„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.06.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი რომან კაკულია
ნომერი
#07-3/373/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-24
ბიუროს ნომერი 272

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) დაემატოს შემდეგი შინაარსის VII 16 - VII19 თავები: „თავი VII 16 ადმინისტრაციული სამართალწარმოება ეკონომიკური აგენტ(ებ)ის ადგილზე შემოწმებასთან დაკავშირებით მუხლი 21 63. მოსამართლის ბრძანება ეკონომიკური აგენტ(ებ)ის ადგილზე შემოწმების თაობაზე ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, ბრძანებას ეკონომიკური აგენტ(ებ)ის ადგილზე შემოწმების თაობაზე, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს თბილისის საქალაქო სასამართლო. მუხლი 2164. სააგენტოს შუამდგომლობა 1. სააგენტოს შუამდგომლობა მოსამართლეს წარედგინება ეკონომიკური აგენტ(ებ)ის ადგილზე შემოწმების დაწყებამდე. 2. სააგენტოს შუამდგომლობა ეკონომიკური აგენტ(ებ)ის საქმიანობის შემოწმების შესახებ უნდა შეიცავდეს საკმარის საფუძველს და დასაბუთებას შესაბამისი ღონისძიების გამოყენების საჭიროების თაობაზე. შუამდგომლობაში მიეთითება იმ ეკონომიკური აგენტ(ებ)ის ზუსტი მონაცემები, რომელიც უნდა შემოწმდეს, შემოწმების ვადა, ხასიათი და ფარგლები. მუხლი 2165. ეკონომიკური აგენტ(ებ)ის ადგილზე შემოწმების საკითხის გადაწყვეტის წესი 1. მოსამართლე გადაწყვეტილებას სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე იღებს შუამდგომლობის წარდგენიდან 72 საათის განმავლობაში. 2. მოსამართლე შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე, იმ ეკონომიკური აგენტ(ებ)ისათვის შეუტყობინებლად, რომლის ადგილზე შემოწმებასაც ითხოვს სააგენტო. 3. ეკონომიკური აგენტ(ებ)ის ადგილზე შემოწმების შესახებ მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) განკარგულება ეკონომიკური აგენტ(ებ)ის ადგილზე შემოწმების შესახებ, შესაბამისი დასაბუთებით და ინფორმაცია იმ ეკონომიკური აგენტ(ებ)ის თაობაზე, რომლის შემოწმებაც ხდება; გ) ბრძანების მოქმედებისა და ეკონომიკური აგენტ(ებ)ის ადგილზე შემოწმების ვადა; დ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი. 4. თუ სასამართლო არ ეთანხმება ეკონომიკური აგენტ(ებ)ის ადგილზე შემოწმებას, ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) განკარგულება ეკონომიკური აგენტ(ებ)ის ადგილზე შემოწმებაზე უარის თქმის თაობაზე შესაბამისი დასაბუთებით და ინფორმაცია იმ ეკონომიკური აგენტ(ებ)ის თაობაზე, რომლის ადგილზე შემოწმებაზეც ითქვა უარი; გ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი. 5. ეკონომიკური აგენტ(ებ)ის ადგილზე შემოწმების თაობაზე მოსამართლის ბრძანება დგება არა ნაკლებ 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება სასამართლოში, ორი გადაეცემა სააგენტოს, რომელთაგან ერთს იგი წარუდგენს ეკონომიკურ აგენტ(ებ)ს, ადგილზე შემოწმების დაწყებამდე. 6. ეკონომიკური აგენტ(ებ)ის ადგილზე შემოწმებაზე უარის თქმის თაობაზე მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი ეგზავნება სააგენტოს, მეორე – ეკონომიკურ აგენტ(ებ)ს, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში. 7. ეკონომიკური აგენტ(ებ)ის ადგილზე შემოწმების თაობაზე მოსამართლის ბრძანების მოქმედების ვადა განისაზღვრება არა უმეტეს ერთი თვისა. თუ ეს ვადა საკმარისი არ აღმოჩნდება, დასაშვებია მისი გაგრძელება სააგენტოს მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე, განსაზღვრული ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების საერთო ვადას. სააგენტოს შუამდგომლობაში უნდა აისახოს ეკონომიკური აგენტ(ებ)ის ადგილზე შემოწმების შედეგად მოპოვებული მონაცემების შესახებ და მიეთითოს, რის გამო ვერ მოხერხდა მოკვლევისათვის საკმარისი მონაცემების მოპოვება. სააგენტოს შუამდგომლობა ეკონომიკური აგენტ(ებ)ის ადგილზე შემოწმების ვადის გაგრძელების შესახებ განიხილება ამ მუხლით დადგენილი წესით. 8. ეკონომიკური აგენტ(ებ)ის ადგილზე შემოწმების/შემოწმებაზე უარის თქმის თაობაზე მოსამართლის ბრძანება საჯაროდ არ ცხადდება. მუხლი 21 66 მოსამართლის ბრძანების გასაჩივრების წესი 1. ეკონომიკური აგენტ(ებ)ის ადგილზე შემოწმებაზე უარის თქმის თაობაზე მოსამართლის ბრძანება სააგენტოს მიერ შეიძლება გასაჩივრდეს, მისი სააგენტოსათვის გადაცემიდან 48 საათის განმავლობაში სააპელაციო სასამართლოში. