოდენობით და შესაბამისად გაიზარდა საქართველოს მხრიდან თანამონაწილეობის თანხაც დაახლოებით 4,2 მლნ. აშშ. დოლარამდე. ამჟამად წარმოდგენილი საგრანტო შეთანხმების ცვლილება ნომერი ორი ითვალისწინებს USAID-ის მხრიდან ჯამური საგრანტო თანხის გაზრდის შესაძლებლობას დაახლოებით 5,6 მლნ. აშშ. დოლარის ოდენობით, რომლის შედეგადაც USAID-ის მთლიანი მიახლოებითი მონაწილეობა დაახლოებით 30,7 მლნ. აშშ დოლარი გახდება. 19. „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2016 წლის 11 იანვრით დათარიღებული განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების (მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოება)“ ცვლილება ნომერი ორი“ (07- 2/126; 15.09.2017) საგრანტო შეთანხმების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) საქართველოს გრანტის სახით გამოუყო დაახლოებით 1 მლნ. აშშ. დოლარი იმ პირობით, რომ ეს თანხა შესაძლოა გაზრდილიყო (4,9 მლნ. აშშ დოლარამდე) ან შემცირებულიყო. ხელშეკრულების თანახმად საქართველოს თანამონაწილეობა შეადგენდა დაახლოებით 333 ათას აშშ. დოლარს, რომელიც ასევე შეიცვლებოდა გრანტის თანხის გაზრდის ან შემცირების შესაბამისად. პროექტის „მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოება“ მიზანია სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა, საქართველოში მცხოვრები უმცირესობების, ქალების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მზარდი ინტეგრაცია და ჩართულობა, ადამიანის უფლებათა დაცვა. პროექტის ფარგლებში ფინანსდება სხვადასხვა აქტივობები შემდეგი მიმართულებებით: სამოქალაქო საზოგადოება და სამოქალაქო და ეკონომიკური სერვისები მოწყვლადი მოსახლეობისთვის. საგრანტო შეთანხმებაში უკვე შესულია პირველი ცვლილება, რომლის მიხედვითაც გაიზარდა საგრანტო თანხის მოცულობა 1 მლნ აშშ დოლარის ოდენობით და შესაბამისად გაიზარდა ზემოთხსენებული ორი მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობებისთვის გამოყოფილი დაფინანსებაც. ამჟამად წარმოდგენილი ცვლილება ნომერი ორი ითვალისწინებს USAID-ის მხრიდან ჯამური საგრანტო თანხის გაზრდის შესაძლებლობას 5,2 მლნ. აშშ. დოლარამდე. 20. „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების (ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა)“ ცვლილება ნომერი ორი“ (07-2/127; 15.09.2017) საგრანტო შეთანხმების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) საქართველოს გრანტის სახით გამოუყო დაახლოებით 13,1 მლნ. აშშ. დოლარი, რომელიც შესაძლოა გაზრდილიყო (44,2 მლნ. აშშ. დოლარამდე) ან შემცირებულიყო. შეთანხმების თანახმად საქართველოს თანამონაწილეობა შეადგენდა დაახლოებით 4,4 მლნ აშშ. დოლარს, რომელიც ასევე გრანტის თანხის გაზრდის ან 15 შემცირების შესაბამისად შეიცვლებოდა. პროექტის „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“ მიზანია ეკონომიკური მართვისა და ხელმძღვანელობის გაუმჯობესება, გლობალური ბიზნეს სტანდარტების საყოველთაო დანერგვა, კონკურენტუნარიანობის ზრდა, საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტურად მართვა და ბაზარზე ორიენტირებული სამუშაო ადგილების შექმნა. პროექტის ფარგლებში ფინანსდება სხვადასხვა აქტივობები შემდეგი მიმართულებებით: კონფლიქტების შემსუბუქება და შერიგება, განათლება, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა და გარემოს დაცვა. საგრანტო შეთანხმებაში უკვე განხორციელდა პირველი ცვლილება, რომლის თანახმადაც გაიზარდა USAID-ის მიერ გამოყოფილი ჯამური თანხის ოდენობა 57,3 მლნ. აშშ. დოლარამდე, ხოლო საგრანტო თანხის ოდენობა-დაახლოებით 28 მლნ. აშშ. დოლარამდე, შესაბამისად საქართველოს თანამონაწილეობა გაიზარდა დაახლოებით 9,3 მლნ. აშშ. დოლარამდე. ამჟამად წარმოდგენილი საგრანტო შეთანხმების ცვლილება ნომერი ორი ითვალისწინებს USAID-ის მიერ გამოყოფილი ჯამური თანხის შესაძლებლობის ზრდას დაახლოებით 71,4 მლნ. აშშ. დოლარამდე. 21. “კონვენცია მიღებული N144 „შრომის საერთაშორისო სტანდარტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით სამმხრივი კონსულტაციების შესახებ“. შრომის საერთაშორისო კონფერენციის სამოცდამეერთე სესიაზე (ჟენევა, 1976 წლის 21 ივნისი) (07-2/136, 09.10.2017) კონვენციის მიზანია უზრუნველყოს სახელმწიფოს, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ორგანიზაციების თანაბარი მონაწილეობა ღირსეული შრომის ხელშეწყობის თაობაზე საერთაშორისო ნორმების მიღებასა და დამკვიდრებაში. N144 კონვენცია მისი მონაწილესახელმწიფოსგან მოითხოვს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) ნორმატიული საქმიანობის ყველა ეტაპზე სახელმწიფოს, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ორგანიზაციებს შორის ეფექტური კონსულტაციების გამართვას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონფერენციის დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები, მათ შორის მთავრობების პასუხები მათთვის დასმულ შეკითხვებზე და მათი შენიშვნები კონფერენციაზე განსახილველ ტექსტებზე; ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოებისადმი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებული კონვენციებისა და რეკომენდაციების წარდგენა; არარატიფიცირებული კონვენციების და რეკომენდაციების გადახედვა მათი რატიფიცირების და გამოყენების მიზნით; ანგარიშების მომზადება რატიფიცირებული კონვენციების თაობაზე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში გასაგზავნად და საჭიროების შემთხვევაში კონვენციების დენონსაციის შესახებ წინადადებების მომზადება. N144 კონვენციის რატიფიცირება ხელს შეუწყობს სოციალურ პარტნიორებს შორის სოციალური დიალოგის განვითარებას და სოციალური პასუხისმგებლობის გადანაწილებას მათ შორის. იგი უზრუნველყოფს ტრიპარტიზმის კულტურის დამკვიდრებას და ზრდის პარტნიორთა შორის ნდობის ხარისხს, ასევე, აძლიერებს მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ სოლიდარული პასუხისმგებლობის გრძნობას. N144 კონვენციის რატიფიცირება განპირობებულია სოციალური დიალოგის პრაქტიკის მაღალი დონის დამკვიდრების სურვილით და საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერით აღებული 16 ვალდებულებით, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას ღირსეული შრომის პირობების დასამკვიდრებლად. 22. შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და კლიმატის მწვანე ფონდს შორის კლიმატის მწვანე ფონდის პრივილეგიებისა და იმუნიტეტის შესახებ. “ (07-2/135; 06.10.2017). კლიმატის მწვანე ფონდი შეიქმნა 1992 წლის 9 მაისს მიღებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის“ საფუძველზე. ფონდის მიზანია დაეხმაროს განვითარებად ქვეყნებს კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული შედეგების შემსუბუქებასა და ამ შედეგებთან ადექვატურ ადაპტაციაში. ფონდის მთავარი მიზანია მხარი დაუჭიროს წევრ-სახელმწიფოებში (ძირითადად განვითარებად ქვეყნებში) ფონდის საქმიანობასთან თემატურად დაკავშირებული პროგრამების, სტრატეგიების და სხვა სახის საქმიანობების გატარებას. კლიმატის მწვანე ფონდის დამფუძნებელთა განზრახვით ფონდმა უნდა იმოქმედოს როგორც მთავარმა შუამავალმა რგოლმა გაეროს ჩარჩო კონვენციით გათვალისწინებული კლიმატის ცვლილების პროცესებისათვის დაფინანსების მოპოვების საკითხებში. გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის უმაღლესი ორგანოს მხარეთა კონფერენციის გადაწყვეტილებით, განვითარებად ქვეყნებს დაევალათ გაეფორმებინათ კლიმატის მწვანე ფონდთან შეთანხმება, რომელიც დაეხმარებოდა ფონდს საერთაშორისო დონეზე ეფექტურად ფუნქციონირებაში და მასთან დაკავშირებული პირების საჭირო პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით აღჭურვაში. 2017 წლის 24 აგვისტოს, ქ. თბილისში ხელი მოეწერა შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და კლიმატის მწვანე ფონდს შორის კლიმატის მწვანე ფონდის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“. შეთანხმების მიხედვით, კლიმატის მწვანე ფონდს, მისი მიზნებისა და ფუნქციების სრულფასოვნად შესრულების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე მიენიჭება სრული სამართალსუბიექტობა, რაც გამოიხატება ფონდის მიერ ხელშეკრულების დადების, მოძრავი და უძრავი ქონების შეძენის და განკარგვის და სამართლებრივი პროცედურების ინიცირების შესაძლებლობაში.ფონდის მოხელეები და თანამშრომლები ისარგებლებენ „სპეციალიზებული სააგენტოების პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ 1947 წლის კონვენციით გათვალისწინებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, ხოლო ფონდის მიერ კონფერენციებსა და შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული სხვა პირები ისარგებლებენ იმუნიტეტით სასამართლო პროცესიდან მათ მიერ წარმოთქმულ სიტყვებთან და განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით. ფონდი აღიჭურვება იმუნიტეტით სასამართლო პროცესებისაგან, ხოლო ფონდის ქონება, აქტივები და არქივები ისარგებლებს იმუნიტეტით ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მხრიდან ჩარევისგან. ფონდის კომუნიკაციას მიენიჭება ისეთივე პრივილეგიები, როგორც საქართველოში მოქმედი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის კომუნიკაციას. ფონდის აქტივები, ქონება, შემოსავალი და ოპერაციები თავისუფლდება გადასახადებისაგან. ფონდს შეუძლია უარი თქვას შეთანხმებით გათვალისწინებულ პრივილეგიებზე, იმუნიტეტებსა და შეღავათებზე, ვინაიდან ისინი გათვალისწინებულია არა პირადი სარგებლობის, არამედ ფონდის ამოცანების ეფექტიანი შესრულებისათვის. 23. შეთანხმება“ საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის“ თაობაზე ( 07-1/11; 15.08.2017). შეთანხმებას ხელი 17 მოეწერა 2016 წ. 28 დეკემბერს. იგი ითვალისწინებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოსთვის 4.5 მლნ. თურქული ლირის გამოყოფას, საიდანაც 4 მლნ თურქული ლირით მოხდება თურქული თავდაცვის სამრეწველო კომპანიებისგან საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, ხოლო დარჩენილი 500 ათასი ლირა მოხმარდება მარნეულის აეროპორტის მოდერნიზაციას. შეთანხმების თანახმად, საქართველოს მთავრობა თურქეთში შესყიდვის განხორციელებამდე გაუგზავნის თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნათა ნუსხას მისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსის შესაბამისად. მას შემდეგ, რაც თურქეთის თავდაცვის სამინისტროს კოორდინირებით განსაზღვრული იქნება შესაბამისი თურქული კომპანიები, საქართველოს მთავრობა დაიწყებს მათგან შესყიდვებს. შესყიდვები პირველ რიგში განხორციელდება თურქეთში მოქმედი თავდაცვის სამრეწველო კომპანიებისაგან. საქართველოს მთავრობასა და კომპანიას შორის კონტრაქტის ხელმოწერის, შესრულების და ამის თაობაზე დიპლომატიური ნოტით თურქული მხარის შეტყობინების შემდეგ, თურქული მხარე განახორციელებს გადახდას კონტრაქტორი კომპანიის ანგარიშზე. მარნეულის აეროპორტის მოდერნიზაცია მოხდება საქართველოსა და თურქეთის მხარეებს შორის შემდგომში გაფორმებული ოქმის საფუძველზე. 24. ოქმი „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ კონვენციის 50-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/139; 23.10.2017). საქართველო აღნიშნულ კონვენციას შეუერთდა 1992 წლის 7 დეკემბერს, პარლამენტის დადგენილებით N 350 - IIს. კონვენცია განსაზღვრავს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მუშაობის ძირითად პრინციპებს, მონაწილე-სახელმწიფოს ტერიტორიაზე ფრენის წესებს, საჰაერო ხომალდის ეროვნულობის საკუთრების საკითხებს, ავიაციის სფეროში საერთაშორისო სტანდარტებსა და რეკომენდირებულ პრაქტიკას. კონვენციის მიხედვით შეიქმნა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია (ICAO), რომლის ამოცანას წარმოადგენს საერთაშორისო აერონავიგაციის პრინციპებისა და მეთოდების შემუშავება და საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის დაგეგმვისა და განვითარებისათვის ხელის შეწყობა მსოფლიოში უსაფრთხო და მოწესრიგებული საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის განვითარების უზრუნველსაყოფად. ორგანიზაციას გააჩნია მუდმივმოქმედი ორგანო - საბჭო, რომელიც ანგარიშვალდებულია ორგანიზაციის მეორე ორგანოს - ასამბლეის წინაშე. საბჭო ამჟამად შედგება 36 წევრი სახელმწიფოსგან, რომლებიც აირჩევიან ასამბლეის მიერ სამწლიანი ვადით. ამ სახელმწიფოების არჩევისას ასამბლეა უზრუნველყოფს სათანადო წარმომადგენლობას (1) სახელმწიფოებისათვის, რომლებიც წამყვან როლს ასრულებენ საჰაერო ტრასპორტის სფეროში, (2) სახელმწიფოებისათვის, რომლებსაც დიდი წვლილი შეაქვთ საერთაშორისო სამოქალაქო აერონავიგაციისათვის მომსახურების საშუალებათა გადაცემაში და (3) სახელმწიფოებისათვის, რომელთა საბჭოში ყოფნა უზრუნველყოფს მსოფლიოს ყველა ძირითადი გეოგრაფიული რაიონის წარმომადგენლობას. საბჭოს ფუნქციებს შორის არის - ასამბლეისთვის წლიური ანგარიშების წარდგენა, ასამბლეის დირექტივების აღსრულება, ჩიკაგოს კონვენციით გათვალისწინებული სხვადასხვა ფუნქციების შესრულება, ICAO-ს ფინანსების განკარგვა და სხვ. ICAO-ს 39-ე ასამბლეის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მომზადდა წინადადება კონვენციის 50-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის ცვლილების თაობაზე. აღნიშნული ცვლილების მიხედვით კონვენციის მუდმივმოქმედი ორგანოს - საბჭოს შემადგენლობა გაიზარდა 36-დან 40 წევრამდე. 18 ცვლილების მიზანია საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის წევრისახელმწიფოების ინტერესების დაბალანსება მათი წარმომადგენლობის გაფართოების გზით. 25. ოქმი „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ კონვენციის 56-ე მუხლში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ( 07-2/138; 23.10.2017). საქართველო აღნიშნულ კონვენციას შეუერთდა 1992 წლის 7 დეკემბერს, პარლამენტის დადგენილებით N 350 - IIს. კონვენცია განსაზღვრავს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მუშაობის ძირითად პრინციპებს, მონაწილესახელმწიფოს ტერიტორიაზე ფრენის წესებს, საჰაერო ხომალდის ეროვნულობის საკუთრების საკითხებს, ავიაციის სფეროში საერთაშორისო სტანდარტებსა და რეკომენდირებულ პრაქტიკას. კონვენციის მიხედვით, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) მუდმივმოქმედი ორგანო - საბჭო ქმნის აერსანავიგაციო კომისიას. კომისიაში დასანიშნი წევრების შერჩევის მიზნით, საბჭო თხოვნით მიმართავს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს წარუდგინონ მას აერონავტიკის სამეცნიერო და პრაქტიკულ სფეროებში მაღალი კვალიფიკაცისა და გამოცდილების მქონე კანდიდატურები. კომისია ამჟამად შედგება 19 წევრისგან. მიუხედავად იმისა, რომ წევრების დასახელება ხდება სახელმწიფოების, ხოლო დანიშვნა საბჭოს მიერ, კომისიის წევრები არ წარმოადგენენ რომელიმე კონკრეტულ სახელმწიფოს ან რეგიონს, არამედ მოქმედებენ დამუკიდებლად და თავის კომპეტენციასა და გამოცდილებას მოახმარენ ზოგადად სამოქალაქო ავიაციის სფეროს განვითარებას. აეროსანავიგაციო კომისიის კომპეტენციაში შედის: ჩიკაგოს კონვენციის დამატებათა შეცვლის თაობაზე წინადადებების განხილვა და საბჭოსთვის წარდგენა, ტექნიკური ქვეკომისიების შექმნა საჭიროების შემთხვევაში და კონსულტაციების გაწევა საბჭოსთვის წევრი-სახელმწიფოებისაგან ცნობების შეგროვებისა და გადაცემის შესახებ, თუ ეს ცნობები მიიჩნევა საჭიროდ და სასარგებლოდ აერონავიგაციის განვითარებისათვის. ICAO-ს 39-ე ასამბლეის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მომზადდა ჩიკაგოს კონვენციის 56-ე მუხლის ცვლილება, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებულია აერსანავიგაციო კომისიის შემადგენლობის 19-დან 21 წევრამდე გაზრდა. ცვლილების მიზანია აერსანავიგაციო კომისიის მუშაობაში მეტი კვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტის ჩართვა. 26. სასესხო ხელშეკრულება „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KFW), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), (მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II)“ (07-2/146 20.11.2017). სასესხო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2017 წლის 27 ოქტომბერს. იგი ითვალისწინებს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მიერ საქართველოსთვის 30 მლნ. ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას 15 წლის ვადით. სესხის საპროცენტო განაკვეთი ცვალებადია და დამოკიდებულია EURIBOR-ზე. წარმოდგენილი ხელშეკრულების მიზანია „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის“ განხორციელება კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი კომპონენტები: ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ახალი ნაგავსაყრელების მოწყობა, მყარი ნარჩენების გადამზიდავი სადგურების მშენებლობას და შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებების შეძენა, ქუჩების დასუფთავებისთვის საჭირო მოწყობილობების შეძენას, და რეგიონებში არსებული ძველი ნაგავსაყრელის დახურვა. პროექტის ფარგლებში 19 რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი გამოყოფს 2 მლნ. ევროს გრანტის სახით. აღსანიშნავია, რომ რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მიერ ფინანსდება ქუთაისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტიც, რომელიც ასევე ქუთაისის მოქმედი ნაგავსაყრელის დახურვას და ახალი თანამედროვე სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობას ითვალისწინებს. მყარი ნარჩენების საერთაშორისო სტანდარტებით მართვა საქართველოს მიერ ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ერთ-ერთი მნიშნელოვანი ვალდებულებაა. მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბუნებრივი რესურსების დაცვის, გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის. 27. საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის საკრედიტო შეთანხმება“ ( 07-2/147: 20.11.2017). საკრედიტო შეთანხმებას ხელი მოეწერა 2017 წლის 2 ნოემბერს. შეთანხმების თანახმად საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) საქართველოს სესხის სახით გამოუყოფს 60 მლნ. ევროს 20 წლის ვადით, საიდანაც 6 წელი იქნება შეღავათიანი, ხოლო საპროცენტო განაკვეთი-ცვალებადი და დამოკიდებული EURIBOR-ზე. შეთანხმების გაფორმების მიზანია კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერების მხარდაჭერა საპენსიო რეფორმაზე ხაზგასმით. გამოსაყოფი ფინანსური რესურსი სრულად იქნება მიმართული სახელმწიფო ბიუჯეტში და დაფინანსდება ის ღონისძიებები, რომლებიც თანხვედრაშია მსოფლიო ბანკის „მეორე პროგრამული კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის“ ფარგლებში განსაზღვრულ ღონისძიებებთან, კერძოდ: მეორე თაობის ბიზნეს-გარემოს რეფორმები პატარა და საშუალო საწარმოების და მეწარმეობის მხარდაჭერისთვის და საჯარო შესყიდვების გაძლიერებისთვის, ფინანსური სექტორის გაძლიერება და დივერსიფიკაცია დეპოზიტების სადაზღვეო სისტემის, ყოვლისმომცველი საპენსიო სისტემის, კაპიტალის განვითარების და სადაზღვეო ბაზრების შესაბამისი პირობების დაარსებისთვის და რეფორმების მეშვეობით ინოვაციური სისტემის გაძლიერება და ფირმების შესაძლებლობების განვითარება. 28. კონვენცია „საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ (07-2/155; 14.12.2017). შეთანხმებების მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას. 2008 წლიდან აქტიურ ფაზაში გადავიდა აღნიშნული შეთანხმებების გაფორმება იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც საქართველოს გააჩნია ეკონომიკური ინტერესები. ასეთი შეთანხმებები ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მოდელს და განსაზღვრავს ქვეყნებს შორის დაბეგვრის პრინციპებს. ამგვარი ხელშეკრულებები გაფორმებული გვაქვს 54 ქვეყანასთან, მათ შორის ევროპის, აზიის, არაბულ და მეზობელ ქვეყნებთან. ბოლო ასეთი შეთანხმება გაფორმდა საქართველოსა და ყირგიზეთს შორის, რომელიც 2017 წლის 9 მარტს რატიფიცირებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ.ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმებები გარდა იმისა, რომ ნერგავს თანამედროვე საგადასახადო საქმიანობის წესებსა და პარამეტრებს, ის ასევე ზრდის გამჭვირვალობას და ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის მეგობრული და სავაჭრო კავშირების გაფართოებას. 20 29. სასესხო შეთანხმება: საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტის დამატებითი დაფინანსება)“ (07-2/159; 22.12.2017). შეთანხმებას ხელი მოეწერა 2017 წლის 4 დეკემბერს. იგი ითვალისწინებს რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის მიერ საქართველოსთვის შეღავათიანი სესხის გამოყოფას 16,9 მლნ. ევროს ოდენობით. სესხის ხანგრძლივობაა 24 წელის საიდანაც 15 წელი არის შეღავათიანი, ხოლო საპროცენტო განაკვეთი-ცვალებადი და დამოკიდებული EURIBOR-ზე. წარმოდგენილი შეთანხმების ფარგლებში დაფინანსდება აღმოსავლეთდასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის ჩუმათელეთიდან ხევამდე 11 კმიანი მონაკვეთი. კერძოდ, არსებული ორზოლიანი მონაკვეთი გაუმჯობესდება ოთხზოლიან მაგისტრალად. პროექტი ასევე ფინანსდება ევროპის საინვესტიციო ბანკისა და საქართველოს თანამონაწილეობით. 30. სასესხო ხელშეკრულება: საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტი)“ ცვლილება“ (07-2/160, 22.12.2017). წარმოდგენილ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2016 წლის 10 თებერვალს. იგი ითვალისწინებს რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის მიერ საქართველოსთვის 140 მლნ. აშშ. დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფას 25 წელის ვადით (მათ შორის 10 წელი შეღავათიანი). სესხის საპროცენტო განაკვეთი ცვალებადია და დაფუძნებულია Libor-ზე. ხელშეკრულების ფარგლებში გამოყოფილი თანხით ხორციელდება ზემო ოსიაურიდან ჩუმათელეთამდე არსებული ორზოლიანი გზის ოთხზოლიან ავტომაგისტრალად გაუმჯობესება. პროექტი აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. ამჟამად წარმოდგენილი ხელშეკრულების ცვლილება ეხება პროექტის აღწერასა და გარემოსდაცვით ღონისძიებებში ცვლილებების შეტანას და პროექტის დასრულების თარიღის გადაწევას 2023 წლის 31 დეკემბრამდე. 31. სასესხო შეთანხმება: „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5)“ (07-2/164; 16.01.2018). საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2010 წლის 21 ივნისს გაფორმდა ჩარჩო ხელშეკრულება 2010-2020 წლებში 300 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსების პროგრამის შექმნის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმდა 4 სასესხო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა და გაუმჯობესდა ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. 