„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.06.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი რომან კაკულია
ნომერი
#07-3/373/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-24
ბიუროს ნომერი 272

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს ((საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 02/06/2005, სარეგისტრაციო 320.110.000.05.001.001.846) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: კანონში კოდი: 1. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ ქვეპუნქტი: „ს) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული ფუნქციების შესრულება, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით;“ 2. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. კონკურენციის რეგულირების მიზნებისა და ამონაცების განხორციელებისას კომისია ხელმძღვანელობს ამ კანონისა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“ 3. 25-ე, 26-ე, 27-ე მუხლები ამოღებულ იქნეს. 4. 43-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას, ხოლო დარღვევის შემთხვევაში, ავტორიზებული პირის პასუხისმგებლობა განისაზღვრება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი შემუშავებულია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილების პროექტი, რომელიც ემსახურება მთელი რიგი პრაქტიკული და სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრას და კანონის აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესებას. ერთ-ერთი ცვლილება შეეხება ეკონომიკის რეგულირებად სფეროში სააგენტოსა და ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოების თანამშრომლობის და მათ შორის კომპეტენციათა გამიჯვნის საკითხებს (მუხლი 31). კერძოდ, ცვლილებების შედეგად ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანოები იხელმძღვანელებენ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის ცალკეული ნორმებით (დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებები, კონცენტრაციები, ჯარიმა კანონის დარღვევისათვის). ამდენად, მნიშვნელოვანია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ რეგულირებადი სფეროს განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება. მომწესრიგებელ კანონმდებლობაშიც ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა ვინაიდან, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის ცალკეული დებულებების აღსრულების ვალდებულება მარეგულირებელ ორგანოებს ეკისრებათ და აღნიშნული საკითხები დარეგულირებული იქნება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით, მნიშვნელოვანია მარეგულირებელი ორგანოს მიერ აღსასრულებელი სპეციალური კანონი და „კონკურცენციის შესახებ“ საქართველოს კანონი მოვიდეს ერთმანეთთან შესაბამისობაში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შედეგად მოხდება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებათა თავსებადობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება შედის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში:  მე-11 მუხლის მე-3 პუნქტს ემატება „ს“ ქვეპუნქტი და მე-20 მუხლს მე-3 პუნქტი - სადაც ეთითება, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია ასევე ხელმძღვანელობს „კონკურენციის შესახებ“ საქართვლოს კანონით.  ამოღებულია შერწყმის მარეგულირებელი 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლები - რადგან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მულის შესაბამისად, კონცენტრაციის მარეგულირებელი ნორმები ვრცელდება მარეგულირებელ ორგანოებზე.  43-ე მუხლს ემატება მე-6 პუნქტი, სადაც ეთითება, რომ ავტორიზებული პირის მიერ კონკურენციის კანონის დარღვევის გამო პასუხისმგებლობა განისაზღვრება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით - რითიც შესაბამისობაში მოდის ამავე კანონის 31-ე მუხლთან. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული მიმართებით ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონის პროექტთან ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება ძირითადი კანონის პროექტიდან გამომდინარე, ეს კანონის პროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭების საკითხს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატივა ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას). არ არის მოთხოვნილი ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტი არ გამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტის შესაბამისად, გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი, განსაზღვრული არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტის მიღებით არ იცვლება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთის მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: სსიპ - საქართველოს კონკურენციის სააგენტო; ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი - რომან კაკულია.