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ბრძანების გამომცემ სასამართლოში, რომელიც საჩივარს, საქმის მასალებთან ერთად, დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს, ეკონომიკური აგენტ(ებ)ისათვის შეუტყობინებლად. საჩივარი სააპელაციო სასამართლოში განიხილება პირველ ინსტანციაში სასამართლო განხილვისათვის დადგენილი წესით. 2. ეკონომიკურ აგენტ(ებ)ს შეუძლია ადგილზე შემოწმების თაობაზე მოსამართლის ბრძანება გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში, მისთვის ბრძანების გადაცემიდან 48 საათის განმავლობაში. გასაჩივრება არ იწვევს ბრძანების მოქმედების შეჩერებას. საჩივარში უნდა აღინიშნოს ეკონომიკური აგენტ(ებ)ის ადგილზე შემოწმების დაწყებისთვის, კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არ არსებობის თაობაზე. საჩივარი შეიტანება ბრძანების გამომტან სასამართლოში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს, რის თაობაზეც ატყობინებს მხარეებს. სააპელაციო სასამართლო საჩივარს განიხილავს მისი შეტანიდან არაუგვიანეს 72 საათისა, ზეპირი მოსმენის გარეშე. საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება საჯაროდ ცხადდება და მხარეებს გადაეცემათ მათი მოთხოვნის შემთხვევაში. 3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. „თავი VII17 ადმინისტრაციული სამართალწარმოება ეკონომიკური აგენტის/მხარის/დაინტერესებული მხარისგან ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებით მუხლის 2167 მოსამართლის ბრძანება ეკონომიკური აგენტის/მხარის/დაინტერესებული მხარის მიერ სააგენტოსათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის თაობაზე ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, ეკონომიკური აგენტის/მხარის/დაინტერესებული მხარის მიერ სააგენტოსათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდების თაობაზე ბრძანებას, სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემს თბილისის საქალაქო სასამართლო. მუხლის 21 68 სააგენტოს შუამდგომლობა 1. სააგენტო უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეკონომიკური აგენტის/მხარის/დაინტერესებული მხარისგან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის თაობაზე, თუ სააგენტომ მიმართა მათ ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის მოთხოვნით და ინფორმაცია/დოკუმენტაცია განსაზღვრულ ვადაში არ არის წარდგენილი. 2. სააგენტოს არგუმენტაციას. შუამდგომლობა უნდა შუამდგომლობაში შეიცავდეს შესაბამის მიეთითება იმ დასაბუთებას და ეკონომიკური აგენტის/მხარის/დაინტერესებული მხარის ზუსტი მონაცემები, რომლისგანაც სააგენტო ითხოვს ინფორმაციას/დოკუმენტაციას და მოთხოვნილი ინფორმაციის შინაარსი. მუხლი 2169. ეკონომიკური აგენტის/მხარის/დაინტერესებული მხარის მიერ სააგენტოსათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდების თაობაზე მოსამართლის ბრძანების გამოცემისა და მისი გასაჩივრების წესი 1. მოსამართლე ბრძანებას სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ამ შუამდგომლობის წარდგენიდან 72 საათის განმავლობაში. 2. მოსამართლე სააგენტოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე, 3. სააგენტოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ, მოსამართლე გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 4. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) ეკონომიკური აგენტი/მხარე/დაინტერესებული მხარე, რომელმაც სააგენტოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია; გ) ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდების ფორმა და ვადა; დ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ; ე) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი. 5. შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შესაბამისი დასაბუთებით; გ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი. 6. მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი ეგზავნება სააგენტოს, მეორე – ეკონომიკურ აგენტს/მხარეს/დაინტერესებულ მხარეს, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში. 7. მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის ბრძანების გასაჩივრების ვადის ამოწურვის მომენტიდან. ბრძანების გასაჩივრება აჩერებს მის მოქმედებას. 8. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ბრძანების გამომცემ სასამართლოში, მხარისათვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათის განმავლობაში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. 