2017 წლის 19 დეკემბერს ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას მეხუთე პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს ბანკის მიერ 12 მლნ. ევროს ოდენობით სესხის გამოყოფას 22 წლის ვადით (მათ შორის 15 წელი შეღავათიანი). პროექტში საქართველოს თანამონაწილეობა შეადგენს დაახლოებით 2,2 მლნ. ევროს. წარმოდგენილი შეთანხმების მიხედვით დაფინანსდება თბილისის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები, კერძოდ შეიცვლება მეტროს ელექტრო გაყვანილობა და სავენტილაციო სისტემები. 21 32. შეთანხმება: „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ (072/163; 09.01.2018). წარმოდგენილი შეთანხმება შესრულებულია ქ. თბილისში 2017 წლის 16 ნოემბერს. მხარეების მიზანია უზრუნველყონ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს შორის თანამშრომლობის პროცესში შექმნილი ან გაცვლილი საიდუმლო ინფორმაციის დაცვა. მხარეები წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრავენ საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივად დაცვის წესებს, რომლებიც გავრცელდება მათ შორის გასაფორმებელი თანამშრომლობის ყველა შეთანხმებაზე და გავრცელდება კონტრაქტებზე, რომლებიც ითვალისწინებს საიდუმლო ინფორმაციის გაცვლას.ამ მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ “საიდუმლო ინფორმაციის” და “საიდუმლო კონტრაქტის“ არსზე, ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხებზე და მათ განსაზღვრებებზე საქართველოსა და გერმანიისთვის, აგრეთვე, საიდუმლო ინფორმაციის ერთმანეთს შორის გაცვლის, შენახვის და განადგურების წესებზე.საიდუმლო ინფორმაციის დაცვის შესახებ ხელშეკრულებები საქართველოს რატიფიცირებული აქვს რიგ ქვეყნებთან, მათ შორის: აშშ 2017 წლის 2 ნოემბერს, პოლონეთი - 2016 წლის 13 აპრილს, შვედეთი 2015 წლის 1 მაისს, ესპანეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, ნორვეგია და სხვ. აგრეთვე, საქართველო-ევროკავშირს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის უსაფრთხოების პროცედურების შესახებ რატიფიცირებულია 2016 წლის 30 ნოემბერს (ძალაშია 2017 წლის 1 თებერვლიდან). საქართველოსა და გერმანიას შორის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნა მნიშვნელოვანი წინაპირობაა ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობისათვის საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების საქმეში. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან აღნიშნული სახის შეთანხმების გაფორმება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას და შემდგომ გაღრმავებას. გასათვალისწინებელია გერმანიასთან, როგორც ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყანასთან მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბების პრიორიტეტულობა საქართველოსთვის ჩვენი ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესში. წარმოდგენილი შეთანხმება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გერმანია-საქართველოს შორის ორგანიზებული დანაშაულის აღმოფხვრის მიზნით გასატარებელი თანამშრომლობის კუთხით. ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობა კრიმინალური დაჯგუფებების გამოვლენის და მათთან ბრძოლის მიზნით გარდაუვალი წინაპირობაა ჩვენს შორის ხანგრძლივი, პარტნიორული ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. აგრეთვე, ევროპაში და მსოფლიოში ტერორიზმის გამოვლენის ფორმების მუდმივი სახეცვლილების გათვალისწინებით, საქართველოსა და გერმანიას შორის შეთანხმების ჩარჩოებში განხორციელებული მოქმედებები მიმართული იქნება ტეორირიზმის ყველანაირი გამოვლენის დროული აღმოფხვრისა და სათანადოდ დასჯისაკენ. 33. შეთანხმება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სლოვენიის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ (N07-1/17; 06.02.2018). შეთანხმება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სლოვენიის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ხელმოწერილია ქ. ბათუმში 2017 წლის 11 ოქტომბერს. მისი მიზანია მხარეებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საფუძვლის განსაზღვრა. აღნიშნული 22 თანამშრომლობა გავრცელდება ისეთ სფეროებზე, როგორებიცაა თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა, სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის განათლება და წვრთნა, თავდაცვის შესახებ კანონმდებლობა, შეიარაღების კონტროლი და განიარაღება, ჰუმანიტარული და მშვიდობის მხარდამჭერი ოპერაციები, მონაწილეობა ნატოს თანამშრომლობა მშვიდობისათვის ღონისძიებებში და სხვ. თანამშრომლობის განხორციელების ფორმები მოიცავს ოფიციალურ ვიზიტებს, სამუშაო შეხვედრებს, გამოცდილების გაზიარებას, წვრთნებს და სხვა სახის აქტივობებს. აღნიშნული საკითხების გარდა, შეთანხმება არეგულირებს მხარეთა შორის თანამშრომლობის პროცესში შექმნილი და/ან გაცვლილი საიდუმლო ინფორმაციის დაცვის წესს. განსაზღვრულია ინფორმაციისთვის საიდუმლოობის გრიფის მინიჭების საკითხი და მესამე მხარისათვის ინფორმაციის გადაცემის დაუშვებლობა. აქვე აღნიშნულია, რომ მომავალში, მხარეთა მიერ საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის თაობაზე შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, მისი მუხლები თანაბრად გავრცელდება წინამდებარე ხელშეკრულებით დაცულ საიდუმლო ინფორმაციაზე. შეთანხმების რატიფიცირება ხელს შეუწყობს საქართველოსა და სლოვენიას, როგორც ნატოს წევრ ქვეყანას შორის, მტკიცე პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, აგრეთვე მხარეთა თანამშრომლობას ევროპაში და მთლიანად მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად, ნატოს წევრ ქვეყნებსა და „პარტიონორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობას საერთო მიზნების მისაღწევად. 34. სასესხო შეთანხმება „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი - კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესების შესახებ.)“ (07-2/169; 14.02.2018). შეთანხმებას ხელი მოწერა 2018 წლის 5 იანვარს. იგი ითვალისწინებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ საქართველოსადმი 28 მლნ. ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას 15 წლის ვადით, საიდანაც 3,5 წელი იქნება შეღავათიანი. საპროცენტო განაკვეთი ცვალებადია და დამოკიდებულია EURIBOR-ზე. აღნიშნული ფინანსური რესურსი მოხმარდება ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტს, რომლის ფარგლებშიც მოხდება ჰიდრომეტეოროლოგიური და ჰიდრომეტრიული სადგურის მონტაჟი. პროექტის განხორციელების მიზანია სუფთა განახლებადი ენერგიის ხელმისაწვდომობის გაზრდა და კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება საქართველოში. პროექტის განხორციელება დაგეგმილია 2018-2021 წლებში. 35. შეთანხმება „საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ (07-2/174; 01.03.2018). შეთანხმება „საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ დადებულია ქ. მინსკში 2017 წლის 16 დეკემბერს. შეთანხმების მხარეები ხელმძღვანელობენ ერთმანეთს შორის თავდაცვის, პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართალდაცვითი, სამეცნიერო-ტექნიკურ და სხვა სფეროებში მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებისა და ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის განვითარების ინტერესებით და აცნობიერებენ ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. აღნიშნული 23 მიზნებიდან გამომდინარე, მხარეები თანხმდებიან შექმნან სამართლებრივი საფუძველი ორმხრივი ურთიერთობების პროცესში შექმნილი და გაცვლილი საიდუმლო ინფორმაციის დასაცავად. წარმოდგენილი ხელშეკრულების დადებით შეიქმნება საქართველოს და ბელარუსის რესპუბლიკას შორის სამართლებრივი საფუძველი საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის პროცესში ორი ქვეყნის ხელშეკრულებით განსაზღვრულ უწყებებს შორის (საქართველოს მხრიდან - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ბელარუსის მხრიდან ბელარუსის რესპუბლიკის სახემწიფო უშიშროების კომიტეტი) პირდაპირი, უსაფრთხო და ოპერატიული კომუნიკაციის სისტემის განსავითარებლად, რაც უზრუნველყოფს საქართველოსა და ბელარუსს შორის თანამშრომლობის უსაფრთხოებას. შეთანხმებით განსაზღვრულია ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხები და მათი შესაბამისი გრიფები, კომპეტენტური ორგანოები, მათი ურთიერთობის წესი, საიდუმლო ინფორმაციის დაცვის და მასთან მოპყრობის წესები და სხვა. საიდუმლო ინფორმაციის დაცვის შესახებ ხელშეკრულებები საქართველოს რატიფიცირებული აქვს რიგ ქვეყნებთან, მათ შორის: გერმანია - 2018 წლის 7 მარტს, აშშ - 2017 წლის 2 ნოემბერს, პოლონეთი - 2016 წლის 13 აპრილს, შვედეთი 2015 წლის 1 მაისს, ესპანეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, ნორვეგია და სხვ. აგრეთვე, საქართველო-ევროკავშირს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის უსაფრთხოების პროცედურების შესახებ რატიფიცირებულია 2016 წლის 30 ნოემბერს (ძალაშია 2017 წლის 1 თებერვლიდან). 36. „TRIPS („ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ“) შეთანხმების ცვლილების ოქმი“ (07-2/179; 13.03.2018). ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ შეთანხმება (TRIPS) არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების განუყოფელი ნაწილი. შეთანხმება აღიარებს წევრი ქვეყნების უფლებას დაიცვან საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ხელი შეუწყონ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას. 2005 წლის ჰონგ-კონგის მინისტერიალზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ TRIPS-ის შეთანხმებაში შესულიყო ცვლილება ოქმის სახით. ოქმის მთავარი მიზანია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ღარიბ ქვეყნებს მისცეს მედიკამენტებზე უკეთესი ხელმისაწვდომობის საშუალება. კერძოდ, ისეთ ქვეყნებს, რომელთაც არ გააჩნიათ ფარმაცევტულ სექტორში წარმოების შესაძლებლობა, აღნიშნული ოქმი მათ საშუალებას აძლევთ განახორციელონ დაპატენტებული ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტი მსო-ს სხვა წევრი ქვეყნებიდან სავალდებულო ლიცენზიის საფუძველზე. საქართველოს ოქმთან მიერთებით არ ეკისრება რაიმე დამატებითი ვალდებულება. მას უფლება აქვს დააფიქსიროს თავისი პოზიცია ისარგებლებს თუ არა ოქმით შემოთავაზებული სისტემით და ჩაერთოს როგორც ექსპორტიორის, ასევე იმპორტიორის სტატუსით. წარმოდგენილი ოქმი ამოქმედდა და ძალაში შევიდა 2017 წლის 23 იანვარს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრთა ორი მესამედის მიერ. ოქმი საშუალებას იძლევა აღმოიფხვრას საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა, მაგალითად, მალარია, ტუბერკულიოზი, შიდსი და სხვა ეპიდემიური დაავადებები. 24 37. „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი“ (2013) და „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი“ (2014) (07-1/19; 05.04.2018). „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმის“ (2013 წ.) მიზანია საქართველოსთვის სამხედრო ლოგისტიკური დახმარების გაწევა თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან. ოქმის თანახმად, თურქეთის რესპუბლიკა დაეხმარება საქართველოს 192 000 თურქული ლირის ექვივალენტური აშშ დოლარის ღირებულების აღჭურვილობით, რაც მოხმარდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მარნეულის აეროპორტის მოდერნიზაციის პროექტის განხორციელებას. ოქმი გაფორმდა „საქართველოსა და თურქეთს შორის საქართველოს ფინანსური თანამშრომლობის შესახებ“ 2013 წლის 16 დეკემბრის შეთანხმების შესაბამისად (რატიფიცირებულია 02.05.2014), რომელიც ითვალისწინებდა საქართველოსთვის ხსენებული სახის დახმარების გაწევას. „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმის“ (2014 წ.) მიზანია საქართველოსთვის გათვალისწინებული სამხედრო ლოგისტიკური დახმარების პროექტის პირობების განსაზღვრა. ოქმის თანახმად, თურქეთის რესპუბლიკა დაეხმარება საქართველოს 220 000 თურქული ლირის ექვივალენტური აშშ დოლარის ღირებულების აღურვილობით. ამ სახსრებით გაწეული დახმარება მოხმარდება საქართველოს თავდაცვის სამინისტორსთვის მარნეულის აეროპორტის მოდერნიზაციის პროექტის განხორციელებას. ოქმი ეყრდნობა 2014 წლის 15 დეკემბრის შეთანხმებას „საქართველოსა და თურქეთს შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შესახებ“ (რატიფიცირებულია 01.05.2015). წარმოდგენილი ოქმების რატიფიცირება ხელს შეუწყობს საქართველოს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას და საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. 38. საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება“ (07-1/20; 17.04.2018). შეთანხმება ეხება თურქეთის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისადმი გამოყოფილი 5,5 მლნ. თურქული ლირის ექვივალენტი აშშ დოლარის ფინანსური რესურსის და წინა წლებში გამოუყენებელი დაახლოებით 3,9 მლნ. აშშ. დოლარის განაწილებას და გამოყენებას. აღნიშნული თანხის ერთი ნაწილი დაიხარჯება თურქეთში მოქმედი ადგილობრივი კომპანიებისაგან სამხედრო მიზნებისთვის საქონლისა და მომსახურების შესასყიდად; ხოლო მეორე ნაწილი გამოიყენება მარნეულის აეროპორტის მოდერნიზაციისათვის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმის პრინციპების შესაბამისად. შეთანხმების მიხედვით, საქართველოს მთავრობა შესყიდვის განხორციელებამდე თურქეთის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროს გაუგზავნის მოთხოვნათა ნუსხას გამოყოფილი ფინანსური რესურსის ფარგლებში და თურქეთის მხარე, შესაბამისად, განსაზღვრავს თურქეთში მოქმედ იმ ადგილობრივ კომპანიებს, საიდანაც საქართველო განახორციელებს შესყიდვებს. 39. „2017 წლის 13 ივლისით დათარიღებული „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ბათუმის ავტობუსების პროექტი)“ N1 25 ცვლილების შეთანხმება. (07-2/191. 10.04.2018). 2017 წლის 13 ივლისს ხელი მოეწერა „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას“, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება „ბათუმის ავტობუსების პროექტი“. პროექტის მიხედვით იგეგმება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ახალი, ეკოლოგიურად ეფექტური ელექტრო და დიზელზე მომუშავე ავტობუსების შეძენას. აღნიშნული პროექტისთვის EBRD-ი გამოყოფს 5,5 მლნ. ევროს სესხის სახით, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ენერგო ეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო ფონდის მიერ გამოიყოფა 1,5 მლნ. ევრო გრანტის სახით. სესხის ხანგრძლივობაა 10 წელი (მათ შორის 3 წელი შეღავათიანი), ხოლო საპროცენტო განაკვეთი ცვალებადია და დამოკიდებულია Euribor-ზე. 2018 წლის 22 მარტს ხელი მოეწერა წარმოდგენილი სასესხო შეთანხმების ნომერ პირველ ცვლილებას, რომლითაც მოხდება სესხის ფინანსურ პირობებთან მიმართებაში არსებული ჩანაწერების დაზუსტება და შესასყიდი ავტობუსების სპეციფიკაციის ცვლილება. „ბათუმის ავტობუსების პროექტის“ მიზანია მდგრადი სატრანსპორტო სისტემის განვითარება და ტურიზმის ხელშეწყობა. 40. „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების („დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის)“ ცვლილება ნომერი სამი“ (07-2/190. 10.04.2018). პროექტის“ დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა“ მიზანია გამჭვირვალე, მოქალაქეების მოთხოვნის შესაბამისი და ეფექტური მმართველობისა და მომსახურების მიწოდება, კანონის უზენაესობის დამოუკიდებელი, თანმიმდევრული და პროფესიული გამოყენება, მოქალაქეების უფრო მეტი ჩართულობა საზოგადოებრივ საქმეებში. პროექტის ფარგლებში აქტივობები ხორციელდება სამი მიმართულებით: კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები, დემოკრატიული მმართველობა და სამოქალაქო საზოგადოება. საგრანტო შეთანხმებაში უკვე განხორციელდა ორი ცვლილება, რომლის მიხედვითაც USAID-ის მთლიანი მიახლოებითი მონაწილეობის ოდენობა გაზრდილია დაახლოებით 30,7 მლნ. აშშ დოლარამდე. ამჟამად წარმოდგენილი საგრანტო შეთანხმების ცვლილება ნომერი სამი ითვალისწინებს USAID-ის მიერ გამოყოფილი ჯამური თანხის შესაძლებლობის ზრდას 30,7 მლნ. აშშ. დოლარიდან 42,8 მლნ. აშშ. დოლარამდე, საგრანტო ოდენობის გაზრდას დაახლოებით 27,9 მლნ. აშშ დოლარამდე და შესაბამისად საქართველოს თანამონაწილეობის ზრდას დაახლოებით 9,3 მლნ. აშშ. დოლარამდე. 41. „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2016 წლის 11 იანვრით დათარიღებული განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების (მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოებისთვის)“ ცვლილება ნომერი სამი“ (07-2/192. 10.04.2018). პროექტის „მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოება“ მიზანია სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა, საქართველოში მცხოვრები უმცირესობების, ქალების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მზარდი ინტეგრაცია და ჩართულობა, ადამიანის უფლებათა დაცვა. პროექტის ფარგლებში ფინანსდება სხვადასხვა აქტივობები შემდეგი მიმართულებებით: სამოქალაქო საზოგადოება და სამოქალაქო და ეკონომიკური სერვისები 26 მოწყვლადი მოსახლეობისთვის. საგრანტო შეთანხმებაში უკვე შესულია ორი ცვლილება, რომლის მიხედვითაც USAID-ის მთლიანი მიახლოებითი მონაწილეობის ოდენობა გაიზარდა დაახლოებით 5,2 მლნ. აშშ დოლარამდე. ამჟამად წარმოდგენილი საგრანტო შეთანხმების ცვლილება ნომერი სამი ითვალისწინებს USAID-ის მიერ გამოყოფილი ჯამური თანხის შესაძლებლობის ზრდას 5,2 მლნ. აშშ. დოლარიდან 11,6 მლნ. აშშ. დოლარამდე, გრანტის ოდენობის ზრდას დაახლოებით 3,4 მლნ. აშშ დოლარამდე და შესაბამისად საქართველოს თანამონაწილეობის ზრდას დაახლოებით 1,1 მლნ. აშშ. დოლარამდე. 42. „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების (ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის)“ ცვლილება ნომერი სამი“. (07-2/193. 10.04.2018). პროექტის „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“ მიზანია ეკონომიკური მართვისა და ხელმძღვანელობის გაუმჯობესება, გლობალური ბიზნეს სტანდარტების საყოველთაო დანერგვა, კონკურენტუნარიანობის ზრდა, საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტურად მართვა და ბაზარზე ორიენტირებული სამუშაო ადგილების შექმნა.პროექტის ფარგლებში ფინანსდება სხვადასხვა აქტივობები შემდეგი მიმართულებებით: კონფლიქტების შემსუბუქება და შერიგება, განათლება, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა და გარემოს დაცვა.საგრანტო შეთანხმებაში უკვე განხორციელდა ორი ცვლილება, რომლის თანახმადაც გაზრდილია USAID-ის მთლიანი მიახლოებითი მონაწილეობის ოდენობა დაახლოებით 71,4 მლნ. აშშ. დოლარამდე. ამჟამად წარმოდგენილი საგრანტო შეთანხმების ცვლილება ნომერი სამი ითვალისწინებს USAID-ის მიერ გამოყოფილი ჯამური თანხის შესაძლებლობის ზრდას 71,4 მლნ. აშშ. დოლარიდან 93,7 მლნ. აშშ. დოლარამდე, გრანტის მთლიანი ოდენობის ზრდას დაახლოებით 61,7 მლნ. აშშ დოლარამდე და შესაბამისად საქართველოს თანამონაწილეობის ზრდას დაახლოებით 20,6 მლნ. აშშ. დოლარამდე. 43. „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დახმარების შესახებ 2010 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულების (ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისათვის)“ ცვლილება ნომერი შვიდი“ (07-2/195. 11.04.2018). 2010 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით USAID-მა საქართველოს პროექტისთვის „ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა“ გამოუყო დაახლოებით 77 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის გრანტი. ხელშეკრულების შესაბამისად საქართველოს თანამონაწილეობა შეადგენდა დაახლოებით 24,4 მლნ. აშშ. დოლარს. ხელმოწერიდან დღემდე ხელშეკრულებაში შევიდა 6 ცვლილება. ამჟამად წარმოდგენილ მეშვიდე ცვლილებას ხელი მოეწერა 2018 წლის 22 მარტს და იგი ითვალისწინებს პროექტის ფარგლებში მიმდინარე ოთხი აქტივობის დასრულების მიზნით და დასრულებული პროექტების საბოლოო ფინანსური ანგარიშსწორების განხორციელებისთვის პროექტის დასრულების თარიღის გადაწევას 2018 წლის 30 სექტემბრიდან 2019 წლის 30 სექტემბრამდე. 27 44. „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დახმარების შესახებ 2010 წლის 25 თებერვლის ხელშეკრულების (ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის)“ ცვლილება ნომერი ექვსი“ (07-2/196. 11.04.2018). 2010 წლის 25 თებერვალს აშშ-სა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა „ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის“ დახმარების შესახებ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით USAID- მა საქართველოს გამოუყო 120 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის გრანტი, იმ პირობით, რომ აღნიშნული გრანტის თანხა შესაძლოა გაზრდილიყო USAID-ის მხრიდან. დახმარების შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად საქართველოს მხრიდან თანამონაწილეობა შეადგენდა 39,6 მლნ აშშ დოლარს, რომელიც ასევე შესაძლოა შეცვლილიყო USAID-ის მიერ გრანტის თანხის გაზრდასთან ან შემცირებასთან ერთად. ხელშეკრულების ხელმოწერიდან დღემდე მასში შევიდა ხუთი ცვლილება. წინა ცვლილებების მიხედვით USAID-ის დაფინანსება გაიზარდა დაახლოებით 128,4 მლნ. აშშ. დოლარამდე, ხოლო საქართველოს თანამონაწილეობა გაიზარდა 42,2 მლნ. აშშ. დოლარამდე. ამჟამად წარმოდგენილ ცვლილება ნომერ ექვსს ხელი მოეწერა 2018 წლის 22 მარტს. იგი ითვალისწინებს დარჩენილი ერთი აქტივობის დასრულების მიზნით და დასრულებული პროექტების საბოლოო ფინანსური ანგარიშსწორებისთვის პროექტის დასრულების თარიღის გადაწევას 2018 წლის 30 სექტემბრიდან 2019 წლის 30 სექტემბრამდე. 45. შეთანხმება „სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობის შესახებ (ლაპის ლაზულის მარშრუტის შეთანხმება)“ (07-2/194; 10.04.2018). წარმოდგენილი შეთანხმება შესრულებულია ქ.აშხაბადში 2017 წლის 15 ნოემბერს.შეთანხმების პროექტი მომზადებულ იქნა ავღანეთის მთავრობის მიერ და ის მიზნად ისახავს ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის, თურქმენეთის რესპუბლიკის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო და სატრანსპორტო ურთიერთობების ხელშეწყობას. აღნიშნული შეთანხმება ქმნის ხუთ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სამართლებრივ საფუძველს და წარმოადგენს ჩარჩო შეთანხმებას, რომლის დებულებები არეგულირებენ სატრანზიტო მიმოსვლას, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას ხელშემკვრელი მხარეების შესაბამის სატრანზიტო დერეფნებს შორის. შეთანხმების მიზანია სატრანზიტო მოძრაობასთან დაკავშირებული აუცილებელი ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივება, სატრანზიტო მარშრუტებზე გარემოს დაცვის და ტრანსპორტირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტრანსპორტირებისთვის შესაბამისი ინფრასტუქტურის განვითარების ხელშეწყობა რომელიც საჭიროა საავტომობილო, სარკინიგზო, სამდინარო და მულტიმოდალური (ორი ან მეტი სახეობის სატრანსპორტო საშუალების კომბინაცია) გადაზიდვებისათვის. გადაზიდვები განხორციელდება წინასწარ განსაზღვრულ საავტომობილო, სარკინიგზო და შიდა სამდინარო სატრანზიტო მარშრუტებზე. შეთანხმების თანახმად ხელშემკვრელი მხარეების შესაბამისმა სამსახურებმა უნდა უზრუნველყონ ყველა შესაძლო დახმარების გაწევა თავიანთ ტერიტორიაზე მომხდარი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების დროს, რომლებიც დაკავშირებულია სატრანზიტო გადაზიდვებთან, ასევე შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად ვიზების გაცემა იმ პირებზე, რომლებიც ჩართულნი არიან საერთაშორისო სატრანსპორტო მიმოსვლაში და აკმაყოფილებენ სავიზო მოთხოვნებს. აღნიშნული შეთანხმებით, ტრანზიტით მოძრავი 28 ტვირთი გათავისუფლედება საბაჟო გადასახადების, გადასახდელებისა და სხვა საფასურებისგან, გარდა იმ ხარჯებისა, რომელიც შიდა კანონმდებლობის თანახმად უკავშირდება სპეციალურად გაწეულ მომსახურების გადასახადს და საგზაო და სარკინიგზო ტექნიკური მომსახურების მოსაკრებელს. წარმოდგენილი შეთანხმება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის პოტენციალის ამაღლების და მის გავლით სატრანზიტო ტვირთების მოცულობების გაზრდის კუთხით. 46. „2011 წლის 10 მაისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 1)“ N5 ცვლილება“ (07-2/206, 02.05.2018). საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2011 წლის 1 მარტს ხელი მოეწერა ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც 2011-2019 წლებში საქართველოსთვის გამოიყოფა 500 მლნ. აშშ. დოლარის ოდენობის სესხი. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება 6 პროექტი. თავდაპირველად პროგრამა ითვალისწინებდა წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის გაუმჯობესებას მხოლოდ ტურისტულ ცენტრებსა და მსხვილ ურბანულ დასახლებებში, თუმცა 2016 წელს პროგრამაში განხორციელდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც გადაწყდა, რომ პროექტების განხორცილება მოხდება ასევე საშუალო ზომის ქალაქებშიც.ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა პროექტი-1 ითვალისწინებს წყალმომარაგების სათავე ნაგებობისა და წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას მესტიაში, წყალმომარაგების სათავე ნაგებობის მშენებლობას ანაკლიაში, წყალმომარაგების სისტემების ნაწილობრივ მშენებლობა-რეაბილიტაციას ქუთაისსა (პირველი ფაზა) და ფოთში, წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას ურეკში და, ასევე, შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სათაო ოფისის მშენებლობას. აღნიშნული პროექტის ღირებულებაა დაახლოებით 80 მლნ. აშშ. დოლარი. 2018 წლის 20 მარტს ხელი მოეწერა წარმოდგენილი სასესხო ხელშეკრულების ცვლილება #5-ს, რომელიც ითვალისწინებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის დახურვის თარიღის გადაწევას 2019 წლის 30 სექტემბრამდე. 47. შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის მხარდაჭერის მიზნით, ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტის განხორციელების შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული. (07-2/205, 02.05.2018). წარმოდგენილი წერილი შეთანხმება ეფუძნება 2014 წლის 18 დეკემბერს, 2016 წლის 3 ივნისს და 2011 წლის 19 დეკემბერს გაფორმებულ საქართველოსა და ჩინეთს შორის „ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებებს, რომელთა მიხედვითაც ჩინეთის მთავრობამ საქართველოს ეკონომიკურ-ტექნიკური პროექტების განხორციელებისათვის გამოუყო უსასყიდლო დახმარებები. წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების თანახმად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა „ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებების ფარგლებში გამოყოფილი გრანტით უზრუნველყოფს ორი ფსიქიატრიული საავადმყოფოს მშენებლობას თელავსა და სენაკში და მათი საჭირო დანადგარებითა და მასალებით აღჭურვას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 29 საქართველო ვალდებულებას იღებს გამოყოს საავადმყოფოებისთვის მიწა და განახორციელოს ყველა საჭირო პროცედურები, რომელიც დაკავშირებულია მშენებლობის პროცესის ხელშეწყობასთან. გარდა ამისა, ქართული მხარე დაეხმარება ჩინელ ინჟინერებსა და მშენებლობაზე დასაქმებულ ტექნიკურ პერსონალს ვიზებისა და ბინადრობის ნებართვის მიღებაში და უზრუნველყოფს მშენებლობისთვის საჭირო მანქანა-დანადგარებისა და სხვადასხვა აღჭურვილობის საბაჟო და საგადასახადო გადასახადებისაგან განთავისუფლებას. საქართველოს მთავრობის მიერ ზემოთაღნიშნული ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფა მოხდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან. 48. შეთანხმება „საქართველოს და ევროპის საბჭოს განვითარების ბანკს შორის ჩარჩო სასესხო შეთანხმების (თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის (N07-2/213; 11.05.2018). „თბილისი საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის“ პროექტის დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2016 წლის 18 ოქტომბერს. მისი მიზანია თბილისის საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია-გამაგრება და მათი ენერგო ეფექტურობის გაზრდა. პროექტის ღირებულებაა დაახლოებით 22 მლნ. ევრო. აქედან 14 მლნ. ევროს სესხის სახით გასცემს ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი (CEB), 6 მლნ. ევროს გრანტის სახით-აღმოსავლეთ ევროპის ენერგო ეფექტურობისა და გარემოს დაცვის თანამშრომლობის ფონდი (E5P), ხოლო ქართული მხარის თანამონაწილეობა შეადგენს 2 მლნ. ევროს. წარმოდგენილი სასესხო შეთანხმების ცვლილება №1 ითვალისწინებს პროექტის განმახორციელებლის ცვლილებას და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ნაცვლად პროექტის განმახორციელებლად მუნიციპალური განვითარების ფონდის განსაზღვრას. გამომდინარე იქიდან, რომ ენერგოეფექტური მშენებლობა არის ახალი მიმართულება, შესაბამისად, პროექტის წარმატებულად განხორციელებისთვის მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სათანადო კვალიფიკაციის დაგროვება მოხდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის-მუნიციპალური განვითარების ფონდის ფარგლებში. გაზრდა)“ ცვლილება №1“ 49. შეთანხმება „საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ (N07-2/214; 14.05.2018). შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის 14 მარტს ქ. რიადში. მისი მიზანია შემოსავლების დაბეგვრა შემოსავლის წყაროს ქვეყანაში, რომლის დროსაც რეზიდენტის ქვეყანა იღებს ვალდებულებას, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ბაზის გაანგარიშების დროს გაითვალისწინოს წყაროს ქვეყანაში გადახდილი გადასახადი. აღნიშნული შეთანხმება ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მოდელს. ასეთი შეთანხმებების დადების მიზანია ინვესტიციების მოზიდვა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც საქართველოს გააჩნია ეკონომიკური ინტერესები. 50. შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2017)“ (N07-2/215; 15.05.2018). შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის 30 აპრილს. იგი ითვალისწინებს გერმანიის მიერ 30 სქართველოსთვის 230 მლნ. ევროს ოდენობის სესხის და 22.7 მლნ. ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფას შემდეგი პროექტების დასაფინანსებლად: ენერგოსექტორის ღია პროგრამა, კომუნალური ინფრასტრუქტურა გარემოსა და ტურიზმისთვის, ნარჩენების კლიმატისთვის უსაფრთხო მართვა III, პროფესიული განათლება I, წყალმომარაგება სოფლად აჭარაში, კლიმატისთვის უსაფრთხო ინფრასტრუქტურა, ეკონომიკური ინტეგრაცია, საცხოვრებელი ფართი და სოციალური ინფრასტრუქტურა დევნილებისთვის, ენერგოეფექტიანობის ღონისძიებები და შენობებში ევროკავშირის ენერგოეფექტიანობის სტანდარტებთან დაახლოება. აღნიშნული პროექტებისათვის სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებები გაფორმდება განსახორციელებელი ღონისძიებების დაზუსტების შემდგომ. 51. შეთანხმება „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის (საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი - A)“ და „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის (საქართველო - აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი - B)“ ფინანსურ ხელშეკრულებაში №2 ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/219; 25.05.2018). 2012 წლის 11 მაისს და 2013 წლის 28 ნოემბერს ევროპის საინვესტიციო ბანკთან გაფორმდა ორი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გამოიყო 200 მლნ. ევრო სამტრედია-გრიგოლეთის ოთხზოლიანი 52 კმ სიგრძის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დასაფინანსებლად. 2015 წელს ხელშეკრულებაში განხორციელდა პირველი ცვლილება, რომლის მიხედვითაც დაზუსტდა პროექტის განხორციელების დეტალები. ამჟამად წარმოდგენილი წერილ-შეთანხმებით A და B ფინანსურ ხელშეკრულებებში შედის მეორე ცვლილება, რომელიც ეხება წარმოდგენილი ხელშეკრულებების დასრულების თარიღის გახანგრძლივებას 2020 წლის 31 დეკემბრამდე. თარიღის გადაწევა საპროექტო სამუშაოების პერიოდის გახანგრძლივებამ გამოიწვია. საჭირო გახდა საველე კვლევების ჩატარება რთული გეოლოგიური პირობების გამო. 52. საქართველოს მთავრობის მიერ, საქართველოს პარლამენტისთვის „ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მიღების უფლების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის დამატებითი ოქმის “, (07-3/162; 10.05.2018). „ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მიღების უფლების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის დამატებითი ოქმი“ (ე.წ. უტრეხტის ოქმი, მიღებული 2009 წლის 16 ნოემბერს) შემუშავებულია ევროპის საბჭოს ფარგლებში და წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის დამატებით ოქმს. ოქმის მიხედვით, სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში თავიანთ მოქალაქეთათვის მონაწილეობის მიღების უფლება და ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებებისა და პასუხისმგებლობის განხორციელების პროცესზე მოქალაქეთა მიერ გავლენის მოხდენის ან ამ პროცესისთვის წარმართვის შესაძლებლობა, რაც, ოქმის თანახმად, დემოკრატიის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს წარმოადგენს. ოქმი უზრუნველყოფს მისი ხელმომწერი სახელმწიფოს იურისდიქციაში შემავალი მოქალაქეებისთვის ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მონაწილეობის უფლებას, როგორც კანდიდატის, ასევე ამომრჩევლის სარატიფიკაციოდ წარმოდგენის თაობაზე. 31 სტატუსით. იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს რომელიმე პირის ან ჯგუფის უსამართლო დისკრიმინაციას, ოქმის თანახმად, მონაწილე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ისეთი კანონმდელბობის მიღება, რომელიც შესაძლებელს გახდის კონკრეტული ღონისძიებების გატარებას ამგვარი დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად. 53. „საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციასა და საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07- 2/222: 30.05.2018). „საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ საერთაშორისო კონვენცია მიღებული იქნა 2001 წლის 23 მარტს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე ქ.ლონდონში.კონვენციის მხარეები ეყრდნობიან „საზღვაო სამართლის შესახებ“ გაეროს კონვენციას და იღებენ ყველა აუცილებელ ზომას საზღვაო გარემოს დაბინძურების პრევენციის, შემცირებისა და კონტროლის მიზნით. აგრეთვე, საზღვაო გარემოს დაბინძურებით გამოწვეული ყველა სახის ზარალის სწრაფი და ადეკვატური ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფოები აცხადებენ მზადყოფნას ითანამშრომლონ საერთაშორისო სამართლის შესაბამისი ნორმების შემდგომი განვითარების კუთხით. „საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ კონვენცია ადგენს პასუხისმგებლობის საერთაშორისო მექანიზმს გემებიდან საბუნკერო საწვავის ჩაღვრით გამოწვეული დაბინძურების შედეგად წარმოშობილი ზარალის ადეკვატური, სწრაფი და ეფექტური კომპენსაციის გადახდის უზრუნველყოფას დაზარალებული პირებისათვის. კონვენცია არეგულირებს გემების მიერ საბუნკერო საწვავის ზღვაში ჩაღვრის შემთხვევაში გემთმფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის, პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების, სარჩელის შეტანისა და განსჯადობის საკითხებს. კონვენცია ეხება გარემოსათვის მიყენებული ზიანისთვის გემთმფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევას ან შესაბამისი ფინანსური გარანტიის წარდგენის ვალდებულებას. კომპენსაციის დროული და ეფექტური გაღებისათვის მონაწილე-სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მისი სასამართლოები კონვენციის ფარგლებში კომპენსაციის მოთხოვნით შეტანილი სარჩელების განხილვის იურისდიქციით. სასამართლოების იურისდიქციასთან დაკავშირებით, აღნიშნულ კონვეციასთან ერთად წარმოდგენილია ცვლილებები „საქართველოს საზღვაო კოდექსში“, რომლებიც ანიჭებს საქართველოს საერთო სასამართლოებს „საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციიდან გამომდინარე დავების განხილვის იურისდიქციას. ცვლილებების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი ის გემი, რომლის საერთო ტევადობა 1000 რეგისტრულ ტონას აღემატება, ვალდებულია, საბუნკერო საწვავით დაბინძურებით დამდგარი ზიანისათვის პასუხისმგებლობის დაზღვევის უზრუნველსაყოფად იქონიოს შესაბამისი დაზღვევა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომელიც გემთმფლობელის მიერ წარედგინება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს. გემთმფლობელის მიერ შესაბამისი დაზღვევის ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის სააგენტოში წარდგენის და ოდენობის განსაზღვრისათვის გამოიყენება „საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად 32 გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ კონვენციით დადგენილი წესები. ხოლო, კონვენციიდან გამომდინარე კომპენსაციის მოთხოვნის უფლებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით. ზიანის გამომწვევი ინციდენტიდან არ უნდა იყოს გასული ექვს წელზე მეტი. თუ ინციდენტი შედგება რამდენიმე შემთხვევისგან, ექვსწლიანი პერიოდი აითვლება პირველი შემთხვევის დადგომის დღიდან. 54. „საბაჟო პროცედურების გამარტივებისა და ჰარმონიზაციის შესახებ“საერთაშორისო კონვენციასთან შეერთების თაობაზე. (07-2/218 24.05.18). წარმოდგენილი კონვენცია საბაჟო საერთაშორისო თანამეგობრობაში აღიარებულია ყველაზე ავტორიტეტულ დოკუმენტად სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგებაში. კონვენცია ადგენს საბაჟო პროცედურების ერთიან საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც ხელს უწყობს კანონიერ საერთაშირისო ვაჭრობას და უზრუნველყოფს საზოგადოების ინტერესების დაცვის მიზნით საბაჟო კონტროლის განხორციელებას. კონვენცია მიღებულ იქნა 1973 წლის 19 მაისს და ძალაში შევიდა 1974 წლის 25 მაისს. 1999 წლის ივნისში საბაჟო თანამშრომლობის საბჭოს მიერ მიღებულ იქნა შესწორებული კიოტოს კონვენცია, რომელიც ძალაში შევიდა 2006 წლის 3 თებერვალს. კონვენციასთან შეერთებულია 112 ქვეყანა. კონვენციის მიხედვით მასთან შეერთებულ ქვეყნებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ სამართლებრივად სავალდებულო სტანდარტების შემუშავება-განახლების პროცესში. „საბაჟო პროცედურების გამარტივებისა და ჰარმონიზაციის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციასთან შეერთება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების მიხედვით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, საგარეო ვაჭრობის წახალისებას და ვაჭრობის ხარჯების შემცირებას. მემორანდუმები 1. მემორანდუმი “საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ერთობლივი უზრუნველყოფის შესახებ“ (07-1/18; 06.02.2018) 2. მემორანდუმი „აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ (07-1/21; 15.05.2018); 3. მემორანდუმი „საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის უსაფრთხო კომუნიკაციის არხის თაობაზე“. (07-2/202; 18.04.2018) რეზოლუციები 1. საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე“ (07-3/132; 01.03.2018) 33 2. საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი „რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირთა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანის და მათი სანქცირების შესახებ“ (N07- 3/133; 01.03.2018) 3. საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ. (2070-IIს; 21.03.2018). დადგენილების პროექტები 1. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 251-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარმოგიდგენილი „საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეის შექმნის შესახებ“ (N6308; 20.04.2018) 2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“. (N07-3/150, 11.04.2018) III: საზედამხედველო საქმიანობა მოსმენები 1. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის, მიმდინარე საგარეო პოლიტიკური საკითხებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოსმენა. მომხსენებელი: საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე; 2. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილის და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის მოსმენა ვიზა-ლიბერალიზაციის თემასთან დაკავშირებით. 3. საქართველოს დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლების საინფორმაციო ბრიფინგი. (დახურული ) 4. საქართველოს მიერ გაფორმებული საერთაშორისო, სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებების და შეთანხმებების შესრულებისა და მათი მსვლელობის შესახებ: მომხსენებელი ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე და ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები. 5. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფციის პრეზენტაცია. საგარეო საქმეთა სტრუქტურული სამინისტროში ერთეულების რეორგანიზაციის საქმიანობის შედეგად თაობაზე შექმნილი ინფორმაციის ახალი მოსმენა: მომხსენებელი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე; 34 6. საქართველოს არაღიარების პოლიტიკა: მომხსენებელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა (დახურული) 7. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2017 წლის ანგარიში. მომხსენებელი: იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე. 8. საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის მიერ პარლამენტში ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის (2018-2020) „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ განხილვის თაობაზე. საგარარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდადტის დავით ზალკალიანის მოსმენა; 9. საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის მიერ პარლამენტში ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის კეთილდღეობა“ (2018-2020) „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, განხილვის თაობაზე. საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის დავით ზალკალიანის მოსმენა (მეორედ); 10. საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში. მომხსენებელი ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე: 11. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიში. მომხსენებელი ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე: 12. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მომხსენებელი ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე; 13. საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში. მომხსენებელი ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე. 14. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში. მომხსენებელი ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე. საქართველოს ელჩებთან შეხვედრები 1) 06.01.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა შვეიცარიაში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დავით ჯალაღანიასთან. განხილული საკითხები: დიპლომატიური მისიის ახალი დღის წესრიგი, შვეიცარიასთან არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის გააქტიურების მნიშვნელობა, შვეიცარია-საქართველოს საპარლამენტო ურთიერთობების გააქტიურება და მეგობრობის ჯგუფების როლი ამ პროცესში. 2) 06.01.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დავით აფციაურთნ. განხილული საკითხები: ჩინეთში სოფიო ქაცარავას გამართული თანამშრომლობის დღის ვიზიტების წესრიგი, შედეგები, საქართველო-ჩინეთის საქართველო-ჩინეთს შორის ორმხრივი რეგიონული თანამშრომლობის შესაძლებლობები, „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივა და საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. 35 3) 20.01.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა ნორვეგიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მაია ყიფშიძესთან. განხილული საკითხები: ნორვეგიასაქართველოს შორის არსებული მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, პროექტები და მიზნები, ნორდიკულ ბალტიური ქვეყნების NB8 ფორმატის მნიშვნელობა, დიპლომატიური მისიის დღის წესრიგი და სამომავლო გეგმები. 4) 27.01.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა გერმანიაში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ელგუჯა ხოკრიშვილთან. განხილული საკითხები: გერმანიასაქართველოს შორის არსებული საპარლამენტო ურთიერთობა; პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული კავშირები და პარლამენტის როლი ამ მიმართულებით, მიმდინარე და დაგეგმილი ერთობლივი პროექტები და ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკა, 5) 05.03.