9. საჩივარი სააპელაციო სასამართლოში განიხილება შეტანიდან 72 საათის განმავლობაში, ზეპირი მოსმენის გარეშე. 10.სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. თავი VII18. ადმინისტრაციული სამართალწარმოება ეკონომიკური აგენტის ქმედების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით მუხლი 2170. მოსამართლის გადაწყვეტილება ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების თაობაზე ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტით ეკონომიკური გათვალისწინებული აგენტის გარკვეული საფუძვლების არსებობისას, გადაწყვეტილებას ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე, სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემს თბილისის საქალაქო სასამართლო. მუხლი 21 71. სააგენტოს შუამდგომლობა სააგენტოს შუამდგომლობა ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების შესახებ უნდა შეიცავდეს საკმარის საფუძველს და დასაბუთებას შესაბამისი ღონისძიების გამოყენების საჭიროების თაობაზე. შუამდგომლობაში მიეთითება ეკონომიკური აგენტის ზუსტი მონაცემები და კონკრეტული ქმედების შინაარსი, რომლის დროებით შეჩერებასაც ითხოვს სააგენტო. მუხლი 2172. ეკონომიკური აგენტ(ებ)ის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების გადაწყვეტის წესი 1. სასამართლო ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების თაობაზე სააგენტოს შუამდგომლობას განიხილავს ერთი თვის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე. 2. სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების/შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილება მიიღება ბრძანების ფორმით. 3. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) ეკონომიკური აგენტი და კონკრეტული ქმედება, რომლის შეჩერებაც ხდება; გ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ; დ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი. 5. შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შესაბამისი დასაბუთებით; გ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი. 4. მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი ეგზავნება სააგენტოს, მეორე – ეკონომიკურ აგენტს, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში. მუხლი 2173. ეკონომიკური აგენტის ქმედების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით ბრძანების გასაჩივრება 1. ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების/შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე ბრძანება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. 2. ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების/შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე სასამართლო ბრძანებაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების მიმღებ სასამართლოში, მხარისთვის ბრძანების ასლის გადაცემიდან 5 დღის ვადაში. 3. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. საჩივრისა და თანდართული საქმის მასალების ასლები მეორე მხარესაც ეგზავნება. 4. საჩივარს სააპელაციო სასამართლო განიხილავს მისი შეტანიდან 14 დღის ვადაში, ამ კოდექსის 2172 -ე მუხლით დადგენილი წესით. 5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. თავი VII19 ადმინისტრაციული სამართალწარმოება ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის გაუქმებისა და ეკონომიკური აგენტის იძულებით დაყოფის საკითხთან დაკავშირებით მუხლი 2174. მოსამართლის გადაწყვეტილება კონცენტრაციის გაუქმების თაობაზე ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-9 პუნქტითა და მე-111 მუხლის მე-13 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, გადაწყვეტილებას თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების თაობაზე, სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემს თბილისის საქალაქო სასამართლო. მუხლი 2175 . სააგენტოს შუამდგომლობა კონცენტრაციის გაუქმების თაობაზე 1. სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე გადაწყვეტილებას თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების თაობაზე იღებს თბილისის საქალაქო სასამართლო. სააგენტოს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს საკმარის საფუძველს და დასაბუთებას შესაბამისი ღონისძიებების გამოყენების თაობაზე. შუამდგომლობაში მიეთითება კონცენტრაციის მონაწილე ეკონომიკური აგენტების ზუსტი მონაცემები. 