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა ესპანეთში ახლდადდანიშნულ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ილია გიორგაძესთან. განხილული საკითხები: დიპლომატიური მისიის დღის წესრიგი, საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერება, ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები და მათი გაღრმავების პერსპექტივები. IV: საპარლამენტო დიპლომატია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა საპარლამენტო დიპლომატიის აქტიური გამოყენება. ამ კუთხით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომიტეტი აქტიურად მუშაობდა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, ახორციელებდა ვიზიტებს პარტნიორ ქვეყნებში, მასპინძლობდა დელეგაციებს და აქტიურად ხვდებოდა პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. შეხვედრებზე განიხილებოდა ისეთი თემები, როგორიც არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზები, საპარლამენტო კავშირების გაძლიერება, საზედამხედველო საქმიანობის განვითარება, საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება, თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საპარლამენტო ფორმატებში, თავდაცვა და უსაფრთხოება, განათლება, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, კულტურა, ხალხთაშორისი კავშირები და სხვა. ა) ურთიერთობა დიპლომატიურ კორპუსთან 01.09.2017 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში - იანის ზლამეცთან. განხილული საკითხები: ლატვია-საქართველოს შორის თანამშრომლობის დინამიკა, აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგი, პრიორიტეტები, საქართველოს როლი ფორმატში და განხორციელებული რეფორმები, საკონსტიტუციო ცვლილებები და ამ კუთხით დაგეგმილი ღონისძიებები; 17.10.2017 - სოფიო ქაცარავას გაცნობითი შეხვედრა უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ვიქტორია ჰორვატთან. განხილული საკითხები: უნგრეთ-საქართველოს შორის არსებული პოლიტიკური ურთიერთობები, განათლების, ტურიზმის და ეკონომიკური საკითხები, პოლიტიკაში და გადაწყვეტილებების მიმღებ პოზიციებზე ქალთა გაძლიერების და გენდერული კვოტირების საკითხები საქართველოს პარლამენტში და სხვა საერთო ინტერესის საკითხებზე. 36 20.10.2017 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან. განხილული საკითხები: უკრაინასაქართველოს შორის მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა, საერთო ინტერესები, გამოწვევები და ხედვა; ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული ურთიერთობების გაძლიერება და მეგობრობის ჯგუფების როლი ამ კავშირების გაღრმავებაში, სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობა და ორ ქვეყნის საგარეო და შიდა პრიორიტეტები, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კონტექსტში. 20.10.2017 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა საქართველოში დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჯასტინ მაკენზი სმიტთან. განხილული საკითხები: უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში დაგეგმილი ერთობლივი პროექტები და ღონისძიებები, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები და მიმართულებები, რომლებმაც შესაძლოა მეტი პრაქტიკული შედეგი მოუტანოს ორივე ქვეყანას და საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო, რომელიც დადებითად შეფასდა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. 20.10.2017 – სოფიო ქაცარავას შეხვედრა ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში დესისლავა ივანოვასთან. განხილული საკითხები: ბულგარეთის 2018 წლის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობა, საქართველოში მიმდინარე და განხორციელებული ბულგარეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტები, ევროკავშირის ფარგლებში ბულგარეთის გეგმები და ამოცანები და ევროკავშირის ფარგლებში საქართველო-ბულგარეთის თანამშრომლობა. 31.10.2017 - სოფიო ქაცარავას და თამარ ჩუგოშვილის შეხვედრა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში პასკალ მანიესთან. განხილული საკითხები: ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობა, გაღრმავების პერსპექტივები, ორმხრივ ფორმატში დაგეგმილი ღონისძიებები და საფრანგეთის ასამბლეისა და სენატის წევრების დაგეგმილი ვიზიტი. 01.11.2017 - სოფიო ქაცარავას გამოსამშვიდობებელი შეხვედრა თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ლევენთ გუმრუქჩუსთან. განხილული საკითხები: ელჩის მიერ განხორციელებული საქმიანობა, საქართველო-თურქეთის ურთიერთობების დღის წესრიგი, საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საპარლამენტო თანამშრომლობის ფორმატი და ორ ქვეყანას შორის კავშირების გაძლიერება. 06.11.2017 - სოფიო ქაცარავას გაცნობითი შეხვედრა იაპონიის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში - ტადაჰარუ უეჰარასთან. განხილული საკითხები: იაპონიასა და საქართველოს შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირები, ახალი დიალოგის ფორმატის შექმნის პერსპექტივები, ორ ქვეყანას შორის ახალი დღის წესრიგის ჩამოყალიბების მნიშვნელობა და საპარლამენტო ურთიერთობების გაძლიერების შესაძლებლობები. 24.11.2017 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ძი იანჩისთან. განხილული საკითხები: ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო ურთიერთობის გამყარებისა და პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერება, აბრეშუმის გზის თბილისის კონფერენცია, ჩინეთსა და 37 საქართველოს შორის თავისუფალი საპარლამენტო ვიზიტი ჩინეთში. ვაჭრობა და კომიტეტის თავმჯდომარის 05.12.2017 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელძღვანელთან როზარია პუგლისთან. განხილული საკითხები: პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება და მისი ეფექტურად განხორციელება, პარლამენტის საზედამხედვლო როლის გაძლიერებაში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ჩართულობის გაზრდა და მჭიდრო თანამშრომლობა. 15.01.2018 - სოფიო ქაცარავს გაცნობითი შეხვედრა ახლადდანიშნულ თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ფატმა სერენ იაზგანთან. განხილული საკითხები: ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა და ურთიერთობის ახალი დღის წესრიგის ფარგლებში პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით მუშაობის გააქტიურების პერსპექტივები, რეგიონში არსებული უსაფრთხოების, ეკონომიკური ვითარება და ამ კუთხით თანამშრომლობის გააქტიურება. 29.01.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან ერიკ ჰოგთან. განხილული საკითხები: მისიის როლი და მნიშვნელობა, საოკუპაციო ხაზის მონიტორინგი და არსებული გამოწვევები, მისიის კონტრიბუცია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მონაწილეობით, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და ევროატლანტიკური მისწრაფებები. 12.03.2018 - სოფიო ქაცარავას და კომიტეტის წევრების სამუშაო შეხვედრა აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში იან კელისთან. შეხვედრაზე ელჩმა და კომიტეტის წევრებმა განიხილეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის და სამშვიდობო პოლიტიკის საკითხები, ასევე საგარეო პოლიტიკის მიზნები და ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფება. ელჩმა ისაუბრა საქართველოში გატარებულ რეფორმებზე და აღნიშნა დემოკრატიის კონსოლიდაციის გზაზე საქართველოს მიღწეული პროგრესი. 13.04.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ელიზაბეტ რუდთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და ქვეყნებს შორის ურთიერთობების დინამიკას. ასევე, კომიტეტის მიერ დაგეგმილ სტრატეგიული კომუნიკაციების კონფერენციას. 18.04.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში დესისლავა ივანოვასთან. განხილული საკითხები: ბულგარეთის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდნტობის ფარგლებში, ბულგარეთის ხელისუფლების მიერ ჩატარებული სამუშაო და სამომავლო გეგმები, ბულგარეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის დეტალები. 10.05.2018 - სოფიო ქაცარავას და კომიტეტის წევრების შეხვედრა რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში რადუ ლივიუსთან. განხილული საკითხები: რეგიონული და სატრანსპორტო კავშირების გაძლიერება, თბილისი-ბუქარესტის დაძმობილების საკითხი და 2019 წლის ევროკავშირის საბჭოს რუმინეთის თავმჯდომარეობა. 38 ბ) შეხვედრები დელეგაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და პოლიტიკოსებთან 1) 18.09.2017 - პარლამენტის თავმჯდომარის და სოფიო ქაცარავას შეხვედრა ჩინეთის კონფერენციის სახალხო რესპუბლიკის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო ვიცესპიკერთან. შეხვედრაზე განხილული საკითხები: საკანონმდებლო ორგანოებს როლი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში, თანამშრომლობის გაძლიერება პოლიტიკურ და ეკონომიკური გაძლიერება, ერთობლივი პროექტები, და „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“. 2) 19.09.2017 - სოფიო ქაცარავას და პარლამენტის წევრების შეხვედრა ევროკავშირი- საქართველოს საპარლამენტო ასოცირების თანათავმჯდომარესთან და კომიტეტის წევრებთან. განხილული საკითხები: საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ინტეგრაციის გზაზე გატარებული რეფორმები, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და გამოწვევები, და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები; 3) 25.09.2017 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან. განხილული საკითხები: ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობები, საპარლამენტო დიპლომატია და სამეზობლო პოლიტიკის საკითხები, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და ორ ქვეყანას შორის ხალხთა შორის ურთიერთობების გაძლიერება ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული კავშირების საფუძველზე. 4) 12.10.2017 - შეხვედრა ორგანიზაცია „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ NED - ის პრეზიდენტთან - კარლ გერშმანთან. 12 ოქტომბერს სოფიო ქაცარავამ და თამარ ჩუგოშვილმა გამართეს შეხვედრა ორგანიზაცია „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ NED - ის პრეზიდენტთან - კარლ გერშმანთან. განხილული საკითხები: სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის უხეში ფაქტები. 5) 19.10.2017 - პარლამენტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას და პარლამენტის სხვა წევრების შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან. განხილული საკითხები: წინა საარჩევნო გარემოს შეფასება, მედია გარემო, წინასაარჩევნო კამპანია და სხვა. 6) 30.10.2017 - პარლამენტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას და სხვა პარლამენტარების შეხვედრა ირლანდიის სენატის თავმჯდომარესთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ირლანდიასთან თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და სენატის თავმჯდომარის ვიზიტის მნიშვნელობა. ასევე, ირლანდიურ მხარეს ეცნობა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გადადგმული ნაბიჯები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. შეხვედრაზე, ასევე ხაზი გაესვა ირლანდიის სენატში შექმნილი საქართველოს მეგობრობის ჯგუფის მნიშვნელობას. 7) 31.10.2017 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა გერმანიის ბუნდესტაგის წევრთან დორის ბარნეტთან და თანხმხლებ დელეგაციასთნ. განხილული საკითხები: ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო პროგრამები და განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პესპექტივები, პროფესიული სწავლების სფეროები და ამ სფეროს გაძლიერება და ეუთო-ს როლი საქართველოში არსებული კონფლიქტის დარეგულირებაში. სოფიო ქაცარავამ ასევე 39 დელეგაციას გააცნო ინფორმაცია ქუთაისში საგანმანათლებლო კომპლექსის გეგმის შესახებ, რომელსაც მომავალში რეგიონული განათლების ჰაბის ფუნქცია ექნება. 8) 01.11.2017 - პარლამენტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას და პარლამენტის წევრების შეხვედრა საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარესთან აბდულა ბინ მუჰამედ ალ აშ-შეიხთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საპარლამენტო ურთიერთობის გაძლიერების, ეკონომიკური კავშირების გამყარების და თანამშრომლობის ახალ პერსპექტივები. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს ბიზნესგარემოს მაღალ ხარისხს და ამ მიმართულებით ქვეყნის პოტენციალს. 9) 01.11.2017 - პარლამენტის თავმჯდომარის და სოფიო ქაცარავას შეხვედრა ესტონეთის პრეზიდენტთან. განხილული საკითხები: საქართველოში მიმდინარე რეფორმები, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გადადგმული პრაქტიკული ნაბიჯები, გლობალური სტაბილურობისა და უსაფრთხოების პროცესში საქართველოს როლი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით გადაჭრა და ელექტრონული მმართველობის განვითარება საქართველოში. 10) 08.11.2017 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა შვედეთის რიკსტაგის თავმჯდომარის მეორე მოადგილესთნ ბიორნ სოდერთან. განხილული საკითხები: შვედეთი-საქართველოს თანამშრომლობის მიმართულებები და შვედეთის მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით, ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერება და ამ კუთხით ახალი ფორმატის ჩამოყალიბება NB8 ქვეყნების ჩართულობით. 11) 27.11.2017 - პარლამენტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას და პარლამენტის სხვა წევრების შეხვედრა უკრაინის პრემიერ-მინისტრთან ვოლოდიმირ გროისმანთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საერთო ევროატლანტიკური მისწრაფებები და გამოწვევები, აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობა და ევროინტეგრაციის გზაზე გატარებული რეფორმები. საუბარი ასევე შეეხო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობას და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხს. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო კავშირების გაძლიერებაზე და მნიშვნელობაზე. 12) 03.12.2017 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა ბალტიის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტარებთან. შეხვედრაზე მხარეებმა შეაჯამეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და განიხილეს ამ ფორმატის ფარგლებში სამომავლო გეგმები და ნაბიჯები. 13) 04.12.2017 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარესთან ივან ბრაიოვიჩთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი საპარლამენტო თანამშრომლობის საკითხები, საერთო პრიორიტეტები და მისწრაფებები, ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მონტენეგროს გამოცდილება და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაძლიერება. 14) 04.12.2017 - სოფიო ქაცარავას და კომიტეტის წევრების შეხვედრა ინდონეზიის საპარლამენტო დელეგაციასთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი საპარლამენტო კავშირების გაძლიერების შესაძლებლობები, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები 2030, „ღია მმართველობა“, გენდერული კვოტირება და საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები. შეხვედრაზე საუბარი 40 შეეხო ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობას. 15) 19.12.2017 - სოფიო ქაცარავას და თამარ ჩუგოშვილი შეხვედრა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან და დელეგაციის წევრებთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგები და ამ ფორმატში საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები და მიღწეული პროგრესი, ასევე, საქართველოს ევროკავშირთან ინსტიტუციური დაახლოება, ინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევები, მიმდინარე თანამშრომლობა ევროკავშირთან და საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები. 16) 09.01.2018 - სოფიო ქაცარავამ მონაწილეობა მიიღო NDI - ის სამუშაო შეხვედრაში. სოფიო ქაცარავა მონაწილეობდა NDI საქართველოს მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც დაეთმო პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების და მეგობრობის ჯგუფების მუშაობას, მათ მიერ გაწეულ საქმიანობას და დელეგაციების და მეგობრობის ჯგუფების საქმიანობის და ანგარიშვალდებულების განმსაზღვრელ რეგულაციებს, 17) 29.01.2018 - პარლამენტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას და სხვა პარლამენტარების შეხვედრა ლიტვის პრემიერ-მინისრტთან სალვიუს სკვერნელისსთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ლიტვა-საქართველოს ურთიერთობების მაღალი დინამიკა და საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერების, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხები. 18) 12.02.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა სომხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან არმენ აშოტიანთან. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სამეზობლო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, საპარლამენტო კავშირების გაძლიერებაზე, ასევე, საპარლამენტო ასამბლეების ფარგლებში თანამშრომლობის გააქტიურებაზე. 19) 12.02.2018 - პარლამენტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას და სხვა პარლამენტის წევრების შეხვედრა ევროპარლამენტის წევრებთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ევროინტეგრაციის გზაზე გატარებული რეფორმები და ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესი. 20) 13.03.2018 - სოფიო ქაცარავას და მამუკა მდინარაძის შეხვედრა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისის, დასავლეთის კვლევითი ჯგუფის ანალიტიკოსთან ალან პარფიტთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საქმიანობასა და პრიორიტეტებზე, მის როლზე ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შემუშავებასა და საზედამხედველო საქმიანობაზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის გზებზე. 21) 19.03.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტთან დემეტრის სილურისისთან. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის განმტკიცებაზე როგორც საპარლამენტო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერებაზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების და კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე. 22) 28.03.2018 - სოფიო ქაცარავას და კომიტეტის წევრების შეხვედრა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ევრაზიული დეპარტამენტის დირექტორთან რაფაელ 41 ჰარპაზასთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, IT ტექნოლოგიების განვითარების, განათლებისა და კულტურის თვალსაზრისით, ასევე, ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები. 23) 11.04.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა შვედეთის პარლამენტის ვიცესპიკერთან იზაბელ დინგიზიანთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების და ქალთა აქტიური მონაწილეობის საკითხები პოლიტიკასა და გადაწყვეტილებების მიღებაში, ასევე, საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები და მიმართულებები; 24) 13.04.2018 - სოფიო ქაცარავას და კომიტეტის წევრების შეხვედრა ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან აბდულა ბინ აჰმედ ალ-ხალიფასთან და დელეგაციის წევრებთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყანაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე, სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და ამ პროცესში პარლამენტის როლზე. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს ხარისხსა და მათალ სტანდარტებს. 25) 13.04.2018 - სოფიო ქაცარავას და პარლამენტის წევრების შეხვედრა აშშ-ს თავდაცვის კოლეჯის დელეგაციასთან. შეხვედრაზე უსაფრთხოებისა და თავდაცვის, მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხები, საქართველოს ეროვნული ინტერესები, პრიორიტეტები და გამოწვევები. ამ სფეროებში გატარებული რეფორმები და ქვეყანაში მიმდინარე პროგრესი. 26) 05.05.2018 - პარლამენტის თავმჯდომარის და სოფიო ქაცარავას შეხვედრა აშშ-ს კონგრესმენთა დელეგაციასთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის შორის მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობის, ასევე პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ხალხთა შორისი ურთიერთობების საკითხები. საუბარი ასევე, შეეხო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებს და სამშვიდობო ინიციატივის საკითხებს. 27) 07.05.2018 - სოფიო ქაცარავას და კომიტეტის წევრების შეხვედრა მაროკოს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან და საპარლამენტო დელეგაციასთან. მხარეებმა განიხილეს ღია მმართველობა პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერების და ამ მიმართულებით საქართველოსგან გამოცდილების გაზიარების საკითხები, ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერება და ამ მიმართულებით საპარლამენტო როლის მნიშვნელობა, ასევე, მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატების როლი და გაერო-ში, გენერალურ ასამბლეაში, საქართველოს ყოველწლიური რეზოლუციის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით ადგილნაცვალი პირებისა და ლტოლვების შესახებ და საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობა. 28) 08.05.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დელეგაციასთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ევროკავშირის საერთაშორისო მისიებში საქართველოს ჩართულობა, ევროინტეგრაციის გზაზე გატარებული რეფორმები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია და უსაფრთხოების სხვა საკითხები. 29) 11.05.2018 - შეხვედრა შვედეთის პარლამენტის წევრთან ფრედრიკ ერიქსონთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, საქართველოს 42 ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი და ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავსლისკენ“. 30) 11.05.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა ევროპარლამენტის მეგობრობის ჯგუფის დელეგაციასთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა, საქართველოსა და ევროპარლამენტს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტები, ვიზა-ლიბერალიზაცია, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო პერსპექტივები. 31) 14.05.2018 - სოფიო ქაცარავას და კომიტეტის წევრების შეხვედრა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის საკთხები, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანზიტო კავშირების გაძლიერება და რეგიონში არსებული და დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტები. ასევე, საუბარი შეეხო საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას და ამ პროცესში მეგობრობის ჯგუფების მნიშვნელოვან როლს. 32) 15.05.2018 - შეხვედრა საერთაშორისო კრიზის ჯგუფის ევროპის და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორთან მაგდალენა გრონოსთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, კონფლიქტის გადაჭრის გზები, სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე. 33) 15.05.2018 - შეხვედრა გერმანიის მარშალის ფონდის, დემოკრატიის უზრუნველყოფის ალიანსის დირექტორთან ლორა როზენბერგთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მარშალის ფონდსა და კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები, აშშსაქართველოს სტრატეგიული პარტნიორების ფარგლებში არსებული მიმართულებები და საქართველოში განხორციელებული რეფორმები. 34) 15.05.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების, კარგი მმართველობის ფონდის დირექტორთან აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ბრიტანეთი-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში არსებული მნიშვნელოვანი მიმართულებები, კარგი მმართველობის ფონდის (GGF) პროექტები, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური განვითარების კუთხით მიმდინარე პროცესები. 35) 22.05.2018 - სოფიო ქაცარავას და კომიტეტის წევრების შეხვედრა ესტონეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან და საპარლამენტო დელეგაციასთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო კავშირების გაძლიერება, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხები და ამ კუთხით საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობა. 36) 22.05.2018 - სოფიო ქაცარავას და კომიტეტის წევრების შეხვედრა ჩეხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან. შეხვედრაზე მხარებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე რეფორმები დემოკრატიის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით, ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს, არაღიარების პოლიტიკას, სამშვიდობო ინიციატივას და საპარლამენტო კავშირების გაძლიერების მიმართულებებს. 37) 24.05.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა ლიტვის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან და ჯგუფის წევრებთან. შეხვედრაზე განხილულ 43 იყო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები, ლიტვის მეგობრობის ჯგუფის დღის წესრიგი და მეგობრობის ჯგუფების როლი საპარლამენტო კავშირების გაძლიერებაში. 38) 28.05.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა ავსტრიის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან და ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, ასევე, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერების საკითხები და ამ პროცესში მეგობრობის ჯგუფების როლი. 39) 29.05.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა საპარლამენტთაშრისო კავშირის IPU გენერალურ მდივანთან; შეხვედრაზე სოფიო ქაცარავამ გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია პარლამენტში მიმდინარე რეფორმების შესახებ. ასევე, მხარეებმა განიხილეს IPU ფარგლებში კავშირების გაძლიერების საკითხები და წევრ ქვეყნებს შორის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება საპარლამენტო რეფორმების კუთხით. 40) 11.06.2018 - პარლამენტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას და პარლამენტის წევრების შეხვედრა ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან ცვეტა კარაიანჩევასთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები, საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, ტერორიზმთან და ნარკოტრაფიკთან ბრძოლა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. 41) 20.06.2018 - სოფიო ქაცარავას, თამარ ჩუგოშვილი და გიორგი ვოლსკის შეხვედრა ეუთოს ელჩებთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ჟენევის მოლაპარაკებები, მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკა და ეუთო-ს როლი კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში. 42) 17.07.2018 - პარლამენტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას და პარლამენტის წევრების შეხვედრა იტალიის პრეზიდენტთან სერჟიო მატარელასთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დინამიკა, საპარლამენტო კავშირების გაძლიერების საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალში გააქტიურებენ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. 43) 17.07.2018 - პარლამენტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას და პარლამენტის წევრების შეხვედრა სერბეთის პრემიერ-მინისტრთან ანა ბარნაბიჩთან. შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს სერბეთ-საქართველოს ურთიერთობების გააქტიურების ტენდენციის მნიშვნელობა და განიხილეს საპარლამენტო კავშირების გაძლიერების საკითხები. ასევე, საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის სფეროებს, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე. 44) 18.07.2018 - პარლამენტის თავმჯდომარის და სოფიო ქაცარავას და შეხვედრა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისს ODIHR დირექტორთან ინგებორგ გისლადორირთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ადამიანის უფლებების კუთხით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რთული ვითარება, მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა და სამომავლო ღონისძიებები, რომელიც მიმართულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. 44 45) 23.07.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა ევროპარლამენტის მომხსენებელთან ანდრეს მამიკინსთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ასოცირების შეთანხმების ანგარიში ევროპარლამენტში, საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და პროგრესი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და ევროპარლამენტსა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს შორის თანამშრომლობის მიმართულებები. 46) 25.07.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის პრეზიდენტთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორგანიზაციის მნიშვნელოვანი მიმართულებები, მათ შორის ყველა ის პროექტი, რომელიც მიმართულია კონფლიქტით დაზარალებული პირების დახმარებისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისკენ. 47) 07.08.2018 - პარლამენტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას და პარლამენტის წევრების შეხვედრა ლიეტუვის, პოლონეთის, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და უკრაინის ვიცე-პრემიერთან. მინისტრები საქართველოს სტუმრობდნენ ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესები, ამ მხრივ არსებული გამოწვევები, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზები და საქართველოს მხარდაჭერის საკითხები საერთაშორისო ფორმატებში. 48) 20.08.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა ამერიკის კონგრესის აპარატის თანამშრომლებთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე რეფორმები, უსაფრთხოების გამოწვევები რეგიონში, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების ფაქტები და აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები. V: კომიტეტის თავმჯდომარის და მოადგილეების ვიზიტები საზღვარგარეთ სოფიო ქაცარავას ვიზიტები საზღვარგარეთ: 3.09.2018-11.09.2018 - ვიზიტი დიდ ბრიტანეთში. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა 3-11 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ლონდონში იმყოფებოდა, სადაც 3-8 სექტემბრის ჩათვლით მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ლიდერთა პროგრამაში. პროგრამის ფარგლებში სოფიო ქაცარავამ შეხვედრები გამართა ვესტმინსტერის სასახლეში ლორდ ბოუნესთან (ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი), საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრთან სტივენ გეტინსთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის ხელმძღვანელთან, დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრთან ევროპისა და ამერიკის საკითხებში, ქ. ბირმინგემის ქალაქის საბჭოს და სავაჭრო პალატის ხელმძღვანელებთან და ბრიტანეთის პარლამენტის წევრთან და 45 საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან. შეხვედრების ფარგლებში განიხილებოდა ისეთი საკითხები, როგორიც არის საქართველო-ბრიტანეთის ურთიერთობები, საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსი, საპარლამენტო დიპლომატიის და ეუთო-ს ფორმატში თანამშრომლობის საკითხები, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს საგარეო კურსის პრიორიტეტებზე, მიზნებზე, ამოცანებზე და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, საქართველოს როლზე საერთაშორისო ფორმატებში, საპარლამენტო ასამბლეებსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის დინამიკა. ვიზიტის ფარგლებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ამავდროულად დიდი ბრიტანეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა სოფიო ქაცარავამ ვესტმინსტერის სასახლეში, ბრიტანეთის პარლამენტის წევრთან და საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან, ჯონათან ჯანოღლისთან ერთად ხელი მოაწერა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსა და ბრიტანეთის საერთო ინტერესებისა და ღირებულებების დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროს გაძლიერების საკითხებს. ხელს უწყობს საპარლამენტო ურთიერთობებსა და ქვეყნებს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სამეცნიერო, საგანმანათლებლო სფეროებისა და ხალხთა შორის კავშირების გაძლიერებას და საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის მიზნების მიღწევას. დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია საპარლამენტო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება მეგობრობის ჯგუფებსა და პარლამენტს შორის. 11.09-17.09 – სოფიო ქაცარავას, თამარ ჩუგოშვილის, ირაკლი მეზურნიშვილის და სერგი კაპანაძის ვიზიტი აშშში, ქ. ვაშინგტონი. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა მერიკელ პარტნიორებთან დინამიკური თანამშრომლობისა და საქართველოსადმი ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა მიმართულებებით მხარდაჭერის გაძლიერება. ვაშინგტონში დელეგაციის წევრებმა გამართეს შეხვედრები კონგრესისა და სენატის წევრებთან, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, ეროვნულდემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტებთან და მაკკეინის ინტიტუტის, გერმანიის მარშალის ფონდის (GMF) და Freedom House-ს წევრებთან. შეხვედრებისას განიხილებოდა აშშ-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული ყველა აქტუალური საკითხი, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე. 02.10.2018-6.10.2018 - სოფიო ქაცარავას და ეუთო-ს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ანდორაში. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო 46 ასამბლეაში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ ღონისძიებაში - შემოდგომის კონფერენციაში. ღონისძიებაზე განსახილველ ძირითად თემებს წარმოადგენდა უსაფრთხოების სფეროს სამი განზომილება პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული. სოფიო ქაცარავა, როგორც ეკონომიკური კომიტეტის მომხსენებელი, იღებდა მონაწილეობას სადისკუსიო პანელში, რომელშიც მონაწილეობდნენ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები. სხდომაზე გამოითქვა მოსაზრებები კიბერ უსაფრთხოების, კლიმატის ცვლილებების და განათლების უფლების თემებზე. საქართველოს დელეგაციამ, შემოდგომის კონფერენციის პარალელურად, ასამბლეის მონაწილეების ჩართულობით გამართა ღონისძიება ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და უსაფრთხოების საკითხები. ღონისძიება ჩატარდა სოფიო ქაცარავას ინიციატივით, რომელმაც გახსნისას მიმართა მის მონაწილეებს და ისაუბრა საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უფლებების დარღვევის ფაქტებზე, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებზე, პროგრესზე და იმ პროცესებზე, რაც ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციას უწყობს ხელს. სოფიო ქაცარავამ მიიღო მონაწილეობა ანტი-ტერორისტული კომიტეტისა და „აბრეშუმის გზის ჯგუფის“ მუშაობაში. მან, როგორც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს წვლილს საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და გლობალური უსაფრთხოების გამყარებაში. ვიზიტის ფარგლებში, სოფიო ქაცარავამ, გამართა ორმხრივი შეხვედრები გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელთან დორის ბარნეტთან და დელეგაციის წევრებთან, ჩეხეთის დელეგაციის ხელმძღვანელთან და ბელგიის დელეგაციის ხელმძღვანელთა. საუბარი შეეხებოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხებს და ორმხრივ ურთიერთობებში არსებული პოლიტიკური დღის წესრიგით არსებულ საკითხებს და ახალი ფორმატებისა და მოდალობების ჩამოყალიბებას. 8.10-11.10 ევროპის საბჭოს დელეგაციის ვიზიტი საფრანგეთში, ქ. სტრასბურგი. სოფიო ქაცარავამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში და გამართა ორმხრივი შეხვედრები წევრი ქვეყნების წევრი ქვეყნების დელეგაციებთან. საშემოდგომო საპარლამენტო ასამბლეაზე ასევე კენჭი ეყარა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლის არჩევის მიზნით საქართველოდან წარდგენილ კანდიდატებს. 24.10-26.10 - პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ისრაელში. 24-26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა და დელეგაციის სხვა წევრები ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარესთან, ისრაელის სახელმწიფო პრეზიდენტთან, ისრაელი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფთან და ისრაელის აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან. შეხვედრებზე განხილულ 47 იყო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მიმართულებები, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობა, საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირების გაძლიერება, თავდაცვა, განათლება ეკონომიკა და სხვა. 12.11.2017-15.11.2017 - სოფიო ქაცარავას ვიზიტი ავსტრიაში, ქვენა - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. 12-15 ნოემბერს სოფიო ქაცარავა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ქვენაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, მან გამართა მაღალი დონის შეხვედრები, მათ შორის ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, კონფლიქტის პრევენციის ცენტრის დირექტორთან, მედიისა და თავისუფლების ცენტრის ეუთო-ს ტრანსნაციონალური საფრთხეების დეპარტამენტის, ასევე, გაეროს წარმომადგენლებთან და ტერორიზმის პრევენციის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან. შეხვედრებსა და საკომიტეტო მუშაობის ფარგლებში განხილულ იქნა მუშაობის ტერორიზმთან ბრძოლის გზები და თანამშრომლობა, კიბერ უსაფრთხოება, პოლიციისა და საზღვრის კონტროლის საკითხები ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით და სხვა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიმართულებები. 20.11.2017-22.11.2017 - პარლამენტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას და პარლამენტის სხვა წევრების ოფიციალური ვიზიტი ბელარუსში. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ შეხვედრებ გამართა ბელარუსის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარესთან და ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან. შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს საპარლამენტთაშორისო კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები და მნიშვნელობა, ორი ქვეყნის საერთო ინტერესები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა, ხალხთაშორისო კავშირები და პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების მნიშვნელობა საკანონმდებლო კავშირების გაძლიერებაში. საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ასევე მოინახულეს გამარჯვების მონუმენტი და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. 28.11.2017 – 01.12.2017 - სოფიო ქაცარავას ვიზიტი ისლანდიაში, ქ. რეიკიავიკი. სოფიო ქაცარავამ მონაწილეობა მიიღო ქალი პოლიტიკოსი ლიდერების ყოველწლიური სამიტში სადაც სიტყვით მიმართა მონაწილეებს. ღონისძიებაში მსოფლიო ლიდერი ქალი პოლიტიკოსები. სოფიო ქაცარავამ თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე, ასევე, ქალთა როლის მნიშვნელობაზე უსაფრთხოების სექტორსა და პოლიტიკაში. ვიზიტის ფარგლებში სოფიო ქაცარავამ გამართა 48 შეხვედრები ლატვიის და ისლანდიის პარლამენტების თავმჯდომარეებთან, შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან და დიდი ბრიტანეთის, ისლანდიის, უკრაინის, ლუქსემბურგის და ავსტრიის პარლამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე მთავარ განსახილველ საკითხებს წარმოადგენდა პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალთა გაძლიერება და ამ მიმართულებით პარლამენტის როლი, ასევე, ამ მიმართულებით სამიტების, კონფერენციების და ღონისძიებების მნიშვნელობა, საპარლამენტო კავშირების გაძლიერება და საქართველოში მიმდინარე რეფორმები. 06.12.2017 – 08.12.2017 - სოფიო ქაცარავას ვიზიტი ავსტრიაში ქვენა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა. 6-8 დეკემბერს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა მონაწილეობა მიიღო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში და ეუთოს მინისტერიალში. ბიუროს თავმჯდომარეობდა ასამბლეის მოქმედი პრეზიდენტი გიგი წერეთელი. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ბიუროს წევრები, მათ შორის საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა, რომელიც ასამბლეაში - ეკონომიკური კომიტეტის მომხსენებლის და ანტი-ტერორისტული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციებს იკავებს. ბიუროს სხდომაზე სოფიო ქაცარავამ სიტყვით მიმართა მონაწილეებს და ყურადღება გაამახვილა აღნიშნული გამოწვევების ფონზე ასამბლეის უფრო ქმედითი საქმიანობის საჭიროებაზე. სოფიო ქაცარავამ, ბიუროს ფორმატში ორმხრივი შეხვედრები გამართა, მათ შორის ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარესთან. შეხვედრების თემები მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიც არის საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებებს და ეუთო-ს წევრი ქვეყნების თანამშრომლობის გაძლიერება ამ მიმართულებებით. სოფიო ქაცარავამ ასევე მონაწილეობა მიიღო ეუთოს მინისტერიალში, რომლის საბჭოზე კანადის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, რუმინეთის, შვედეთის, ჩეხეთის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს მეგობართა ჯგუფების მიერ მიღებულ იქნა საქართველოს მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება, რომელიც მოიცავს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური სწრაფვისადმი მხარდაჭერის პოზიციებს. ასევე მეგობრობის ჯგუფები დოკუმენტში აღიარებენ საქართველოს პროგრესს დემოკრატიის კონსოლიდაციის მიმართულებით, ინსტიტუციურ გამჭვირვალობასა და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას. მხარეები ასევე მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და მხარს უჭერენ ყველა ფორმატს, რომელიც ემსახურება კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას. 10.12.2017 26.12.2017 – 49 სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში, ქ. ლონდონი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დიდ ბრიტანეთს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში მეგობრობის ჯგუფებს შორის მიღებულ იქნა ერთობლივი კომუნიკე, რაც სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში ორივე მხარის მზადყოფნას გამოხატავს საპარლამენტო პარტნიორობის და ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებების გაძლიერებისთვის, როგორიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები, თავდაცვა, კიბერუსაფრთხოება, კრიზისების მართვა, ტერორიზმთან ბრძოლა და ხალხთაშორისი კავშირების გამყარება. დოკუმენტში აღნიშნულია ასევე ბრიტანეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ტომ ტუგენდჰატთან, ლორდთა პალატაში საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ლორდ ჰოუელ გილფორდთან, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის პარტიათა შორისი ჯგუფის ხელმძღვანელთან ჯონათან ჯანოღლისთან და ჯგუფის წევრებთან, და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის ხელმძღვანელთან ანტონი სმიტთან. შეხვედრებზე ძირითად განსახილველ საკითხებს წარმოადგენდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ბრიტანეთი საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციის, ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით, ბრექსიტის შემდგომ ეკონომიკურ პარტნიორობას, საპარლამენტო კავშირების გაძლიერება, მეგობრობის ჯგუფების როლი ამ ურთიერთობების გაძლიერებასა და განვითარებაში, ასევე მეგობრობის ჯგუფების დღის წესრიგი და პრიორიტეტები, მეგობრობის ჯგუფებს შორის გაფორმებული ერთობლივი შეთანხმების საკითხები და მათი პრაქტიკაში გადატანის დეტალები და სხვა ორმხრივ პოლიტიკურ დღის წესრიგში არსებული საკითხები. ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაციის ინიციტივით და ქართველი ხალხის სახელით ოლივერ უორდროპის საფლავზე მემორიალის გახსნის ცერემონიალი ჩატარდა და საქართველოს საელჩოში მოეწყო სოფიო ქაცარავას ინიციატივით გადაღებული ფილმის ჩვენება „მეოთხედი საუკუნე, ბრიტანეთი-საქართველო“, რომელსაც სტუდენტები, ბრიტანეთის ყოფილი ელჩები საქართველოში და ლონდონში მცხოვრები ქართველები ესწრებოდნენ. 