2. შუამდგომლობას უნდა დაერთოს სააგენტოს შესაბამისი დასკვნა და საქმის გადაწყვეტისათვის საჭირო სხვა ინფორმაცია. მუხლი 2176. კონცენტრაციის გაუქმების საქმის გადაწყვეტის წესი 1. სასამართლო გადაწყვეტილებას კონცენტრაციის გაუქმების საკითხის თაობაზე იღებს შუამდგომლობის წარდგენიდან ერთი თვის ვადაში. 2. სასამართლო სააგენტოს შუამდგომლობას განიხილავს ზეპირი მოსმენით, რის თაობაზეც შუამდგომლობის წარდგენიდან არა უგვიანეს სამი დღისა, ატყობინებს კონცენტრაციის მონაწილე ეკონომიკურ აგენტებს და უგზავნის საქმის მასალებს. მხარეთა გამოუცხადებლობა არ იწვევს სააგენტოს შუამდგომლობის განხილვის გადადებას. 3. ეკონომიკური გადაცემიდან, აგენტები უფლებამოსილნი არიან მათთვის საქმის მასალების არა უგვიანეს 5 დღისა სასამართლოს წერილობით წარუდგინონ თავისი მოსაზრებები. 4. შუამდგომლობის განხილვის შედეგად, სასამართლო იღებს ერთ - ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) კონცენტრაციის გაუქმების თაობაზე; ბ) კონცენტრაციის გაუქმებაზე უარის თქმის თაობაზე. 5. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს ბრძანების ფორმით, ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) განკარგულება კონცენტრაციის გაუქმების ან კონცენტრაციის გაუქმებაზე უარს თქმის თაობაზე, შესაბამისი ვადებისა და გასატარებელი კონკრეტული ღონისძიებების მითითებით; გ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი; 6. მოსამართლის ბრძანება ეგზავნება კონცენტრაციის მხარეებს და სააგენტოს, ხოლო ერთი ეგზემპლარი რჩება სასამართლოში. მუხლი 2177. კონცენტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით მოსამართლის ბრძანების გასაჩივრება 1. მოსამართლის ბრძანება კონცენტრაციის გაუქმების თაობაზე ძალაში შედის მისი გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ. ბრძანების გასაჩივრება აჩერებს მის მოქმედებას. 2. საჩივარი მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე შეიტანება ბრძანების გამომცემ სასამართლოში, მხარეთათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. 3. საჩივარს სააპელაციო სასამართლო განიხილავს მისი შეტანიდან 14 დღის ვადაში, ამ კოდექსის 2176-ე მუხლით პირველი ინსტანციის სასამართლოს განხილვისათვის დადგენილი წესით. 4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. მუხლი 2178. ბრძანება ეკონომიკური აგენტის იძულებით დაყოფის თაობაზე ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, გადაწყვეტილებას დომინანტური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტის იძულებით დაყოფის თაობაზე იღებს თბილისის საქალაქო სასამართლო. მუხლი 2179. სააგენტოს შუამდგომლობა ეკონომიკური აგენტის იძულებით დაყოფის თაობაზე 1. სააგენტოს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს საკმარის საფუძველს და დასაბუთებას გადაწყვეტილების გამოსაცემად. შუამდგომლობაში მიეთითება იმ ეკონომიკური აგენტის ზუსტი მონაცემი, რომლის იძულებით დაყოფასაც ითხოვს სააგენტო. 2. შუამდგომლობას უნდა დაერთოს: ა) შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ დომინანტური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის არაერთგზის დარღვევის ფაქტს; ბ) ინფორმაცია საწარმოს ორგანიზაციული და ტერიტორიული განცალკევების შესაძლებლობის შესახებ; გ) საქმის გადაწყვეტისათვის სხვა საჭირო ინფორმაცია. 2. სასამართლოში ეკონომიკური აგენტის იძულებით დაყოფის საკითხის განხილვასთან დაკავშირებით ვრცელდება ამ თავის 2176 და 2177 მუხლებით დადგენილი წესი. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი ცვლილებების პროექტის შემუშავება განაპირობა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სააგენტოსათვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორცილების პროცესში, სათანადო პროცესუალურ-სამართლებრივი ნორმების არარსებობამ. კერძოდ: 1. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს სასამართლოს თანხმობის საფუძველზე იმ ეკონომიკური აგენტ(ებ)ის ადგილზე შემოწმებას, რომლის მიმართაც დაწყებულია საქმის მოკვლევა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია სამართალწარმოება მეწარმის ადგილზე შემოწმების თაობაზე, თუმცა გარდა იმისა, რომ იგი მხოლოდ მეწარმე სუბიექტებს ეხება (ეკონომიკური აგენტის ცნება კი გაცილებით ფართოა), იგი ასევე არ იძლევა იმ მიზნებისა და ამოცანების სრულყოფილად რეალიზების შესაძლებლობას, რაც ,,კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ეკონომიკური აგენტ(ებ)ის ადგილზე შემოწმების მექანიზმითაა განსაზღვრული. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საქართველოს კანონმდებლობა კონკურენციის სააგენტოს ავალდებულებს მოკვლევის სრულყოფილად ჩატარებას, ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ კანონდარღვევებთან დაკავშირებით, აღნიშნული გულისხმობს სრულყოფილი ინფორმაციისა და მტკიცებულებების მოპოვებას, მათ ყოველმხრივ და კომპლექსურად შესწავლასა და ურთიერთშეჯერებას. ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სააგენტო უფლებამოსილია მოკვლევის ფარგლებში, მოტივირებული შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს ეკონომიკური აგენტ(ებ)ის ადგილზე შემოწმების თაობაზე, თუ სხვა საშუალებით შეუძლებელია საქმის მოკვლევისათვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიღება, ასევე თუ არსებობს საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის განადგურების, ან დამალვის საშიშროება და სხვა. ეკონომიკური აგენტ(ებ)ის ადგილზე შემოწმება, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე მოიცავს ეკონომიკური აგენტის იურიდიული და ფაქტობრივი საქმიანობის ადგილზე დაშვებას. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დარღვევების დადგენა/არ დადგენა, რიგ შემთხვევაში, სენსიტიური ინფორმაციის მოპოვებასთან არის დაკავშირებული, (მაგ: როგორიცაა, პირადი მიმოწერა ელექტრონული თუ სხვა კომუნიკაციის საშუალებები და სხვა), სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სრულყოფილი მოკვლევის ჩასატარებლად, კანონმდებლობით უზრუნველყოფილ იქნას ის დამცავი მექანიზმები, რომელიც ეკონომიკურ აგენტს ხელს შეუშლის ასეთი ინფორმაციის განადგურებასა და გადამალვაში. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, მეწარმის საქმიანობის შემოწმებასთან დაკავშირებით მიმდინარე სამართალწარმოებისას, ითვალისწინებს აღნიშნულის თაობაზე ეკონომიკური აგენტის შეტყობინების ვალდებულებას. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ეკონომიკური აგენტ(ებ)ის ადგილზე შემოწმების დროს ანალოგიური რეგულაციის გავრცელებით, ვერ იქნება მიღწეული კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზანი - სააგენტომ სრულყოფილად მოიპოვოს ინფორმაცია და დაადგინოს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, ვინაიდან თუ ეკონომიკურ აგენტ(ებ)ი ინფორმირებულები იქნებიან მისი (მათი) ადგილზე შემოწმებასთან დაკავშირებით სააგენტოს შუამდგომლობის თაობაზე, შედეგად, ეკონომიკურს აგენტს მიეცემა ინფორმაციის განადგურების, ან გადამალვის შესაძლებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დეტალურად მოწესრიგდეს სამართალწარმოება ეკონომიკური აგენტ(ებ)ის ადგილზე შემოწმებასთან დაკავშირებით, რათა მოხდეს პრევენცია იმისა, რომ ეკონომიკურმა აგენტ(ებ)მა გაანადგურონ ან გადამალონ ინფორმაცია. საგულისხმოა, რომ ევროკავშირის კონკურენციის კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადგილზე შემოწმების ინსტიტუტი, ე.წ. „down raid“, რომელიც კონკურენციის კანონის დარღვევის თაობაზე საქმის მოკვლევის პროცესში სრულყოფილი მტკიცებულებების მოპოვების ერთ-ერთ ძირითად საშუალებას წარმოადგენს. ამასთან, საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობისგან განსხვავებით, „down raid”-ის ფარგლებში, როგორც ევროკომისიის, ასევე, არაერთი ქვეყნის კონკურენციის დაცვის ორგანოს უფლებამოსილებები არის უფრო ფართო. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ევროკავშირის კონკურენციის კანონმდებლობით გათვალისწინებული „down raid“-ის ეფექტურობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ აღნიშნულის თაობაზე ეკონომიკური აგენტი წინასწარ ინფორმირებული არ არის, რაც განაპირობებს პრევენციას იმისა, რომ ეკონომიკურმა აგენტმა გადამალოს ან გაანადგუროს მის ხელთ არსებული მტკიცებულებები და ინფორმაცია. „Down raid“-ის, როგორც მტკიცებულებათა მოპოვების მნიშვნელოვანი მექანიზმის ეფექტურობა დადასტურებულია საერთაშორისო პრაქტიკითაც. ამასთან, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - “საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა” ფარგლებში ევროკავშირის ექსპერტების მიერ შემოთავაზებული „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ადგილზე შემოწმების ეტაპზე იყო ის გარემოება, რომ კანონის ეფექტურად აღსრულებისთვის, ეკონომიკური აგენტები არ უნდა ყოფილიყვნენ წინასწარ ინფორმირებულნი ადგილზე შემოწმების თაობაზე. 2) ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონი საკუთარი უფლებამოსილებების ეფექტურად განხორცილების მექანიზმების სახით, სააგენტოს ანიჭებს სასამართლოსადმი შუამდგომლობით მიმართვის უფლებამოსილებას, განსაზღვრულ შემთხვევებში. კერძოდ, სააგენტოს უფლებამოსილია სასამართლოს შუამდგომლობით მიმართოს შემდეგი წინაპირობების არსებობისას: ა) სააგენტო უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე, თუ არსებობს აშკარა მტკიცებულება, რომ ეს ქმედება მნიშვნელოვნად ზღუდავს ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლებით (დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება, გადაწყვეტილება და შეთანხმებული ქმედება) გათვალისწინებულ კონკურენციას. ბ) შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში, საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიუღებლობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა ეკონომიკური აგენტის/მხარის/დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის თაობაზე; გ) სააგენტოს უარყოფითი დასკვნის მიუხედავად ეკონომიკური აგენტების მიერ კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, ჯარიმის დაკისრების პარალელურად, მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვოს კონცენტრაციის გაუქმება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მიზნით. დ) დომინანტური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის არაერთგზის დარღვევისას, სააგენტოს უფლება აქვს სასამართლოს წინაშე დასვას მისი იძულებითი დაყოფის საკითხი, თუ არსებობს საწარმოს ორგანიზაციული და ტერიტორიული განცალკევების შესაძლებლობა, ან განახორციელოს კონკურენციის პოლიტიკით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები. მიუხედავად „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით სააგენტოსათვის მინიჭებული ზემოაღნიშნული უფლებამოსილებებისა, სააგენტოს მიერ სასამართლოში შუამდგომლობის წარდგენასთან და მის განხილვასთან დაკავშირებული პროცედურები და შესაბამისი სამართალწარმოება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით მოწესრიგებული არ არის. სათანადო რეგულაციის არარსებობის პირობებში კი, სააგენტო ვერ ახდენს იმ მიზნებისა და ამოცანების სრულყოფილად რეალიზებას, რაც წარმოდგენილი კანოპროექტით გათვალისწინებული შესაბამისი მექანიზმების გამოყენებითაა შესაძლებელი. რეგულაციის არ არსებობა სერიოზულ პრობლემებს ქმნის, ასევე სასამართლო პრაქტიკაშიც. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების განხორციელების გარეშე, სასამართლო ვერ განიხილავს კონკურენციის კანონმდებლობიდან გამომდინარე საკითხებს, რადგან შესაბამისი პროცედურა არის გათვალისწინებული მოქმედ კანონმდებლობაში. ა..ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგი: კანონპროექტის მიღების შემდეგ მოხდება საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში სააგენტოსათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სასამართლოსადმი შუამდგომლობით მიმართვის შემთხვევაში, შესაბამისი სამართალწარმოების რეგულირება და სათანადო პროცედურების დადგენა სასამართლო პრაქტიკაში ხარვეზების აღმოფხვრისა და მათი თავიდან აცილების მიზნით. ა.გ.) კანონპროექტის ძირითადი არსი 1) კანონპროექტის შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსს ემატება VII16 თავი, რომლითაც მოწესრიგდება ადმინისტრაციული სამართალწარმოება ეკონომიკური აგენტ(ებ)ის ადგილზე შემოწმებასთან დაკავშირებით: კანონპროექტის მიხედვით, ბრძანებას ეკონომიკური აგენტ(ებ)ის ადგილზე შემოწმების თაობაზე, რომლის მიმართაც დაწყებულია საქმის მოკვლევა ,,კონკურენციის შესახებ’’ საქართველოს კანონის დარღვევასთან დაკავშირებით, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს თბილისის საქალაქო სასამართლო. კონკურენციის სააგენტოს შუამდგომლობა ეკონომიკური აგენტ(ებ)ის ადგილზე შემოწმების თაობაზე, სასამართლოს წარედგინება შემოწმების დაწყებამდე წარედგინება. კანონპროექტით ასევე განსაზღვრულია სასამართლოს მიერ შუამდგომლობის განხილვისა და ეკონომიკური აგენტ(ებ)ის ადგილზე შემოწმების საკითხის გადაწყვეტის წესი, ეკონომიკური აგენტ(ებ)ის ადგილზე შემოწმების შესახებ მოსამართლის ბრძანების მოქმედების ვადა, მისი გაგრძელების წესი და მოსამართლის ბრძანების რეკვიზიტები (მუხ. 21 63 - 21 65). კანონპროექტის