19.12.2017 – 26.12.2017 - სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ვიცე-სპიკერის, მა პეიჰუას მოწვევით სოფიო ქაცარავას 50 ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ჩინეთის სახალხო კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან ჩენ ფენსიანთან, ჩინეთის პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ვიცე-სპიკერთან, მა პეიჰუამთან, ჩინეთის საგარეო საქმეთა ინსტიტუტის თავმჯდომარის მოადგილესთან, შაანსის პროვინციის სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მოადგილესთან და შანხაის პროვინციის მუნიციპალიტეტის, სახალხო კონგრესის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან სიუ ვენსიონთან. შეხვედრებს მთავარ საკითხებს წარმოადგენდა ჩინეთ-საქართველოს შორის არსებული მჭიდრო და მრავალწლიანი თანამშრომლობის მიმართულებები, საქართველოში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის სიკეთეები, „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივა და ინიციატივის ფარგლებში არსებული პოტენციალი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და კონფლიქტის გადაჭრის მშვიდობიანი გზები, საპარლამენტო ვიზიტების გააქტიურება, საკანონმდებლო დონეზე კავშირების გაძლიერება და ამ პროცესში მეგობრობის ჯგუფების როლი, საქართველოს კულტურული და ტურისტული პოტენციალი, საქართველოს ბიზნეს და ინფრასტრუქტურული პოტენციალი, გეოპოლიტიკური შესაძლებლობები და სხვა. 17.01.2018 – 19.01.2018 - პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ გამართა შეხვედრები უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან, უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, უკრაინის პრეზიდენტთან და აღმასრულებელი ხელისუფლების და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი საპარლამენტო კავშირების გაძლიერების საკითხები, ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებს და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე თანამშრომლობის მნიშვნელობას, ასევე, განხილულ იქნა ორი ქვეყნის საერთო ინტერესების ყველა სფერო და თანამშრომლობის ახალი მიმართულებები. 21.01.2018 – 26.01.2018 - ევროპის საბჭოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი საფრანგეთში, ქ. სტრასბურგი. დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში. სესიის ფარგლებში, ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის საინფორმაციო ბარათში აისახა საქართველოს თანმიმდევრული პროგრესი ევროპის საბჭოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების კუთხით, რაც ევროპის საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე შესრულდა. ასევე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო გოგუაძე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა 51 ბესელია არჩეულები იყვნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების თავმჯდომარეებად. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრები, მათ შორის ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან მიქელე ნიკოლეტისთან და ევროპის საბჭოში ქართული ანბანის გამოფენა გაიხსნა. 07.02.2018 – 09.02.2018 - სოფიო ქაცარავას ვიზიტი ბელგიასა და ლუქსემბურგში. 7-9 თებერვალს სოფიო ქაცარავა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ვიზიტით ეწვია ბელგიას და ლუქსემბურგს. ვიზიტის ფარგლებში სოფიო ქაცარავამ გამართა შეხვედრები ლუქსემბურგის საგარეო, ევროპულ საქმეთა, თავდაცვისა და მიგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან მარკ ენგელთან, ბელგიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ასევე, ბელგიის ვიცე-პრემიერთან, უსაფრთხოებისა და შინაგან საქმეთა მინისტრთან - იან ჯამბონთან, იუსტიციის მინისტრთან - კოენ გინსთან, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან - რაჩიდ მადრანესთან, ვილვორდეს მუნიციპალიტეტის მერთან - ჰანს ბონტესთან, 2016 წლის ბრიუსელის ტერაქტის პარლამენტის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარესთან პატრიკ დევაელთან, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბელგიის დელეგაციის ხელმძღვანელთან და სხვა თანამდებობის პირებთან. შეხვედრებზე განიხილებოდა ტერორიზმთან ბრძოლის პრევენციული ღონისძიებები, ეუთო-ს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, საპარლამენტო კავშირების გაღრმავება და თანამშრომლობა საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებასა და მის ეფექტურ გამოყენებაში, ასევე, ყურადღება გამახვილდა საქართველო-ბელგიის და საქართველო-ლუქსემბურგის საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგში არსებულ სხვა საკითხებზე. 15.02.2018 – 17.02.2018 - ვიზიტი ბულგარეთში, ქ. სოფია. 15-16 თებერვალს, სოფიო ქაცარავამ ბულგარეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჯემა გროზდანოვას მოწვევით მონაწილეობა მიიღო „ერთიანი საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ“ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა კონფერენციაზე ევროკავშირის პრიორიტეტებსა და სტრატეგიაზე, შავი ზღვის რეგიონის როლზე, ბალკანეთის ქვეყნების ევროპულ პერსპექტივაზე და მათ სტრატეგიულ კავშირზე იმსჯელეს ენერგეტიკისა და სატრანსპორტო მიმართულებით. ვიზიტის ფარგლებში სოფიო ქაცარავამ შეხვედრები გამართა ევროპარლამენტის ვიცე - პრეზიდენტთან იოან პაშკუსთან, ევროპარლამენტის საგარეო 52 ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან დევიდ მაკალისტერთან, ბულგარეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ჯემა გროზდანოვასთან, თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელთან კონსტრანტინ პოპოვთან, ევროპულ საქმეთა და ევროპული ფონდების საზედამხედველო კომიტეტის თავმჯდომარესთან კრისტიან ვიგენინთან, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან კრისტინა სიდოროვასთან და ჯგუფის სხვა წევრებთან და რუმინეთის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან როზალინა ბიროსთან. შეხვედრებზე სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხებზე, ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, საქართველოს საგარეო კურსის მთავარ მიზნებზე, მისწრაფებებსა და ამ გზაზე მიღწეულ შედეგებზე, დემოკრატიულ რეფორმებზე, საპარლამენტო კავშირების გაძლიერებაზე და მეგობრობის ჯგუფების როლზე ამ პროცესში. 21.02.2018 – 23.02.2018 - სოფიო ქაცარავას ვიზიტი ავსტრიაში, ქ. ვენა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა. 22-23 თებერვალს სოფიო ქაცარავამ ქ. ვენაში მონაწილეობა მიიღო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 2018 წლის ზამთრის სესიის მუშაობაში. ასამბლეის ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიების და გარემოს დაცვითი კომიტეტის სხდომაზე სოფიო ქაცარავამ მოხსენების კონცეფცია და ის ძირითადი მიმართულებები წარადგინა, რასაც ანგარიშის სახით ყოველწლიურ ზაფხულის სესიაზე ბერლინში წარადგინა. წევრი ქვეყნების დელეგატების წინაშე სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა იტალიის, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტებსა და მიზნებზე 2018 წელს. ასამბლეის ძირითადი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სოფიო ქაცარავამ დელეგატებს მიმართა, რომლის მთავარი მომხსენებლებიც იტალიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვინჩენსო ამენდოლა და ეუთო-ს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი იყვნენ. მან ხაზი გაუსვა იტალიის, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის პირველ პრიორიტეტს - კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხს, რაც საქართველოს პირველ ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს. სოფიო ქაცარავამ პოზიციაა დააფიქსირა ასევე პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის, ფილიპო ლომბარდის მიერ მიგრაციის საკითხებზე წარდგენილი ანგარიშის საპასუხოდ, ასამბლეის ძირითადი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც დელეგაციის ხელმძღვანელმა მიგრაციის გამოწვევებზე ისაუბრა. ვიზიტის ფარგლებში სოფიო ქაცარავამ ორმხრივი შეხვედრები გამართა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დირექტორთან ინგიბორგ გისლედოტირთან, ეუთო-ს წარმომადგენელს მედიის თავისუფლების საკითხებში, ჰარლემ დეზირთან, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის დელეგაციების ახალ შემადგენლობასთან და ჰოლანდიის დელეგაციის ხელმძღვანელთან და წევრებთან. შეხვედრებზე განიხილებოდა ეუთო-ს ინსტიტუტებსა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხები, გენდერული თანასწორობისა და საპარლამენტო ზედამხედველობის საკითხები, მედია თავისუფლების 53 ხარისხის მნიშვნელობა დემოკრატიის კონსოლიდაციის პროცესში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარების საკითხები და სხვა. 26.02.2018 – 02.03.2018 ვიზიტი თურქეთში, ქ. ანკარა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, ანკარაში სამმხრივი საპარლამენტო ფორმატის (საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი) ფარგლებში იმყოფებოდა თურქეთში. დელეგაციის შემადგენლობაშ ი შედიოდნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო გოგუაძე, ზვიად კვაჭანტირაძე და რამაზ ნიკოლეიშვილი. შეხვედრები საქართველო-თურქეთიაზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელებსა და წევრებს შორის გაიმართა. ასევე, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები შედგა თურქეთის პრემიერ-მინისტრთან ბინალი ილდირიმთან და თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან ისმაილ კაჰრამანთან. სამმხრივი ფორმატის ფარგლებში მხარეებმა საპარლამენტო დიპლომატიის, რეგიონული უსაფრთხოების და პოლიტიკურეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებისა და ახალი პერსპექტივის საკითხები განიხილეს და ხელი მოაწერეს კომიტეტებს შორის შეთანხმებას, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის, პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების, საერთაშორისო ფორმატებში ურთიერთობის, საპარლამენტო დიპლომატიის და კულტურული და ხალხთა შორისი კავშირების გაძლიერების აუცილებლობას ასახავს; ასევე დოკუმენტში გამოხატულია საქართველოს და აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. 28.03.2018 – 30.03.2018 სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ირლანდიაში ქ. დუბლინი. 27-30 მარტს ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის ერთობლივი კომიტეტის თავმჯდომარის ბრენდან სმიტის ოფიციალური მოწვევით, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით დუბლინში ვიზიტი გამართა საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ. ვიზიტის ფარგლებში სოფიო ქაცარავა სიტყვით გამოვიდა ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის ერთობლივი კომიტეტის სხდომაზე, რომელიც პირდაპირი სატელევიზიო ეთერით გადაიცემოდა. გამოსვლისას, მან ხაზი გაუსვა გლობალურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილს და საქართველოს ნატოში გაწევრიანების მნიშვნელობას. სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიებზე ადამიანის 54 უფლებების უხეში დარღვევის, გატაცებების, დაპატიმრებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობასა და უკანანო ქმედებებზე და ამ კონტექსტში განიხილა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტი და პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია ამასთან დაკავშირებით. სოფიო ქაცარავამ ასევე ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და საქართველოირლანდიის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო პერსპექტივებზე. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციამ შეხვედრები გამართა ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის, დოილის თავმჯდომარესთან შონ ო’ფარელთან, სენატის თავმჯდომარესთან დენის ო’დონოვანთან, ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის ერთობლივი კომიტეტის თავმჯდომარესთან ბრენდან სმიტთან და კომიტეტის წევრებთან, ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა ერთობლივი კომიტეტის თავმჯდომარესთან, დეპუტატ მაიკლ ჰილი-რეისთან და კომიტეტის წევრებთან, და ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის მეორე გენერალურ მდივანთან რორი მონტგომერისთან. შეხვედრებისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული მიმართულებები და საპარლამენტო კავშირების გაძლიერების შესაძლებლობები. ირლანდიის პარლამენტში ოფიციალურად ჩამოყალიბდა საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, რომლის ოფიციალური დაარსებაც სწორედ ვიზიტის დროს მოხდა. საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ოფიციალურად ჩამოყალიბებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტში ირლანდიის პარლამენტთან მეგ. ჯგუფის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა, დოილის თავმჯდომარე შონ ო’ფარელი, სენატის თავმჯდომარე დენის ო’დონოვანი, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნოელ გრელიში და საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის ერთობლივი კომიტეტის თავმჯდომარე ბრენდან სმიტი. 15.04.2018 – 17.04.2018 - ვიზიტი დანიაში, ქ. კოპენჰაგენი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა. 15-17 აპრილს სოფიო ქაცარავა ესტუმრა ქ.კოპენჰაგენს და მონაწილეობა მიიღო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 2018 წლის ბიუროს სესიის მუშაობაში. სხდომაზე ბიუროს წევრებმა ძირითადი კომიტეტების რეზოლუციების პროექტები, ორგანიზაციის მომავალი წლის ბიუჯეტი, იტალიის, რუსეთის ფედერაციის და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გამართული არჩევნები და სადამკვირვებლო მისიების ანგარიშები განიხილეს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ სიტყვით მიმართა ბიუროს წევრებს და ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოებისა და ეუთო-ს სივრცეში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ და აღნიშნა, რომ ეს საკითხები უნდა აისახოს ყოველწლიური ასამბლეის დეკლარაციაში. სოფიო ქაცარავამ ასევე განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხს, რაც ბოლო 20 წლის მანძილზე, უდიდეს გამოწვევად რჩება საქართველოში. მან ყურადღება გაამახვილა ეუთო-ს სივრცეში ამ გამოწვევის მნიშვნელობაზე. დელეგაციის ხელმძღვანელმა ბიუროს სხდომაზე ისაუბრა ასევე ტერორიზმთან ბრძოლის მნიშვნელობაზე, ამ მიმართულებით პარლამენტის როლზე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის შესაბამისი კომიტეტის საქმიანობაზე.ვიზიტის ფარგლებში სოფიო ქაცარავამ ორმხრივი შეხვედრები გამართა დანიის პარლამენტში, სადაც ორ 55 ქვეყანას შორის საპარლამენტო კავშირებისა და სექტორული თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრები შედგა დანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრთან და დანიის პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესთან მოგენს ლიკეტოფთან, კომიტეტის წევრთან მაიკლ იენსენთან, და სახალხო პარტიის წევრთან კენეტ ბერტთან და მოგენს ლიკეტოფთან.შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო კავშირებისა და სექტორული თანამშრომლობის გაძლიერების, რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ აგრესიული ნაბიჯების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, ეკონომიკური კავშირების გამყარების და დანიის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტების შესახებ. 07.06.2018 – 08.06.2018 - სოფიო ქაცარავას ვიზიტი სერბეთში ქ. ბელგრადი. 7-8 ივნისს, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით ეწვია სერბეთს. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ შეხვედრები გაიმართა სერბეთის ეროვნული ასამბლეის წარმომადგენლებთან, კერძოდ, სერბეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერთან - ვლადიმერ მარინკოვიჩთან, სერბეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან - ჟარკო ობრადოვიჩთან, სერბეთის ეროვნული ასამბლეის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელძღვანელთან - დუბრავკა ფილიპოვსკისთან და სერბეთის ეროვნული ასამბლეის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან - ნენად ჩანაკთან. შეხვედრებზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ბოლო 1 წლის მანძილზე საქართველოსა და სერბეთის ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების უპრეცედენტო გააქტიურებას და განიხილეს საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი და ამ კუთხით სერბეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა, საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და სერბეთის მხარდაჭერა საერთაშორისო ფორმატებში, ორმხრივი საპარლამენტო კავშირების სამომავლო დღის წესრიგი, კულტურის, ტურიზმის და განათლების სფეროებში თანამშრომლობის შესაძლებლობები და სხვა საკითხები. სერბულმა მხარემ კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, პირველად სერბეთსაქართველოს ურთიერთობების ისტორიაში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის და პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, პარლამენტის წევრებმა, სერბეთის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ქართულმა დიასპორამ. ღონისძიებაზე სოფიო ქაცარავამ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და თავის მიმართვაში ისაუბრა საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან 56 ფაქტებზე, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ევროპულ მისწრაფებებზე, საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე და საქართველო-სერბეთის ურთიერთობებზე. ღონისძიების ფარგლებში, საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართა სერბეთის ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ - ჟარკო ობრადივიჩმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა სოფიო ქაცარავას პირადად მისი ძალისხმევისთვის, რომელმაც მნიშვნელოვნად დაახლოვა 2 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოები და იმედი გამოთქვა, რომ ეს კვლავ ასე დინამიურად გაგრძელდება და ორმხრივ ურთიერთობებს ახალ საფეხურზე გადაიყვანს. 57 07.07.2018 – 11.07.2018 - სოფიო ქაცარავას ვიზიტი გერმანიაში, ქ. ბერლინი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა. 7-11 ივლისს პარლამენტის ეუთო-ს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით ესტუმრა ქ. ბერლინს, სადაც მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2018 წლის სესიაში. დელეგაციის მთავარ ამოცანას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 27-ე ყოველწლიური სესიაზე, სოფიო ქაცარავას მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტის: „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“ დამტკიცება წარმოადგენდა. მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე სოფიო ქაცარავამ რეზოლუციის პროექტი „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“ წარადგინა. რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელმა განსახილველი საკითხებიდან მისი ამოღება მოითხოვა, რასაც კომიტეტის სხდომაზე კენჭისყრა მოჰყვა. ასამბლეის დელეგაციათა ხმათა უმრავლესობით (29 მომხრე, 2 წინააღმდეგი), საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი სესიის დღის წესრიგში დარჩა. პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს, იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების საჭიროებას და ოთხოზორია, ტატუნაშვილი, ბაშარულის მკვლელობის გამოძიებასა და საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აუცილებლობას მოიცავდა. პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე სოფიო ქაცარავას მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტის- „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“ ხმათა უმრავლესობით, 45 მომხრე-2 ის წინააღმდეგ იქნა მიღებული და ასამბლეის პლენარული სესიის დღის წესრიგში იქნა გათვალისწინებული. მუდმივმოქმედი ხელმძღვანელის ინიცირებული რეზოლუციის მიხედვით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის ფედერაციას საქართველოს ტერიტორიებიდან სამხედრო ძალების გაყვანის და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებს. ასამბლეა ასევე გმობს საქართველოს მოქალაქეების ტატუნაშვილი, ოთხოზორია და ბაშარულის მკვლელობებს და რუსეთის ფედერაციისგან კატეგორიულად მოითხოვს არ შეუშალოს ხელი საგამოძიებო პროცედურებს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და ხელი შეუწყოს სამართლის აღსრულებას. რეზოლუციაში ასახულია ადამიანის უფლებების საერთაშორისო სადამკვირვებლო მექანიზმების დაშვების აუცილებლობა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ 58 საცხოვრებელ ადგილებზე ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების საჭიროება. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ორგანიზაციას გააძლიეროს ძალისხმევა სადამკვირვებლო მისიის სრულად აღდგენისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რეზოლუციაში ასამბლეა მიესალმება საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რაც კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და საოკუპაციო ხაზით დაშორებული საზოგადოების დაახლოებისკენ არის მიმართული. ასამბლეის გამართულ დასკვნით პლენარულ სესიაზე რუსეთის ფედერაციის დელეგაციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ბერლინის დეკლარაცია, რომელშიც ასევე, ცვლილებების გარეშე, აისახა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტი: „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“. ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე სოფიო ქაცარავამ კომიტეტის ანგარიში რეზოლუციის პროექტი წარადგინა. მან საპარლამენტო ასამბლეის სამუშაო თემაზე - ეუთოს ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობისთვის საპარლამენტო როლის გავლენაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნების პარლამენტების როლის გაძლიერება ხელშესახები შედეგის წინაპირობა იქნება. სოფიო ქაცარავა სიტყვით გამოვიდა აგრეთვე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტზე, სადაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ ისაუბრა. კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ნიშნით სისტემატური დისკრიმინაციისა და ადამიანებზე ზღვარგადასული ძალადობის ფაქტები აღნიშნა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის ფარგლებში, სოფიო ქაცარავას ინიციატივით ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისის (ODIHR)-ის დირექტორთან, ინგიბორგ გისლადოტირთან ერთად, ეუთოს რეგიონში საპარლამენტო ზედამხედველობის შესახებ ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე ძირითადი მოხსენება დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფიო ქაცარავამ წარმოადგინა, რომელმაც საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების პროცესზე და რეგლამენტის ცვლილებებზე ისაუბრა. მომხსენებელმა რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების მნიშვნელობაზე და ამ კუთხით, საკანონმდებლო ორგანოსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის ინსტრუმენტებზე ისაუბრა. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა, რომელიც ეკონომიკის, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტის მომხსენებელი იყო, სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტად და პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. 14.08.2018 – 16.08.2018 - ვიზიტი პარაგვაიში, ქ. ასუნსიონი. 14-16 აგვისტოს სოფიო 59 ქაცარავა ოფიციალური ვიზიტით ეწვია პარაგვაის. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა პარაგვაის პრეზიდენტის - მარიო აბდო ბენიტესის ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობის მიღება და ორმხრივი შეხვედრები ლათინური ამერიკის ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში სოფიო ქაცარავამ გამართა შეხვედრები არგენტინის რესპუბლიკის კონგრესის დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, კორნელია შმიდტ-ლიერმანთან, პარაგვაის რესპუბლიკის ეროვნული კონგრესის დეპუტატთა პალატის (პარლამენტის ქვედა პალატა) თავმჯდომარესთან, მიგელ ხორხე კუევასთან, არგენტინის საგარეო საქმეთა და კულტურის მინისტრთან, ხორხე ფორისთან და ეკვადორის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ადამიანური მობილობის მინისტრთან, ხოსე ვალენსიასთან. შეხვედრებზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი საკითხების ფართო სპექტრი. მათ შორის საპარლამენტო კავშირების გაძლიერება, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სავაჭრო, კულტურული და უწყებათაშორის თანამშრომლობის საკითხები, ასევე, მეგობრობის ჯგუფების ჩამოყალიბების საკითხები ლათინური ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებში და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ყველა შეხვედრაზე, სოფიო ქაცარავა ყურადღებას ამახვილებდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, რუსულ აგრესიაზე, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზებზე და ამ კუთხით ლათინური ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზე და სხვა. 22.08.2018 – 23.08.2018 - სოფიო ქაცარავას ვიზიტი ლიეტუვაში, ქ. ვილნიუსი. ვიზიტის ფარგლებში სოფიო ქაცარავამ მონაწილეობა მიიღო ვალდას ადამკუსის საერთაშორისო კონფერენციაში სადაც სიტყვით მიმართა მონაწილეებს და გამართა ორმხრივი შეხვედრები. კონფერენციის სესიაზე სახელწოდებით – “ევროპული და ტრანსატლანტიკური მდგრადობის აღდგენა”, სოფიო ქაცარავამ ევროპაში ტრანსატლანტიკური ერთიანობისა და ლიდერობის განმტკიცების, ევროკავშირისა და ნატო-ს გაფართოების საკითხებზე ისაუბრა. აქცენტი ევროპაში არსებულ კონფლიქტებზე, ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების გამოწვევებზე და რუსეთის აგრესიული ქმედებების დაბალანსების აუცილებლობაზე გააკეთა. ასევე, მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს ვითარებასა და საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, რაც, უპირველეს ყოვლისა ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას ითვალისწინებს. კონფერენციაში სოფიო ქაცარავასთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების აღმასრულებელი საკანონმდელო და ხელისუფლების მაღალი დონის წარმომადგენლები და უსაფრთხოების სფეროს საერთაშორისო ექსპერტები. სოფიო ქაცარავასთან ერთად პანელზე გამოდიოდნენ აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი და მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი კურტ ვოკერი, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო, ლიეტუვა-საქართველოს პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი, 60 მოლდოვას პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მაია სანდუ, გერმანიის ბუნდესტაგის წევრი ქრისტიან შმიდტი და სხვა მაღალი დონის ოფიციალური პირები და ექსპერტები, ხოლო პანელს მოდერაციას უწევდა ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი. ვიზიტის ფარგლებში სოფიო ქაცარავამ შეხვედრა გამართა ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა და ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან და საფრანგეთის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საპარლამენტო დიპლომატიის როლი ეროვნულ ინტერესებში, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებზე, ახალ პერსპექტივებსა და სამომავლო დღის წესრიგზე, საქართველოში გატარებული რეფორმები, საგარეო პრიორიტეტები, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები. ასევე, საუბარი შეეხო „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასაც. ნინო გოგუაძის ვიზიტები საზღვარგარეთ 22.02.2018 – 26.02.2018 - ნინო გოგუაძის ვიზიტი აშშ-ში. 22-26 თებერვალს, ნინო გოგუაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ქ. ვაშინგტონში, აშშ. ვიზიტი განხორციელდა ევროპული კონსერვატიული ალიანსის - „ევროპელი კონსერვატორები ორგანიზებით და და რეფორმისტების“ მხარდაჭერით. ვიზიტის ფარგლებში ნინო გოგუაძემ მონაწილეობა მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების კონსერვატიული პარტიის კონფერენციაში. კონფერენცია იმართება ყოველწლიურად და მონაწილებას იღებენ, როგორც აშშ კონსერვატიული/რესპუბლიკური წარომადგენლები, ასევე პარტიის კონსერვატიული პარტიების წარმომადგენლები მსოფლიოდან სხვადასხვა ქვეყნებიდან. კონფერენცია გახსნა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა - დონალდ ტრამპმა და ისაუბრა ამერიკის როგორ საგარეო ასევე საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტებზე. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ამერიკის კონგრესის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარომადგენლები, ასევე არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები. 18.03.2018 – 20.03.2018 - ნინო გოგუაძის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში, ქ. ლონდონი. 18-20 მარტს, „ვესტმინსტერის იმყოფებოდა ქ. ფონდის ლონდონში დემოკრატიისთვის“ საერთაშორისო მიწვევით, კონფერენციაზე ნინო გოგუაძე „ძალადობა ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგ“. კონფერენცია ჩატარდა გაერთიანებული სამეფოს ყველა პოლიტიკური პარტიის დემოკრატიისთვის“ კონფერენციაზე, და „ვესტმინსტერის მხარდაჭერით ნინო გოგუაძემ და ფონდი ორგანიზებით. მოხსენება გააკეთა საკითხზე „Costs of Politics for Women”, სადაც ისაუბრა საქართველოს გამოცდილებაზე მონაწილეობის საკითხებში, აღმასრულებელი ქალთა პოლიტიკური ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებების და მიერ 61 განხორციელებულ და მიმდინარე საქმიანობების შესახებ ქალთა პოლიტიკური და საზოგადოებრივი აქტივობის გაძლიერების თვალსაზრისით. კონფერენციაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის ქალი პოლიტიკოსები, ასევე ჟურნალისტები, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მონაწილეებს შორის იყვნეს გაერთიანებული სამეფოს, აშშ, უკრაინის, კანადის, სამხრეთ აფრიკის, იორდანიის, ეგვიპტის, არგენტინის მოქმედი და ყოფილი პარლამენტის წევრები, ასევე სხვა წარმომადგენლები. კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა ქალთა მეტი პოლიტიკური ჩართულობის ხელშეწყობის საკითხებზე ქვეყნებს შორის გამოცდილებების გაზიარება, საერთო და ინდივიდუალური პრობლემების იდენტიფიცირება და საერთო აქტივობების შესახებ მსჯელობა. ასევე, ქალ პოლიტიკოსთა გლობალური ქსელის გაფართოება და ურთიერთობების გაღრმავება. 06.05.2018 – 10.05.2018 - ნინო გოგუაძის და ზვიად ძიძიგურის ვიზიტი აშშ-ში. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი განხორციელდა ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მოწვევით. ვიზიტის მიზანი იყო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული და სამომავლო ურთიერთობების სფეროების განხილვა, თანამშრომლობის ახალი ფორმატების შესახებ მსჯელობა, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების შესახებ ინფორმაციის გაცვლა. შეხვედრები შედგა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, ამერიკის კონგრესის წევრებთან, ამერიკული არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, კერძოდ: ამერიკის სახელმწიფო დეპარატმენტის ევროპულ საქმეთა ბიუროს კავკასიის საქმეთა და რეგიონული კონფლიქტების დეპარტამენტის მოადგილესთან - ჯენ ბოროსთან, ამერიკის კონგრესის წევრებთან - პიტერ როსკამთან, დევიდ ფრაისთან და სკოტ პერისთან, IRI-ის ევრაზიის რეგიონის დირექტორთან სტეფან ნიქსთან, „ჰერითიჯ ფაუნდეიშენი“-ის ექსპერტთან ლუკ კოფთან, - NED-ის რუსეთისა და ევრაზიის განყოფილების დირექტორთან მარიამ ლანსკოითან, ჰადსონის ინსტიტუტის წამყვან ექსპერტებთან რიჩართ ვეთზისთან, ბრიუს ჯექსონთან, კრეიგ კენედისთან. შეხვედრების მთავარ საკითხებს წარმოადგენდა აშშ-ს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოებთან კავშირების გაძლიერება, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერება, ზემოაღნიშნულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და საქართველოში განხორციელებული თანამშრომლობა, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესი, საქართველოში მიმდინარე რეფორმები და სხვა საკითხები. ვიზიტის ფარგლებში, ნინო გოგუაძემ მონაწილეობა მიიღო ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებულ კონფერენციაში თემაზე - „NotTheCost for women in politcs“ და მადლენ ოლბრაითის მასპინძლობით გამართულ ღონისძიებაში. სიტყვით გამოსვლისას, ნინო გოგუაძემ ისაუბრა საქართველოში ქალთა პოლიტიკური 62 მონაწილეობის საკითხებზე, ამ მიმართულებით, ხელისუფლების მიერ გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე, ასევე თუ როგორ გავლენას ახდენს რუსული პროპაგანდა პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის პროცესებზე. კონფერენციას ესწრებოდნენ ამერიკელი პოლიტიკოსები, პარლამენტის და სხვა საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლები 10-ზე მეტი ქვეყნიდან, ასევე დიპლომატები, მედიის, არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 25.05.2018 - ნინო გოგუაძის ვიზიტი სტრასბურგში (PACE). 25 მაისს ნინო გოგუაძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლების და მედიის კომიტეტის სხდომაში კომიტეტის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო რეზოლუციის პროექტები/ინიციატივები შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: ახალ მედია გარემოში „მედია წიგნიერების“ მნიშვნელობა; დემოკრატიულ საზოგადოებაში კულტურული მემკვიდრეობის ღირებულება, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და გაძლიერება და საჯარო მომსახურების მედია მცდარი ინფორმაციისა და პროპაგანდის კონტექსტში. კომიტეტის სხდომაზე ნინო გოგუაძემ ისაუბრა ახალი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში პროფესიული მედიის წინაშე მდგარ ახალ გამოწვევებზე და მედია განათლების მნიშვნელობაზე ამ პროცესში. ასევე, მან ისაუბრა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების გამოცდილების შესწავლის მნიშვნელობაზე ამ მიმართულებით და საერთო მიგნებების გამოკვეთის საკითხებზე. ინიციატივაზე მუშაობისას მოწვეული იქნებიან დარგის ექსპერტები, რომლებიც წინასწარ მოხსენებას წარმოადგენენ კომიტეტის მორიგ სხდომაზე თბილისში, მ/წ 25 სექტემბერს. საკითხი, საბოლოოდ, რეზოლუციის სახით წარედგინება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას დასამტკიცებლად. დიმიტრი ცქიტიშვილის ვიზიტები საზღვარგარეთ 04.09.2017-05.09.2017 - დიმიტრი ცქიტიშვილის ვიზიტი ნამიბიაში ევროპისა და აფრიკის სოციალ-დემოკრატიული პარტიების დიალოგი ვინდჰოეკში. ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში დიმიტრი ცქიტიშვილმა მოდერაცია გაუწია დებატებს ევრო-აფრიკული ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ. კონფერენციის განმავლობაში ასევე განხილულ იქნა ისეთი თემები როგორიცაა: გენდერული უთანასწორობა და აფრიკის წინაშე არსებული გამოწვევები; ახალგაზრდების როლი მომავლის ფორმირებაში; უთანასწორობა და მისი გავლენა უსაფრთხოებაზე; აფრიკა-ევროპის თანამშრომლობა, როგორ უნდა დაიძლიოს არსებული უთანასწორობა". 29.10.2017 – 02.11.2017 - დიმიტრი ცქიტიშვილის ვიზიტი პორტუგალიაში, ქ. ლისაბონი. ევროპელი სოციალისტების პარტიის ყრილობა პორტუგალიაში. ევროპელი 63 სოციალისტების პარტიის ყრილობა პორტუგალიაში, ქალაქ ლისაბონში გაიმართა. ყრილობის ფარგლებში გაიმართა მსჯელობა პარტიის არჩევნების და ევროპის მომავლის შესახებ. გარდა ამისა, კონგრესმა ასევე მიიღო რეზოლუცია თურქეთში მყოფი პოლიტიკური პატიმრების შესახებ. საქართველოდან აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდა დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ღონისძიების დროს გამართულ სხვადასხვა პანელურ დისკუსიებში. 05.12.2017-07.12.2017 - დიმიტრი ცქიტიშვილის ოფიციალური ვიზიტი შვედეთში, ქ. სტოკჰოლმი. შვედეთის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დიმიტრი ცქიტიშვილი სამუშაო ვიზიტით სტოკჰოლმს ეწვია. მასთან ერთად საქართველოს დელეგაციაში შედიოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც, ირაკლი კობახიძე. საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის და საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა უმაღლეს დონეზე შვედეთის სამეფოში, მათ შორის შვედეთის მეფესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, პარლამენტის და მთავრობის წევრებთან, შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ხელმძღვანელთან, ქართველ სტუდენტებთან უფსალას უნივერსიტეტში. 22.01.2018-26.01.2018 - დიმიტრი ცქიტიშვილის ვიზიტი საფრანგეთში, ქ. სტრასბურგი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სხდომა. აღნიშნული სესიის ფარგლებში დიმიტრი ცქიტიშვილმა დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად განიხილა დღის წესრიგში შეტანილი ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ჟურნალისტებზე თავდასხმები და მედიის თავისუფლება; კიბერ-დანაშაული და სიძულვილის ენა ინტერნეტ სივრცეში; ჰუმანიტარული სიტუაცია სირიაში; მიგრაციის პოლიტიკის რეფორმა ევროპაში; სიტუაცია ლიბანში და სხვა. გაიმართა შეხვედრები ასამბლეის გენერალურ მდივანთან, ვოიცეხ სავიცკისთან და ასამბლეის პრეზიდენტთან, პედრო აგრამუნტთან. გარდა ამისა, 26 იანვარს დიმიტრი ცქიტიშვილი ზვიად კვაჭანტირაძესთან ერთად შეხვდა ჩეხ და სლოვაკ კოლეგებს და ასევე, სოფიო ქაცარავასთან ერთად - შვედეთის დელეგაციას. 05.03.2018-10.03.2018 - დიმიტრი ცქიტიშვილის ვიზიტი აშშ-ში, ქ. ვაშინგტონი. პროგრესულ ალიანსთან თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა არაერთი საინტერესო შეხვედრა ფილადელფიაში, ბალტიმორსა და ვაშინგტონში. დიმიტრი ცქიტიშვილი ამერიკელ სენატორ ბერნი სანდერსსაც შეხვდა და მას გაუზიარა ინფორმაცია იმ მნიშვნელოვანი პროგრესის შესახებ, რომელიც მიმდინარეობს დღეს საქართველოში. შეხვედრების დროს, ასევე არაერთხელ გაესვა ხაზი საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას. 11.04.2018-15.04.2018 - დიმიტრი ცქიტიშვილის ვიზიტი ესტონეთში, ქ.ტალინი. დიმიტრი ცქიტიშვილი პარლამენტის სხვა წევრებთან ერთად სამუშაო ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები არა მხოლოდ საქართველო-ესტონეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფთან, არამედ ესტონეთის პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეებთანაც. გარდა ამისა, საპარლამენტო დელეგაცია ესტონეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებსაც შეხვდა, რომლებმაც ისაუბრეს თავიანთ გამოცდილებაზე. 22.04.2018 - დიმიტრი ცქიტიშვილის ვიზიტი გერმანიაში, ქ. ფრანკფურტი. 22 აპრილს ქალაქ ფრანკფურტში გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონგრესი გაიმართა. პარტიის მოწვევით საქართველოდან კონგრესს ესწრებოდნენ დიმიტრი ცქიტიშვილი და 64 გოგა გულორდავა. კონგრესზე შეირჩა პარტიის ახალი ხელმძღვანელობა და გაიმართა დებატები სოციალ-დემოკრატიის მომავლის შესახებ როგორც ევროკავშირში ასევე მის საზღვრებს გარეთ. აღნიშნულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო დიმიტრი ცქიტიშვილმაც. 23.04.2018-24.04.2018 - დიმიტრი ცქიტიშვილის ვიზიტი საფრანგეთში, ქ. სტრასბურგი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სხდომა. აღნიშნული სესიის ფარგლებში დიმიტრი ცქიტიშვილმა დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად განიხილა დღის წესრიგში შეტანილი ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: თურქეთის რესპუბლიკის დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება; ადამიანის უფლებების მდგომარეობა ჩრდილოეთ კავკასიაში; მზარდი საშემოსავლო უთანასწორობა; 25 წელი წამების აკრძალვის ევროპული კომიტეტის შექმნიდან; ინტერპოლის სისტემის ბოროტად გამოყენება და სხვა. დიმიტრი ცქიტიშვილმა დელეგაციის წევრებთან ერთად შეხვედრები გამართა ბოსნია და ჰერცეგოვინის, ბელგიის, ლიტვისა და დანიის სამეფოს დელეგაციების წარმომადგენლებთან. 25.04.2018 – 29.04.2018 - დიმიტრი ცქიტიშვილის ვიზიტი ბელგიაში, ქ. ბრიუსელი, საქართველო ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მე-6 სხდომა. დიმიტრი ცქიტიშვილმა როგორც დელეგაციის მუდმივმოქმედმა წევრმა აპრილში გამართულ კომიტეტის სხდომაზე მონაწილეობა მიიღო. კომიტეტმა ამ სხდომაზე განიხილა საქართველოევროკავშირის ურთიერთობები, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტები, დემოკრატიული რეფორმები და საკონსტიტუციო ცვლილებები, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმები, ადამიანის უფლებათა მდგომარეობა, ასოცირების ხელშეკრულებისა და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების განხორციელება და ღია მმართველობის დანერგვა სახელმწიფო ინსტიტუტებში. 11.06.2018 – 14.06.2018 - დიმიტრი ცქიტიშვილის ვიზიტი საფრანგეთში, ქ. სტრასბურგი. ევროპის პარლამენტში მიმდინარეობდა "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის აგრესიიდან 10 წლის თავზე" რეზოლუციის განხილვა და რუსეთის მეირ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ დებატები, რომელზეც მომხსენებელი ფედერიკა მოგერინი გახლდათ. ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია შეთანხმდა საქართველოს მხარდაჭერაზე და რუსეთის აგრესიული ქმედებების კრიტიკაზე. ვიზიტის ფარგლებში დიმიტრი ცქიტიშვილმა არაერთი შეხვედრა გამართა ევროკავშირის სხვადასხვა წარმომადგენლებთან აღნიშნულ რეზოლუციასთან დაკავშირებით. 25.06.2018 – 27.06.2018 - დიმიტრი ცქიტიშვილის ვიზიტი ბელგიაში, ქ. ბრიუსელი, საქართველო ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მე-7 სხდომა. აღნიშნული სხდომის ფარგლებში დიმიტრი ცქიტიშვილმა, როგორც დელეგაციის მუდმივმოქმედმა წევრმა მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაში. კომიტეტმა იმსჯელა აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებში ენერგოეფექტურობისა და ენერგეტიკული მდგრადობის შესახებ, საუბარი შეეხო რეგიონის ენერგო პროექტებს, განახლებადი ენერგიების განვითარებასა და ენერგოეფექტურობის დანერგვის გზებს. კომიტეტმა დაამტკიცა რეზოლუციის პროექტი, რომელშიც შევიდა საქართველოს დელეგაციის მიერ დაყენებული ცვლილებები და დამატებები. 65 VI: კომიტეტის მასპინძლობით პარტნიორი ქვეყნების დელეგაციების ვიზიტები საქართველოში 1) 21.09.2017-23.09.2017 - სერბეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის და საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი საქართველოში. სოფიო ქაცარავას მასპინძლობით, 21-23 სექტემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია სერბეთის პარლამენტის დელეგაცია. ვიზიტისას, გაიმართა ორმხრივი შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, სოფიო ქაცარავასთან, სერბეთის პარლამეტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, გედევან ფოფხაძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ვახტანგ მახარობლიშვილთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ქეთევან ციხელაშვილთან.ცშეხვედრებისას ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო ურთიერთობების გაძლიერების, საპარლამენტო დიპლომატიის, კომიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ევროინტეგრაციის გზაზე გამოცდილების გაზიარების საკითხები განიხილეს. მხარეებმა ასევე, მიმოიხილეს საქართველოში მიმდინარე რეფორმები, პოლიტიკური და სოციალური პროცესებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარება. 2) 27.09.2017- 29.09.2017 ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელთან - კრისტიან ვიგენინის ვიზიტი საქართველოში. სოფიო ქაცარავას მასპინძლობთ, 27-29 სექტემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი - კრისიან ვიგენინი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, კრისტიან ვიგენინმა შეხვედრები გამართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარესთან სოფიო ქაცარავასთან, ეუთო-ს საპარლამენტო დელეგაციის მუდმივმოქმედ წევრებთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელთან. შეხვედრებზე მთავარ განსახილველ საკითხებს წარმოადგენდა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება, ამ კუთხით მიმდინარე რეფორმები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული გამოწვევები, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალური პრობლემების გადაჭრის 66 საშუალებები. ვიზიტის ფარგლებში, კრისტიან ვიგენინი და სოფიო ქაცარავა ესტუმრნენ წეროვანის დევნილთა დასახლებას, სადაც განიხილეს დევნილთა პრობლემები. 3) 03.05.2018 – 05.05.2018 - ბულგარეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი საქართველოში. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას მოწვევით საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯემა გროჟდანოვა და რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები და მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლები. დელეგაციამ შეხვედრა გამართა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან სოფიო ქაცარავასთან და კომიტეტის წევრებთან, რომელზეც ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის საკითხები და კომიტეტთაშორისი კავშირები განიხილებოდა. დელეგაციამ ასევე, შეხვედრები გამართა პარლამენტის თავმჯდომარესთან, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. შეხვედრებზე განიხილებოდა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები, საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებები, ევროკავშირისა და ნატო-ს ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხები. საქართველოს და ბულგარეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარებმა სოფიო ქაცარავამ და ჯემა გროჟდანოვამ ხელი მოაწერეს კომიტეტთა შორის ურთიერთანამშრომლობის ერთობლივ განცხადებას, რომელიც წარმოადგენს შეთანხმებას, რომ მხარეები გააგრძელებენ მუშაობას საქართველოს ევროკავშირის და ნატო-ს მომავალი წევრობისთვის, რაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია როგორც რეგიონისთვის, ისე ევროპის ქვეყნებისთვის. 