შესაბამისად, მოსამართლე შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე, იმ ეკონომიკური აგენტ(ებ)ისათვის შეუტყობინებლად, რომლის ადგილზე შემოწმებასაც ითხოვს საქართველოს კონკურენციის სააგენტო. ეკონომიკური აგენტ(ებ)ის ადგილზე შემოწმების შესახებ/შემოწმებაზე უარის თქმის თაობაზე მოსამართლის ბრძანება საჯაროდ არ ცხადდება. მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება სასამართლოში, ორი გადაეცემა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს, რომელთაგან ერთს წარუდგენს ეკონომიკურ აგენტ(ებ)ს, ადგილზე შემოწმების დაწყებამდე. ხოლო ეკონომიკური აგენტ(ებ)ის ადგილზე შემოწმებაზე უარის თქმის თაობაზე მოსამართლის ბრძანება გაეგზავნება ეკონომიკურ აგენტ(ებ)ს (მუხლი 21 65). აღნიშნული რეგულაციის დაწესება, იქნება იმის მყარი გარანტია, რომ ეკონომიკური აგენტ(ებ)ი არ გადამალავს ან/და არ გაანადგურებს საქმის მოკვლევისათვის საჭირო ინფორმაციას და მტკიცებულებებს. ვინაიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თუ კი ეკონომიკური აგენტ(ებ)ი წინასწარ ინფორმირებული იქნება მისი ადგილზე შემოწმების თაობაზე, იგი ეცდება საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების და ინფორმაციის გაქრობას ან განადგურებას. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ეკონომიკური აგენტ(ებ)ის ადგილზე შემოწმებასთან დაკავშირებით მოსამართლის ბრძანების ერთჯერადად გასაჩივრების შესაძლებლობას სააპელაციო სასამართლოში (მუხლი 21 66 ). 2) კანონპროექტის შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსს ემატება VII17 თავი, რომლითაც მოწესრიგდება ადმინისტრაციული სამართალწარმოება ეკონომიკური აგენტის/მხარის/დაინტერესებული მხარისგან ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებით: კანონპროექტის მიხედვით, სააგენტო უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეკონომიკური აგენტის/მხარის/დაინტერესებული მხარისგან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის თაობაზე, თუ სააგენტომ მიმართა ეკონომიკურ აგენტს ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის მოთხოვნით და ინფორმაცია/დოკუმენტაცია განსაზღვრულ ვადაში არ არის მოწოდებული. კანონპროექტის შესაბამისად, ეკონომიკური აგენტის მიერ სააგენტოსათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდების თაობაზე ბრძანებას, გამოსცემს თბილისის 67 – 68 საქალაქო სასამართლო (მუხლი 21 21 ). კანონპროექტით განსაზღვრულია სასამართლოს მიერ ეკონომიკური აგენტის მიერ სააგენტოსათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდების თაობაზე სააგენტოს შუამდგომლობის განხილვისა და შესაბამისი ბრძანების გამოცემის წესი. წარმოდგენილი კანოპროექტი ასევე ითვალისწინებს აღნიშნული ბრძანების სააპელაციო სასამართლოში, ერთჯერადად გასაჩივრების შესაძლებლობას (მუხლი 2169). 3) კანონპროექტის შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსს ემატება VII18 თავი, რომლითაც მოწესრიგდება ადმინისტრაციული სამართალწარმოება ეკონომიკური აგენტის ქმედების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით: კანონპროექტის მიხედვით, თუ არსებობს აშკარა მტკიცებულება, რომ ეკონომიკური აგენტის ქმედება მნიშვნელოვნად ზღუდავს კონკურენციას, კონკურენციის სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე (მუხლი 21 70). კანონპროექტით განსაზღვრულია სასამართლოს მიერ ეკონომიკური აგენტ(ებ)ის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების თაობაზე შუამდგომლობის განხილვისა და გადაწყვეტის წესი. კერძოდ, სასამართლო კონკურენციის სააგენტოს შუამდგომლობას განიხილავს მხარეთათვის შეუტყობინებლად, ზეპირი მოსმენის გარეშე, ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილება მიიღება ბრძანების ფორმით (მუხლი 21 72). კანონპროექტი ითვალისწინებს ეკონომიკური აგენტის ქმედების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით ბრძანების სააპელაციო სასამართლოში ერთჯერადად გასაჩივრების შესაძლებლობას (მუხლი 21 73) . 4) კანონპროექტის შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსს ემატება VII19 თავი, რომლითაც მოწესრიგდება ადმინისტრაციული სამართალწარმოება ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის გაუქმებისა და ეკონომიკური აგენტის იძულებით დაყოფის საკითხთან დაკავშირებით  კონცენტრაციის გაუქმება კანონპროექტის გათვალისწინებული მიხედვით, „კონკურენციის საფუძვლების არსებობისას, შესახებ“ საქართველოს კანონით გადაწყვეტილებას თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით, კონცენტრაციის გაუქმების თაობაზე, სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე, იღებს თბილისის საქალაქო სასამართლო (მუხლის 21 74). ასევე განსაზღვრულია სააგენტოს მიერ შუამდგომლობის წარდგენისა და სასამართლოს მიერ კონცენტრაციის გაუქმების გადაწყვეტის წესი. კერძოდ, წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად, სასამართლო კონკურენციის სააგენტოს შუამდგომლობას განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს ერთი თვის ვადაში, ზეპირი მოსმენით. რის თაობაზეც ეცნობებათ მხარეებს, ამასთან, ეკონომიკური აგენტებს ენიჭებათ სასამართლოსათვის წერილობითი მოსაზრებების წარდგენის უფლებამოსილება, მათთვის საქმის მასალების გადაცემის შემდეგ. სასამართლო გადაწყვეტილება მიიღება ბრძანების ფორმით, რომელიც ეგზავნება სააგენტოს და კონცენტრაციის მონაწილე მხარეებს (მუხლი 21 76). კანონპროექტი ითვალისწინებს კონცენტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით მოსამართლის ბრძანების ერთჯერადად გასაჩივრების შესაძლებლობას სააპელაციო სასამართლოში (მუხლი 2177).  დომინანტური მდგომერეობის მქონე ეკონომიკური აგენტის იძულებითი დაყოფა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეკონომიკური აგენტის იძულებითი დაყოფა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს დომინანტური მდგომარეობის მქონე პირის მიერ კანონის არაერთგზისს დარღვევას. ამდენად, კანონპროექტის შესაბამისად, განისაზღვრება რომ ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, გადაწყვეტილებას დომინანტური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტის იძულებით დაყოფის თაობაზე იღებს თბილისის საქალაქო სასამართლო (მუხლი 21 78). კანონპროექტი ითვალისწინებს ეკონომიკური აგენტის იძულებით დაყოფის თაობაზე სააგენტოს შუამდგომლობის წარდგენის წესს და შუამდგომლობასთან ერთად სასამართლოსათვის წარსადგენი ინფორმაციის ჩამონათვალს. ასევე, ეთითება, რომ სასამართლოში ეკონომიკური აგენტის იძულებით დაყოფის საკითხის განხილვასთან დაკავშირებით ვრცელდება ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის გაუქმებისა თაობაზე ადმინისტრაციული სამართალწარმოებისათვის დადგენილ წესები (მუხლი 21 79). ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული მიმართებით; ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონის პროექტთან ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება ძირითადი კანონის პროექტიდან გამომდინარე, ეს კანონის პროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭების საკითხს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატივა ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) არ არის მოთხოვნილი ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტისბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტის მიღებს არ იწვევს რაიმე ფინანსურ შედეგს, იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მიღება. ბ.ვ) კანონპროექტით გადასახდელის (ფულადი დადგენილი შენატანის) გადასახადის, ოდენობის მოსაკრებლის შესაბამის ბიუჯეტში ან სხვა და სახის ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ადგენს რაიმე ახალ გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს; გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტის მიღებით არ იცვლება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არარსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების პროცედურის გამართულობა წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - “საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა” - მიერ შემოთავაზებულ ექსპერტების საკანონმდებლო შეფასებით, ცვლილებებში. ეკონომიკური კერძოდ, აგენტი არ ევროკავშირის უნდა ყოფილიყო პროექტის წინასწარ ინფორმირებული ადგილზე შემოწმების თაობაზე, რათა არ მომხდარიყო მტკიცებულებების განადგურება. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავების პროცესში, სააგენტომ გააკეთა საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვა, თუ როგორ ხდება ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმება - 18 ქვეყნის მაგალითზე. ე) კანონპროექტის ავტორი: სსიპ - საქართველოს კონკურენციის სააგენტო; ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი - რომან კაკულია.