4) 25.05.2018 – 31.05.2018 - უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის ვიზიტი. 25-31 მაისს სოფიო ქაცარავას მოწვევით დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია, „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“საპარლამენტო განზომილების ფარგლებში საქართველოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა სოფიო ქაცარავასთან და კომიტეტის წევრებთან, როგორც საკომიტეტო, ასევე მეგობრობის 67 ჯგუფის ფორმატებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, საქართველოს პრემიერ მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან. შეხვედრებზე განსახილველ საკითხებს წარმოადგენდა საქართველოში მიმდინარე და გატარებული რეფორმები, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები, საპარლამენტო კავშირების გაძლიერება და ამ პროცესში კომიტეტებსა და მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ბრიტანეთის მხარდაჭერა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის პროცესში, კავშირების გაძლიერება განათლების, კულტურის, ეკონომიკის, ვაჭრობის, თავდაცვის და ტურიზმის მიმართულებით, და სხვა ორმხრივ პოლიტიკურ დღის წესრიგში არსებული საკითხები. ვიზიტის ფარგლებში მიღებულ იქნა ერთობლივი კომუნიკე, რომელიც მოიცავს ორმხრივი მჭიდრო თანამშრომლობის დადასტურებას, დიდი ბრიტანეთის მხრიდან საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ მხარდაჭერას და ადასტურებს ერთობლივი ძალისხმევის გამოხატვას საერთო ინტერესებისა და ღირებულებების დაცვის მიმართულებით. ბრიტანეთის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში და მიღებაში. ასევე, EUMM-ის თანხლებით მოინახულა საოკუპაციო ზოლი და ზუგდიდში ესტუმრა ტექნო პარკს. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციამ გამართა შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ასევე “Chevening”-ის კურსდამთავრებულებთან თბილისის ტექნო პარკში, სადაც დისკუსია შეეხებოდა პარლამენტის როლს ორმხრივი კავშირების გამყარებისთვის. დელეგაციის ვიზიტისას ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ჯონათან ჯანოღლიმ ქუთაისში პლენარულ სხდომაზე სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის წევრებს და ხაზი გაუსვა იმ ღირებულებებს რომელთაც საქართველო და დიდი ბრიტანეთი იზიარებენ: დემოკრატია, თავისუფალი საზოგადოება, გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, საკუთრების უფლება, კანონის უზენაესობა და სამართალი. ვიზიტის ბოლოს, დიდი ბრიტანეთის დელეგაციამ სოფიო ქაცარავასთან ერთად შეხვედრა გამართა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში სტუდენტებთან და ნიუპორტ-ქუთაისის საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი, საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში თამარ ბერუჩაშვილი, ქუთაისის მერი და აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი. VII: სტრატეგიული კომუნიკაცია და საზოგადოებასთან ურთიერთობა 68 1) 22.09.2017 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან. 22 სექტემბერს სოფიო ქაცარავამ გამართა შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და ეუთოს ახალგაზრდული ქსელის კონფერენციაში მონაწილეებთან. სოფიო ქაცარავამ მათ ესაუბრა ეუთო-სთან თანამშრომლობაზე და ამ მიმართულებთ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის როლზე. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, ღია მმართველობის პარტნიორობას, საქართველოს მიერ განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს და ახალგაზრდების როლს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. 2) 18.10.2017 - შეხვედრა პარლამენტის სტაჟიორებთან. სოფიო ქაცარავამ გამართა შეხვედრა პარლამენტის სტაჟიორებთან სადაც გაიმართა საჯარო ლექცია და დისკუსია. სოფიო ქაცარავამ სტაჟიორებს გააცნო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საქმიანობა, მიზნები, პრიორიტეტები და კომიტეტის სამოქმედო გეგმა და სტრატეგია. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, ოკუპირებულ ტერიტორიებს, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხებს, რუსული პროპაგანდას და სტრატეგიული კომუნიკაციას. 3) 10.11.2017 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ბაკალავრისა და მაგისტრატურის სტუნტებთან. შეხვედრაზე სოფიო ქაცარავამ სტუდენტებთან ერთად განიხილა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ქვეყნის პრიორიტეტები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ვიზალიბერალიზაცია და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის მნიშვნელობა. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და თავისუფალ ვაჭრობის მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. 4) 18.10.2017 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის წევრებთან და საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ანტონიო ენრიკო ბარტოლისთან . შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და მათ განხორციელებასა და შემუშავებაში პარლამენტის როლი. სოფიო ქაცარავამ ასევე მიაწოდა ინფორმაცია სტუდენტებს კომიტეტის საქმიანობის და კომიტეტის დღის წესრიგში არსებული ამოცანების შესახებ. 5) 24.11.2017 - სოფიო ქაცარავას და დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ჯასტინ მაკენზი სმიტის შეხვედრა პარლამენტის სტაჟიორებთან. შეხვედრაზე სოფიო ქაცარავამ და ჯასტინ მაკენზი სმიტმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და ბრიტანეთს შორის ჩამოყალიბებული მჭიდრო და სტრატეგიული ურთიერთობების ფარგლებში 69 არსებულ საკითხებზე, მათ შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საგანანმანათლებლო და ხალხთაშორის კავშირებზე. ასევე, საუბარი შეეხო ბრიტანეთის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის საშუალებებზე და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატსა და მის ფარგლებში არსებულ სიკეთეებზე. შეხვედრის ბოლო წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. 6) 04.12.2017 - სოფიო ქაცარავას მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში „ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის“. სოფიო ქაცარავამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში „ევროკავშირი და პარტნიორები მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის“ სადაც სიტყვით გამოვიდა პანელზე „საზოგადოების მოლოდინის მართვა და ბრძოლა ანტი დასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ“. სოფიო ქაცარავამ ისაუბრა რუსული რბილი ძალის გავლენებზე, არხებსა და საფრთხეებზე, ასევე, საერთო მიდგომებზე და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროებაზე. მან ასევე ყურადღება გაამახვილა სტრატეგიული კომუნიკაციის კომპონენტის მნიშვნელობაზე და მოქალაქეების მტკიცე მხარდაჭერაზე საქართველოს საგარეო კურსისა და რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის შესახებ, რაც ქვეყნის უწყებათა შორისი ერთობლივი მიდგომის შედეგია. 7) 18.12.2017 - სოფიო ქაცარავას მონაწილეობა სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მეათე ყოველწლიურ სესიაში. სოფიო ქაცარავამ მონაწილეობა მიიღო სუამი-ს საპარლამენტო ასამბლეაში და სიტყვით მიმართა მონაწილეებს. თავის გამოსვლაში, სოფიო ქაცარავამ ისაუბრა რეგიონში პარტნიორობის როლის, უფრო მეტად კოორდინირებული თანამშრომლობის, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებისა და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებზე, ასევე, ასამბლეის ფარგლებში ურთიერთობების გაძლიერებისა და პრიორიტეტების ჩამოყალიბებას მნიშვნელობაზე. 8) 30.01.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა სტრატეგიული კომუნიკაციის ექსპერტთან დიდი ბრიტანეთიდან სიუზან მარტინსთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობა და საქართველოში მისი განხორციელების საკითხები, საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქციის გაძლიერება და ამ პროცესში გატარებული ღონისძიებები და სამომავლო დღის წესრიგი. ასევე, ყურადღება გამახვილდა სექტემბერში, სოფიო ქაცარავას ინიციატივით პარლამენტში დაგეგმილ კონფერენციაზე, რაც სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობას და ამ გზით დეზინფორმაციასთან ბრძოლას მიეძღვნება. 70 9) 13.01.2018 - სოფიო ქაცარავას მონაწილეობა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ფონდის მიერ გამართულ დისკუსიაში ევროპული პერსპექტივა“. დისკუსიაში „საქართველოს მონაწილეობას იღებდნენ ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. სოფიო ქაცარავამ ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ევროკავშირისაქართველოს თანამშრომლობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე, გატარებულ რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე; 10) 05.03.2018 - სოფიო ქაცარავას მონაწილეობა ნატო-ს წლიური ეროვნული პროგრამის ANP-ის 2018 წლის პრიორიტეტების განხილვაში. სოფიო ქაცარავამ მონაწილეობა მიიღო ნატოს წლიური ეროვნული პროგრამის 2018 წლის პრიორიტეტების განხილვაში. ღონისძიების დროს სოფიო ქაცარავამ ისაუბრა ნატოსაქართველოს ურთიერთობების დინამიკაზე, პარლამენტის როლზე ANP-ის პრიორიტეტების შემუშავებაში, შეფასებასა და განხორციელებაში, ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე გატარებულ რეფორმებზე და 2018 წლის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. 11) 06.03.2018 - სოფიო ქაცარავას და საქართველოში, ბულგარეთის საგანგებო და სრულფლებიან ელჩის დესისლავა ივანოვას შეხვედრა პარლამენტის სტაჟიორებთან და სტუდენტებთან. შეხვედრაზე მომხსენებლებმა ისაუბრეს საქართველო-ბულგარეთის ურთიერთობებზე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, ბულგარეთის საგარეო პოლიტიკაზე და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში არსებულ პრიორიტეტებზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე და საქართველოს საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგზე. შეხვედრის დასასრული წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. 12) 26.03.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტის LSE სტუდენტებთნ. შეხვედრაზე სოფიო ქაცარავა ესაუბრა სტუდენტებს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე, უსაფრთხოების და სტაბილურობის საკითხებზე, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაზე, საქართველო-ბრიტანეთის სტრატეგიულ ურთიერთობებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და საერთაშორისო ჩართულობაზე კონფლიქტის მოგვარების კუთხით. 13) 03.04.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის წევრებთან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან. შეხვედრაზე სოფიო ქაცარავამ სტუდენტებთან ერთად განიხილა რეზოლუციის საკითხები რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორიატატუნაშვილის სიის“ შესახებ, სახელმწიფოს 71 სამშვიდობო პოლიტიკა და ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგრობობის ჩართულობის საკითხი. 14) 05.04.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა ისნის რაიონის ახალგაზრდობის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე სოფიო ქაცარავამ ახალგაზრდებს გააცნო ინფორმაცია კომიტეტის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმის შესახებ, კომიტეტის დღის წესრიგი, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და სახელმწიფოს სამშვიდობო პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით. 15) 11.04.2018 - სოფიო ქაცარავას და დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს დესპანის კახი ქენქაძის შეხვედრა პარლამენტის სტაჟიორებთან. შეხვედრაზე განხილულ იყო საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვა ისტორიულ კონტექსტში, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და საქართველო-ბრიტანეთის ურთიერთობების სტრატეგიული მიმართულებები. 16) 23.04.2018 - სოფიო ქაცარავას მონაწილეობა Rose Roth ის სემინარში. 23-24 აპრილს სოფიო ქაცარავამ მონაწილეობა მიიღო Rose Roth -ის სემინარში, რომელიც ჩატარდა ქ. ბათუმში. სემინარის ფარგლებში, სოფიო ქაცარავამ მოდერატორობა გაუწია პანელს „რუსეთის ფაქტორი“ და მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს (GNIC) შეხვედრაში, სადაც მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ნატო-ს ბრიუსელის სამიტი. 17) 26.04.2018 - ნატო-ს კვირეულის ფარგლებში, სოფიო ქაცარავას შეხვედრა ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მოქმედი სკოლების მასწავლებლებთან. ნატო-ს კვირეულის ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით სოფიო ქაცარავა შეხვდა ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მოქმედი სკოლების მასწავლებლებს. შეხვედრისას სოფიო ქაცარავამ ისაუბრა ნატო-ს მნიშვნელობის შესახებ საქართველოსთვის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში მუშაობაზე, საქართველოს კონტრიბუციაზე საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, უსაფრთხოების, სტაბილურობის საკითხებზე და ამ საკითხზე მოსწავლეების სწორედ ინფორმირების შესახებ. საუბრისას სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა ქვეყანის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და სამშვიდობო პოლიტიკაზე. 18) 27.04.2018 - ევროპის დღეების ფარგლებში, სოფიო ქაცარავას და იტალიის, ლიტვის, რუმინეთის და საფრანგეთის ელჩების შეხვედრა გორის უნივერსიტეტის სტუდენტაბთნ. 27 აპრილს ევროპის დღეების ფარგლებში, სოფიო ქაცარავა და იტალიის, 72 ლიტვის, რუმინეთის და საფრანგეთის ელჩები შეხვდნენ გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს. სოფიო ქაცარავამ სტუდენტებს გააცნო ინფორმაცია საქართველოევროკავშირის ურთიერთობების შესახებ და ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე, მის ევროპულ პერსპექტივაზე და ამ გზაზე დემოკრატიზაციის პროცესზე, რაც ევროკავშირში გაწევრიანების რეალურ პერსპექტივას ქმნის. სოფიო ქაცარავამ ხაზი გაუსვა ვიზა-ლიბერალიზაციას და ყველა იმ სიკეთეს, რომელიც თან ახლავს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. 19) 30.04.2018 - სოფიო ქაცარავამ მონაწილეობა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმში. 30 აპრილს სოფიო ქაცარავამ მონაწილეობა მიიღო ნატოსაქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის, მეორე სესიაში, რომელიც ახალ საინფორმაციო გარემოში სახალხო დიპლომატიის როლსა და მნიშვნელობას დაეთმო.თავის გამოსვლაში, სოფიო ქაცარავამ განიხილა სახალხო დიპლომატიის და სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხები, ამ კუთხით არსებული ვითარება და გამოწვევები როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში და ამ გამოწვევების გადაჭრის გზები. 20) 14.04.2018 - სოფიო ქაცარავას მონაწილეობა NDI-ის ყოველწლიურ კონფერენციაში სტრატეგიულ კომუნიკაციებთან და დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. სოფიო ქაცარავამ მონაწილეობა მიიღო NDI-ის ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც დაეთმო სტრატეგიულ კომუნიკაციებსა და დეზინფორმაციას. თავის გამოსვლაში მან ისაუბრა სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობაზე რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის კონტექსტში, ჰიბრიდულ საფრთხეებზე და პარლამენტის როლზე სტრატეგიული კომუნიკაციების საზედამხედველო საქმიანობის განხორციელებაში. 21) 17.05.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა სტუდენტებთან ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით. სოფიო ქაცარავას, აკაკი ზოიძის და კახა კუჭავამ გამართეს შეხვედრა სტუდენტებთან, სადაც მიაწოდეს მათ ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე ნარკოპოლიტიკის შესახებ. შეხვედრაზე განიხილეს ნარკოპილიტიკასთან დაკავშირებული რეფორმები და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია. 22) 09.06.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა ვესტმინსტერის საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის სტუდენტებთან. სოფიო ქაცარავამ ვესტმინსტერის უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა. შეხვედრისას, სოფიო ქაცარავა სტუდენტებს ესაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და განათლების როლზე ქვეყნის განვითარებაში. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე. 73 23) 14.06.2018-15.06.2018 - სოფიო ქაცარავას მონაწილეობა ყოველწლიურ კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა“. 14-15 ივნისს სოფიო ქაცარავამ მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურ კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა“. სოფიო ქაცარავამ თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის საკითხებზე და მიმოიხილა ამ მხრივ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები. ასევე, მან ხაზი გაუსვა სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობას და როლს ქვეყნის ევროპულ გზაზე. კონფერენციის ფარგლებში, სოფიო ქაცარავამ გამართა შეხვედრები ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან იური სტერკთან, რუმინეთის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან როზალია ბიუროსთან და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელთან აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ანდრეას პეშკესთან. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს წარმატებებზე ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და განიხილეს თანამშრომლობის საკითხები ისეთი მიმართულებით, როგორიც არის უსაფრთხოება, ტერორიზმთან ბრძოლა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხები. 24) 24.07.2018 - სოფიო ქაცარავსა შეხვედრა ახალგაზრდებთან ტექნოპარკში. შეხვედრაზე სოფიო ქაცარავამ ახალგაზრდებს ესაუბრა დემოკრატიის მნიშვნელობაზე საზოგადოების განვითარებაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე, საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე და ახალგაზრდობის როლზე ქვეყნის სწრაფ განვითარებაში. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე. 25) 28.07.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან. UNDP-ის ღონისძიების ფარგლებში, სოფიო ქაცარავამ გამართა შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე სოფიო ქაცარავამ ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, სტრატეგიული კომუნიკაციის როლზე საგარეო პოლიტიკური ამოცანების მიღწევაში, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. 26) 06.07.2018 - ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით სოფიო ქაცარავას სტუმრობა საოკუპაციო ხაზთან. ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით სოფიო ქაცარავა მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს. ადგილზე იგი გაეცნო 74 ინფრასტრუქტურულ პროექტებს და იქ მცხოვრებ მოსახლეობას ესაუბრა საქართველოს ყველა იმ ახალ შესაძლებლობაზე, რასაც სახელმწიფო ქმნის სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში. VIII: სხვა ღონისძიებები 1) 23.10.2017 - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ ორგანიზებული გაეროს დღისადმი და საქართველოს გაეროში გაწევრიანების 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია. 23 ოქტომბერს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა გაეროს დღისადმი და საქართველოს გაეროში გაწევრიანების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია, რომელიც გახსნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სოფიო ქაცარავამ და გაეროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ნილს სკოტმა. სტუდენტები მოხსენებებით წარსდგნენ გაეროს აქტუალური საკითხების გარშემო, და მონაწილეებს გააცნეს თავიანთი ხედვა და მოსაზრებები ქვეყნისა და მსოფლიო პროცესების მიმართ. კონფერენციის დასასრულს გაიმართა დებატები. 2) 28.10.2017 - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სამუშაო შეხვედრები კომიტეტის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. 28 ოქტომბერს კომიტეტის წევრებმა დაიწყეს აქტიური მუშაობა კომიტეტის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე. შედეგად ჩატარდა შიდა სამუშაო შეხვედრები, მათ შორის გასვლითი შეხვედრები უცხოელი ექსპერტის მონაწილეობით და დისკუსიები ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტებთან. ხანგრძლივი მუშაობის შედეგად შემუშავდა კომიტეტის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის პრეზენტაციაც იგეგმება სექტემბრის თვეში. 3) 30.10.2017 - ქალი ელჩების და პარლამენტარების თანამშრომლობის არაფორმალური ფორმატის ჩამოყალიბება. 30 ოქტომბერს სოფიო ქაცარავას ინიციატივით ჩამოყალიბდა ქალი ელჩებისა და პარლამენტარების თანამშრომლობის არაფორმალური ფორმატი. შეხვედრას ბულგარეთის, გერმანიის, ესტონეთის, უნგრეთისა და შვედეთის ელჩები და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ესწრებოდნენ. ფორმატის მიზანია ქალთა როლის გაძლიერების შესახებ სოციალურ, პოლიტიკურ სფეროებში და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე, დავსახოთ პრიორიტეტების შესაბამისი მიზნები და ამოცანები ერთობლივი ძალისხმევის საფუძველზე. ასევე, ერთობლივად მონაწილე ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაიმართა აღნიშნული ფორმატის 3 სამუშაო შეხვედრა, ასევე, ფორმატის წევრები შეხვდნენ 75 რუსთავის 24-ე სკოლის უფროსკლასელებს და მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისა და ამოცანების შესახებ, ასევე, ქალთა როლის გაძლიერებაზე პოლიტიკასა და გადაწყვეტილებების მიღებაში. IX: კომიტეტის საინფორმაციო-ანალიტიკური საქმიანობა საანგარიშო პერიოდში კომიტეტი ახორციელებდა საინფორმაციო-ანალიტიკურ საქმიანობას საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. 2017 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 1 სექტემბრამდე სულ მომზადდა და გადაეგზავნა შესაბამის პარლამენტარებს/უწყებებს 48 საინფორმაციო-ანალიტიკური ბარათი (დაახლოებით 300 გვერდი); 76